მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 თვეზე მეტი ვადით უხელფასოდ სტაჟირება შესაძლოა, აიკრძალოს - რას გულისხმობს ცვლილებების პროექტი შრომის კოდექსში
6 თვეზე მეტი ვადით უხელფასოდ სტაჟირება შესაძლოა, აიკრძალოს - რას გულისხმობს ცვლილებების პროექტი შრომის კოდექსში

6 თვე­ზე მეტი ვა­დით არა­ა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სტა­ჟი­რე­ბა აიკ­რძა­ლე­ბა. „სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის კო­დექსში“ შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი ბი­უ­როს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე წა­რედ­გი­ნა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, შრო­მის კო­დექსს ახა­ლი მუხ­ლი ემა­ტე­ბა, რო­მე­ლიც სტა­ჟი­ორ­სა და დამ­საქ­მე­ბელს შო­რის შრო­მით ურ­თი­ერ­თო­ბებს გან­სა­ზღვრავს. ამა­ვე მუხ­ლით გან­სა­ზღვრუ­ლია სტა­ჟი­ო­რის დე­ფი­ნი­ცია: სტა­ჟი­ო­რი არის ფი­ზი­კუ­რი პირი, რო­მე­ლიც ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ ან მის გა­რე­შე, დამ­საქ­მებ­ლი­სათ­ვის ას­რუ­ლებს გარ­კვე­ულ სა­მუ­შა­ოს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნის, უნა­რე­ბის ან პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, დამ­საქ­მე­ბელს ეკ­რძა­ლე­ბა სტა­ჟი­ო­რის შრო­მის გა­მო­ყე­ნე­ბა იმ მიზ­ნით, რომ თა­ვი­დან აი­რი­დოს შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა. სტა­ჟი­ო­რი არ ანაც­ვლებს და­საქ­მე­ბულს. დამ­საქ­მე­ბელს უფ­ლე­ბა არ აქვს აიყ­ვა­ნოს სტა­ჟი­ო­რი იმ და­საქ­მე­ბუ­ლის ნაც­ვლად, რო­მელ­თა­ნაც შე­ჩერ­და ან/და შე­წყდა შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა.

ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, არა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სტა­ჟი­რე­ბის ვადა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 6 თვეს, ხოლო ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სტა­ჟი­რე­ბის ვადა - 1 წელს. ერთი და იმა­ვე პირს უფ­ლე­ბა აქვს ერთი და იმა­ვე დამ­საქ­მე­ბელ­თან სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­როს მხო­ლოდ ერთხელ. სტა­ჟი­ო­რი­სა და დამ­საქ­მებ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა რე­გუ­ლირ­დე­ბა წე­რი­ლო­ბი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც უნდა მო­ი­ცავ­დეს დე­ტა­ლურ აღ­წე­რას სტა­ჟი­ო­რის მიერ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი სა­მუ­შა­ოს შე­სა­ხებ.

დამ­საქ­მე­ბელ­სა და და­საქ­მე­ბულს შო­რის წე­რი­ლო­ბი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა, თუკი შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა 1 თვე­ზე მეტ ხანს გრძელ­დე­ბა, სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა. პარ­ლა­მენტს „სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის კო­დექსში“ შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი წა­რედ­გი­ნა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ზე­პი­რი ან წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით, თუმ­ცა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა ერთ თვე­ზე მეტ­ხანს გრძელ­დე­ბა, წე­რი­ლო­ბი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ­ჟა­მად მოქ­მე­დი შრო­მის კო­დექ­სი დამ­საქ­მე­ბელს წე­რი­ლო­ბი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბას 3 თვე­ზე მეტ ხანს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი სა­მუ­შა­ოს შემ­თხვე­ვა­ში ავალ­დე­ბუ­ლებ­და.

