მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი საქმე გააკეთა ნოდარმა... ჩვენი გზები გაიყარა" - გვარამიას და მელაძის პირველი კომენტარები "მთავარსა" და "ტვ პირველში" მომხდარ ცვლილებებზე
"დიდი საქმე გააკეთა ნოდარმა... ჩვენი გზები გაიყარა" - გვარამიას და მელაძის პირველი კომენტარები "მთავარსა" და "ტვ პირველში" მომხდარ ცვლილებებზე

ბოლო პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლიო და ქარ­თუ­ლი მე­დი­ის სა­უბ­რის მთა­ვა­რი თემა კო­რო­ნა­ვირუ­სია, თუმ­ცა ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში მომ­ხდარ­მა დიდ­მა გა­და­ად­გი­ლე­ბებ­მა ინ­ტერ­ნეტ­სა­ზო­გა­დო­ე­ბას რამ­დე­ნი­მე დღით და­ა­ვი­წყა COVID-19.

"რუს­თა­ვი 2"-ის ყო­ფი­ლი და ამ­ჟა­მინ­დე­ლი "მთა­ვა­რი არ­ხის" ერთ-ერ­თმა მთა­ვარ­მა სა­ხემ - ნო­დარ მე­ლა­ძემ, ახა­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის და­ფუძ­ნე­ბი­დან 6 თვის შემ­დეგ სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის პოს­ტი და­ტო­ვა და "ტვ პირ­ველ­ში" გა­და­ბარ­გდა.

რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ა­რუ­ლი ხმე­ბი, მე­ლა­ძემ 20 აპ­რილს და­ა­დას­ტუ­რა მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით: "ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა იმ მა­გარ გუნდს, რო­მე­ლიც რჩე­ბა ამ არხზე" - და­წე­რა მან "ფე­ის­ბუქ­ზე".

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნო­დარ მე­ლა­ძის არ­ხი­დან წას­ვლის მი­ზე­ზი მას­სა და გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, ნიკა გვა­რა­მი­ას შო­რის არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბა გახ­და. სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­თან ერ­თად ტე­ლე­კომ­პა­ნია და­ტო­ვეს "მთა­ვა­რი არ­ხის" ახალ­მა სა­ხე­ებ­მაც: ვა­სილ დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლი (რო­მე­ლიც "იმე­დი­დან" გა­და­ვი­და "მთა­ვარ­ზე"), მაკა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი, რუ­სუ­დან ჯა­ბა­ნიშ­ვი­ლი და ეკო მაღ­რა­ძე (რო­მე­ლიც "რუს­თა­ვი 2"-ის ძვე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბი­დან გა­და­ვი­და "მთა­ვარ­ზე").

რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ AMBEBI.GE-მ ნიკა გვა­რა­მი­ას კო­მენ­ტა­რის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო. მან მე­ლა­ძეს­თან და­პი­რის­პი­რე­ბა არც უარ­ყო და არც და­ა­დას­ტუ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ კომ­პა­ნი­ის შიდა სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­სა­ჯა­რო­ე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­აჩ­ნია.

"დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი არ მსურს. რაც ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის საქ­მეა, მხო­ლოდ შიგ­ნით. ჩვენ ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვი­მუ­შა­ვეთ ერ­თად და მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან დიდი საქ­მე გა­ა­კე­თა ნო­დარ­მა, ჯერ "რუს­თა­ვი 2"-ში და შემ­დეგ "მთა­ვარ არხზე".

რა­ღაც წერ­ტილ­ში ჩვე­ნი გზე­ბი გა­ი­ყა­რა და ეს, რა თქმა უნდა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. ეს იმის წაშ­ლის და და­ვი­წყე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ნამ­დვი­ლად არ მაძ­ლევს, რაც მან გა­ა­კე­თა" - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ და AMBEBI.GE-ის ისიც უთხრა, რომ "მთა­ვარ არხში" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც მე­ლა­ძეს ეკა­ვა, გა­უქ­მდა და შე­სა­ბა­მი­სად, არხზე მას ვე­რა­ვინ ჩა­ა­ნაც­ვლებს:

"ჩვენ სრუ­ლი­ად შეგ­ნე­ბუ­ლად მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა უბ­რა­ლოდ აღარ არ­სე­ბობს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. ნი­უსს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დღის პრო­დი­უ­სე­რე­ბი უხელ­მძღვა­ნე­ლე­ბენ" - გვი­თხრა ნიკა გვა­რა­მი­ამ.

