კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როცა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის თავშეყრა აკრძალულია, აკრძალვები არამხოლოდ ეკლესიაზე, როგორც ჩანს, არც ბათუმის ბულვარზე მოქმედებს.
ბათუმელი ირაკლი ბაკურიძე ზღვის სანაპიროზე გადაღებულ ვიდეოს და ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ აღდგომის დღესასწაულზე, ბულვარის ტერიტორიაზე ასობით ადამიანი გადაადგილდება:
"მეგონა ფანჯრიდან კარგად ვერ ვხედავდი და ამდენი ხალხი არ იქნებამეთქი. დღეს ბავშვები აივანს გავაცილეთ, პლაჟზე ჩავიყვანეთ (სახლიდან 30-40 მეტრშია პლაჟი, ეზოში ფაქტობრივად), მაგრამ მართლა შეგვეშინდა და მალევე სულ ტირილით წამოვიყვანეთ უკან. ბულვარის კლასტერიღა გვაკლია რა...
თანაც, ეს ბულვარის ცენტრალური ნაწილი არაა, სან-რემოსთან ტერიტორიაა (ერთი ქუჩა უერთდება აქაურობას) და "შერატონისკენ" ჭიანჭველებივით ჩანდა ხალხი. ზოგიერთი მივა სახლში და იმაზე დაპოსტავს, თუ რა შეუგნებელია მრევლი და როგორ არ იცავენ ეკლესიაში დისტანციას" - წერს ბაკურიძე.
და შენ თუ გააცილე ბავშვები აივანს რატომ ფიქრობ რომ სხვას არ ექნებოდა მსგავსი სურვილი? ისეთ რამეზე მიუთითე სხვას რასაც შენ არ აშავებ
ანუ შენ და შენმა ოჯახმა უნდა ისერნიოს და სხვა უნდა გამოიხრჩოს სახლში არა?