პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხედარს მოვუარე ქართული წესით, არ დაუწვავთ" - რას ჰყვება იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, რომელმაც 3 დღე მიცვალებულთან გაატარა
"ცხედარს მოვუარე ქართული წესით, არ დაუწვავთ" - რას ჰყვება იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, რომელმაც 3 დღე მიცვალებულთან გაატარა

იტა­ლი­ა­ში მყოფ­მა ნუნუ რო­ბა­ქი­ძემ რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ემო­ცი­უ­რი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი წერ­და, რომ კა­რან­ტი­ნის გამო რამ­დე­ნი­მე დღე მიც­ვა­ლე­ბულ მო­ხუც­თან ერ­თად მარ­ტოს მო­უ­წია ყოფ­ნა.

ნუნუ რო­ბა­ქი­ძეს "კვი­რის პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტი ესა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- მძი­მეა იმის მოს­მე­ნა, რაც თქვენ გა­და­ი­ტა­ნეთ. რო­გორ შე­ძე­ლით მარ­ტომ ამ ყვე­ლა­ფერ­თან გამ­კლა­ვე­ბა?

- პირ­ველ დღე­ებ­ში ამას ვერ ვგრძნობ­დი, მაგ­რამ დრო რომ გა­ვი­და, დაღ­ლა ვიგ­რძე­ნი. ახ­ლობ­ლებს ეში­ნო­დათ, შვი­ლიც კი შო­რი­დან გვაქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას. ვერ მო­ხერ­ხდა მო­ხუ­ცის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა, რად­გან ად­გი­ლი არ იყო, ამი­ტომ ვი­ყა­ვით სახ­ლში ერ­თად... ამ­დე­ნი წელი ვი­ყა­ვი მათ­თან და გან­საც­დელ­ში ხომ არ დავ­ტო­ვებ­დი ოჯახს?! როცა ავად იყო, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი, ოღონდ მეშ­ვე­ლა... სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რა­ფე­რი ვუშ­ვე­ლე...

პირ­ვე­ლად მათ ოჯახ­ში რომ მი­ვე­დი, ცოლ-ქმა­რი დამ­ხვდა. ცოტა ჭირ­ვე­უ­ლი, მაგ­რამ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, მორ­წმუ­ნე, პა­ტი­ო­სა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი იყო, ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თით. ყვე­ლა­ფე­რი იცო­და, ომიც გა­მოვ­ლი­ლი ჰქონ­და. მიყ­ვე­ბო­და თა­ვი­სი ოჯა­ხის თავ­გა­და­სა­ვალს - რო­გორ მო­ად­გა ომის დროს კარ­ზე ძმა და ვერ იცნო...

ვუ­თხა­რი, რომ ჩემი ბა­ბუ­აც ომის დროს იტა­ლი­ა­ში­ იყო და აქე­დან მო­ვი­და და­ღუპ­ვის წე­რი­ლი. ჩემ­ზე ჯავ­რობ­და, სულ ფიქ­რობ­და, რო­გორ დამ­ხმა­რე­ბო­და, რომ ბა­ბუ­ას საფ­ლა­ვი მე­ნა­ხა. სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ. ხში­რად ქარ­თულ სა­გა­ლობ­ლებს ვას­მე­ნი­ნებ­დი.­ უყ­ვარ­და ლოც­ვა. ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ზა­რებს უს­მენ­და. ვე­უბ­ნე­ბო­დი, წა­გიყ­ვან ჩემს ქვე­ყა­ნა­ში-მეთ­ქი. უა­რობ­და - ფრე­ნის მე­ში­ნი­აო... შვი­ლი უყ­ვარ­და ძა­ლი­ან და შვილ­საც უყ­ვარ­და მშობ­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლებ­საც.

რძა­ლიც პა­ტივს სცემ­და. ამის გამო შე­ვე­გუე ამ ოჯახს. და­ვი­ნა­ხე ერ­თმა­ნე­თი­სად­მი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი. სწო­რედ ეს მჭირ­დე­ბო­და. ვფიქ­რობ­დი, რა­ტომ მოხ­და, რომ ჩემი სი­ცო­ცხლის წლე­ბი ჩემს ოჯახს კი არა, სხვას შე­ვა­ლიე... ეს ფიქ­რი მტკივ­ნე­უ­ლია, რად­გან არა­სო­დეს მი­ფიქ­რია სამ­შობ­ლო­დან ფე­ხის გად­გმა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი უეც­რად მოხ­და - სა­ინ­ტე­რე­სო ტუ­რის­ტუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა მოს­კოვ­ში, ლე­ნინ­გრად­ში, გერ­მა­ნი­ა­ში... და აღ­მოვ­ჩნდი ემიგ­რა­ცი­ა­ში.

თავი არ და­მი­ზო­გავს, მშობ­ლე­ბი­ვით ვუვ­ლი­დი და თვი­თო­ნაც შე­მეჩ­ვივ­ნენ. მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე­გაც არ გა­მო­მიშ­ვა. შვილს უთხრა, ერ­თგუ­ლი ქა­ლია და იყოს ჩემ­თა­ნო.­ მალე გუ­ლის ავად­მყო­ფო­ბით ლო­გი­ნად ჩა­ვარ­და, სტა­ფი­ლო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბიც გა­ურ­თულ­და. ცოტა ხნის სი­ცო­ცხლე უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლეს, მაგ­რამ მას შემ­დეგ სამი წელი გა­ვი­და... ბო­ლოს სი­ცხეც ჰქონ­და, ახ­ვე­ლებ­და კი­დეც. ნაც­ნო­ბე­ბი­ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, წა­მო­დიო, მაგ­რამ რო­გორ უნდა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა?

სა­ა­ვად­მყო­ფო არ იღებ­და მო­ხუ­ცებს, ამი­ტომ სახ­ლში ვი­ყა­ვით­. ვფიქ­რობ, ფილ­ტვე­ბის უკ­მა­რი­სო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა... 92 წლი­სა იყო... იტა­ლი­ა­ში იშ­ვი­ა­თად მარ­ხა­ვენ ადა­მი­ანს. მე მო­ვუ­ა­რე ქარ­თუ­ლი წე­სით და და­ა­საფ­ლა­ვეს, ცხე­და­რი არ და­უწ­ვავთ. არც გა­სინ­ჯეს­ ვირუს­ზე, სა­მა­გი­ე­როდ, მე დამ­ტო­ვეს ისევ ამ ოჯახ­ში კა­რან­ტინ­ში და გას­ვლა ამიკ­რძა­ლეს.

- რო­გორ გა­ი­ა­რა იმ სამ­მა დღემ, როცა მიც­ვა­ლე­ბულ­თან მარ­ტო იყა­ვით?

- აქ მიც­ვა­ლე­ბულს ეკ­ლე­სი­ა­ში და­ას­ვე­ნე­ბენ­ ხოლ­მე, მაგ­რამ ახლა და­კე­ტი­ლია, ამი­ტომ სას­წრა­ფო­ მო­ვი­და და გარ­დაც­ვა­ლე­ბა და­ა­დას­ტუ­რა, თან ამიხ­სნეს,­ რო­გორ მე­მოქ­მე­და­ - მი­თხრეს, ფან­ჯა­რა ღია უნდა იყო­სო. ყვე­ლა შე­ფუ­თუ­ლი იყო, მე - არა... შვი­ლის მზრუნ­ვე­ლო­ბას და ყუ­რა­დღე­ბას სულ ვგრძნობ­დით, მაგ­რამ სახ­ლში არ მო­დი­ო­და. ალ­ბათ, ფიქ­რობ­და, გა­რე­დან ვირუ­სი არ შე­ვუ­ტა­ნოო. ცდი­ლობ­და, იზო­ლი­რე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტატუს ქუო
0

მე რომ თვალზე ცრემლი მომადგება... 

დავითი
1

დიდი ღვაწლია მიცვალებულის მოვლა და გაპატიოსნება, შეეწიოს უფალი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ცხედარს მოვუარე ქართული წესით, არ დაუწვავთ" - რას ჰყვება იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, რომელმაც 3 დღე მიცვალებულთან გაატარა

"ცხედარს მოვუარე ქართული წესით, არ დაუწვავთ" - რას ჰყვება იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, რომელმაც 3 დღე მიცვალებულთან გაატარა

იტალიაში მყოფმა ნუნუ რობაქიძემ რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციური სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ქართველი ემიგრანტი წერდა, რომ კარანტინის გამო რამდენიმე დღე მიცვალებულ მოხუცთან ერთად მარტოს მოუწია ყოფნა.

ნუნუ რობაქიძეს "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- მძიმეა იმის მოსმენა, რაც თქვენ გადაიტანეთ. როგორ შეძელით მარტომ ამ ყველაფერთან გამკლავება?

- პირველ დღეებში ამას ვერ ვგრძნობდი, მაგრამ დრო რომ გავიდა, დაღლა ვიგრძენი. ახლობლებს ეშინოდათ, შვილიც კი შორიდან გვაქცევდა ყურადღებას. ვერ მოხერხდა მოხუცის საავადმყოფოში გადაყვანა, რადგან ადგილი არ იყო, ამიტომ ვიყავით სახლში ერთად... ამდენი წელი ვიყავი მათთან და განსაცდელში ხომ არ დავტოვებდი ოჯახს?! როცა ავად იყო, ყველაფერს ვაკეთებდი, ოღონდ მეშველა... სამწუხაროდ, ვერაფერი ვუშველე...

პირველად მათ ოჯახში რომ მივედი, ცოლ-ქმარი დამხვდა. ცოტა ჭირვეული, მაგრამ მოწესრიგებული, მორწმუნე, პატიოსანი ქალბატონი იყო, ძლიერი ხასიათით. ყველაფერი იცოდა, ომიც გამოვლილი ჰქონდა. მიყვებოდა თავისი ოჯახის თავგადასავალს - როგორ მოადგა ომის დროს კარზე ძმა და ვერ იცნო...

ვუთხარი, რომ ჩემი ბაბუაც ომის დროს იტალიაში იყო და აქედან მოვიდა დაღუპვის წერილი. ჩემზე ჯავრობდა, სულ ფიქრობდა, როგორ დამხმარებოდა, რომ ბაბუას საფლავი მენახა. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. ხშირად ქართულ საგალობლებს ვასმენინებდი. უყვარდა ლოცვა. ქართული ეკლესიის ზარებს უსმენდა. ვეუბნებოდი, წაგიყვან ჩემს ქვეყანაში-მეთქი. უარობდა - ფრენის მეშინიაო... შვილი უყვარდა ძალიან და შვილსაც უყვარდა მშობლები, შვილიშვილებსაც.

რძალიც პატივს სცემდა. ამის გამო შევეგუე ამ ოჯახს. დავინახე ერთმანეთისადმი სითბო და სიყვარული. სწორედ ეს მჭირდებოდა. ვფიქრობდი, რატომ მოხდა, რომ ჩემი სიცოცხლის წლები ჩემს ოჯახს კი არა, სხვას შევალიე... ეს ფიქრი მტკივნეულია, რადგან არასოდეს მიფიქრია სამშობლოდან ფეხის გადგმა, მაგრამ ყველაფერი უეცრად მოხდა - საინტერესო ტურისტული მოგზაურობა მოსკოვში, ლენინგრადში, გერმანიაში... და აღმოვჩნდი ემიგრაციაში.

თავი არ დამიზოგავს, მშობლებივით ვუვლიდი და თვითონაც შემეჩვივნენ. მეუღლის გარდაცვალების შემდეგაც არ გამომიშვა. შვილს უთხრა, ერთგული ქალია და იყოს ჩემთანო. მალე გულის ავადმყოფობით ლოგინად ჩავარდა, სტაფილოკოკური ინფექციებიც გაურთულდა. ცოტა ხნის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს, მაგრამ მას შემდეგ სამი წელი გავიდა... ბოლოს სიცხეც ჰქონდა, ახველებდა კიდეც. ნაცნობები მეუბნებოდნენ, წამოდიო, მაგრამ როგორ უნდა დამეტოვებინა?

საავადმყოფო არ იღებდა მოხუცებს, ამიტომ სახლში ვიყავით. ვფიქრობ, ფილტვების უკმარისობით გარდაიცვალა... 92 წლისა იყო... იტალიაში იშვიათად მარხავენ ადამიანს. მე მოვუარე ქართული წესით და დაასაფლავეს, ცხედარი არ დაუწვავთ. არც გასინჯეს ვირუსზე, სამაგიეროდ, მე დამტოვეს ისევ ამ ოჯახში კარანტინში და გასვლა ამიკრძალეს.

- როგორ გაიარა იმ სამმა დღემ, როცა მიცვალებულთან მარტო იყავით?

- აქ მიცვალებულს ეკლესიაში დაასვენებენ ხოლმე, მაგრამ ახლა დაკეტილია, ამიტომ სასწრაფო მოვიდა და გარდაცვალება დაადასტურა, თან ამიხსნეს, როგორ მემოქმედა - მითხრეს, ფანჯარა ღია უნდა იყოსო. ყველა შეფუთული იყო, მე - არა... შვილის მზრუნველობას და ყურადღებას სულ ვგრძნობდით, მაგრამ სახლში არ მოდიოდა. ალბათ, ფიქრობდა, გარედან ვირუსი არ შევუტანოო. ცდილობდა, იზოლირებული ვყოფილიყავით... წაიკითხეთ ვრცლად

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ გაიზარდა ბოლნისში ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 15-ით

მაია ჯაბუას უცნობი შვილი, რომელიც ცნობილი მსახიობისგან ჰყავს - "თორნიკე 3-4 წლის იყო, როცა აფხაზეთიდან წამოვედით"

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 667-მდე გაიზარდა