პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნება" ივანიშვილების ვიდეოზე განცხადებას ავრცელებს - "დიახ, დღეს ბიძინა ივანიშვილიც და ქართველი ხალხიც ოპტიმისტურ განწყობაზეა"
"ქართული ოცნება" ივანიშვილების ვიდეოზე განცხადებას ავრცელებს - "დიახ, დღეს ბიძინა ივანიშვილიც და ქართველი ხალხიც ოპტიმისტურ განწყობაზეა"

პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ გან­ცხა­დე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა გუ­შინ, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის „ტიკ ტოკ” პლატ­ფორ­მა­ზე გან­თავ­სე­ბულ ვი­დე­ორ­გოლს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ოპო­ნენ­ტებს "ხა­სი­ათს უფუ­ჭებს ქვეყ­ნის და ხალ­ხის წარ­მა­ტე­ბა".

"გუ­შინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის „ტიკ ტოკ” პლატ­ფორ­მა­ზე გან­თავ­სდა ვი­დე­ორ­გო­ლი, რო­მელ­შიც პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” თავ­მჯდო­მა­რე სა­კუ­თარ შვილს ესალ­მე­ბა ამ პლატ­ფორ­მა­ზე მი­ღე­ბუ­ლი სა­ხა­ლი­სო ფორ­მით.

ამ აბ­სო­ლუ­ტუ­რად უწყი­ნარ და პო­ლი­ტი­კის­გან სრუ­ლად დაც­ლილ ფაქტს, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აგ­რე­სი­უ­ლი ოპო­ნენ­ტე­ბის მხრი­დან მოჰ­ყვა მათ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, სრუ­ლი­ად არა­ჯან­სა­ღი და ღვარ­ძლი­ა­ნი კრი­ტი­კის ტალ­ღა. მათ სა­კუ­თარ თავ­საც კი აჯო­ბეს უკად­რებ­ლის კად­რე­ბა­ში. ამას კრი­ტი­კა­საც ვერ და­არ­ქმევ - მათ თქვეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც შე­იძ­ლე­ბო­და და არ შე­იძ­ლე­ბო­და.

ძი­რი­თა­დი ხაზი ოპო­ნენ­ტებ­მა იმა­ზე აა­წყვეს, რომ თით­ქოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რად­გან მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რად არ ჩანს ამ კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში, არა­ფერს აკე­თებს ხალ­ხის და­სახ­მა­რებ­ლად და მხო­ლოდ ერ­თო­ბა. ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი, თა­ვის­თა­ვა­დაც აბ­სურ­დუ­ლი და სა­სა­ცი­ლოა, რად­გან ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იცის, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხელ­წე­რა ხალ­ხის და ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში ყო­ველ­გვა­რი პი­ა­რის გა­რე­შე დგო­მაა და რომ ამა­ზე ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის მიერ პრაქ­ტი­კუ­ლად ანო­ნი­მურ რე­ჟიმ­ში ნა­კე­თე­ბი საქ­მე­ე­ბი ყვე­ლა­ზე ნათ­ლად მე­ტყვე­ლებს.

თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან ოპო­ნენ­ტე­ბი ჯი­უ­ტად და აგ­რე­სი­უ­ლად ცდი­ლო­ბენ, კრი­ტი­კის ეს სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი ხაზი გა­ნა­ვი­თა­რონ, თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, თუ რით არის და­კა­ვე­ბუ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის კონ­ტექ­სტში, რათა ერთი სა­მუ­შაო დღის მა­გა­ლით­ზე ვაჩ­ვე­ნოთ მის მი­მართ გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის აბ­სურ­დუ­ლო­ბა.

