მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შელაპარაკება ჰქონიათ, გარდაცვლილი ნასვამი ყოფილა" - მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის ახალი დეტალები
"შელაპარაკება ჰქონიათ, გარდაცვლილი ნასვამი ყოფილა" - მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის ახალი დეტალები

მეს­ტი­ა­ში, სო­ფელ მუ­ლახ­ში სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მუ­ლა­ხის თე­მის რწმუ­ნე­ბულ­მა სოსო ზუ­რა­ბი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, შემ­თხვე­ვამ­დე შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის, რა დრო­საც სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გას­რო­ლით გარ­და­იც­ვა­ლა.

"სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი მოხ­და, გარ­დაც­ვლი­ლია ერთი ადა­მი­ა­ნი, სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან ორი­ვე­ნი. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოხ­და მკვლე­ლო­ბა. შე­ლა­პა­რა­კე­ბა ჰქო­ნი­ათ, გარ­დაც­ვლი­ლი ნას­ვა­მი ყო­ფი­ლა. გა­ის­რო­ლა თა­ნამ­შრო­მელ­მა. ორი­ვე სამ­სა­ხურ­ში იყო. ის მე­ო­რე არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი. არა­ვინ იცის, გა­იქ­ცა იქი­დან, სა­დღაც ტყე­ში გა­ვი­და, ეძე­ბენ და ვერ პო­უ­ლო­ბენ. 35-38 წლის ბი­ჭე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ, მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ", - გა­ნა­ცხა­და სოსო ზუ­რა­ბი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­მა მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მუ­ლახ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) და­ი­წყო.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ 2020 წლის 20 აპ­რილს, მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მუ­ლახ­ში, შსს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მუ­ლა­ხის მე-2 სა­სა­ზღვრო პუნ­ქტის მე­სა­ზღვრემ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ამა­ვე სა­სა­ზღვრო პუნ­ქტის თა­ნამ­შრო­მელს ბ.ი.-ს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც ბ.ი. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ტარ­დე­ბა გა­და­უ­დე­ბე­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ასე­ვე და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"შელაპარაკება ჰქონიათ, გარდაცვლილი ნასვამი ყოფილა" - მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის ახალი დეტალები

"შელაპარაკება ჰქონიათ, გარდაცვლილი ნასვამი ყოფილა" - მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის ახალი დეტალები

მესტიაში, სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მულახის თემის რწმუნებულმა სოსო ზურაბიანმა განუცხადა, შემთხვევამდე შელაპარაკება მოხდა თანამშრომლებს შორის, რა დროსაც სასაზღვრო პოლიციის ერთი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით გარდაიცვალა.

"სამწუხარო ფაქტი მოხდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები არიან ორივენი. ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა მკვლელობა. შელაპარაკება ჰქონიათ, გარდაცვლილი ნასვამი ყოფილა. გაისროლა თანამშრომელმა. ორივე სამსახურში იყო. ის მეორე არ არის დაკავებული. არავინ იცის, გაიქცა იქიდან, სადღაც ტყეში გავიდა, ეძებენ და ვერ პოულობენ. 35-38 წლის ბიჭები იქნებოდნენ, მეგობრები იყვნენ", - განაცხადა სოსო ზურაბიანმა.

ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მესტიის რაიონის სოფელ მულახში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 20 აპრილს, მესტიის რაიონის სოფელ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელს ბ.ი.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ბ.ი. ადგილზე გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება გადაუდებელი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ასევე დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით ხორციელდება შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები.

"მოკლულიც და ბრალდებულიც სასაზღვრო პოლიციაში მუშაობდნენ, მეგობრობდნენ" - რა მოხდა მულახის მესაზღვრეთა შტაბში?

პოლიციელის სახლიდან უმისამართო გასროლა ადრეც ყოფილა - რას იხსენებენ ბრმა ტყვიით გარდაცვლილი ქალის მეზობლები

მესტიაში, მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მოკლეს