სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ ვიფიქრებდი, ჩემი ქმრის და დედამთილის მკვლელი, ასე ახლოს, მეზობლად დაიმალებოდა" - ყანდაურას მკვლელობის უცნობი დეტალები
"როგორ ვიფიქრებდი, ჩემი ქმრის და დედამთილის მკვლელი, ასე ახლოს, მეზობლად დაიმალებოდა" - ყანდაურას მკვლელობის უცნობი დეტალები

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ძებ­ნი­ლი სპეც­რაზ­მე­ლი, 57 წლის ნო­დარ გამ­ყრე­ლი­ძე და­ა­კა­ვეს. რო­გორც გა­ირ­კვა, იგი სწო­რედ იმ სახ­ლში და­პა­ტიმ­რეს, სა­დაც ერთი წლის წინ სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ნო­დარ გამ­ყრე­ლი­ძეს ერთი წე­ლია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ეძე­ბენ. ყა­ნა­დუ­რა­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე სად იმა­ლე­ბო­და ძებ­ნი­ლი, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის ცნო­ბი­ლი, ამა­ზე არც ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი სა­უბ­რობს. ერთი ფაქ­ტია, მას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი არ გა­და­უკ­ვე­თია, თო­რემ უკან აღარ დაბ­რუნ­დე­ბო­და.

ნო­დარ გამ­ყრე­ლი­ძეს ამ ეტაპ­ზე და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რის - დე­დის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი და ეს მუხ­ლი 13-დან 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს, თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია 2019 წლის 3 მა­ისს, ყან­და­უ­რა­ში, გამ­ყრე­ლი­ძე­ე­ბის სახ­ლში მოხ­და, სა­დაც ერთ დღეს და­ხო­ცეს: ბრალ­დე­ბუ­ლის ძმა დათო, მისი ცოლი ლელა სო­ზო­ნიშ­ვი­ლი, ბი­ცო­ლა მზია მეზვრიშ­ვი­ლი და მისი ვაჟი შავ­ლეგ გამ­ყრე­ლი­ძე. ასევ დაჭ­რეს დედა ელზა ტა­ვე­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

იმ დი­ლით, 8 სა­ათ­ზე მე­ზობ­ლებ­მა გა­ი­გეს, რომ ომარ გამ­ყრე­ლი­ძის ცოლი ელზა, ანუ ბრალ­დე­ბუ­ლის დედა შე­უძ­ლოდ იყო. პირ­ვე­ლი, ვინც გამ­ყრე­ლი­ძე­ე­ბის სახ­ლში შე­ვი­და, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ბიძა ფრი­დონ გამ­ყრე­ლი­ძე იყო:

"იმ დი­ლით ელ­ზას რძალ­მა, ლე­ლამ გად­მოს­ძა­ხა ჩემს მე­უღ­ლეს, ჩემი დე­დამ­თი­ლი არის ცუ­დად და მიშ­ვე­ლე­თო. პირ­ვე­ლი მე შე­ვე­დი მათ სახ­ლში. დე­რე­ფან­ში სის­ხლის კვა­ლი იყო. იმ სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში არ შე­მი­ხე­დია, სა­დაც ელზა იწვა, რა­ღაც ჰქონ­და ჩა­მო­ფა­რე­ბუ­ლი ოთახს. ომა­რი სკამ­ზე იჯდა იქვე და რა­ღა­ცას თა­ვის­თვის ბუტ­ბუ­ტებ­და. ლე­ლას ვუ­თხა­რი, - წნე­ვა გა­უ­ზო­მე და სას­წრა­ფოც მოვა-მეთ­ქი, მი­თხრა უკვე გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი მყავს სას­წრა­ფო და ალ­ბათ 5-10 წუთ­ში მო­ვაო. და­ვა­მა­ტე, - თან ეს სის­ხლიც მოწ­მინ­დე-მეთ­ქი, მე­გო­ნა, სის­ხლი ცხვი­რი­დან წას­კდა. არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ, უკან გა­მოვ­ბრუნ­დი. ჩემი ცოლი შემ­ხვდა გზა­ში, მკი­თხა, - რა ხდე­ბაო, - ცუ­დად გამ­ხდა­რა ელზა, სას­წრა­ფო გა­მო­უ­ძა­ხი­ათ და მი­ხე­და­ვენ-მეთ­ქი. მერე ჩემი ბიჭი, შავ­ლე­გო შემ­ხვდა, იმა­ნაც იგი­ვე მკი­თხა, იგი­ვე ვუ­პა­სუ­ხე, მი­თხრა, - დავ­ხე­დავ და წა­მო­ვა­ლო... რო­გორც კი გა­მო­ვე­დი ეზო­დან, უცებ მო­მეს­მა სრო­ლის ხმა, რომ შევტრი­ალ­დი ჩემი ბიჭი მი­წა­ზე იწვა, მას ომა­რას ბიჭი, დათო მი­უ­ახ­ლოვ­და, წა­მე­ბიც არ გა­სუ­ლა, კი­დევ ერთი გას­რო­ლა გა­ის­მა და და­თოც და­ე­ცა. ჩემი მე­უღ­ლე ოთახ­ში იყო შე­სუ­ლი, - შვი­ლო, რა მო­გი­ვი­დაო, ამ ძა­ხი­ლით გა­მო­ვარ­და გა­რეთ, შვილს მი­უ­ახ­ლოვ­და და მა­საც ეს­რო­ლეს. გა­მო­ვი­ქე­ცი მე­ზობ­ლე­ბის და­სა­ძა­ხებ­ლად. თან რძლის - ლე­ლას კი­ვი­ლი მეს­მო­და, მერე კი­დევ რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა და ლე­ლას ხმაც შე­წყდა", - ასე იხ­სე­ნებს იმ უმ­ძი­მეს წუ­თებს ფრი­დონ გამ­ყრე­ლი­ძე, რო­მელ­საც ცოლი და შვი­ლი მო­უკ­ლეს.

პო­ლი­ცი­ამ თავ­და­პირ­ვე­ლად მო­ხუ­ცი ომარ გამ­ყრე­ლი­ძე და­ა­კა­ვა, მას წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი 4 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მო­ხუ­ცი ირ­წმუ­ნე­ბო­და, - უდა­ნა­შა­უ­ლო ვარო, წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს.

"ჩემს დე­და­კაცს რო­გორ მოვ­კლავ­დი? ჩემს შვილს. ჩემს რძალს მოვ­კლავ­დი? მო­ვი­და პო­ლი­ცია და­მა­კა­ვა და და­მა­დეს ხელ­ბორ­კი­ლე­ბი, წა­მათ­რი­ეს და ცი­ხე­ში შე­მაგ­დეს და მთხოვ­დნენ მე­ღი­ა­რე­ბი­ნა და­ნა­შა­უ­ლი... რა­ტომ და­მი­ჭი­რეს? , - თქვა სა­სა­მარ­თლო­ზე მო­ხუც­მა, რო­მელ­საც წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი სა­ბო­ლო­ოდ მო­ეხ­სნა და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი. ომარ გამ­ყრე­ლი­ძე პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­მო­უშ­ვეს 2000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ის მას შემ­დეგ თბი­ლის­ში, ამ­ჟა­მად ბრალ­დე­ბუ­ლი შვი­ლის, ნო­დარ გამ­ყრე­ლი­ძის ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი იყო ნო­დარ გამ­ყრე­ლი­ძის ვაჟი, უმ­ცრო­სი ომარ გამ­ყრე­ლი­ძეც. მას ია­რა­ღის უკა­ნო­ნო - შე­ძე­ნა - შე­ნახ­ვას ედა­ვე­ბოდ­ნენ. გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში პა­ტიმ­რო­ბი­დან ისიც გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უმ­ცრო­სი ომარ გამ­ყრე­ლი­ძის ჩვე­ნე­ბით და­ად­გინ­და, რომ მა­მა­მი­სი ნო­დარ გამ­ყრე­ლი­ძე იმ დღე­ებ­ში თბი­ლი­სი­დან კა­ხეთ­ში ჩა­ვი­და. ის ამ­ბობ­და, რომ თბი­ლი­სი­დან მა­მას­თან ერ­თად წა­მო­ვი­და, თუმ­ცა მამა ბა­დი­ა­უ­რამ­დე მი­იყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც და­ემ­შვი­დო­ბა შვილს და უთხრა, რომ რუ­სეთ­ში მი­დი­ო­და. ორი დღის შემ­დეგ კი ეს მკვლე­ლო­ბე­ბი მოხ­და.

