სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ცინარიძის მეუღლე უარყოფს, რომ ქმარმა იარაღიდან დამიზნებით ესროლა - პროკურატურა
დავით ცინარიძის მეუღლე უარყოფს, რომ ქმარმა იარაღიდან დამიზნებით ესროლა - პროკურატურა

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბით არ დას­ტურ­დე­ბა და­ვით ცი­ნა­რი­ძის მხრი­დან მე­უღ­ლის მი­მართ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტი, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ორ­გა­ნო­ებ­ში გა­მო­ძი­ე­ბის საპ­რო­ცე­სო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა ვანო ოქ­რო­პი­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, და­მიზ­ნე­ბით სრო­ლის ფაქტს უარ­ყოფს თა­ვად სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, და­ვით ცი­ნა­რი­ძის მე­უღ­ლეც.

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დღეს იმ­სჯე­ლა და სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მო­თხოვ­ნა დ.ც.-სთვის აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე.

მე­უღ­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის და მუ­ქა­რის ფაქ­ტზე და­ვით ცი­ნა­რი­ძეს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "დ" ქვე­პუნ­ქტით და 126-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ 2020 წლის 27 აპ­რილს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ცი­ნა­რი­ძე მე­უღ­ლეს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ე­მუქ­რა, რა­საც და­ერ­თო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ერთჯე­რა­დი გას­რო­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბით არ დას­ტურ­დე­ბა და­ვით ცი­ნა­რი­ძის მხრი­დან მე­უღ­ლის მი­მართ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტი, ვი­ნა­ი­დან გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა არ და­ა­დას­ტუ­რა თა­ვად და­ზა­რა­ლე­ბულ­მა. მ.ბ-მ უარ­ყო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან უშუ­ა­ლოდ და­მიზ­ნე­ბით, მისი მი­მარ­თუ­ლე­ბით გას­რო­ლა. ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ ია­რაღ­ში არ­სე­ბულ მჭიდ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო 13 ვაზ­ნა, რაც და­ვით ცი­ნა­რი­ძეს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევ­და მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვა, ყო­ველ­გვა­რი ხე­ლის შემ­შლე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­რე­შე, მო­ეყ­ვა­ნა სის­რუ­ლე­ში“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ორ­გა­ნო­ებ­ში გა­მო­ძი­ე­ბის საპ­რო­ცე­სო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა ვანო ოქ­რო­პი­რი­ძემ.

რაც შე­ხე­ბა იმას, რა­ტომ არ და­კი­თხა ბრალ­დე­ბის მხა­რემ ცი­ნა­რი­ძემ აქამ­დე, ოქ­რო­პი­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა: „დაც­ვის მხა­რეს შევ­თა­ვა­ზეთ პირ­ვე­ლი წარ­დგე­ნის სხდო­მამ­დე მომ­ხდა­რი­ყო ბრალ­დე­ბუ­ლის გა­მო­კი­თხვა, თუმ­ცა დაც­ვის მხა­რემ გა­ნა­ცხა­და, რომ არა­თუ არ ჰქონ­დათ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პო­ზი­ცია გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა­ზე, არა­მედ ასე­ვე არ ჰქონ­დათ პო­ზი­ცია დუ­მი­ლის უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. ამას­თან, დაც­ვის მხა­რეს შე­ეძ­ლო ბრალ­დე­ბუ­ლი გა­მო­ე­კი­თხა პირ­ვე­ლი წარ­დგე­ნის სხდო­მამ­დე და აღ­ნიშ­ნუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გა­და­ე­ცა რო­გორც ბრალ­დე­ბის მხა­რის­თვის, ასე­ვე სა­სა­მარ­თლოს­თვის. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სიმ­ყა­რეს, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტარ­და ათე­უ­ლო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მათ შო­რის გა­მო­ი­კი­თხნენ მოწ­მე­ე­ბი, ამო­ღე­ბულ იქნა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ვანო ოქ­რო­პი­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ უფ­როსს, და­ვით ცი­ნა­რი­ძეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ორი დღის წინ და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა და­ვით ცი­ნა­რი­ძემ მე­უღ­ლეს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ კი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქ­რა, რა დრო­საც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ერთჯე­რა­დად გა­ის­რო­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 151-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით, 126-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მუ­ქა­რა­სა და ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ino
3

 ეგონა ყურშიტაშვილს ესროდა და მეუღლე აღმოჩნდა შემთხვევით

ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
4

ეგრეც ვიცოდი, ხომ ვამბობდი, შეცდომა მოხდა,

ნასვამმა „პროსტომც“ ისროლა და სკამის ფეხს მოხვდა.

თქვენ კი, კლავდაო,

თუმცა ყველა ვაზნა მჭიდშია,

ჭორების გამო ცინარიძე, გასაჭირშია.

გვერდით დავუდგეთ, რომ იქნება სროკიდან მოვხსნათ,

გადავარჩინოთ თავქარიან პატრულთა მოდგმა!

ეხ, რა დრო დადგა! კაცს გემოზე ვეღარ უსვრია,

გაფაჩუნდება და ეგრევე სახელს უსვრიან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

დავით ცინარიძის მეუღლე უარყოფს, რომ ქმარმა იარაღიდან დამიზნებით ესროლა - პროკურატურა

დავით ცინარიძის მეუღლე უარყოფს, რომ ქმარმა იარაღიდან დამიზნებით ესროლა - პროკურატურა

სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება დავით ცინარიძის მხრიდან მეუღლის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განხორციელებული მკვლელობის მცდელობის ფაქტი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა ვანო ოქროპირიძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, დამიზნებით სროლის ფაქტს უარყოფს თავად საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის მეუღლეც.

"როგორც მოგეხსენებათ, აღკვეთი ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა და სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა დ.ც.-სთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

მეუღლის მიმართ ძალადობის და მუქარის ფაქტზე დავით ცინარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ცინარიძე მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაემუქრა, რასაც დაერთო ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადი გასროლა. სამართალდამცველებმა ის შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება დავით ცინარიძის მხრიდან მეუღლის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განხორციელებული მკვლელობის მცდელობის ფაქტი, ვინაიდან გამოძიების ეტაპზე აღნიშნული გარემოება არ დაადასტურა თავად დაზარალებულმა. მ.ბ-მ უარყო ცეცხლსასროლი იარაღიდან უშუალოდ დამიზნებით, მისი მიმართულებით გასროლა. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იარაღში არსებულ მჭიდში მოთავსებული იყო 13 ვაზნა, რაც დავით ცინარიძეს შესაძლებლობას აძლევდა მკვლელობის განზრახვა, ყოველგვარი ხელის შემშლელი გარემოებების გარეშე, მოეყვანა სისრულეში“, - განაცხადა თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა ვანო ოქროპირიძემ.

რაც შეხება იმას, რატომ არ დაკითხა ბრალდების მხარემ ცინარიძემ აქამდე, ოქროპირიძემ აღნიშნა: „დაცვის მხარეს შევთავაზეთ პირველი წარდგენის სხდომამდე მომხდარიყო ბრალდებულის გამოკითხვა, თუმცა დაცვის მხარემ განაცხადა, რომ არათუ არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული პოზიცია გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, არამედ ასევე არ ჰქონდათ პოზიცია დუმილის უფლების გამოყენებაზე. ამასთან, დაცვის მხარეს შეეძლო ბრალდებული გამოეკითხა პირველი წარდგენის სხდომამდე და აღნიშნული მტკიცებულება გადაეცა როგორც ბრალდების მხარისთვის, ასევე სასამართლოსთვის. ხოლო რაც შეეხება მტკიცებულებების სიმყარეს, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ მოწმეები, ამოღებულ იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, დანიშნულია ექსპერტიზები“, - აღნიშნა ვანო ოქროპირიძემ.

ცნობისთვის, საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის სამართალდამცავებმა ორი დღის წინ დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.

გუდაურში მკვლელობისთვის ბრალდებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, 6 პირს ბრალი წაუყენეს

რძლის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით, დედამთილი დააკავეს

გუდაურის მკვლელობის საქმე: მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა