პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპტიმისტური პროგნოზები მართლდება - პიკი არ გამოდგა ციცაბო... თუ რაღაც სისულელე არ ჩავიდინეთ, მატება არ იქნება" - თენგიზ ცერცვაძე
"ოპტიმისტური პროგნოზები მართლდება - პიკი არ გამოდგა ციცაბო... თუ რაღაც სისულელე არ ჩავიდინეთ, მატება არ იქნება" - თენგიზ ცერცვაძე

თუ რა­ღა­ცა სი­სუ­ლე­ლე არ ჩა­ვი­დი­ნეთ, თუ რა­ღაც ისე­თი შეც­დო­მე­ბი არ და­ვუშ­ვით, რო­გო­რიც იყო დაშ­ვე­ბუ­ლი ბოლ­ნი­სის და მარ­ნე­უ­ლის, ასე­ვე ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში, ან­დაც ლენ­ტეხ­ში, სა­დაც 50 კა­ცი­ა­ნი სუფ­რა გა­მარ­თეს, თუ ასე­თი რამ არ იქ­ნე­ბა, მე მგო­ნია, რომ კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე მძლავ­რი შე­მო­ტე­ვა მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გით დავძლი­ეთ, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, თუკი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვის ეს ხა­რის­ხი გაგ­რძელ­და, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი მკვეთ­რად აღარ მო­ი­მა­ტებს. ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ექ­სპერ­ტე­ბის ოპ­ტი­მის­ტუ­რი პროგ­ნო­ზე­ბი მარ­თლდე­ბა.

"თან­და­თან მცირ­დე­ბა ახა­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვი, ანუ მარ­თლდე­ბა ის ოპ­ტი­მის­ტუ­რი პროგ­ნო­ზე­ბი, რო­მელ­საც ექ­სპერ­ტე­ბი გა­მოთ­ქვამ­დნენ, რომ სა­დღაც აპ­რი­ლის ბო­ლოს­თვის იქ­ნე­ბო­და პიკი, შემ­დეგ პლა­ტო და შემ­დეგ ქვე­ვით­კენ წა­ვი­დო­და. მე ვი­ტყო­დი, რომ ახლა არის სწო­რედ პლა­ტო, პიკი არ გა­მოდ­გა ცი­ცა­ბო. გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად ვერ გე­ტყვით, რომ მა­ტე­ბა აღარ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ბოლო დღე­ე­ბი მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ თუ რა­ღა­ცა სი­სუ­ლე­ლე არ ჩა­ვი­დი­ნეთ, სა­დღაც თავ­ყრი­ლო­ბა არ მო­ვა­წყვეთ, სა­და­ვე­ე­ბი ხე­ლი­დან არ გაგ­ვექ­ცა და თუ გაგ­რძელ­და მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის და მო­ტი­ვა­ცი­ის ის ხა­რის­ხი, რაც ახ­ლაა, მა­შინ, სა­ვა­რა­უ­დოდ ახლა ვიმ­ყო­ფე­ბით პიკ­ზე, რო­მელ­საც პლა­ტოს სახე აქვს და წე­სით არ უნდა იქ­ნეს მა­ტე­ბა.

თუ იქ­ნე­ბა მა­ტე­ბა, ეს იქ­ნე­ბა მცი­რე - ერთი ათე­უ­ლი, ან ორი ათე­უ­ლი. მე პი­რა­დად მგო­ნია, რომ თუ რა­ღაც ისე­თი შეც­დო­მე­ბი არ და­ვუშ­ვით, რო­გო­რიც იყო დაშ­ვე­ბუ­ლი ბოლ­ნი­სის და მარ­ნე­უ­ლის, ასე­ვე ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში, ან­დაც ლენ­ტეხ­ში, სა­დაც 50 კა­ცი­ა­ნი სუფ­რა გა­მარ­თეს, თუ ასე­თი რამ არ იქ­ნე­ბა, მე მგო­ნია, რომ კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე მძლავ­რი შე­მო­ტე­ვა მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გით დავძლი­ეთ. ინ­ფი­ცი­რე­ბის 626 შემ­თხვე­ვა და მხო­ლოდ 10 გარ­დაც­ვლი­ლი, ეს ევ­რო­პა­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ან სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია,“ - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ მცხე­თა­ში, მეფე მი­რი­ა­ნი­სა და ნანა დე­დოფ­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში სტუმ­რო­ბის შემ­დეგ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მცხე­თა­ში მდე­ბა­რე მეფე მი­რი­ა­ნი­სა და ნანა დე­დოფ­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ კო­ვიდ-კლი­ნი­კე­ბის რი­ცხვს და­ე­მა­ტა, ამ დრო­ის­თვის 14 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს და არ­ცერ­თი მათ­გა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის მძი­მე.

"აქ სულ ჰყავ­დათ 17 პა­ცი­ენ­ტი, მათ­გან 3 გა­წე­რეს და ახლა ჰყავთ 14. სხვა ყვე­ლა კლი­ნი­კას­თან შე­და­რე­ბით, სა­დაც მე ვყო­ფილ­ვარ, ამ კლი­ნი­კა­ში არის შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი ფორ­მის პა­ცი­ენ­ტე­ბი, პა­ცი­ენ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი ჰყავთ სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის. კრი­ტი­კუ­ლი ავად­მყო­ფე­ბი სა­ბედ­ნი­ე­როდ აქ ჯერ არ ჰყავთ, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გად მო­წყო­ბი­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა აქვთ 18 სა­წოლ­ზე. სწო­რედ ამ ნიშ­ნით შე­ირ­ჩა ეს ცენ­ტრი. გარ­წმუ­ნებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოდ მო­წყო­ბი­ლი კლი­ნი­კა, რო­მე­ლიც არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა სხვა წამ­ყვან კლი­ნი­კებს" - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

covid 19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ხელ­მძღვა­ნე­ლი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე, თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტებ­თან ერ­თად, მცხე­თა­ში მდე­ბა­რე მეფე მი­რი­ა­ნი­სა და ნანა დე­დოფ­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კას ეწ­ვია და ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას ად­გილ­ზე გა­ეც­ნო. შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­თან.

მუმლი მუხასაო
27

რაც პიკს ველოდებით დაღმასვლა გვაქვს სულ. . მოვრჩეთ ამაზე საუბარს და დანარჩენ საქმეს მივხედოთ არ ჯობია??? პიკი და პიკი და პიკი, არა და გამოვიდა პუკი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ოპტიმისტური პროგნოზები მართლდება - პიკი არ გამოდგა ციცაბო... თუ რაღაც სისულელე არ ჩავიდინეთ, მატება არ იქნება" - თენგიზ ცერცვაძე

"ოპტიმისტური პროგნოზები მართლდება - პიკი არ გამოდგა ციცაბო... თუ რაღაც სისულელე არ ჩავიდინეთ, მატება არ იქნება" - თენგიზ ცერცვაძე

თუ რაღაცა სისულელე არ ჩავიდინეთ, თუ რაღაც ისეთი შეცდომები არ დავუშვით, როგორიც იყო დაშვებული ბოლნისის და მარნეულის, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ანდაც ლენტეხში, სადაც 50 კაციანი სუფრა გამართეს, თუ ასეთი რამ არ იქნება, მე მგონია, რომ კოვიდინფექციის პირველი და ყველაზე მძლავრი შემოტევა მინიმალური დანაკარგით დავძლიეთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუკი მობილიზაციის და რეკომენდაციების დაცვის ეს ხარისხი გაგრძელდა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად აღარ მოიმატებს. ცერცვაძის განცხადებით, ექსპერტების ოპტიმისტური პროგნოზები მართლდება.

"თანდათან მცირდება ახალი პაციენტების რიცხვი, ანუ მართლდება ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელსაც ექსპერტები გამოთქვამდნენ, რომ სადღაც აპრილის ბოლოსთვის იქნებოდა პიკი, შემდეგ პლატო და შემდეგ ქვევითკენ წავიდოდა. მე ვიტყოდი, რომ ახლა არის სწორედ პლატო, პიკი არ გამოდგა ციცაბო. გარანტირებულად ვერ გეტყვით, რომ მატება აღარ იქნება, მაგრამ ბოლო დღეები მიუთითებს იმაზე, რომ თუ რაღაცა სისულელე არ ჩავიდინეთ, სადღაც თავყრილობა არ მოვაწყვეთ, სადავეები ხელიდან არ გაგვექცა და თუ გაგრძელდა მობილიზაციის და მოტივაციის ის ხარისხი, რაც ახლაა, მაშინ, სავარაუდოდ ახლა ვიმყოფებით პიკზე, რომელსაც პლატოს სახე აქვს და წესით არ უნდა იქნეს მატება.

თუ იქნება მატება, ეს იქნება მცირე - ერთი ათეული, ან ორი ათეული. მე პირადად მგონია, რომ თუ რაღაც ისეთი შეცდომები არ დავუშვით, როგორიც იყო დაშვებული ბოლნისის და მარნეულის, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ანდაც ლენტეხში, სადაც 50 კაციანი სუფრა გამართეს, თუ ასეთი რამ არ იქნება, მე მგონია, რომ კოვიდინფექციის პირველი და ყველაზე მძლავრი შემოტევა მინიმალური დანაკარგით დავძლიეთ. ინფიცირების 626 შემთხვევა და მხოლოდ 10 გარდაცვლილი, ეს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ან საუკეთესო მაჩვენებელია,“ - განაცხადა ცერცვაძემ მცხეთაში, მეფე მირიანისა და ნანა დედოფლის სახელობის კლინიკაში სტუმრობის შემდეგ.

მისივე ინფორმაციით, მცხეთაში მდებარე მეფე მირიანისა და ნანა დედოფლის სახელობის კლინიკაში, რომელიც ცოტა ხნის წინ კოვიდ-კლინიკების რიცხვს დაემატა, ამ დროისთვის 14 პაციენტი მკურნალობს და არცერთი მათგანის მდგომარეობა არ არის მძიმე.

"აქ სულ ჰყავდათ 17 პაციენტი, მათგან 3 გაწერეს და ახლა ჰყავთ 14. სხვა ყველა კლინიკასთან შედარებით, სადაც მე ვყოფილვარ, ამ კლინიკაში არის შედარებით მსუბუქი ფორმის პაციენტები, პაციენტების დაახლოებით ნახევარი ჰყავთ საშუალო სიმძიმის. კრიტიკული ავადმყოფები საბედნიეროდ აქ ჯერ არ ჰყავთ, მაგრამ ძალიან კარგად მოწყობილი რეანიმაციული განყოფილება აქვთ 18 საწოლზე. სწორედ ამ ნიშნით შეირჩა ეს ცენტრი. გარწმუნებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესოდ მოწყობილი კლინიკა, რომელიც არ ჩამოუვარდება სხვა წამყვან კლინიკებს" - განაცხადა ცერცვაძემ.

covid 19-ის კლინიკური მართვის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტებთან ერთად, მცხეთაში მდებარე მეფე მირიანისა და ნანა დედოფლის სახელობის კლინიკას ეწვია და ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. შეხვედრა გაიმართა კლინიკის ხელმძღვანელობასთან და სამედიცინო პერსონალთან.

"უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გული გაგვითბეს, გულში შევიდეს უფალი. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია" - პატრიარქი

თეთრიწყაროში კორონავირუსი ოთხ პირს დაუდასტურდა

კახეთი კვლავ "მწვანე ზონაა" - საგარეჯოში მომუშავე ექთანს კორონავირუსი არც სიღრმისეული კვლევებით დაუდასტურდა