"მთა­ვა­რი­დან" წა­მოს­ვლის მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბა­რი არც ნო­დარ მე­ლა­ძემ ისურ­ვა. AMBEBI.GE-სთან თქვა, რომ "ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს":

"მე წა­მო­ვე­დი "მთა­ვა­რი არ­ხი­დან" და არ ვფიქ­რობ, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ბევ­რი სა­უ­ბა­რი სწო­რია. ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტვ პირ­ველ­ში" ძა­ლი­ან ბევ­რი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა, არ­ხის რებ­რენ­დინ­გით და­წყე­ბუ­ლი, ახა­ლი გა­და­ცე­მე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი და ამა­ზე უფრო კონ­კრე­ტუ­ლად არ­ხის დი­რექ­ტორს შე­უძ­ლია სა­უ­ბა­რი" - გვი­თხრა მე­ლა­ძემ.

მარ­თა­ლია ის, "მთა­ვა­რი არ­ხი­დან" წა­მოს­ვლის მი­ზე­ზებ­ზე კონ­კრე­ტუ­ლად არ სა­უბ­რობს, თუმ­ცა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რომ გარ­კვე­უ­ლი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი უძღო­და წინ, ამას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გუ­შინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი მოწ­მობს:

"რა კარ­გია გქონ­დეს უნა­რი, დუ­მი­ლით უყუ­რო რო­გორ კარ­გა­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ხეს. ეს დუ­მი­ლი, გეხ­მა­რე­ბა, არ გახ­დე მათ­ნა­ი­რი და ხელს უწყობს მათ, კარ­გად გა­მო­ა­ჩი­ნონ თა­ვი­სი რე­ა­ლუ­რი სახე! ხვალ, დღე­ვან­დელ ამ­ბავს ყავ­ლი გა­უ­ვა, ხვა­ლინ­დელს - ზეგ, უბ­რა­ლოდ სულ მა­ინ­ტე­რე­სებს, ნეტა შე­მო­ხედ­ვა თუ შერ­ცხვე­ბათ? დუ­მი­ლი ჩემ­თვის ოქ­როა, აბა ჩა­ლის ფასი რომ ჰქონ­დეს, რამ­დენ რა­მეს და­წერ­და კაცი! ჩემ­თვის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია ცხოვ­რე­ბა­ში - შრო­მა, შრო­მა და შრო­მა. ჰოდა მე ისევ ვიშ­რო­მებ, სხვებს შე­უძ­ლია ტა­ლა­ხი ზი­ლონ", - წერს მე­ლა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე".

რაც შე­ე­ხე­ბა მის ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბას, "TV პირ­ვე­ლის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ინგა გრი­გო­ლი­ამ მე­გო­ბარს და კო­ლე­გას 21 აპ­რილს სა­ჯა­რო პოს­ტით მი­უ­ლო­ცა "ტვ პირ­ვე­ლის" გე­ნე­რა­ლურ პრო­დი­უ­სე­რად და­ნიშ­ვნა და აღ­ნიშ­ნა, რომ მე­ლა­ძე ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის "უდი­დე­სი შე­ნა­ძე­ნია".

თუმ­ცა, კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ტვ პირ­ველ­ში" ნო­დარ მე­ლა­ძის მის­ვლა ინგა გრი­გო­ლი­ა­სა­ვით არ გა­ხა­რე­ბია ყვე­ლას. ცვლი­ლე­ბე­ბის მოყ­ვა­რულ­მა მე­ლა­ძემ პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო დღე სა­მუ­შაო სივ­რცის რე­მონ­ტი­თა და ცვლი­ლე­ბე­ბით და­ი­წყო - ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში მი­იყ­ვა­ნა "მთა­ვა­რი არ­ხი­დან" წა­მო­სუ­ლი ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი 4 ჟურ­ნა­ლის­ტი და რო­გორც AMBEBI.GE-ს წყა­რო უყ­ვე­ბა, "ტვ პირ­ვე­ლის" რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლისტს სწო­რედ ძვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლებს.

სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ეს გახ­და "ტვ პირ­ველ­ში" შიდა და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზიც - ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვილ­მა "პირ­ვე­ლის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის პოს­ტი და­ტო­ვა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმით ახ­სნა, რომ მისი და "არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ხედ­ვე­ბი სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ამ ეტაპ­ზე ერ­თმა­ნეთს არ და­ემ­თხვა".

ინგა გრი­გო­ლი­ას თქმით კი, ჟი­ჟი­ლაშ­ვი­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად აგ­რძე­ლებს არხზე მუ­შა­ო­ბას, "შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თის აზრს არ ვი­ზი­ა­რებ­დეთ. ნო­დარ­თან არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ არის ეს ყვე­ლა­ფე­რი" - უთხრა "ტა­ბუ­ლას" გრი­გო­ლი­ამ და დას­ძი­ნა, რომ არხზე 3 ახა­ლი თოქ-შოუ გავა, რო­მელ­თაც ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვი­ლი, თე­ო­ნა ბა­კუ­რი­ძე (აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი წამ­ყვა­ნი, რო­მე­ლიც "ტვ პირ­ველ­ზე" ცოტა ხნის წინ გა­და­ვი­და) და ნო­დარ მე­ლა­ძე წა­იყ­ვა­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტვ მთავარი მატყუარა
604

სუცრუეზე, ანგარებაზე და ბოროტებაზე აგებული ნებისმიერი ორგანიზმი იშლება ადრე თუ გვიან, მითუმეტეს როცა გვარამიას მსგავსი ნევრასტენიკი მართავს.

saqartvelos rigiti moqalaqe
99

აუფ, რა გვეშველება აწი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"დიდი საქმე გააკეთა ნოდარმა... ჩვენი გზები გაიყარა" - გვარამიას და მელაძის პირველი კომენტარები "მთავარსა" და "ტვ პირველში" მომხდარ ცვლილებებზე

"დიდი საქმე გააკეთა ნოდარმა... ჩვენი გზები გაიყარა" - გვარამიას და მელაძის პირველი კომენტარები "მთავარსა" და "ტვ პირველში" მომხდარ ცვლილებებზე

ბოლო პერიოდში მსოფლიო და ქართული მედიის საუბრის მთავარი თემა კორონავირუსია, თუმცა ქართულ სატელევიზიო სივრცეში მომხდარმა დიდმა გადაადგილებებმა ინტერნეტსაზოგადოებას რამდენიმე დღით დაავიწყა COVID-19.

"რუსთავი 2"-ის ყოფილი და ამჟამინდელი "მთავარი არხის" ერთ-ერთმა მთავარმა სახემ - ნოდარ მელაძემ, ახალი ტელევიზიის დაფუძნებიდან 6 თვის შემდეგ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტი დატოვა და "ტვ პირველში" გადაბარგდა.

რამდენიმე დღის განმავლობაში მოარული ხმები, მელაძემ 20 აპრილს დაადასტურა მოკლე კომენტარით: "ბევრი წარმატება იმ მაგარ გუნდს, რომელიც რჩება ამ არხზე" - დაწერა მან "ფეისბუქზე".

გავრცელებული ინფორმაციით, ნოდარ მელაძის არხიდან წასვლის მიზეზი მასსა და გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შორის არსებული უთანხმოება გახდა. საინფორმაციო სამსახურის უფროსთან ერთად ტელეკომპანია დატოვეს "მთავარი არხის" ახალმა სახეებმაც: ვასილ დაბრუნდაშვილი (რომელიც "იმედიდან" გადავიდა "მთავარზე"), მაკა ანდრონიკაშვილი, რუსუდან ჯაბანიშვილი და ეკო მაღრაძე (რომელიც "რუსთავი 2"-ის ძველი შემადგენლობიდან გადავიდა "მთავარზე").

რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ AMBEBI.GE-მ ნიკა გვარამიას კომენტარის მოპოვება შეძლო. მან მელაძესთან დაპირისპირება არც უარყო და არც დაადასტურა და აღნიშნა, რომ კომპანიის შიდა სამზარეულოს გასაჯაროება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

"დეტალებზე საუბარი არ მსურს. რაც ჩვენი კომპანიის საქმეა, მხოლოდ შიგნით. ჩვენ ძალიან დიდხანს ვიმუშავეთ ერთად და მგონია, რომ ძალიან დიდი საქმე გააკეთა ნოდარმა, ჯერ "რუსთავი 2"-ში და შემდეგ "მთავარ არხზე".

რაღაც წერტილში ჩვენი გზები გაიყარა და ეს, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს იმის წაშლის და დავიწყების შესაძლებლობას ნამდვილად არ მაძლევს, რაც მან გააკეთა" - განაცხადა გვარამიამ და AMBEBI.GE-ის ისიც უთხრა, რომ "მთავარ არხში" საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიცია, რომელიც მელაძეს ეკავა, გაუქმდა და შესაბამისად, არხზე მას ვერავინ ჩაანაცვლებს:

"ჩვენ სრულიად შეგნებულად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს თანამდებობა უბრალოდ აღარ არსებობს ტელევიზიაში. ნიუსს დღის განმავლობაში დღის პროდიუსერები უხელმძღვანელებენ" - გვითხრა ნიკა გვარამიამ.

"მთავარიდან" წამოსვლის მიზეზებზე საუბარი არც ნოდარ მელაძემ ისურვა. AMBEBI.GE-სთან თქვა, რომ "ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს":

"მე წამოვედი "მთავარი არხიდან" და არ ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებაზე ბევრი საუბარი სწორია. ტელეკომპანია "ტვ პირველში" ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი იქნება, არხის რებრენდინგით დაწყებული, ახალი გადაცემებით დამთავრებული და ამაზე უფრო კონკრეტულად არხის დირექტორს შეუძლია საუბარი" - გვითხრა მელაძემ.

მართალია ის, "მთავარი არხიდან" წამოსვლის მიზეზებზე კონკრეტულად არ საუბრობს, თუმცა ამ გადაწყვეტილებას რომ გარკვეული უსიამოვნებები უძღოდა წინ, ამას "ფეისბუქის" პირად გვერდზე გუშინ გამოქვეყნებული სტატუსი მოწმობს:

"რა კარგია გქონდეს უნარი, დუმილით უყურო როგორ კარგავენ ადამიანები სახეს. ეს დუმილი, გეხმარება, არ გახდე მათნაირი და ხელს უწყობს მათ, კარგად გამოაჩინონ თავისი რეალური სახე! ხვალ, დღევანდელ ამბავს ყავლი გაუვა, ხვალინდელს - ზეგ, უბრალოდ სულ მაინტერესებს, ნეტა შემოხედვა თუ შერცხვებათ? დუმილი ჩემთვის ოქროა, აბა ჩალის ფასი რომ ჰქონდეს, რამდენ რამეს დაწერდა კაცი! ჩემთვის მთავარი პრინციპია ცხოვრებაში - შრომა, შრომა და შრომა. ჰოდა მე ისევ ვიშრომებ, სხვებს შეუძლია ტალახი ზილონ", - წერს მელაძე "ფეისბუქზე".

რაც შეეხება მის ახალ თანამდებობას, "TV პირველის" გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ მეგობარს და კოლეგას 21 აპრილს საჯარო პოსტით მიულოცა "ტვ პირველის" გენერალურ პროდიუსერად დანიშვნა და აღნიშნა, რომ მელაძე ტელევიზიისთვის "უდიდესი შენაძენია".

თუმცა, კულუარული ინფორმაციით, "ტვ პირველში" ნოდარ მელაძის მისვლა ინგა გრიგოლიასავით არ გახარებია ყველას. ცვლილებების მოყვარულმა მელაძემ პირველი სამუშაო დღე სამუშაო სივრცის რემონტითა და ცვლილებებით დაიწყო - ტელეკომპანიაში მიიყვანა "მთავარი არხიდან" წამოსული ზემოთხსენებული 4 ჟურნალისტი და როგორც AMBEBI.GE-ს წყარო უყვება, "ტვ პირველის" რამდენიმე ჟურნალისტს სწორედ ძველი თანამშრომლებით ჩაანაცვლებს.

სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა "ტვ პირველში" შიდა დაპირისპირების მიზეზიც - ტელეწამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა "პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტი დატოვა და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მისი და "არხის ხელმძღვანელობის ხედვები საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით, ამ ეტაპზე ერთმანეთს არ დაემთხვა".

ინგა გრიგოლიას თქმით კი, ჟიჟილაშვილი ჩვეულებრივად აგრძელებს არხზე მუშაობას, "შეიძლება ერთმანეთის აზრს არ ვიზიარებდეთ. ნოდართან არანაირ კავშირში არ არის ეს ყველაფერი" - უთხრა "ტაბულას" გრიგოლიამ და დასძინა, რომ არხზე 3 ახალი თოქ-შოუ გავა, რომელთაც ნინო ჟიჟილაშვილი, თეონა ბაკურიძე (აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული წამყვანი, რომელიც "ტვ პირველზე" ცოტა ხნის წინ გადავიდა) და ნოდარ მელაძე წაიყვანენ.

3 ახალი ინფიცირებულიდან 2 აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომლებიც სატვირთოს მძღოლები არიან - ერთი საქართველოს მოქალაქეა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ერთი ექთანია - რა წერია ინფიცირებულ მედპერსონალებზე NCDC-ს ანგარიშში

რა უნდა ვიცოდეთ ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებზე?