პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალაძე გამოდის ინიციატივით, თბილისში შაბათ-კვირას მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალოს
კალაძე გამოდის ინიციატივით, თბილისში შაბათ-კვირას მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალოს

დე­და­ქა­ლა­ქის მერი კახა კა­ლა­ძე, და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ, კვი­რა­ში ორი დღე, შა­ბათ-კვი­რას მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბის აკ­რძალ­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის.

კა­ლა­ძის თქმით, ამით გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა იმ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რაც ახ­ლაა დე­და­ქა­ლაქ­ში.

"რო­დე­საც უკვე აღ­დგე­ბა მოძ­რა­ო­ბა, რო­დე­საც და­ი­წყე­ბენ მუ­შა­ო­ბას შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი, გვაქვს იდეა და გვინ­და კი­თხვის სა­ხით დავ­სვათ, მა­ინ­ტე­რე­სებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­საზ­რე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით - კვი­რა­ში ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხომ არ გა­ვა­კე­თოთ კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის აკ­რძალ­ვა და დავ­ტო­ვოთ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, რომ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში თა­ვი­სუფ­ლად შეძ­ლონ გა­და­ა­ად­გი­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებ­მა, რო­გორც ავ­ტო­ბუ­სე­ბით, ასე­ვე მეტ­რო­თი?

მა­ინ­ტე­რე­სებს მო­სახ­ლე­ო­ბის აზრი. ეს უბ­რა­ლოდ ჩვე­ნი იდე­აა, ამას დახ­ვე­წა დას­ჭირ­დე­ბა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­სა­უბ­რებთ და გვექ­ნე­ბა ინ­ტე­რაქ­ტი­ვიც. სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ეს მო­ნა­ცე­მე­ბი, რაც არის ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ეკო­ლო­გი­ო­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არის ძა­ლი­ან გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი. დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ხუმ­რობ­დნენ, რომ თბი­ლის­ში, რო­გორც ბახ­მა­რო­ში ისე­თი ჰა­ე­რია დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, რაც მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ალ­ბათ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ამ­ჩნევს. ამას სჭირ­დე­ბა მოფრ­თხი­ლე­ბა.

ეს არის ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა გან­ხილ­ვა­დი მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც და­ვი­წყებთ ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას და ხომ არ გა­ვა­კე­თოთ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­რძალ­ვა კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შა­ბათ-კვი­რას? რა თქმა უნდა, ამას დახ­ვე­წა სჭირ­დე­ბა და რა­ღა­ცე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მოგ­ცი­წევს ისე, რომ პრობ­ლე­მა არ შევ­ქმნათ“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 217 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გული მერევა
0

და მოტოციკლეტები,მოპედები და სკუტერები?ყველას რომ "გლუშიტელი" აქვს გამოცვლილი ან გამოშიგნული და ტრაქტორის ხმა მიმიქარავს ყველა დედას რომ აგინებს და უმეტესობა რომ ბოლავს და ყარს და არავინ ტარება არ იცის ეგ არაფერი?

***
111

კარგი იდეაა

ავტორი:

კალაძე გამოდის ინიციატივით, თბილისში შაბათ-კვირას მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალოს

კალაძე გამოდის ინიციატივით, თბილისში შაბათ-კვირას მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალოს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, დაწესებული რეგულაციების გაუქმების შემდეგ, კვირაში ორი დღე, შაბათ-კვირას მსუბუქი ავტომობილით გადაადგილების აკრძალვის ინიციატივით გამოდის.

კალაძის თქმით, ამით გარკვეულწილად შესაძლებელი იქნება იმ გაუმჯობესებული მონაცემების შენარჩუნება ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, რაც ახლაა დედაქალაქში.

"როდესაც უკვე აღდგება მოძრაობა, როდესაც დაიწყებენ მუშაობას შესაბამისი სამსახურები, გვაქვს იდეა და გვინდა კითხვის სახით დავსვათ, მაინტერესებს საზოგადოების მოსაზრება ამასთან დაკავშირებით - კვირაში ორი დღის განმავლობაში ხომ არ გავაკეთოთ კერძო ავტომობილების აკრძალვა და დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ აუცილებლობის პირობებში თავისუფლად შეძლონ გადააადგილება ადამიანებმა, როგორც ავტობუსებით, ასევე მეტროთი?

მაინტერესებს მოსახლეობის აზრი. ეს უბრალოდ ჩვენი იდეაა, ამას დახვეწა დასჭირდება და ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ და გვექნება ინტერაქტივიც. საინტერესო იქნება ეს ყველაფერი, რომ შევინარჩუნოთ ეს მონაცემები, რაც არის ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ეკოლოგიოური მდგომარეობა არის ძალიან გაუმჯობესებული. დარგის სპეციალისტები ხუმრობდნენ, რომ თბილისში, როგორც ბახმაროში ისეთი ჰაერია დღეის მდგომარეობით, რაც მართლაც მნიშვნელოვანია და ალბათ ყველა ადამიანი ამჩნევს. ამას სჭირდება მოფრთხილება.

ეს არის ჩვენი წინადადება, რომელიც იქნება განხილვადი მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დავიწყებთ ნორმალურ ცხოვრებას და ხომ არ გავაკეთოთ ორი დღის განმავლობაში აკრძალვა კერძო ავტომობილების შაბათ-კვირას? რა თქმა უნდა, ამას დახვეწა სჭირდება და რაღაცების გათვალისწინება მოგციწევს ისე, რომ პრობლემა არ შევქმნათ“, - განაცხადა კალაძემ.