კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თვალებში ნაცრის შეყრაა... ტყუილია, რომ 350 ათას ადამიანს მივცემთ თვეში 200 ლარსო" - როგორ აფასებენ ანტიკრიზისულ გეგმას ოპოზიციონერები და ექსპერტები
"თვალებში ნაცრის შეყრაა... ტყუილია, რომ 350 ათას ადამიანს მივცემთ თვეში 200 ლარსო" - როგორ აფასებენ ანტიკრიზისულ გეგმას ოპოზიციონერები და ექსპერტები

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მთავ­რო­ბის ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მა წარ­მო­ად­გი­ნა. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თქმით, ჯამ­ში, კრი­ზი­სუ­ლი მე­ნე­ჯმენ­ტის­თვის ქვე­ყა­ნა და­ხარ­ჯავს 3 მი­ლი­არდ 500 მი­ლი­ონ ლარს, სა­ი­და­ნაც 1 მი­ლი­არდ 35 მი­ლი­ო­ნი ლარი იქ­ნე­ბა მო­ქა­ლა­ქის მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა, ეკო­ნო­მი­კა­ზე და მე­წარ­მე­ებ­ზე ზრუნ­ვა იქ­ნე­ბა 2 მი­ლი­არდ 110 მი­ლი­ო­ნი ლარი და თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის თვალ­საზ­რი­სით სა­ხელ­მწი­ფო და­ხარ­ჯავს 350 მი­ლი­ონ ლარს.

მთავ­რო­ბის გეგ­მას უკვე მოჰ­ყვა შე­ფა­სე­ბე­ბი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და ექ­სპერ­ტებს მხრი­დან.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ რო­მან გო­ცი­რი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მა, რაც ახლა ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ, არის თვა­ლებ­ში ნაც­რის შეყ­რა.

მისი თქმით, ტყუ­ი­ლია ისიც, რომ სა­ხელ­მწი­ფო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­თვი­უ­რად 200 ლა­რით 350 ათას ადა­მი­ანს და­ეხ­მა­რე­ბა. გო­ცი­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მთავ­რო­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი გეგ­მა პრო­პა­გან­დის­ტუ­ლია და სა­გან­გე­ბო ბი­უ­ჯე­ტის პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნა სწო­რედ ამის გამო არ ხდე­ბა.

"ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მა, რაც ახლა ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ, არის თვა­ლებ­ში ნაც­რის შეყ­რა. სწო­რედ ამი­ტომ არ წარ­მო­ად­გი­ნა მთავ­რო­ბამ სა­გან­გე­ბო ბი­უ­ჯე­ტი პარ­ლა­მენ­ტში, ვი­ნა­ი­დან ბი­უ­ჯეტ­ში ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გახ­დე­ბო­და. მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის პა­კე­ტი უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნი­ლი და სახ­ლში გა­მო­კე­ტი­ლი მი­ლი­ო­ნამ­დე მო­ქა­ლა­ქის­თვის შე­ად­გენს 200 მი­ლი­ონ დო­ლარს. ამ გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი და გა­სა­ცო­და­ვე­ბუ­ლი ლა­რის პი­რო­ბებ­ში, ეს არის სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის მიერ გად­მო­რი­ცხუ­ლი ერთი ტრან­ში, რო­მე­ლიც ახლა ბი­უ­ჯეტ­ში გრან­ტის სა­ხით შე­მო­ვა. თუ და­ვუ­მა­ტებთ მას იმ კო­მუ­ნა­ლურ შე­ღა­ვა­თებს, მთე­ლი დახ­მა­რე­ბის პა­კე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მაქ­სი­მუმ შე­იძ­ლე­ბა იყოს 250 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი.

ტყუ­ი­ლია გან­ცხა­დე­ბა, რომ 350 ათას ადა­მი­ანს მივ­ცემთ თვე­ში 200 ლარ­სო. სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხურ­ში, ვინც ახლა სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა, აღ­რი­ცხვა­ზე არის, და­ახ­ლო­ე­ბით, 200 ათა­სი მო­ქა­ლა­ქე.

რაც შე­ე­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კურ ნა­წილს, ეს არის ძა­ლი­ან ბუნ­დო­ვა­ნი. ამ პროგ­რა­მის ნამ­დვი­ლი სახე გა­მოჩ­ნდე­ბა ბი­უ­ჯეტ­ში, რომ­ლის პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნაც არ უნ­დათ ივ­ნი­სის თვემ­დე. ანუ ან­ტიკ­რი­ზი­სულ გეგ­მას ამ პე­რი­ოდ­ში პრო­პა­გან­დის­ტუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ და მისი რე­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა იმ­დე­ნად მწი­რია, რომ ამ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნილ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ჩვენს ბიზ­ნესს და ჩვენს ქვე­ყა­ნას ვე­რა­ვი­თარ შვე­ბას ვერ მოჰ­გვრის" - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

"ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რის გი­ორ­გი ვა­შა­ძის თქმით, "ეს არის მო­სახ­ლე­ო­ბის გა­სა­ჭი­რით წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო სპე­კუ­ლა­ცია".

