მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენიმე ქვეყანაში პაციენტებს COVID-19-ზე ტესტირებისას ცრუ დიაგნოზი დაუსვეს - რამდენად ვართ დაცული საქართველოში?
რამდენიმე ქვეყანაში პაციენტებს COVID-19-ზე ტესტირებისას ცრუ დიაგნოზი დაუსვეს - რამდენად ვართ დაცული საქართველოში?

მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ტეს­ტი­რე­ბი­სას სა­გან­გა­შო შეც­დო­მე­ბი და­ფიქ­სირ­და. აშშ-ში, ინ­გლის­სა და ირ­ლან­დი­ა­ში, პა­ცი­ენ­ტებს ცრუ დი­აგ­ნო­ზე­ბი და­უს­ვეს, რა­მაც შე­საძ­ლოა, ამ ქვეყ­ნებ­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ამ­ძი­მოს.

ინ­გლის­ში დად­გინ­და, რომ პა­ცინ­ტებს ანა­ლი­ზებს არას­წო­რი მე­თო­დო­ლო­გი­ით უკე­თებ­დნენ. კერ­ძოდ, ნა­ცხს იღებ­დნენ ცხვი­რი­დან ან პი­რის ღრუ­დან, მა­შინ რო­დე­საც ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის აღე­ბა უნდა მოხ­დეს ცხვირ-ხა­ხი­დან, სა­დაც ვირუ­სის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­აა.

ირ­ლან­დი­ა­ში კი, ასამ­დე პირს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მათ კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­უდ­გინ­დათ, მა­შინ რო­დე­საც ტეს­ტის პა­სუ­ხი იყო "სუს­ტი და­დე­ბი­თი". მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ­მა გან­მე­ო­რე­ბით­მა ტეს­ტმა კი აჩ­ვე­ნა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ისი­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

ირ­ლან­დი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი თა­მარ სამ­ქა­ნაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან ამ­ბობს, რომ ირ­ლან­დი­ის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა, მსუ­ბუქ პა­ცი­ენ­ტებს სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს, თუმ­ცა არა­ვინ აკონ­ტრო­ლებს, იცა­ვენ თუ არა ისი­ნი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სებს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ამ შეც­დო­მას, ვირუ­სის კი­დევ უფრო ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბა მოჰ­ყვეს.

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ ასამ­დე პა­ცი­ენ­ტმა ირ­ლან­დი­ა­ში მი­ი­ღო შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ არ და­უდ­გინ­დათ კო­რო­ნა­ვირუ­სი, ხოლო გუ­შინ იგი­ვე პა­ცი­ენ­ტებ­მა მი­ი­ღეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი აქვთ. რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გან­მარ­ტა, გა­უ­გებ­რო­ბა გა­მო­იწ­ვია იმ ფაქ­ტმა, რომ პირ­ვე­ლა­დი ანა­ლი­ზის მი­ხედ­ვით, ამ კონ­კრე­ტულ ასამ­დე შემ­თხვე­ვა­ში ჯერ დად­გინ­და "სუს­ტი" ინ­ფი­ცი­რე­ბა და ამი­ტომ იგი­ვე ტეს­ტე­ბის მე­ო­რედ ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბა გახ­და სა­ჭი­რო, რის მე­რეც ინ­ფი­ცი­რე­ბა დად­გინ­და.

ამ ასამ­დე პა­ცი­ენტს უნდა მის­ვლო­დათ შე­ტყო­ბი­ნე­ბა არა ის, რომ არ და­უდ­გინ­დათ ვირუ­სი, არა­მედ ტექ­სტი უნდა მი­ე­ღოთ პირ­ვე­ლი ანა­ლი­ზის არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი შე­დე­გე­ბის და მე­ო­რედ ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი არას­წო­რად გა­იგ­ზავ­ნა.

სხვა მხრივ, ქვე­ყა­ნა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი ბრწყინ­ვა­ლედ არის მოგ­ვა­რე­ბუ­ლი. იმ პირ­თათ­ვი­საც კი, ვინც არა­ლე­გა­ლუ­რად იმ­ყო­ფე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა საკ­ვე­ბის, პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბი­სა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, იმა­ვეს ვერ ვი­ტყვით ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ზე.

- გვი­ამ­ბეთ, ირ­ლან­დი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხე­ბაც...

- ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა "მუ­ზა­რა­დის" სა­ხე­ლით ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს პან­დე­მი­ის გამო შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტა­ში, იქ­ნე­ბა ეს ჯან­მრთე­ლო­ბას­თან თუ სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არც ერთი ემიგ­რან­ტი სა­ქარ­თვე­ლო­დან არაა კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო. გვყავს რამ­დე­ნი­მე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც უკეთ გრძნობს თავს.

ჩვენ შე­ვი­მუ­შა­ვეთ სის­ტე­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მძი­მე პა­ცი­ენტს ენიშ­ნე­ბა ტეს­ტი­რე­ბა სწრა­ფად და ეს ეხე­ბა ისეთ პა­ცი­ენ­ტებ­საც, ვი­საც არ აქვს სტა­ტუ­სი, არც სო­ცი­ა­ლუ­რი ნო­მე­რი, არც რა­ი­მე სა­ბუ­თი და არ ფლობს ენას" - უყ­ვე­ბა ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი AMBEBI.GE-ს.

და­ვინ­ტე­რეს­დით, რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა "გა­ი­პა­როს" შეც­დო­მა და არ­სე­ბობს თუ არა რის­კი იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც მოხ­დეს სხვა ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სი ცდო­მი­ლე­ბა. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტეს­ტი­რე­ბა სწო­რი მე­თო­დო­ლო­გი­ით ტარ­დე­ბა და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა „ოქ­როს სტან­დარტს", ე.წ PCR ტეს­ტით ტეს­ტი­რე­ბას იყე­ნებს. ხოლო მკაც­რი კა­რან­ტი­ნის სის­ტე­მა იმის გა­რან­ტია, რომ სა­ბო­ლოო პა­სუ­ხის დად­გე­ნამ­დე, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი არ შე­იქ­მნე­ბა.

თუმ­ცა, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მცდა­რი დი­აგ­ნო­ზის­გან არც სა­ქარ­თვე­ლოა და­ზღვე­უ­ლი. მისი თქმით, დღეს­დღე­ო­ბით არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ტეს­ტი ცდო­მი­ლე­ბას შე­ი­ცავს, გა­მო­ნაკ­ლი­სად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ბრონ­ქოს­კო­პია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მძი­მე პა­ცი­ენ­ტებს უტარ­დე­ბათ.

- ზო­გა­დად ნე­ბის­მი­ერ ტესტს თუ მე­თოდს გა­აჩ­ნია ცდო­მი­ლე­ბა,100%-იან შე­დეგს არ­ცერ­თი იძ­ლე­ვა. ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ PCR მე­თო­დიც კი, რო­მე­ლიც „ოქ­როს სტან­დარ­ტად“ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, სრულ­ყო­ფი­ლად ვერ ად­გენს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ვირუ­სის არ­სე­ბო­ბას.

ცხვირ-ხა­ხი­დან აღე­ბუ­ლი ნა­ცხის ანა­ლი­ზებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ შე­დე­გი არის მხო­ლოდ 70%-იანი. ასე, რომ ეს რის­კი არ­სე­ბობს ყველ­გან და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც

არ არის მარ­ტი­ვი ანა­ლი­ზე­ბის მე­თო­დე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვა და ჩა­ტა­რე­ბა. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა ბრონ­ქე­ბი­დან ამო­ნა­რე­ცხის ტეს­ტი­რე­ბა, მაგ­რამ ეს რუ­ტი­ნუ­ლად, ყვე­ლას­თან ვერ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ინიშ­ნე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ არის რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი პა­ცი­ენ­ტი. სხვა ჩვე­უ­ლებ­რივ ტეს­ტებს კი აქვს ცდო­მი­ლე­ბე­ბი და ჩვენ ამას შე­გუ­ე­ბუ­ლე­ბი ვართ.

მა­სა­ლა უნდა იყოს აღე­ბუ­ლი არა ცხვი­რი­დან ან პი­რი­დან, არა­მედ ცხვირ-ხა­ხი­დან, სიღ­რმი­დან უნდა მოხ­დეს აღე­ბა. ჩვენს მედ­პერ­სო­ნალს უტარ­დე­ბათ პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ტრე­ნინ­გი, თუ რო­გორ უნდა ჩა­ა­ტა­რონ სწო­რად ეს პრო­ცე­სი და ვიცი, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად კეთ­დე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რის­კი არ­სე­ბობს, რომ ცრუ უარ­ყო­ფი­თი იყოს. ყვე­ლა რე­აქ­ტივს, იქ­ნე­ბა ეს PCR თუ სხვა, აქვს ერთი პრობ­ლე­მა - რო­მე­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბუ­ლია და რა ხა­რის­ხი­საა. მთა­ვა­რია, სწო­რად იყოს შერ­ჩე­უ­ლი რო­მე­ლი რა დროს, რა ეტაპ­ზე უნდა გა­კეთ­დეს, რო­დის - სწრა­ფი ტეს­ტი და რა ეტაპ­ზეა სა­ჭი­რო PCR, ამას უნდა ცოდ­ნა და დაკვiრვე­ბა" - ამ­ბობს მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.

ერთი კვი­რის წინ, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ ქვე­ყა­ნა­ში ტეს­ტე­ბის მა­რა­გის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. მისი თქმით, ამ ეტა­პის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მა­ტე­ბით შე­მო­სუ­ლია 10 000 ოქ­როს სტან­დარ­ტის PCR ტეს­ტი, გზა­შია კი­დევ 18 000 ცალი. გარ­და ამი­სა, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის 4 000 ტეს­ტი უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია, ხოლო ამა­ვე ტი­პის 20 000 ტეს­ტი გზა­შია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მუმლი მუხასაო
11

ანუ რეალურად ეს ნიშნავს რომ თუ 300 დადასტურება გვაქვს ტესტებზე, ასამდე დაინფიცირებული გარანტირებულად ვერ შევნიშნეთ? ანუ, დაინფიცირების რისკი იზრდება? და მსუბუქად დაინფიცირება რას ნიშნავს?? დაინფიცირებული ან არის, ან არა ადამიანი, ასე არაა? სულ უფრო და უფრო მეტად საინტერესო ამბებს ვისმენთ აქედანაც და ევროპიდანაც 

მართლაა
13

მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც მასეა, ნებისმიერ ინფიცირებულს კოვიდ19 უწერენ! ასე აქვთ დავალებული მავანის მიერ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

რამდენიმე ქვეყანაში პაციენტებს COVID-19-ზე ტესტირებისას ცრუ დიაგნოზი დაუსვეს - რამდენად ვართ დაცული საქართველოში?

რამდენიმე ქვეყანაში პაციენტებს COVID-19-ზე ტესტირებისას ცრუ დიაგნოზი დაუსვეს - რამდენად ვართ დაცული საქართველოში?

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსის ტესტირებისას საგანგაშო შეცდომები დაფიქსირდა. აშშ-ში, ინგლისსა და ირლანდიაში, პაციენტებს ცრუ დიაგნოზები დაუსვეს, რამაც შესაძლოა, ამ ქვეყნებში ეპიდსიტუაცია მნიშვნელოვნად დაამძიმოს.

ინგლისში დადგინდა, რომ პაცინტებს ანალიზებს არასწორი მეთოდოლოგიით უკეთებდნენ. კერძოდ, ნაცხს იღებდნენ ცხვირიდან ან პირის ღრუდან, მაშინ როდესაც ბიოლოგიური მასალის აღება უნდა მოხდეს ცხვირ-ხახიდან, სადაც ვირუსის ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა.

ირლანდიაში კი, ასამდე პირს განუცხადეს, რომ მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ, მაშინ როდესაც ტესტის პასუხი იყო "სუსტი დადებითი". მოგვიანებით ჩატარებულმა განმეორებითმა ტესტმა კი აჩვენა, რომ სინამდვილეში ისინი ინფიცირებულები არიან.

ირლანდიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი თამარ სამქანაშვილი AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ ირლანდიის ჯანდაცვის სისტემა, მსუბუქ პაციენტებს სახლში მკურნალობისკენ მოუწოდებს, თუმცა არავინ აკონტროლებს, იცავენ თუ არა ისინი თვითიზოლაციის წესებს. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ამ შეცდომას, ვირუსის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელება მოჰყვეს.

- რამდენიმე დღის წინ ასამდე პაციენტმა ირლანდიაში მიიღო შეტყობინება, რომ არ დაუდგინდათ კორონავირუსი, ხოლო გუშინ იგივე პაციენტებმა მიიღეს შეტყობინება, რომ კორონავირუსი აქვთ. როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ განმარტა, გაუგებრობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პირველადი ანალიზის მიხედვით, ამ კონკრეტულ ასამდე შემთხვევაში ჯერ დადგინდა "სუსტი" ინფიცირება და ამიტომ იგივე ტესტების მეორედ ანალიზის ჩატარება გახდა საჭირო, რის მერეც ინფიცირება დადგინდა.

ამ ასამდე პაციენტს უნდა მისვლოდათ შეტყობინება არა ის, რომ არ დაუდგინდათ ვირუსი, არამედ ტექსტი უნდა მიეღოთ პირველი ანალიზის არადამაკმაყოფილებელი შედეგების და მეორედ ანალიზის ჩატარების აუცილებლობის შესახებ. შეტყობინებები არასწორად გაიგზავნა.

სხვა მხრივ, ქვეყანაში სოციალური საკითხები ბრწყინვალედ არის მოგვარებული. იმ პირთათვისაც კი, ვინც არალეგალურად იმყოფება ქვეყანაში, გათვალისწინებულია ფულადი დახმარება საკვების, პირველადი მოხმარების საგნებისა და საცხოვრებელი ხარჯების უზრუნველსაყოფად, იმავეს ვერ ვიტყვით ჯანდაცვის საკითხებზე.

- გვიამბეთ, ირლანდიაში მცხოვრები ქართველების მდგომარეობის შესახებაც...