ექ­სპერ­ტი­ზით დად­გე­ნი­ლია, საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს "გეკო" და ავ­ტო­მა­ტი. "გე­კო­თია" მოკ­ლუ­ლი ელზა ტა­ვე­ლიშ­ვი­ლი, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი 4 ადა­მი­ა­ნი - ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით.

ერთი წელი გა­ვი­და ამ შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი­დან, მაგ­რამ ამ საქ­მე­ზე ბევ­რი კი­თხვა დღემ­დე პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია. რაც მთა­ვა­რია, არ არის მთა­ვარ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი, რა­ტომ უნდა მო­ეკ­ლა ნო­დარ გამ­ყრე­ლი­ძეს 5 ადა­მი­ა­ნი. რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, ბრალ­დე­ბუ­ლი გამ­ყრე­ლი­ძე დე­დის მკვლე­ლო­ბას არ აღი­ა­რებს.

ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი:- ნო­და­რი სახ­ლი­დან აიყ­ვა­ნეს, ის არ აღი­ა­რებს ბრალს, მას მხო­ლოდ დე­დის მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი. ასე­ვე ედა­ვე­ბი­ან ია­რა­ღის შე­ნახ­ვას და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას. რად­გან იძებ­ნე­ბო­და და­უს­წრებ­ლად ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა და ამი­ტომ პირ­და­პირ გლ­და­ნის ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამ­ჟა­მად იქ იმ­ყო­ფე­ბა. სხვა პი­რე­ბის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ბრა­ლი მის­თვის ჯერ არა­ვის წა­რუდ­გე­ნია. სახ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი, კერ­ძოდ, ავ­ტო­მა­ტი და "გეკო", ეს არის თუ არა და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღე­ბი, ექ­სპერ­ტი­ზით გა­ირ­კვე­ვა. საქ­მე­ში აქამ­დეც ფი­გუ­რი­რებ­და "გეკო", ამ ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით იყო მოკ­ლუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის დედა. საქ­მის სხვა დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ. სა­სა­მარ­თლო­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. დიდ­ხანს ვე­სა­უბ­რე ბრალ­დე­ბულს, მან მი­თხრა სა­ერ­თოდ არა­ფე­რი გა­ახ­მა­უ­როო. ის უარ­ყოფს მკვლე­ლო­ბას. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

გიორგი
1

მოკლედ, მოტივი ცნობილი არაა. ისიც არაა დადგენილი, მარტო მოქმედებდა თუ არა. ისე, თავიდანვე როგორ არ ქონდათ ეჭვი ოჯახის დარჩენილ წევრებს მასზე?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"როგორ ვიფიქრებდი, ჩემი ქმრის და დედამთილის მკვლელი, ასე ახლოს, მეზობლად დაიმალებოდა" - ყანდაურას მკვლელობის უცნობი დეტალები

"როგორ ვიფიქრებდი, ჩემი ქმრის და დედამთილის მკვლელი, ასე ახლოს, მეზობლად დაიმალებოდა" - ყანდაურას მკვლელობის უცნობი დეტალები

სამართალდამცავებმა სოფელ ყანდაურაში მომხდარი შემზარავი მკვლელობის საქმეზე ძებნილი სპეცრაზმელი, 57 წლის ნოდარ გამყრელიძე დააკავეს. როგორც გაირკვა, იგი სწორედ იმ სახლში დაპატიმრეს, სადაც ერთი წლის წინ საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ნოდარ გამყრელიძეს ერთი წელია სამართალდამცავები ეძებენ. ყანადურაში დაბრუნებამდე სად იმალებოდა ძებნილი, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ამაზე არც ბრალდებულის ადვოკატი საუბრობს. ერთი ფაქტია, მას საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთია, თორემ უკან აღარ დაბრუნდებოდა.

ნოდარ გამყრელიძეს ამ ეტაპზე დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის - დედის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი და ეს მუხლი 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა, სავარაუდოდ, მას ბრალი დაუმძიმდება.

შეგახსენებთ, უმძიმესი ტრაგედია 2019 წლის 3 მაისს, ყანდაურაში, გამყრელიძეების სახლში მოხდა, სადაც ერთ დღეს დახოცეს: ბრალდებულის ძმა დათო, მისი ცოლი ლელა სოზონიშვილი, ბიცოლა მზია მეზვრიშვილი და მისი ვაჟი შავლეგ გამყრელიძე. ასევ დაჭრეს დედა ელზა ტაველიშვილი, რომელიც მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იმ დილით, 8 საათზე მეზობლებმა გაიგეს, რომ ომარ გამყრელიძის ცოლი ელზა, ანუ ბრალდებულის დედა შეუძლოდ იყო. პირველი, ვინც გამყრელიძეების სახლში შევიდა, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა ფრიდონ გამყრელიძე იყო:

"იმ დილით ელზას რძალმა, ლელამ გადმოსძახა ჩემს მეუღლეს, ჩემი დედამთილი არის ცუდად და მიშველეთო. პირველი მე შევედი მათ სახლში. დერეფანში სისხლის კვალი იყო. იმ საძინებელ ოთახში არ შემიხედია, სადაც ელზა იწვა, რაღაც ჰქონდა ჩამოფარებული ოთახს. ომარი სკამზე იჯდა იქვე და რაღაცას თავისთვის ბუტბუტებდა. ლელას ვუთხარი, - წნევა გაუზომე და სასწრაფოც მოვა-მეთქი, მითხრა უკვე გამოძახებული მყავს სასწრაფო და ალბათ 5-10 წუთში მოვაო. დავამატე, - თან ეს სისხლიც მოწმინდე-მეთქი, მეგონა, სისხლი ცხვირიდან წასკდა. არ გავჩერებულვარ, უკან გამოვბრუნდი. ჩემი ცოლი შემხვდა გზაში, მკითხა, - რა ხდებაო, - ცუდად გამხდარა ელზა, სასწრაფო გამოუძახიათ და მიხედავენ-მეთქი. მერე ჩემი ბიჭი, შავლეგო შემხვდა, იმანაც იგივე მკითხა, იგივე ვუპასუხე, მითხრა, - დავხედავ და წამოვალო... როგორც კი გამოვედი ეზოდან, უცებ მომესმა სროლის ხმა, რომ შევტრიალდი ჩემი ბიჭი მიწაზე იწვა, მას ომარას ბიჭი, დათო მიუახლოვდა, წამებიც არ გასულა, კიდევ ერთი გასროლა გაისმა და დათოც დაეცა. ჩემი მეუღლე ოთახში იყო შესული, - შვილო, რა მოგივიდაო, ამ ძახილით გამოვარდა გარეთ, შვილს მიუახლოვდა და მასაც ესროლეს. გამოვიქეცი მეზობლების დასაძახებლად. თან რძლის - ლელას კივილი მესმოდა, მერე კიდევ რამდენიმე გასროლა და ლელას ხმაც შეწყდა", - ასე იხსენებს იმ უმძიმეს წუთებს ფრიდონ გამყრელიძე, რომელსაც ცოლი და შვილი მოუკლეს.

პოლიციამ თავდაპირველად მოხუცი ომარ გამყრელიძე დააკავა, მას წაუყენეს ბრალი 4 ადამიანის მკვლელობაში. იმის მიუხედავად, რომ მოხუცი ირწმუნებოდა, - უდანაშაულო ვარო, წინასწარ პატიმრობა შეუფარდეს.