"სამ­წუ­ხა­როა, რომ პან­დე­მი­ის საფრ­თხეს ამო­ფა­რე­ბუ­ლე­ბი, ცდი­ლო­ბენ, წლო­ბით შეგ­ვა­გუ­ონ შე­ზღუდ­ვებ­სა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბას და რაც შე­იძ­ლე­ბა დიდი ხნით ჩვენს ხარ­ჯზე, ჩვენს ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბად და მმარ­თვე­ლე­ბად დარ­ჩნენ, რაც არ გა­მო­ვა, რა თქმა უნდა .

შე­ზღუდ­ვე­ბი­თა და ხალ­ხის­თვის გრო­შე­ბის გა­დაყ­რით ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მსგავ­სი კო­მუ­ნის­ტუ­რი და საბ­ჭო­თა პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა კრახს არ გა­ნიც­დი­და, რაც წე­სით, უნდა იცოდ­ნენ „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“, სა­დაც დღე­საც კომ­კავ­ში­რი­სა და ცე­კას ბევ­რი ყო­ფი­ლი ინ­სტრუქ­ტო­რია.

ვწუხ­ვარ, რომ ახლა უკვე ორ ფრონტზე- პან­დე­მი­ა­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბას და­ხარ­ბე­ბულ ავ­ტოკ­რა­ტი­ულ მმარ­თვე­ლო­ბას­თან ერ­თდრო­უ­ლად მოგ­ვი­წევს ბრძო­ლა, რაც ჩვე­ნი ენერ­გი­უ­ლი, გა­აზ­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვი­თა და ერ­თი­ა­ნო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­სა და მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­დე­ბა", - აცხა­დებს გი­ორ­გი ვა­შა­ძე.

ან­ტიკ­რი­ზი­სულ გეგ­მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აფა­სებს, ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:

  • "რაც ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ, უმ­ნიშ­ვნე­ლო გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, არის სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მა და ეკო­ნო­მი­კის სტი­მუ­ლი­რე­ბას­თან პრაქ­ტი­კუ­ლად კავ­ში­რი არა აქვს. სამ­წუ­ხა­რო ის არის, რომ მთავ­რო­ბის 80%-ს გან­სხვა­ვე­ბაც კი არ ეს­მის ეკო­ნო­მი­კა­სა და სოც. სფე­როს შო­რის.
  • კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით ამ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში ივა­ნიშ­ვილ­მა უნდა მის­ცეს გა­ხა­რი­ას სა­კუ­თა­რი გუნ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. გა­იყ­ვა­ნოს თა­მა­ში­დან თა­ვი­სი პი­რა­დი მი­ნის­ტრე­ბი და ინ­ტე­რეს-ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც, ეჭვი მაქვს, უკვე ხე­ლებს იფ­შვნე­ტენ ამ ისე­დაც მწირ პა­კეტ­ში სა­ფა­თუ­როდ" - წერს ხუ­ხაშ­ვი­ლი.
მკითხველის კომენტარები / 111 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მკითხველი
245

გაიცანით პოლიტიკოსები, რომელებიც მუდმივად აკრიტიკებენ მთავრობას,

ამღვრევენ სიტუაციას, სძულს თავისი ქვეყანა და არაფერი სასიკეთო ქვეყნისათვის არ გაუკეთებიათ 

დ.დ.
122

ეს ორი . . . გასაგებია, მაგრამ,შენ მესამე . . . ო,თუ რამე იცი,გაუზიარე რაიმე კონკრეტული ვინმეს,ან მიშიკის გაუგზავნე კიევში და ისიც უკრაინას ააშენებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"თვალებში ნაცრის შეყრაა... ტყუილია, რომ 350 ათას ადამიანს მივცემთ თვეში 200 ლარსო" - როგორ აფასებენ ანტიკრიზისულ გეგმას ოპოზიციონერები და ექსპერტები

"თვალებში ნაცრის შეყრაა... ტყუილია, რომ 350 ათას ადამიანს მივცემთ თვეში 200 ლარსო" - როგორ აფასებენ ანტიკრიზისულ გეგმას ოპოზიციონერები და ექსპერტები

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. გიორგი გახარიას თქმით, ჯამში, კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა დახარჯავს 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს, საიდანაც 1 მილიარდ 35 მილიონი ლარი იქნება მოქალაქის მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერა, ეკონომიკაზე და მეწარმეებზე ზრუნვა იქნება 2 მილიარდ 110 მილიონი ლარი და თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით სახელმწიფო დახარჯავს 350 მილიონ ლარს.

მთავრობის გეგმას უკვე მოჰყვა შეფასებები ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ექსპერტებს მხრიდან.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ანტიკრიზისული გეგმა, რაც ახლა ჩვენ მოვისმინეთ, არის თვალებში ნაცრის შეყრა.

მისი თქმით, ტყუილია ისიც, რომ სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარით 350 ათას ადამიანს დაეხმარება. გოცირიძის განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა პროპაგანდისტულია და საგანგებო ბიუჯეტის პარლამენტში წარდგენა სწორედ ამის გამო არ ხდება.

"ანტიკრიზისული გეგმა, რაც ახლა ჩვენ მოვისმინეთ, არის თვალებში ნაცრის შეყრა. სწორედ ამიტომ არ წარმოადგინა მთავრობამ საგანგებო ბიუჯეტი პარლამენტში, ვინაიდან ბიუჯეტში ყველაფერი ნათელი გახდებოდა. მხოლოდ სოციალური დახმარების პაკეტი უმუშევრად დარჩენილი და სახლში გამოკეტილი მილიონამდე მოქალაქისთვის შეადგენს 200 მილიონ დოლარს. ამ გაუფასურებული და გასაცოდავებული ლარის პირობებში, ეს არის სავალუტო ფონდის მიერ გადმორიცხული ერთი ტრანში, რომელიც ახლა ბიუჯეტში გრანტის სახით შემოვა. თუ დავუმატებთ მას იმ კომუნალურ შეღავათებს, მთელი დახმარების პაკეტის ღირებულება მაქსიმუმ შეიძლება იყოს 250 მილიონი დოლარი.

ტყუილია განცხადება, რომ 350 ათას ადამიანს მივცემთ თვეში 200 ლარსო. საგადასახადო სამსახურში, ვინც ახლა სამსახური დაკარგა, აღრიცხვაზე არის, დაახლოებით, 200 ათასი მოქალაქე.

რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, ეს არის ძალიან ბუნდოვანი. ამ პროგრამის ნამდვილი სახე გამოჩნდება ბიუჯეტში, რომლის პარლამენტში წარმოდგენაც არ უნდათ ივნისის თვემდე. ანუ ანტიკრიზისულ გეგმას ამ პერიოდში პროპაგანდისტულად გამოიყენებენ და მისი რეალური ღირებულება იმდენად მწირია, რომ ამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ბიზნესს და ჩვენს ქვეყანას ვერავითარ შვებას ვერ მოჰგვრის" - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, "ეს არის მოსახლეობის გასაჭირით წინასაარჩევნო სპეკულაცია".

"სამწუხაროა, რომ პანდემიის საფრთხეს ამოფარებულები, ცდილობენ, წლობით შეგვაგუონ შეზღუდვებსა და ზედამხედველობის პირობებში ცხოვრებას და რაც შეიძლება დიდი ხნით ჩვენს ხარჯზე, ჩვენს ზედამხედველებად და მმართველებად დარჩნენ, რაც არ გამოვა, რა თქმა უნდა .

შეზღუდვებითა და ხალხისთვის გროშების გადაყრით ძალაუფლების შენარჩუნება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მსგავსი კომუნისტური და საბჭოთა პოლიტიკური სისტემა კრახს არ განიცდიდა, რაც წესით, უნდა იცოდნენ „ქართულ ოცნებაში“, სადაც დღესაც კომკავშირისა და ცეკას ბევრი ყოფილი ინსტრუქტორია.

ვწუხვარ, რომ ახლა უკვე ორ ფრონტზე- პანდემიასა და ძალაუფლებას დახარბებულ ავტოკრატიულ მმართველობასთან ერთდროულად მოგვიწევს ბრძოლა, რაც ჩვენი ენერგიული, გააზრებული ძალისხმევითა და ერთიანობით საქართველოსა და მისი მოქალაქეების გამარჯვებით დასრულდება", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ანტიკრიზისულ გეგმას სოციალურ ქსელში აფასებს, ექსპერტი გია ხუხაშვილი:

  • "რაც ჩვენ მოვისმინეთ, უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა, არის სოციალური დახმარების პროგრამა და ეკონომიკის სტიმულირებასთან პრაქტიკულად კავშირი არა აქვს. სამწუხარო ის არის, რომ მთავრობის 80%-ს განსხვავებაც კი არ ესმის ეკონომიკასა და სოც. სფეროს შორის.
  • კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ განსაკუთრებით ამ რთულ ვითარებაში ივანიშვილმა უნდა მისცეს გახარიას საკუთარი გუნდის ჩამოყალიბების საშუალება. გაიყვანოს თამაშიდან თავისი პირადი მინისტრები და ინტერეს-ჯგუფები, რომლებიც, ეჭვი მაქვს, უკვე ხელებს იფშვნეტენ ამ ისედაც მწირ პაკეტში საფათუროდ" - წერს ხუხაშვილი.

"დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს არის ფაქტობრივად სახის ახევაა" - ექსპერტი

რა წერილი გამოუგზავნა ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს?

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"