- ქართული საზოგადოება "მუზარადის" სახელით ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ეხმარება ქართველ ემიგრანტებს პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების გადაწყვეტაში, იქნება ეს ჯანმრთელობასთან თუ სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენი ინფორმაციით, არც ერთი ემიგრანტი საქართველოდან არაა კრიტიკულ მდგომარეობაში კორონავირუსის გამო. გვყავს რამდენიმე ინფიცირებული, რომელიც უკეთ გრძნობს თავს.

ჩვენ შევიმუშავეთ სისტემა, რომლის მიხედვითაც მძიმე პაციენტს ენიშნება ტესტირება სწრაფად და ეს ეხება ისეთ პაციენტებსაც, ვისაც არ აქვს სტატუსი, არც სოციალური ნომერი, არც რაიმე საბუთი და არ ფლობს ენას" - უყვება ქართველი ემიგრანტი AMBEBI.GE-ს.

დავინტერესდით, რა შემთხვევაში შეიძლება "გაიპაროს" შეცდომა და არსებობს თუ არა რისკი იმისა, რომ საქართველოშიც მოხდეს სხვა ქვეყნების მსგავსი ცდომილება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ საქართველოში ტესტირება სწორი მეთოდოლოგიით ტარდება და ჯანდაცვის სისტემა „ოქროს სტანდარტს", ე.წ PCR ტესტით ტესტირებას იყენებს. ხოლო მკაცრი კარანტინის სისტემა იმის გარანტია, რომ საბოლოო პასუხის დადგენამდე, ვირუსის გავრცელების რისკი არ შეიქმნება.

თუმცა, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ მცდარი დიაგნოზისგან არც საქართველოა დაზღვეული. მისი თქმით, დღესდღეობით არსებული ყველა ტესტი ცდომილებას შეიცავს, გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ბრონქოსკოპია, რომელიც მხოლოდ მძიმე პაციენტებს უტარდებათ.

- ზოგადად ნებისმიერ ტესტს თუ მეთოდს გააჩნია ცდომილება,100%-იან შედეგს არცერთი იძლევა. ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ PCR მეთოდიც კი, რომელიც „ოქროს სტანდარტად“ არის აღიარებული, სრულყოფილად ვერ ადგენს ადამიანის ორგანიზმში ვირუსის არსებობას.

ცხვირ-ხახიდან აღებული ნაცხის ანალიზებმა აჩვენა, რომ შედეგი არის მხოლოდ 70%-იანი. ასე, რომ ეს რისკი არსებობს ყველგან და მათ შორის საქართველოშიც

არ არის მარტივი ანალიზების მეთოდების სწორად შერჩევა და ჩატარება. ყველაზე მაღალი მგრძნობელობით ხასიათდება ბრონქებიდან ამონარეცხის ტესტირება, მაგრამ ეს რუტინულად, ყველასთან ვერ გამოიყენება. ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის რეანიმაციული პაციენტი. სხვა ჩვეულებრივ ტესტებს კი აქვს ცდომილებები და ჩვენ ამას შეგუებულები ვართ.

მასალა უნდა იყოს აღებული არა ცხვირიდან ან პირიდან, არამედ ცხვირ-ხახიდან, სიღრმიდან უნდა მოხდეს აღება. ჩვენს მედპერსონალს უტარდებათ პერმანენტული ტრენინგი, თუ როგორ უნდა ჩაატარონ სწორად ეს პროცესი და ვიცი, რომ პროფესიონალურად კეთდება.

მიუხედავად ამისა, რისკი არსებობს, რომ ცრუ უარყოფითი იყოს. ყველა რეაქტივს, იქნება ეს PCR თუ სხვა, აქვს ერთი პრობლემა - რომელი კომპანიის წარმოებულია და რა ხარისხისაა. მთავარია, სწორად იყოს შერჩეული რომელი რა დროს, რა ეტაპზე უნდა გაკეთდეს, როდის - სწრაფი ტესტი და რა ეტაპზეა საჭირო PCR, ამას უნდა ცოდნა და დაკვiრვება" - ამბობს მაია ბუწაშვილი.

ერთი კვირის წინ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში ტესტების მარაგის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის საქართველოში დამატებით შემოსულია 10 000 ოქროს სტანდარტის PCR ტესტი, გზაშია კიდევ 18 000 ცალი. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ანტისხეულების 4 000 ტესტი უკვე საქართველოშია, ხოლო ამავე ტიპის 20 000 ტესტი გზაშია.

"ამაყი ვარ... ძალიან მძიმე შეზღუდვებზე ქართველმა ხალხმა შეგნების უმაღლესი გრძნობა გამოავლინა" - პაატა იმნაძე

23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება

23 მაისიდან ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა კვლავ შეზღუდული იქნება, გარდა ონლაინ ვაჭრობისა - ირაკლი ჩიქოვანი