საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის წევრის ანდრიუს კუბილიუსის ღია წერილს.
მისი თქმით, ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას შეასრულებს.
„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი! საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილი. რაც შეეხება აღებულ ვალდებულებებს, სახელმწიფო ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო თავისი სტრატეგიული პარტნიორების წინაშე, ყველაფერს შეასრულებს”, - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. წერილში აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას საქმეები სათანადოდ არ იყო გადაჭრილი.
სამართლებრივ სახელმწიფოში ცალკეულ პიროვნებათა შეთანხმებით არც დაჭერა და არც დაჭერილის პატიმრობიდან გათავისუფლება უნდა ხდებოდეს. ამ თვალსაზრისით, გახარიას პასუხი სამართლებრივად სწორია!
მე ვეთანხმები ბატონ პრემიერს,საქართველოში პოლიტიკური პატიმრები ა რ ა რ ს ე ბ ო ბ ე ნ.
ხოლო რაც შეეხება რომან გოცირიძეს მას ჯერ პასუხი არ უგია სახელმწიფო დამნაშავეების,პუტჩისტების მხარდაჭერისთვის,რამაც კოლაფსში ჩააგდო ჩვენი ქვეყანა,ბატ.რომან არაფერია დავიწყებული,უფლის სამართალი ყველას მოგიკაკუნებთ კარებზე და ამასთან ერთად გირჩევთ:გაღმელი უცხოელების იმედით ნუ ინიღბებით,არაფერი გიშველით,წარსულისთვის პასუხი უნდა აგოთ,ჩვენ ქართველებს არასდროს დაგვავიწყდება 1991წლის 22 დეკემბერის შავი დღე საქართველოში,რომელიც თქვენ და თქვენნაირებმა გაუთენეთ საქართველოს.