მა­გა­ლი­თის­თვის, გუ­შინ, ამ ვი­დე­ოს გან­თავ­სე­ბამ­დე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჩა­ა­ტა­რა რამ­დე­ნი­მე თათ­ბი­რი. პირ­ველ თათ­ბირს, რო­მე­ლიც დი­ლის ათ სა­ათ­ზე და­ი­წყო, პარ­ტი­ა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­დი ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი საბ­ჭოს ფორ­მატ­ში და რო­მელ­მაც სამ სა­ა­ათ­ზე მეტ ხანს გას­ტა­ნა, ეს­წრე­ბოდ­ნენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ვიცე-პრე­მი­ე­რე­ბი, ჯან­დაც­ვის, ეკო­ნო­მი­კის, ფი­ნანსთა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრე­ბი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, დე­და­ქა­ლა­ქის მერი, პარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი და ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი.

ამ თათ­ბირ­ზე გან­ხი­ლულ იქნა ყვე­ლა ის სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხი, რაც აწუ­ხებს ხალ­ხს და ქვე­ყა­ნას პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის კონ­ტექ­სტში. კერ­ძოდ, გან­ხი­ლულ იქნა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა, რის­კე­ბი და პროგ­ნო­ზე­ბი, ამას­თან ერ­თად, შე­ფას­და იმ პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახორ­ცი­ე­ლებს პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის ფარ­გლებ­ში;

თათ­ბირ­ზე დე­ტა­ლუ­რად იქნა გან­ხი­ლუ­ლი დო­ნო­რე­ბის­გან ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის სა­კი­თხი, რო­მელ­საც წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი; ყო­ველ­მხრივ იქნა გან­ხი­ლუ­ლი სამ­თავ­რო­ბო ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი გეგ­მა, ის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტი, რო­მელ­საც ხალ­ხის და­სახ­მა­რებ­ლად გეგ­მავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, აგ­რეთ­ვე, მე­წარ­მე­ე­ბი­სათ­ვის სა­ხელ­მწი­ფოს შე­ხი­დე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და რაც ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პან­დე­მი­ის მიერ და­მუხ­რუ­ჭე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ეტა­პობ­რი­ვი ამუ­შა­ვე­ბის ვა­დე­ბი, რის­კე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

ამის შემ­დეგ, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, გუ­შინ კი­დევ ორი თათ­ბი­რი გა­მარ­თა პარ­ტი­ა­ში მოქ­მედ პრო­ფი­ლურ საბ­ჭო­ებ­თან, რომ­ლე­ბიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ და­ფუძნ­და მი­სი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით და რომ­ლე­ბიც კი არ დუბ­ლი­რე­ბენ ან ენაც­ვლე­ბი­ან შე­სა­ბა­მის ინ­სტი­ტუ­ტებს და სა­ხე­ლი­სუფ­ლო შტო­ებს, არა­მედ ეხ­მა­რე­ბი­ან მათ კო­ორ­დი­ნა­ცი­ის და ეფექ­ტუ­რო­ბის გაზ­რდის თვალ­საზ­რი­სით.

ამ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და ასე მუ­შა­ობ­და ყო­ველ­თვის, რაც პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუნ­და. უბ­რა­ლოდ ახლა, შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში, გა­ცი­ლე­ბით მეტი მუ­შა­ო­ბა უწევს და კი­დევ უფრო ინ­ტენ­სი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა გუნდთან; ამ ტი­პის თათ­ბი­რე­ბი და შეხ­ვედ­რე­ბი პარ­ტი­ა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად იმარ­თე­ბა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, მუდ­მივ კონ­ტაქ­ტშია ან­ტიკ­რი­ზი­სულ საბ­ჭოს­თან და პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის ლი­დე­რებ­თან.

თუმ­ცა, რო­გორც მა­ნამ­დე, დღე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ოპო­ნენ­ტე­ბის­გან და მათი ლი­დე­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არა სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა­ზე, პი­არ­ზე და პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დე­ბის მი­ღე­ბა­ზე, არა­მედ საქ­მის კე­თე­ბა­ზე და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გის მი­ღე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

მუ­შა­ო­ბის შე­დე­გე­ბი სა­ხე­ზეა, სა­ქარ­თვე­ლოს, მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბას ამ კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბა­ში ხე­დავს და და­დე­ბი­თად აფა­სებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბაც და მთე­ლი მსოფ­ლი­ოც. ყვე­ლა ხე­დავს, რომ ჩვე­ნი პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა, მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი თუ არა, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ნამ­დვი­ლად არის პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ კრი­ზის­თან ბრძო­ლა­ში.

ყვე­ლა ხე­დავს, რომ მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი წარ­მა­ტე­ბით არ­თმევს თავს გა­მოწ­ვე­ვებს; ყვე­ლა ხე­დავს, რომ ბევ­რი ძლი­ე­რი ქვეყ­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, პან­დე­მი­ამ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ჩა­მოშ­ლა ვერ შეძ­ლო; ყვე­ლა ხე­დავს, რომ ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­მა არ­ნა­ხუ­ლად კარ­გად იმუ­შა­ვა; ყვე­ლა ხე­დავს, პრო­ფი­ლურ­მა სა­მი­ნის­ტრო­ებ­მა, ბევ­რად მდი­და­რი ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით უზ­რუნ­ველ­ყვეს, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­სურ­სა­თო დე­ფი­ცი­ტი არ შექ­მნი­ლი­ყო; ყვე­ლა ხე­დავს, რომ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა სამი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბა შეძ­ლო; ყვე­ლა ხე­დავს, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა შედ­გა ეფექ­ტურ და დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფოდ!

და რა თქმა უნდა, ეს ანი­ჭებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ოპ­ტი­მიზმს და იმის ხა­ლისს, რომ სა­კუ­თარ ვაჟ­თან ერ­თად ჩა­წე­როს სა­ხა­ლი­სო ვი­დეო, წარ­სდგეს არა­ორ­დი­ნა­ლურ ამ­პლუ­ა­ში და შე­ზღუდ­ვე­ბით დამ­ძი­მე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას გა­უ­ზი­ა­როს ის ოპ­ტი­მიზ­მი, რომ­ლის სა­ფუძ­ვე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას ნამ­დვი­ლად აქვს.

ამ ფონ­ზე, ჩვენ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია ის კრი­ტი­კა, შე­უ­რა­ცხყო­ფა და სა­ხა­ლი­სო ვი­დე­ორ­გო­ლის უხამ­სო­ბად შე­რა­ცხვის მცდე­ლო­ბა, იმ მა­რაზ­მის ავ­ტო­რე­ბის­გან, ვინც თა­ვის დრო­ზე ქვე­ყა­ნა­ში რუ­სულ ჯარს შე­მო­უ­ძღვნენ და ჩვე­ნი გმი­რე­ბის ცხედ­რე­ბი ჯე­რაც არ იყო გა­ცი­ე­ბუ­ლი, როცა კონ­ცერ­ტი მო­ა­წყვეს და წა­გე­ბუ­ლი ომი აზე­ი­მეს ქვე­ყა­ნას; ვინც 26 მა­ისს, სის­ხლით მორ­წყულ რუს­თა­ველ­ზე სა­ზე­ი­მო აღ­ლუ­მი მო­ა­წყვეს და ამით ხა­რობ­დნენ;

ვინც საქ­მეს შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად კი არა, ტე­ლე­ვი­ზორ­ში ათას­ჯერ გა­მო­სა­ჩე­ნად აკე­თებ­და და თა­ნაც ნა­ხევ­რად და ხში­რად უკუღ­მაც. ამ ხალ­ხს შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ ჰქონ­დეს, პან­დე­მი­ის გა­ჩე­ნა­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და­აბ­რა­ლებ­დნენ, რად­გან მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მათ არ უხა­რი­ათ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბა, ისი­ნი ვერ ეგუ­ე­ბი­ან, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს ეფექ­ტი­ა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ვერ ეგუ­ე­ბი­ან, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხიც და მსოფ­ლი­ოც ოპ­ტი­მის­ტუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლი­სად­მი, ვი­ნა­ი­დან ასეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვის ად­გილს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის შანსს ვე­ღარ ხე­და­ვენ.

სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მდგრა­დო­ბას და ეფექ­ტი­ა­ნო­ბას, ყვე­ლა­ზე უკეთ სწო­რედ კრი­ზი­სი ავ­ლენს.

უკა­ნას­კნელ წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ორი ყვე­ლა­ზე მწვა­ვე კრი­ზი­სი ჰქონ­და - ეს პან­დე­მია, რო­მე­ლიც ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბით გაჩ­ნდა და რო­მელ­საც მთე­ლი მსოფ­ლიო ხე­დავს რო­გორ ეფექ­ტუ­რად უმკლავ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და აგ­ვის­ტოს ომით გა­მოწ­ვე­უ­ლი კრი­ზი­სი, რო­მელ­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აგ­რე­სორ­თან ერ­თად „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­საც” მი­უ­ძღვის და ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს მა­შინ, რო­გორ სა­მარ­ცხვი­ნოდ და­კარ­გა სახე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­გორ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­შიშ­ვლდა, რომ ვინ რას სჩა­დი­ო­და და ვინ რა გან­ცხა­დე­ბას აკე­თებ­და, ჭკუა აღა­რა­ვის მო­ე­კი­თხე­ბო­და.

აი, სწო­რედ ეს ხალ­ხი აკ­რი­ტი­კებს და ვერ ეგუ­ე­ბა დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ოპ­ტი­მიზმს.

დიახ, დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც და ქარ­თვე­ლი ხალ­ხიც ოპ­ტი­მის­ტურ გან­წყო­ბა­ზეა ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის გამო ამ მძი­მე კრი­ზის­ში, რაც ყვე­ლა ნორ­მა­ლურ ადა­მი­ანს, ბუ­ნებ­რი­ვია უნდა უხა­რო­დეს, თუმ­ცა სწო­რედ ამას ვერ ეგუ­ე­ბა და სწო­რედ ეს არის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის და ღვარ­ძლის ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი.

მათ ხომ ავ­ტო­მა­ტუ­რად აღო­ნებს და ხა­სი­ათს უფუ­ჭებს ქვეყ­ნის და ხალ­ხის წარ­მა­ტე­ბა. ივა­ნიშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ისი­ნი ხომ მა­შინ იქ­ნე­ბოდ­ნენ კარგ ხა­სი­ათ­ზე პან­დე­მი­ას რომ და­მან­გრე­ვე­ლი შე­დე­გი მო­ე­ტა­ნა იმი­ტომ, რომ ასო­ბით გარ­დაც­ვლი­ლის და ჩა­მოშ­ლი­ლი ქვეყ­ნის ფონ­ზე, სა­კუ­თარ პო­ლი­ტი­კურ შანსს და­ი­ნა­ხავ­დნენ.

თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს მათ არა­ვი­თა­რი შან­სი არ აქვთ, შან­სი აქვს ჩვენს ხალ­ხს და ქვე­ყა­ნას.

რა თქმა უნდა, წინ ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვაა, ბევ­რი სირ­თუ­ლე ელის მსოფ­ლი­ოს და სა­ქარ­თვე­ლოს, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი სრულ მზად­ყოფ­ნა­შია ამ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბის­თვის, აქვს ქვეყ­ნის მო­მავ­ლის რწმე­ნა და გა­მარ­ჯვე­ბის ფაქ­ტე­ბით და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი იმე­დი!", -ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Bidzina
144

ესენი ჯანზე ვერ არიან ნაღდად

ოღონდაცა რააააააააა
31

ნაცების ჩადებულია ეს ვიდეო,გაბუნია და გვარამია არიან გადაცმულები. ოცნებას კიდე ურჩევნია ამათ ტინგიცზე კომენტარების კეთებას იმაზე გააკეთონ კომენტარი ამდენ დამშეულ ადამიანს რას უპირებენ

ავტორი:

"ქართული ოცნება" ივანიშვილების ვიდეოზე განცხადებას ავრცელებს - "დიახ, დღეს ბიძინა ივანიშვილიც და ქართველი ხალხიც ოპტიმისტურ განწყობაზეა"

"ქართული ოცნება" ივანიშვილების ვიდეოზე განცხადებას ავრცელებს - "დიახ, დღეს ბიძინა ივანიშვილიც და ქართველი ხალხიც ოპტიმისტურ განწყობაზეა"

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ განცხადებით ეხმაურება გუშინ, ბერა ივანიშვილის „ტიკ ტოკ” პლატფორმაზე განთავსებულ ვიდეორგოლს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპონენტებს "ხასიათს უფუჭებს ქვეყნის და ხალხის წარმატება".

"გუშინ, სოციალურ ქსელში, ბერა ივანიშვილის „ტიკ ტოკ” პლატფორმაზე განთავსდა ვიდეორგოლი, რომელშიც პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე საკუთარ შვილს ესალმება ამ პლატფორმაზე მიღებული სახალისო ფორმით.

ამ აბსოლუტურად უწყინარ და პოლიტიკისგან სრულად დაცლილ ფაქტს, როგორც ხდება ხოლმე, „ქართული ოცნების“ აგრესიული ოპონენტების მხრიდან მოჰყვა მათთვის დამახასიათებელი, სრულიად არაჯანსაღი და ღვარძლიანი კრიტიკის ტალღა. მათ საკუთარ თავსაც კი აჯობეს უკადრებლის კადრებაში. ამას კრიტიკასაც ვერ დაარქმევ - მათ თქვეს ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა.

ძირითადი ხაზი ოპონენტებმა იმაზე ააწყვეს, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი, რადგან მედიაში აქტიურად არ ჩანს ამ კრიზისის პირობებში, არაფერს აკეთებს ხალხის დასახმარებლად და მხოლოდ ერთობა. ეს განცხადებები, თავისთავადაც აბსურდული და სასაცილოა, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელწერა ხალხის და ქვეყნის სამსახურში ყოველგვარი პიარის გარეშე დგომაა და რომ ამაზე ათწლეულების განმავლობაში მის მიერ პრაქტიკულად ანონიმურ რეჟიმში ნაკეთები საქმეები ყველაზე ნათლად მეტყველებს.

თუმცა, ვინაიდან ოპონენტები ჯიუტად და აგრესიულად ცდილობენ, კრიტიკის ეს სრულიად აბსურდული ხაზი განავითარონ, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, თუ რით არის დაკავებული ბიძინა ივანიშვილი პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში, რათა ერთი სამუშაო დღის მაგალითზე ვაჩვენოთ მის მიმართ გახმოვანებული ბრალდებების აბსურდულობა.

მაგალითისთვის, გუშინ, ამ ვიდეოს განთავსებამდე, ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა რამდენიმე თათბირი. პირველ თათბირს, რომელიც დილის ათ საათზე დაიწყო, პარტიაში ფუნქციონირებადი ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატში და რომელმაც სამ სააათზე მეტ ხანს გასტანა, ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერები, ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ანტიკრიზისული საბჭოს მუშაობაში ჩართული სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები.

ამ თათბირზე განხილულ იქნა ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რაც აწუხებს ხალხს და ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში. კერძოდ, განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რისკები და პროგნოზები, ამასთან ერთად, შეფასდა იმ პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში;

თათბირზე დეტალურად იქნა განხილული დონორებისგან ფინანსური რესურსების მობილიზების საკითხი, რომელსაც წარმატებით ახორციელებს ფინანსთა მინისტრი; ყოველმხრივ იქნა განხილული სამთავრობო ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, ის სოციალური პაკეტი, რომელსაც ხალხის დასახმარებლად გეგმავს ხელისუფლება, აგრეთვე, მეწარმეებისათვის სახელმწიფოს შეხიდების ღონისძიებები და რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, პანდემიის მიერ დამუხრუჭებული ეკონომიკის ეტაპობრივი ამუშავების ვადები, რისკები და შესაძლებლობები.

