პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა ჩაკეტო და ამოიხოცონ" - კომენტარი, რომლის გამოც ზაზა აბაშიძის ხელნაწერთა ცენტრის დირექტორის პოსტიდან მოხსნას მოითხოვენ
"უნდა ჩაკეტო და ამოიხოცონ" - კომენტარი, რომლის გამოც ზაზა აბაშიძის ხელნაწერთა ცენტრის დირექტორის პოსტიდან მოხსნას მოითხოვენ

ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ზაზა აბა­ში­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­კე­თე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რის გამო კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ეხ­ვა. სი­ძულ­ვი­ლის ენის შემ­ცვე­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო, რო­მე­ლიც აბა­ში­ძემ მარ­ნე­უ­ლი-ბოლ­ნი­სის სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ გა­ა­კე­თა, სა­მო­ქა­ლა­ქო პლატ­ფორ­მა "არა-ფო­ბი­ას!" მისი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მოხ­სნას მო­ი­თხოვს.

შე­გახ­სე­ნებთ, ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მუ­შე­ვან­ში ინ­ცი­დენ­ტი პირ­ველ მა­ისს მოხ­და - კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის კლი­ნი­კა­ში გა­და­საყ­ვა­ნად ერთ-ერთ ოჯახ­ში მი­სულ მედ­პერ­სო­ნალს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და სოფ­ლის რწმუ­ნე­ბულს ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს და ქვე­ბით და­ა­ზი­ა­ნეს ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი.

სწო­რედ ამ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ზაზა აბა­ში­ძემ facebook-ზე კო­მენ­ტა­რის სა­ხით და­წე­რა: "უნდა ჩა­კე­ტო სო­ფელ­ში და ამო­ი­ხო­ცონ к ебённой матери!"

მოგ­ვი­ა­ნე­ბით აბა­ში­ძემ კვლავ და­წე­რა კო­მენ­ტარ­ში: "კაცო, არ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნებს?! პო­ტენ­ცი­ურ გა­მავ­რცე­ლებ­ლად და მკვლე­ლე­ბად იქ­ცე­ვი­ან? გა­მო­კე­ტონ იმ სივ­რცე­ში და პატ­რო­ნი მოს...ნიათ! გინ­და აზე­რი იყოს, გინდ ქარ­თვე­ლი, გინდ რუსი..."

რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო პლატ­ფორ­მა "არა-ფო­ბი­ას!" გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი ეთ­ნი­კუ­რი სი­ძულ­ვი­ლის შემ­ცვე­ლი კო­მენ­ტა­რის გამო, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ და კონ­კრე­ტუ­ლად, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­ნი­ხი­ლონ აბა­ში­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მოხ­სნის სა­კი­თხი:

"გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სსიპ ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, ზაზა აბა­ში­ძის პი­რა­დი ფე­ის­ბუკ-პრო­ფი­ლით გა­კეთ­და კო­მენ­ტა­რი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მარ­ნე­უ­ლის სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი უნდა "ჩა­კე­ტონ და ამო­ხო­ცონ", რა­საც თან ერ­თვის გი­ნე­ბა. კი­დევ ერთ კო­მენ­ტარ­ში ზაზა აბა­ში­ძემ მათ ვირუ­სის პო­ტენ­ცი­უ­რი გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი, მკვლე­ლე­ბი უწო­და, აგი­ნა და გა­ი­მე­ო­რა, რომ ისი­ნი უნდა გა­მო­კე­ტონ.

გარ­და ამი­სა, სო­ფელ მუ­შე­ვა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და ექი­მებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტის დი­რექ­ტორ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ, გა­ნა­ცხა­და, რომ, მის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ად­გი­ლობ­რი­ვი მოლა და მუფ­თი „ცუდ როლს თა­მა­შო­ბენ" სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ბო­დი­ში მო­ი­ხა­და ამ სი­ტყვე­ბი­სათ­ვის და გან­მარ­ტა, რომ მისი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი იყო ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბი­სათ­ვის გა­სა­გებ ენა­ზე ვირუ­სის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, რე­ლი­გი­უ­რი ლი­დე­რე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ჯა­რო პი­რე­ბის მეტი ჩარ­თუ­ლო­ბით.

პლატ­ფორ­მა "არა-ფო­ბი­ას!"-თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია ზაზა აბა­ში­ძის კო­მენ­ტა­რე­ბი. მისი პო­ზი­ცია აღ­ვი­ვებს ეთ­ნი­კურ შუღლს და გა­მო­ხა­ტავს არაჰუ­მა­ნურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის მი­მართ, რი­თაც ხელს უწყობს ისე­დაც მო­წყვლა­დი უმ­ცი­რე­სო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან უფრო მე­ტად გა­რიყ­ვას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზაზა აბა­ში­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მა­ში შე­მა­ვალ სსიპ ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტრს, რო­მე­ლიც, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან, ანუ მო­ქა­ლა­ქე­თა გა­და­სა­ხა­დე­ბით ფი­ნანსდე­ბა, ხოლო ამ პო­ზი­ცი­ამ­დე იგი რუ­სულ-ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცენ­ტრის თავ­მჯდო­მა­რე იყო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სულ-ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცენ­ტრი და­ა­ფუძნა გორ­ჩა­კო­ვის სა­ხე­ლო­ბის სა­ჯა­რო დიპ­ლო­მა­ტი­ის მხარ­და­ჭე­რის ფონდმა, რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რეა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი.