ამას­თან, შრო­მის კო­დექსს ემა­ტე­ბა ახა­ლი მუხ­ლი, რო­მე­ლიც შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ში­ნა­არსს შე­ე­ხე­ბა. კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის არ­სე­ბი­თი პი­რო­ბე­ბია:

ა) ინ­ფორ­მა­ცია შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მხა­რე­თა შე­სა­ხებ;

ბ) მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის თა­რი­ღი და შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა;

ბ) სა­მუ­შაო დრო და დას­ვე­ნე­ბის დრო;

გ) სა­მუ­შაო ად­გი­ლი, დამ­საქ­მებ­ლის მი­სა­მარ­თი და ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხვა სა­მუ­შაო ად­გი­ლის შე­სა­ხებ, თუ არ არის გან­სა­ზღვრუ­ლი და­საქ­მე­ბუ­ლის მუდ­მი­ვი ან ძი­რი­თა­დი სა­მუ­შაო ად­გი­ლი.

დ) თა­ნამ­დე­ბო­ბა და შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი სა­მუ­შა­ოს სახე;

ე) შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის ოდე­ნო­ბა, მისი კომ­პო­ნენ­ტე­ბი (ძი­რი­თა­დი ხელ­ფა­სი ან/და

სა­ტა­რი­ფო გა­ნაკ­ვე­თი, და­ნა­მა­ტი, პრე­მია და სხვ.) და გა­დახ­დის წესი;

ვ) ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რი სა­მუ­შა­ოს ანა­ზღა­უ­რე­ბის წესი;

ზ) ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი და ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე შვე­ბუ­ლე­ბე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა და

შვე­ბუ­ლე­ბის მი­ცე­მის წესი;

თ) დამ­საქ­მებ­ლის და და­საქ­მე­ბუ­ლის მიერ შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­წყვე­ტის წესი;

ი) კო­ლექ­ტი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის დე­ბუ­ლე­ბე­ბი, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი

გან­სხვა­ვე­ბუ­ლად არე­გუ­ლი­რე­ბე­ნენ და­საქ­მე­ბულ­თა შრო­მის პი­რო­ბებს.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პრო­ექ­ტი არას­რულ სა­მუ­შაო გა­ნაკ­ვეთ­ზე და­საქ­მე­ბის სა­კი­თხებ­საც არე­გუ­ლი­რებს. პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, აკ­რძა­ლუ­ლია შრო­მით პი­რო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არარსრულ სა­მუ­შაო გა­ნაკ­ვეთ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­პყრო­ბა ანა­ლო­გი­ურ პი­რო­ბებ­ში სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე და­საქ­მე­ბულ პირ­თან შე­და­რე­ბით, მხო­ლოდ იმის გამო, რომ ეს პირი და­საქ­მე­ბუ­ლია არას­რულ სა­მუ­შაო გა­ნაკ­ვეთ­ზე.

გარ­და ამი­სა, დამ­საქ­მე­ბელს ეკ­რძა­ლე­ბა და­საქ­მე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს მხო­ლოდ იმის გამო, რომ დამ­საქ­მე­ბელ­მა უარი თქვა არას­რუ­ლი­დან სრულ სა­მუ­შაო გა­ნაკ­ვეთ­ზე, ან პი­რი­ქით გა­დას­ვლა­ზე ( გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, თუ სა­მუ­შაო გა­ნაკ­ვე­თის ცვლი­ლე­ბა შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით არის გან­სა­ზღვრუ­ლი).

შრო­მის კო­დექსში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი დი­მიტ­რი ცქი­ტიშ­ვი­ლი, სო­ფიო კი­ლა­ძე, და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლი, თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი, თა­მარ ხუ­ლორ­და­ვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაქსიმე
0

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ხშირ შემთხვევაში, კერძოდ კერძო კლინიკებში ყოველ მე-4 დღეს მომუშავე პერსონალი ავტომატურად გადაყავთ ყოველ მე-3 დღეზე, თანამშრომილის ავადმყოფობის ან შვებულების დროს და ამ დროს არავითარი დამატებითი ანაზღაურება არ ეძლევათ. გამოდის, რომ საშვებულებო თანხებს თანამშრომლები უხდიან ერთმანეთს. ზენორმატიულია ასევე დატვირთვა, ერთ მედდაძე დამხმარის გარეშე, 20-22 პაციენტი--ეს მარტივად რომ ვთქვათ ტრეფიკინგია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

6 თვეზე მეტი ვადით უხელფასოდ სტაჟირება შესაძლოა, აიკრძალოს - რას გულისხმობს ცვლილებების პროექტი შრომის კოდექსში

6 თვეზე მეტი ვადით უხელფასოდ სტაჟირება შესაძლოა, აიკრძალოს - რას გულისხმობს ცვლილებების პროექტი შრომის კოდექსში

6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირება აიკრძალება. „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

კანონპროექტის თანახმად, შრომის კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომელიც სტაჟიორსა და დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობებს განსაზღვრავს. ამავე მუხლით განსაზღვრულია სტაჟიორის დეფინიცია: სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით.