ამის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარემ, გუშინ კიდევ ორი თათბირი გამართა პარტიაში მოქმედ პროფილურ საბჭოებთან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ დაფუძნდა მისივე ინიციატივით და რომლებიც კი არ დუბლირებენ ან ენაცვლებიან შესაბამის ინსტიტუტებს და სახელისუფლო შტოებს, არამედ ეხმარებიან მათ კოორდინაციის და ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით.

ამ რეჟიმში მუშაობს ბიძინა ივანიშვილი და ასე მუშაობდა ყოველთვის, რაც პოლიტიკაში დაბრუნდა. უბრალოდ ახლა, შექმნილ ვითარებაში, გაცილებით მეტი მუშაობა უწევს და კიდევ უფრო ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება გუნდთან; ამ ტიპის თათბირები და შეხვედრები პარტიაში ყოველდღიურად იმართება და ბიძინა ივანიშვილი, მუდმივ კონტაქტშია ანტიკრიზისულ საბჭოსთან და პოლიტიკური გუნდის ლიდერებთან.

თუმცა, როგორც მანამდე, დღესაც ბიძინა ივანიშვილი, ოპონენტებისგან და მათი ლიდერებისგან განსხვავებით, არა საკუთარი თავის წარმოჩენაზე, პიარზე და პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე, არამედ საქმის კეთებაზე და მოსახლეობისთვის ხელშესახები შედეგის მიღებაზეა ორიენტირებული.

მუშაობის შედეგები სახეზეა, საქართველოს, მისი ხელისუფლების წარმატებას ამ კრიზისულ ვითარებაში ხედავს და დადებითად აფასებს საქართველოს მოსახლეობაც და მთელი მსოფლიოც. ყველა ხედავს, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა, მისი ხელისუფლება, მსოფლიოში ყველაზე ეფექტური თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნამდვილად არის პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან ბრძოლაში.

ყველა ხედავს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი წარმატებით ართმევს თავს გამოწვევებს; ყველა ხედავს, რომ ბევრი ძლიერი ქვეყნისგან განსხვავებით, პანდემიამ ჩვენი ქვეყნის ჩამოშლა ვერ შეძლო; ყველა ხედავს, რომ ჯანდაცვის სექტორმა არნახულად კარგად იმუშავა; ყველა ხედავს, პროფილურმა სამინისტროებმა, ბევრად მდიდარი ქვეყნებისგან განსხვავებით უზრუნველყვეს, რომ ქვეყანაში სასურსათო დეფიციტი არ შექმნილიყო; ყველა ხედავს, რომ ფინანსთა მინისტრმა სამი მილიარდი დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზება შეძლო; ყველა ხედავს, რომ ჩვენი ქვეყანა შედგა ეფექტურ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ!

და რა თქმა უნდა, ეს ანიჭებს ბიძინა ივანიშვილს ოპტიმიზმს და იმის ხალისს, რომ საკუთარ ვაჟთან ერთად ჩაწეროს სახალისო ვიდეო, წარსდგეს არაორდინალურ ამპლუაში და შეზღუდვებით დამძიმებულ მოსახლეობას გაუზიაროს ის ოპტიმიზმი, რომლის საფუძველიც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს.