პლატ­ფორ­მი­სათ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის თავ­და­პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბაც, რომ­ლი­თაც იგი სო­ფელ მუ­შე­ვა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და ექი­მებს შო­რის კონ­ფლიქტს მუს­ლიმ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს უკავ­ში­რებს, რაც რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის მი­მართ დის­კრი­მი­ნა­ცი­ის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლია. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ა­კე­თა გან­მარ­ტე­ბე­ბი გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის ტალ­ღის ფონ­ზე, ნე­ბის­მი­ე­რი კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფის სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ას, და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი და მი­უ­ღე­ბე­ლია.

შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად კრი­ტი­კუ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნილ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვა, ეთ­ნი­კუ­რი სი­ძულ­ვი­ლის შემ­ცვე­ლი და არაჰუ­მა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი უფრო მე­ტად არ­თუ­ლებს ამ პრო­ცესს. მო­ვუ­წო­დებთ:

  • სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას/სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ნი­ხი­ლონ ზაზა აბა­ში­ძის და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მოხ­სნის სა­კი­თხი;
  • ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, გა­ა­კე­თონ ცხა­დი გზავ­ნი­ლე­ბი ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი ტალ­ღის წი­ნა­აღ­მდეგ და ჰქონ­დეთ რე­ა­გი­რე­ბა თი­თო­ე­ულ ასეთ შემ­თხვე­ვა­ზე, მათ შო­რის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის მიერ სი­ძულ­ვი­ლის ენის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე;
  • სა­ჯა­რო პი­რებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სებს, გა­ა­კე­თონ თა­ნას­წო­რო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი და ამით წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში" - ნათ­ქვა­მია სა­მო­ქა­ლა­ქო პლატ­ფორ­მის გან­ცხა­დე­ბა­ში.
მკითხველის კომენტარები / 156 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
100%
316

რაც ზაზამ თქვა, მასე ფიქრობს ყველა ნორმალური ადამიანი საქართველოში, რა თქმა უნდა აი იმ "პლატფორმის" გარდა, ისიც იმიტომ, რომ ეგენი მაგაში იღებენ ხელფასს!

d
16

ეხლა შეადარეთ საინგილოს ქართველების მდგომარეობა აზერების აქაურ მდგომარეობასთან. მერე ანალიზიც გააკეთეთ. შედეგებიც შეადარეთ. და მაგდენს თუ ბედავენ ინგილოები აზერბადაგანში? კანონი კანონია.

აბაშიძეს შეეშალა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"უნდა ჩაკეტო და ამოიხოცონ" - კომენტარი, რომლის გამოც ზაზა აბაშიძის ხელნაწერთა ცენტრის დირექტორის პოსტიდან მოხსნას მოითხოვენ

"უნდა ჩაკეტო და ამოიხოცონ" - კომენტარი, რომლის გამოც ზაზა აბაშიძის ხელნაწერთა ცენტრის დირექტორის პოსტიდან მოხსნას მოითხოვენ

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე "ფეისბუქზე" გაკეთებული კომენტარის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. სიძულვილის ენის შემცველი განცხადების გამო, რომელიც აბაშიძემ მარნეული-ბოლნისის საკარანტინო ზონაში მომხდარი ინციდენტის შესახებ გააკეთა, სამოქალაქო პლატფორმა "არა-ფობიას!" მისი თანამდებობიდან მოხსნას მოითხოვს.

შეგახსენებთ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ინციდენტი პირველ მაისს მოხდა - კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ერთ-ერთ ოჯახში მისულ მედპერსონალს, სამართალდამცავებსა და სოფლის რწმუნებულს ოჯახის ახლობლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და ქვებით დააზიანეს ავტომანქანები.

სწორედ ამ ინციდენტთან დაკავშირებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ facebook-ზე კომენტარის სახით დაწერა: "უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ к ебённой матери!"

მოგვიანებით აბაშიძემ კვლავ დაწერა კომენტარში: "კაცო, არ ემორჩილებიან სახელმწიფოს კანონებს?! პოტენციურ გამავრცელებლად და მკვლელებად იქცევიან? გამოკეტონ იმ სივრცეში და პატრონი მოს...ნიათ! გინდა აზერი იყოს, გინდ ქართველი, გინდ რუსი..."

როგორც სამოქალაქო პლატფორმა "არა-ფობიას!" განცხადებაშია აღნიშნული ეთნიკური სიძულვილის შემცველი კომენტარის გამო, საქართველოს მთავრობამ და კონკრეტულად, კულტურის სამინისტრომ, დაუყოვნებლივ უნდა განიხილონ აბაშიძის თანამდებობიდან მოხსნის საკითხი:

"გავრცელებული ინფორმაციით, სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის პირადი ფეისბუკ-პროფილით გაკეთდა კომენტარი, რომლის თანახმადაც მარნეულის სოფლის მაცხოვრებლები უნდა "ჩაკეტონ და ამოხოცონ", რასაც თან ერთვის გინება. კიდევ ერთ კომენტარში ზაზა აბაშიძემ მათ ვირუსის პოტენციური გამავრცელებლები, მკვლელები უწოდა, აგინა და გაიმეორა, რომ ისინი უნდა გამოკეტონ.

გარდა ამისა, სოფელ მუშევანის მოსახლეობასა და ექიმებს შორის დაპირისპირებაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, განაცხადა, რომ, მისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი მოლა და მუფთი „ცუდ როლს თამაშობენ" საკარანტინო ზონაში. მოგვიანებით, ამირან გამყრელიძემ ბოდიში მოიხადა ამ სიტყვებისათვის და განმარტა, რომ მისი მთავარი გზავნილი იყო ეთნიკური უმცირესობისათვის გასაგებ ენაზე ვირუსის შესახებ ცნობიერების გაძლიერება, რელიგიური ლიდერებისა და ადგილობრივი საჯარო პირების მეტი ჩართულობით.

პლატფორმა "არა-ფობიას!"-თვის კატეგორიულად მიუღებელია ზაზა აბაშიძის კომენტარები. მისი პოზიცია აღვივებს ეთნიკურ შუღლს და გამოხატავს არაჰუმანურ დამოკიდებულებას ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ, რითაც ხელს უწყობს ისედაც მოწყვლადი უმცირესობის საზოგადოებისგან უფრო მეტად გარიყვას.

აღსანიშნავია, რომ ზაზა აბაშიძე ხელმძღვანელობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, რომელიც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ მოქალაქეთა გადასახადებით ფინანსდება, ხოლო ამ პოზიციამდე იგი რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარე იყო. აღსანიშნავია, რომ რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი დააფუძნა გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა, რომლის თავმჯდომარეა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

პლატფორმისათვის მიუღებელია ამირან გამყრელიძის თავდაპირველი განცხადებაც, რომლითაც იგი სოფელ მუშევანის მოსახლეობასა და ექიმებს შორის კონფლიქტს მუსლიმ სასულიერო პირებს უკავშირებს, რაც რელიგიური უმცირესობის მიმართ დისკრიმინაციის წამახალისებელია. მისასალმებელია, რომ ამირან გამყრელიძემ მოგვიანებით გააკეთა განმარტებები განცხადებასთან დაკავშირებით, თუმცა არსებული აგრესიის ტალღის ფონზე, ნებისმიერი კომენტარი, რომელიც ხელს უწყობს კონკრეტული ჯგუფის სტიგმატიზაციას, დამაზიანებელი და მიუღებელია.

შექმნილი ვითარების ფონზე, როდესაც საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის პარალელურად კრიტიკულად აუცილებელია ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობაზე ზრუნვა, ეთნიკური სიძულვილის შემცველი და არაჰუმანური დამოკიდებულებები უფრო მეტად ართულებს ამ პროცესს. მოვუწოდებთ:

  • საქართველოს მთავრობას/საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, დაუყოვნებლივ განიხილონ ზაზა აბაშიძის დაკავებული თანამდებობიდან მოხსნის საკითხი;
  • ხელისუფლების წარმომადგენლებს, გააკეთონ ცხადი გზავნილები ქსენოფობიური ტალღის წინააღმდეგ და ჰქონდეთ რეაგირება თითოეულ ასეთ შემთხვევაზე, მათ შორის საჯარო მოხელეების მიერ სიძულვილის ენის გამოყენებაზე;
  • საჯარო პირებსა და პოლიტიკოსებს, გააკეთონ თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები და ამით წვლილი შეიტანონ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საზოგადოებრივ ინტეგრაციაში" - ნათქვამია სამოქალაქო პლატფორმის განცხადებაში.

მარიამობა: მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი დღესასწაული - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღესთან დაკავშირებით

"როდესაც ღვინის ბიზნესით ჩემი პირველი ფული ვიშოვე, მივხვდი, რომ ეს უდიდესი აზარტია" - როგორ გახდა ცნობილი ექსპერტი წარმატებული ბიზნესლედი

"სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც მაწევანს უკავშირდება" - ადვოკატის თქმით, გასაჯაროებული ვიდეომასალა არასრულია