ინდოეთში, მატარებელმა 14 მიგრანტს გადაუარა. პოლიციის ინფორმაციით, მიგრანტები სოფელში ფეხით ბრუნდებოდნენ, მას შემდეგ რაც მკაცრი კარანტინის გამო სამსახური დაკარგეს და ლიანდაგზე ჩაეძინათ. მემანქანემ მატარებლის დამუხრუჭება ვერ მოასწრო და ყველა მათგანი გარდაიცვალა.
მედიის ინფორმაციით, ათიათასობით ადამიანს ინდოეთის დიდი ქალაქებიდან საკუთარ სოფლებში დაბრუნება ფეხით მოუწიათ, რადგან ტრანსპორტმაც მუშაობა შეაჩერა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ინდოეთში კორონავირუსის 56 516 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 1895 ადამიანი ემსხვერპლა.
ეს ერთი და სხვა მრავალი
რელსებზე მიდიოდნენ. პირველმა დანარჩენებს გასძახა - მატარებელი მოდის და ლიანდაგებიდან გადავიდეთ, მეშინია არ გაგვჭყყყყ... მეორემ ანუგეშა - ნუ გეშინია, ვერ გაგვჭყყყყყყყყ... მესამემ ნიშნი მოუგო - ხომ გაგვაფრთხილა, აგე თუ ვერ გაგვჭყყყყყყყ... მეოთხემ დაიგინა - ვინც ჩვენ გაგვჭყყყყყყყყ... მეხუთემ ცას შეჰღაღადა - ღმერთო, რატომ გვჭყყყყყყყ.... მეექვსემ, მეშვიდემ, მერვემ... და ა.შ. საინფორმაციოში კი გადმოსცეს, რომ ეძინათო. არ დაიძინებდნენ, კაცია მუნჯაძის ამბავი გაგონილი ექნებოდათ )))