მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფიცირებულ მღვდელს სახლში მკურნალობდა საკუთარი და, რომელიც მედიკოსია და მასაც დაუდასტურდა კორონავირუსი
ინფიცირებულ მღვდელს სახლში მკურნალობდა საკუთარი და, რომელიც მედიკოსია და მასაც დაუდასტურდა კორონავირუსი

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ სა­სუ­ლი­ე­რო პირს, რო­მელ­საც მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და მშრა­ლი ხვე­ლა აღე­ნიშ­ნე­ბო­და, სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მკურ­ნა­ლობ­და სა­კუ­თა­რი და, რო­მე­ლიც მე­დი­კო­სია - ამის შე­სა­ხებ "ტვ პირ­ვე­ლი" აცხა­დებს.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი თბი­ლი­სის მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლია და მან სა­ვა­რა­უ­დოდ, იცო­და რომ ძმას კო­რო­ნა­ვირუ­სი ჰქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მას სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მკურ­ნა­ლობ­და, კერ­ძოდ, უტა­რებ­და ინ­ტრა­ვე­ნურ ინ­ფუ­ზი­ას (ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ხსნა­რის გა­დას­ხმას). ამას­თან, ქალი სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რულ­საც აგ­რძე­ლებ­და, სა­დაც რე­ა­ნი­მა­ცი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია. თუმ­ცა, რო­გორც კლი­ნი­კა­ში აცხა­დე­ბენ, უფ­როს ექთანს არ ჰქო­ნია შე­ხე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­თან.

მის გარ­და, თბი­ლი­სის მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის კი­დევ 4 მე­დი­კო­სია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით და კლი­ნი­კა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ყვე­ლა პა­ცი­ენტს, ვი­საც მათ­თან ჰქონ­და შე­ხე­ბა, ჩა­უ­ტარ­და ტეს­ტი და მათ არ და­უ­დას­ტურ­დათ კო­რო­ნა­ვირუ­სი.

ამ­ჟა­მად, თბი­ლი­სის მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია კა­რან­ტი­ნი და იქ მხო­ლოდ მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი რჩე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც აქამ­დეც მკურ­ნა­ლობ­დნენ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

თბი­ლი­სის იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მო­ძღვრის ოჯახ­ში, სულ სამი პი­რია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი - თა­ვად, მისი და, რო­მე­ლიც მე­დი­კო­სია და დის­შვი­ლი. სა­მი­ვე მათ­გა­ნი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
20

ანუ, ეს ქალი მალავდა ფაქტს, ხომ? თუ არ მალავდა და კლინიკაში, სადაც მუშაობდა, იცოდნენ, მაშინ იმათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, თუ არა და – ამ ქალბატონის, მაგრამ, როგორც ვატყობ, ამ ხალხისთვის კანონი არ დაწერილა.

g.
2

აირია მონასტერი

ავტორი:

ინფიცირებულ მღვდელს სახლში მკურნალობდა საკუთარი და, რომელიც მედიკოსია და მასაც დაუდასტურდა კორონავირუსი

ინფიცირებულ მღვდელს სახლში მკურნალობდა საკუთარი და, რომელიც მედიკოსია და მასაც დაუდასტურდა კორონავირუსი

კორონავირუსით ინფიცირებულ სასულიერო პირს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა და მშრალი ხველა აღენიშნებოდა, სახლის პირობებში მკურნალობდა საკუთარი და, რომელიც მედიკოსია - ამის შესახებ "ტვ პირველი" აცხადებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ქალი თბილისის მედიცინის ინსტიტუტის თანამშრომელია და მან სავარაუდოდ, იცოდა რომ ძმას კორონავირუსი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მას სახლის პირობებში მკურნალობდა, კერძოდ, უტარებდა ინტრავენურ ინფუზიას (ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმას). ამასთან, ქალი სამსახურში სიარულსაც აგრძელებდა, სადაც რეანიმაციური განყოფილების თანამშრომელია. თუმცა, როგორც კლინიკაში აცხადებენ, უფროს ექთანს არ ჰქონია შეხება რეანიმაციული საჭიროების მქონე პაციენტებთან.

მის გარდა, თბილისის მედიცინის ინსტიტუტის კიდევ 4 მედიკოსია ინფიცირებული კორონავირუსით და კლინიკაში აცხადებენ, რომ ყველა პაციენტს, ვისაც მათთან ჰქონდა შეხება, ჩაუტარდა ტესტი და მათ არ დაუდასტურდათ კორონავირუსი.

ამჟამად, თბილისის მედიცინის ინსტიტუტში გამოცხადებულია კარანტინი და იქ მხოლოდ მძიმე პაციენტები რჩებიან, რომლებიც აქამდეც მკურნალობდნენ საავადმყოფოში.

თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვრის ოჯახში, სულ სამი პირია ინფიცირებული - თავად, მისი და, რომელიც მედიკოსია და დისშვილი. სამივე მათგანი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.

შეიქმნა აპლიკაცია, რომლის მეშვეობით გაიგებთ, იმყოფებოდით თუ არა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულთან

"7 ახალშობილს კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა, კლინიკას დღეს ერთი ორსული დატოვებს, რომელიც გამოჯანმრთელდა"

"ჩემი სამი შვილი თვენახევარია არ მინახია... განა არ მენატრებიან, მაგრამ უნდა დავ­ცილ­დეთ ერ­თმა­ნეთს, რომ გა­დავ­რჩეთ" - ლევან რატიანი