ავტორი:

"ოჯახის წევრს, იმიტომ რომ თვითონ ესიამოვნა და იყო სადღაც, ახლა დედა უკვდება რეანიმაციაში" - ლევან რატიანი

"ოჯახის წევრს, იმიტომ რომ თვითონ ესიამოვნა და იყო სადღაც, ახლა დედა უკვდება რეანიმაციაში" - ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "სპეცპროექტი COVID-19"-თან ინტერვიუში კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სოციალურ დისტანცირებასა და სახლში დარჩენის აუცილებლობაზე.

"მთავარი მოწოდებაა - დარჩი სახლში ფიზიკური დისტანციით ოჯახის წევრებთან! ჩემი, როგორც ექიმის, პრეროგატივაა ყველას ვუთხრა: ღმერთმა საავადმყოფოში ამ დაავადების გართულებით ნუ მოგახვედროთ.

ყველაზე დიდი წყევლაა "უნდინას წყევლა", რაც ნიშნავს რომ თავის ტვინი ითიშება და სუნთქვის უკმარისობით კვდებიან ადამიანები. ზუსტად "უნდინას წყევლის" სუნთქვის უკმარისობით მიმდინარეობს ეს დაავადება და ნუ გამოიწვევს ჩვენი მოსახლეობა მას, დავრჩეთ სახლში და არ გადავდოთ ერთმანეთს, რომ არ მოვკვდეთ.

დარჩით სახლებში! უპასუხისმგებლო იქნება ის ადამიანი, ვინც არ შეასრულებს ამ პირობას, ვინც არ დარჩება სახლში და ვინც გაავრცელებს ინფექციას

აი მაგალითად, ჩვენთან არის ოჯახი, ოჯახის წევრმა იმიტომ რომ თვითონ ესიამოვნა რაღაც, იყო სადღაც, თვითონ გაეწერა კლინიკიდან და მისი ოჯახის წევრი, დედა ამ წუთას კვდება რეანიმაციაში. ესაა უპასუხისმგებლობა! ინფექციის შემომტანი უმეტესად არის ახალგაზრდა და ამიტომ ისინი უნდა გაჩერდნენ სახლში, წაიკითხონ წიგნი და გაერთონ ამით", - აღნიშნა ლევან რატიანმა "სპეცპროექტი COVID-19"-თან ინტერვიუში.

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის ოჯახი ექიმებსა და პოლიციელებს დაუპირისპირდა - დამტვრეულია ავტომობილი

"ჩემი შვილები ინციდენტს არ შესწრებიან... ვაგრძელებთ ცხოვრებას ჩვეულ რიტმში" - რას ამბობს დავით ცინარიძის მეუღლე ოჯახურ სკანდალზე

"ხატზე შემიძლია დავიფიცო, რომ არცერთი თანამშრომელი, რომელიც ახლა საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს, დაინფიცირებული არ არის" - ტურძელაძე