კანონპროექტის თანახმად, დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდოს შრომითი ხელშეკრულების დადება. სტაჟიორი არ ანაცვლებს დასაქმებულს. დამსაქმებელს უფლება არ აქვს აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის ნაცვლად, რომელთანაც შეჩერდა ან/და შეწყდა შრომითი ურთიერთობა.

ცვლილებების თანახმად, არანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა - 1 წელს. ერთი და იმავე პირს უფლება აქვს ერთი და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ. სტაჟიორისა და დამსაქმებლის ურთიერთობა რეგულირდება წერილობითი ხელშეკრულებით, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ აღწერას სტაჟიორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ.

დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წერილობითი ხელშეკრულების დადება, თუკი შრომითი ურთიერთობა 1 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, სავალდებულო გახდება. პარლამენტს „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი წარედგინა.

კანონპროექტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების დადება შესაძლებელია ზეპირი ან წერილობითი ფორმით, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ურთიერთობა ერთ თვეზე მეტხანს გრძელდება, წერილობითი ხელშეკრულების დადება აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ ამჟამად მოქმედი შრომის კოდექსი დამსაქმებელს წერილობითი ხელშეკრულების დადებას 3 თვეზე მეტ ხანს შესასრულებელი სამუშაოს შემთხვევაში ავალდებულებდა.

ამასთან, შრომის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შინაარსს შეეხება. კანონპროექტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია:

ა) ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ;

ბ) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;

ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო;

გ) სამუშაო ადგილი, დამსაქმებლის მისამართი და ინფორმაცია სხვადასხვა სამუშაო ადგილის შესახებ, თუ არ არის განსაზღვრული დასაქმებულის მუდმივი ან ძირითადი სამუშაო ადგილი.

დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე;

ე) შრომის ანაზღაურების ოდენობა, მისი კომპონენტები (ძირითადი ხელფასი ან/და

სატარიფო განაკვეთი, დანამატი, პრემია და სხვ.) და გადახდის წესი;

ვ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;

ზ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და

შვებულების მიცემის წესი;

თ) დამსაქმებლის და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი;

ი) კოლექტიური ხელშეკრულებების დებულებები, იმ შემთხვევაში, თუ ისინი

განსხვავებულად არეგულირებენენ დასაქმებულთა შრომის პირობებს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი არასრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმების საკითხებსაც არეგულირებს. პროექტის თანახმად, აკრძალულია შრომით პირობებთან დაკავშირებით არარსრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირის განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში სრულ განაკვეთზე დასაქმებულ პირთან შედარებით, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პირი დასაქმებულია არასრულ სამუშაო განაკვეთზე.

გარდა ამისა, დამსაქმებელს ეკრძალება დასაქმებული სამსახურიდან გაათავისუფლოს მხოლოდ იმის გამო, რომ დამსაქმებელმა უარი თქვა არასრულიდან სრულ სამუშაო განაკვეთზე, ან პირიქით გადასვლაზე ( გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამუშაო განაკვეთის ცვლილება შრომითი ხელშეკრულებით არის განსაზღვრული).

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი, თამარ ხულორდავა.

მოოქროვილი ცეცხლსასროლი იარაღი, მილიონებად შეფასებული ბინა და აგარაკი - რა ქონებას ფლობს "ოცნების" ბიზნესმენი დეპუტატი

"რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების განახლება დამოკიდებულია..." - რას ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

სახლები, დეპოზიტები და ROLEX-ის მაჯის საათები - რა ქონებას ფლობს კალათბურთელი დეპუტატის ოჯახი