"ჩემს დედაკაცს როგორ მოვკლავდი? ჩემს შვილს. ჩემს რძალს მოვკლავდი? მოვიდა პოლიცია დამაკავა და დამადეს ხელბორკილები, წამათრიეს და ციხეში შემაგდეს და მთხოვდნენ მეღიარებინა დანაშაული... რატომ დამიჭირეს? , - თქვა სასამართლოზე მოხუცმა, რომელსაც წაყენებული ბრალდებები საბოლოოდ მოეხსნა და განზრახ მკვლელობის თანამონაწილეობაში დასდეს ბრალი. ომარ გამყრელიძე პატიმრობიდან გამოუშვეს 2000-ლარიანი გირაოთი. როგორც შევიტყვეთ, ის მას შემდეგ თბილისში, ამჟამად ბრალდებული შვილის, ნოდარ გამყრელიძის ბინაში ცხოვრობს. ისიც ცნობილია, რომ დაკავებული იყო ნოდარ გამყრელიძის ვაჟი, უმცროსი ომარ გამყრელიძეც. მას იარაღის უკანონო - შეძენა - შენახვას ედავებოდნენ. გასული წლის ნოემბერში პატიმრობიდან ისიც გათავისუფლდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უმცროსი ომარ გამყრელიძის ჩვენებით დაადგინდა, რომ მამამისი ნოდარ გამყრელიძე იმ დღეებში თბილისიდან კახეთში ჩავიდა. ის ამბობდა, რომ თბილისიდან მამასთან ერთად წამოვიდა, თუმცა მამა ბადიაურამდე მიიყვანა, რომელიც დაემშვიდობა შვილს და უთხრა, რომ რუსეთში მიდიოდა. ორი დღის შემდეგ კი ეს მკვლელობები მოხდა.

ექსპერტიზით დადგენილია, საქმეში ფიგურირებს "გეკო" და ავტომატი. "გეკოთია" მოკლული ელზა ტაველიშვილი, ხოლო დანარჩენი 4 ადამიანი - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით.

ერთი წელი გავიდა ამ შემზარავი დანაშაულიდან, მაგრამ ამ საქმეზე ბევრი კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია. რაც მთავარია, არ არის მთავარ კითხვაზე პასუხი, რატომ უნდა მოეკლა ნოდარ გამყრელიძეს 5 ადამიანი. როგორც ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ქართველიშვილი ამბობს, ბრალდებული გამყრელიძე დედის მკვლელობას არ აღიარებს.

ადვოკატი გიორგი ქართველიშვილი:- ნოდარი სახლიდან აიყვანეს, ის არ აღიარებს ბრალს, მას მხოლოდ დედის მკვლელობაში ედება ბრალი. ასევე ედავებიან იარაღის შენახვას და ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვა-ტარებას. რადგან იძებნებოდა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული პატიმრობა და ამიტომ პირდაპირ გლდანის ციხეში გადაიყვანეს. ამჟამად იქ იმყოფება. სხვა პირების განზრახ მკვლელობისთვის ბრალი მისთვის ჯერ არავის წარუდგენია. სახლიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, კერძოდ, ავტომატი და "გეკო", ეს არის თუ არა დანაშაულის იარაღები, ექსპერტიზით გაირკვევა. საქმეში აქამდეც ფიგურირებდა "გეკო", ამ იარაღიდან გასროლით იყო მოკლული ბრალდებულის დედა. საქმის სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. სასამართლოზე გამოჩნდება ყველაფერი. დიდხანს ვესაუბრე ბრალდებულს, მან მითხრა საერთოდ არაფერი გაახმაუროო. ის უარყოფს მკვლელობას. წაიკითხეთ სრულად

"შემთხვევის ადგილიდან 7 ტყვია ამოიღეს" - რას ამბობენ ადგილობრივები მონასტრის წინამძღვარზე, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს

თბილისის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს