სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გვირილობის დღისადმი მიძღვნილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აქცია
გვირილობის დღისადმი მიძღვნილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აქცია

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა (KIU) და სა­ქარ­თვე­ლოს წი­თე­ლი ჯვა­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც უნი­ვერ­სი­ტეტ­მა თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ქუ­თა­ის­ში გვი­რი­ლო­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბის აღ­ნიშ­ვნა­ში. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით და სა­ქარ­თვე­ლოს წი­თე­ლი ჯვრის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რებ 100-ზე მეტ ხან­დაზ­მულს საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი და ჰი­გი­ე­ნუ­რი ნა­წარ­მი გა­დას­ცა. ეს KIU-ს პირ­ვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს წი­თე­ლი ჯვრის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და მო­მა­ვალ­შიც გეგ­მავს აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ქუ­თა­ის­ში და­გეგ­მილ სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­სა და საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ა­ში.

„გვი­ხა­რია, რომ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხით ერ­თგუ­ლი პარტნი­ო­რი შე­ვი­ძი­ნეთ, რო­მე­ლიც გა­ნაგ­რძობს გვი­რი­ლო­ბის ტრა­დი­ცი­ას და ეხ­მა­რე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ და შე­ჭირ­ვე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს. დღეს, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, მსგავ­სი ჩარ­თუ­ლო­ბა ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და იმე­დი გვაქვს, კი­დევ არა­ერთ ერ­თობ­ლივ ღო­ნის­ძი­ე­ბებს დავ­გეგ­მავთ“ ,- გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს წი­თე­ლი ჯვრის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნინო ოსე­ფაშ­ვილ­მა.

„ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის ქველ­მოქ­მე­დე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სი­კე­თის მომ­ტა­ნი ინ­ვეს­ტი­რე­ბა ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ­ჯე­რა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­ვუ­ერ­თდით სა­ქარ­თვე­ლოს წი­თე­ლი ჯვრის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას გვი­რი­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი ერ­თად მიგ­ვე­ლო­ცა ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, სწო­რედ მათ­თვის, ვი­საც სჭირ­დე­ბა გვერ­დში დგო­მა პან­დე­მი­ის დროს. სურ­ვი­ლი გვაქვს, გან­ვაგ­რძოთ ტრა­დი­ცი­ად ქცე­უ­ლი ქველ­მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც გვი­რი­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა და ჩვე­ნი მცი­რე­დი წვლი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძემ.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბა და მი­უ­ხე­და­ვად პან­დე­მი­ი­სა, KIU მზა­დაა სტუ­დენ­ტე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დი მი­ი­ღოს და სხვა­დას­ხვა საქ­ველ­მოქ­მე­დო ინი­ცი­ა­ტი­ვა­საც ჩა­უდ­გეს სა­თა­ვე­ში. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უკვე შე­იქ­მნა სტუ­დენ­ტუ­რი გრან­ტე­ბის ფონ­დი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ტი­პის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე და საგ­რან­ტო თე­მა­ზე იმუ­შა­ვებს. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთ მთა­ვარ ღი­რე­ბუ­ლე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბა წარ­მო­ად­გენს. KIU-ს მი­ზა­ნია, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი ფონ­დის მეშ­ვე­ო­ბით და­ეხ­მა­როს ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რდებს, რათა ღირ­სე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღონ რე­გი­ო­ნის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ჰაბ­ში.

###ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კამ­პუ­სი ქ. ქუ­თა­ის­ში მდე­ბა­რე­ობს. KIU სტუ­დენ­ტე­ბის პირ­ველ ნა­კადს 2020 წელს მი­ი­ღებს მე­ნე­ჯმენ­ტის, მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებ­ზე.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ზა­ნია, რომ 2020 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ეტა­პობ­რი­ვად გახ­დეს რე­გი­ონ­ში გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრი, რის შე­დე­გა­დაც სა­ქარ­თვე­ლო მო­წი­ნა­ვე ად­გილს და­ი­კა­ვებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო არე­ნა­ზე.

ფონ­დი ქარ­თუ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ერთ მი­ლი­არდ ევ­რო­ზე მეტი თან­ხის ინ­ვეს­ტი­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს.

KIU თა­ნამ­შრომ­ლობს ევ­რო­პის წამ­ყვან მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს სა­ო­პე­რა­ციო მო­დე­ლი და პროგ­რა­მე­ბი შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია TUM და TUM International GmbH-სთან პარტნი­ო­რო­ბით. KIU-ს სა­პა­ტიო პრე­ზი­დენ­ტია TUM-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, პრო­ფე­სო­რი ვოლ­ფგანგ ა. ჰერ­მა­ნი.

ზურაბ
0

დაამახინჯეს ქუთაისი ამ ე.წ. უნივერსიტეტით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

გვირილობის დღისადმი მიძღვნილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აქცია

გვირილობის დღისადმი მიძღვნილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აქცია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს წითელი ჯვარის საზოგადოებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტმა თავისი წვლილი შეიტანა ქუთაისში გვირილობის ტრადიციული საქველმოქმედო ღონისძიების აღნიშვნაში. უნივერსიტეტის ინიციატივით და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით უნივერსიტეტმა ქუთაისში მცხოვრებ 100-ზე მეტ ხანდაზმულს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური ნაწარმი გადასცა. ეს KIU-ს პირველი თანამშრომლობაა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან და მომავალშიც გეგმავს აქტიურად ჩაერთოს ორგანიზაციის მიერ ქუთაისში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებასა და საქველმოქმედო აქციაში.

„გვიხარია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით ერთგული პარტნიორი შევიძინეთ, რომელიც განაგრძობს გვირილობის ტრადიციას და ეხმარება სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ მოქალაქეებს. დღეს, პანდემიის პირობებში, მსგავსი ჩართულობა ძალზედ მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, კიდევ არაერთ ერთობლივ ღონისძიებებს დავგეგმავთ“ ,- განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელმა ნინო ოსეფაშვილმა.

„ჩვენი უნივერსიტეტისთვის ქველმოქმედება და საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანი ინვესტირება ძალზე მნიშვნელოვანია. ამჯერადაც სიამოვნებით შევუერთდით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივას გვირილობის დღესასწაული ერთად მიგველოცა ხანდაზმული ადამიანებისთვის, სწორედ მათთვის, ვისაც სჭირდება გვერდში დგომა პანდემიის დროს. სურვილი გვაქვს, განვაგრძოთ ტრადიციად ქცეული ქველმოქმედება, რომელიც გვირილობას უკავშირდება და ჩვენი მცირედი წვლილი“, - განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო წლისთვის აქტიურად ემზადება და მიუხედავად პანდემიისა, KIU მზადაა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღოს და სხვადასხვა საქველმოქმედო ინიციატივასაც ჩაუდგეს სათავეში. უნივერსიტეტში უკვე შეიქმნა სტუდენტური გრანტების ფონდი, რომელიც სხვადასხვა ტიპის დაფინანსებაზე და საგრანტო თემაზე იმუშავებს. უნივერსიტეტის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადი განვითარება წარმოადგენს. KIU-ს მიზანია, უნივერსიტეტის სტუდენტური ფონდის მეშვეობით დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზრდებს, რათა ღირსეული განათლება მიიღონ რეგიონის ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო ჰაბში.

###ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი ქ. ქუთაისში მდებარეობს. KIU სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წელს მიიღებს მენეჯმენტის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე.

უნივერსიტეტის მიზანია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, რის შედეგადაც საქართველო მოწინავე ადგილს დაიკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.

ფონდი ქართუ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის განვითარებაში ერთ მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირებას ახორციელებს.

KIU თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-სთან პარტნიორობით. KIU-ს საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი.

BTU ტექნოლოგიური ტრენდების შესახებ ღია ვებინარებს იწყებს

იქნება თუ არა ახალ წელს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა - პაატა იმნაძის პასუხი

მხარს ვუჭერ ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი - მეუფე მიქაელი