ამ ფონზე, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის კრიტიკა, შეურაცხყოფა და სახალისო ვიდეორგოლის უხამსობად შერაცხვის მცდელობა, იმ მარაზმის ავტორებისგან, ვინც თავის დროზე ქვეყანაში რუსულ ჯარს შემოუძღვნენ და ჩვენი გმირების ცხედრები ჯერაც არ იყო გაციებული, როცა კონცერტი მოაწყვეს და წაგებული ომი აზეიმეს ქვეყანას; ვინც 26 მაისს, სისხლით მორწყულ რუსთაველზე საზეიმო აღლუმი მოაწყვეს და ამით ხარობდნენ;

ვინც საქმეს შედეგის მისაღებად კი არა, ტელევიზორში ათასჯერ გამოსაჩენად აკეთებდა და თანაც ნახევრად და ხშირად უკუღმაც. ამ ხალხს შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, პანდემიის გაჩენასაც ბიძინა ივანიშვილს დააბრალებდნენ, რადგან მისგან განსხვავებით, მათ არ უხარიათ საკუთარი ქვეყნის წარმატება, ისინი ვერ ეგუებიან, რომ საქართველოს ჰყავს ეფექტიანი ხელისუფლება და ვერ ეგუებიან, რომ ქართველი ხალხიც და მსოფლიოც ოპტიმისტურად არის განწყობილი საქართველოს მომავლისადმი, ვინაიდან ასეთ საქართველოში თავის ადგილს და ხელისუფლების ხელში ჩაგდების შანსს ვეღარ ხედავენ.

საყოველთაოდ ცნობილია, ხელისუფლების მდგრადობას და ეფექტიანობას, ყველაზე უკეთ სწორედ კრიზისი ავლენს.

უკანასკნელ წლებში საქართველოს ორი ყველაზე მწვავე კრიზისი ჰქონდა - ეს პანდემია, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით გაჩნდა და რომელსაც მთელი მსოფლიო ხედავს როგორ ეფექტურად უმკლავდება საქართველოს ხელისუფლება და აგვისტოს ომით გამოწვეული კრიზისი, რომელში პასუხისმგებლობა აგრესორთან ერთად „ნაციონალურ მოძრაობასაც” მიუძღვის და ყველას კარგად ახსოვს მაშინ, როგორ სამარცხვინოდ დაკარგა სახე „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ, როგორ აბსოლუტურად გაშიშვლდა, რომ ვინ რას სჩადიოდა და ვინ რა განცხადებას აკეთებდა, ჭკუა აღარავის მოეკითხებოდა.

აი, სწორედ ეს ხალხი აკრიტიკებს და ვერ ეგუება დღეს ბიძინა ივანიშვილის და ქართველი ხალხის ოპტიმიზმს.

დიახ, დღეს ბიძინა ივანიშვილიც და ქართველი ხალხიც ოპტიმისტურ განწყობაზეა ქვეყნის წარმატების გამო ამ მძიმე კრიზისში, რაც ყველა ნორმალურ ადამიანს, ბუნებრივია უნდა უხაროდეს, თუმცა სწორედ ამას ვერ ეგუება და სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” უკმაყოფილების და ღვარძლის ერთადერთი მიზეზი.

მათ ხომ ავტომატურად აღონებს და ხასიათს უფუჭებს ქვეყნის და ხალხის წარმატება. ივანიშვილისგან განსხვავებით, ისინი ხომ მაშინ იქნებოდნენ კარგ ხასიათზე პანდემიას რომ დამანგრეველი შედეგი მოეტანა იმიტომ, რომ ასობით გარდაცვლილის და ჩამოშლილი ქვეყნის ფონზე, საკუთარ პოლიტიკურ შანსს დაინახავდნენ.

თუმცა, საბედნიეროდ, დღეს მათ არავითარი შანსი არ აქვთ, შანსი აქვს ჩვენს ხალხს და ქვეყანას.

რა თქმა უნდა, წინ ბევრი გამოწვევაა, ბევრი სირთულე ელის მსოფლიოს და საქართველოს, მაგრამ მთავარია, რომ დღეს, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი სრულ მზადყოფნაშია ამ გამოწვევებთან გამკლავებისთვის, აქვს ქვეყნის მომავლის რწმენა და გამარჯვების ფაქტებით დასაბუთებული იმედი!", -ნათქვამია განცხადებაში.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიას რჩევები, დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, დაგვაკლდება ელენე ხოშტარია, ვაშაძე" - კობახიძე ოპოზიციის პარლამენტში არყოფნაზე

პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა