პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მედვედევის სიმაღლეზე გათვლილი $63.5 მილიონიანი "დაჩა" და ქრთამად მიღებული კუნძული - რუსეთის ექსპრემიერის ზღაპრული ქონება
მედვედევის სიმაღლეზე გათვლილი $63.5 მილიონიანი "დაჩა" და ქრთამად მიღებული კუნძული - რუსეთის ექსპრემიერის ზღაპრული ქონება

რუ­სე­თის მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის სიმ­დიდ­რე­ზე ლე­გენ­დე­ბი და­დის. ზუს­ტად არა­ვის შე­უძ­ლია ამ ყვე­ლაფ­რის აღ­რი­ცხვა, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მა­ინც შე­საძ­ლებ­ლად აქ­ცევს გარ­კვე­ულ კვალ­ზე გას­ვლას და ამ ელი­ტის ქო­ნე­ბის დად­გე­ნას.

ალექ­სეი ნა­ვალ­ნი, ალ­ბათ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი (რო­მელ­საც, რო­გორც წესი, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 10 ან 14 დღით აპა­ტიმ­რე­ბენ ხოლ­მე) სწო­რედ ამ საქ­მით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. მისი ოპო­ზი­ცი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის კო­რუფ­ცი­ა­ში მხი­ლე­ბაა.

ნა­ვალ­ნი­სა და პორ­ტალ "პრო­ექ­ტის" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ბოლო გა­მო­ძი­ე­ბა რუ­სე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის ქო­ნე­ბას შე­ე­ხე­ბა.

მედ­ვე­დე­ვის რე­ზი­დენ­ცია მდე­ბა­რე­ობს ას­ტრა­ხან­თან ახ­ლოს მდი­ნა­რე ვოლ­გის შე­სარ­თავ­თან და გან­ლა­გე­ბუ­ლია ორ ხე­ლოვ­ნურ კუნ­ძულ­ზე, რო­მელ­თა სა­ერ­თო ფარ­თო­ბი 27 ჰექ­ტა­რია. 10 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ში რე­ზი­დენ­ცი­ას­თან არა­ნა­ი­რი გზა არ მი­დის, შე­სა­ბა­მი­სად, იქ მოხ­ვედ­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია ნა­ვით ან ვერ­ტმფრე­ნით. მთა­ვა­რი სახ­ლი რე­ზი­დენ­ცი­ა­ში 1 688 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბი­საა. კუნ­ძულ­ზე ასე­ვე არის სპა კომ­პლექ­სი, სა­ცუ­რაო აუ­ზით, 8 სახ­ლი სტუმ­რე­ბის­თვის, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, რეს­ტო­რა­ნი, აბა­ნო და 5D კი­ნო­თე­ატ­რი.

სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალს აღ­ნიშ­ნავს ნა­ვალ­ნი: მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ რე­მონტს მედ­ვე­დე­ვის მე­უღ­ლე ედგა სა­თა­ვე­ში და ყვე­ლა­ფე­რი ქმრის სი­მაღ­ლე­ზე არის გათ­ვლი­ლი. ხელ­სა­ბა­ნე­ბიც კი სტან­დარ­ტულ­ზე ბევ­რად და­ბალ სი­მაღ­ლე­ზე არის გა­კე­თე­ბუ­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვებ­მაც და­ა­დას­ტუ­რეს, რომ აქ დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვი წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­დის.

კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ რო­გორც ნა­ვალ­ნის, ისე "პრო­ექ­ტის" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა კუნ­ძულ­სა და ბიზ­ნეს­მენ ალი­შერ უს­მა­ნოვს ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რე­ბენ. მიწა, რო­მელ­ზეც მედ­ვე­დე­ვის რე­ზი­დენ­ცია მდე­ბა­რე­ობს, ეკუთ­ვნის რუ­სულ კომ­პა­ნია ООО Лотос Проект-ს. ეს კომ­პა­ნია ეკუთ­ვნის კვიპ­როს­ზე გა­ფორ­მე­ბულ ოფ­შორს RUETKA ASSETS LIMITED-ს. ეს ოფ­შო­რი ეკუთ­ვნის მე­ო­რე კვიპ­რო­სულ ოფ­შორს WHITE PEAK (IOM) INVESTMENTS-ს. ეს უკა­ნას­კნე­ლი კი ეკუთ­ვნის მე­ნის კუნ­ძულ­ზე არ­სე­ბულ ფირ­მას WHITE PEAK (IOM) INVESTMENTS. ეს კი კი­დევ ერთ ფირ­მას - მე­ნის კუნ­ძუ­ლი­დან WHITE PEAK (IOM).

ნა­ხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩვენი დაუნისაგან განსხვავებით
9

ამას მოცურავე სახლები ჰყვარებია...

პატრიოტი
142
მიშიტო რომ იყო მაღალი, იმიტომ არ მოიკლო არაფერი
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

მედვედევის სიმაღლეზე გათვლილი $63.5 მილიონიანი "დაჩა" და ქრთამად მიღებული კუნძული - რუსეთის ექსპრემიერის ზღაპრული ქონება

მედვედევის სიმაღლეზე გათვლილი $63.5 მილიონიანი "დაჩა" და ქრთამად მიღებული კუნძული - რუსეთის ექსპრემიერის ზღაპრული ქონება

რუსეთის მმართველი პოლიტიკური ელიტის სიმდიდრეზე ლეგენდები დადის. ზუსტად არავის შეუძლია ამ ყველაფრის აღრიცხვა, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები მაინც შესაძლებლად აქცევს გარკვეულ კვალზე გასვლას და ამ ელიტის ქონების დადგენას.

ალექსეი ნავალნი, ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ოპოზიციონერი (რომელსაც, როგორც წესი, არჩევნებამდე 10 ან 14 დღით აპატიმრებენ ხოლმე) სწორედ ამ საქმით არის დაკავებული. მისი ოპოზიციური საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება რუსეთის პოლიტიკური ელიტის კორუფციაში მხილებაა.

ნავალნისა და პორტალ "პროექტის" ჟურნალისტების ბოლო გამოძიება რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის ქონებას შეეხება.

მედვედევის რეზიდენცია მდებარეობს ასტრახანთან ახლოს მდინარე ვოლგის შესართავთან და განლაგებულია ორ ხელოვნურ კუნძულზე, რომელთა საერთო ფართობი 27 ჰექტარია. 10 კილომეტრის რადიუსში რეზიდენციასთან არანაირი გზა არ მიდის, შესაბამისად, იქ მოხვედრა შესაძლებელია ნავით ან ვერტმფრენით. მთავარი სახლი რეზიდენციაში 1 688 კვადრატული მეტრი ფართობისაა. კუნძულზე ასევე არის სპა კომპლექსი, საცურაო აუზით, 8 სახლი სტუმრებისთვის, მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი, რესტორანი, აბანო და 5D კინოთეატრი.

საინტერესო დეტალს აღნიშნავს ნავალნი: მომსახურე პერსონალმა დაადასტურა, რომ რემონტს მედვედევის მეუღლე ედგა სათავეში და ყველაფერი ქმრის სიმაღლეზე არის გათვლილი. ხელსაბანებიც კი სტანდარტულზე ბევრად დაბალ სიმაღლეზე არის გაკეთებული.

ადგილობრივებმაც დაადასტურეს, რომ აქ დიმიტრი მედვედევი წელიწადში რამდენჯერმე ჩადის.

კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ როგორც ნავალნის, ისე "პროექტის" ჟურნალისტების გამოძიება კუნძულსა და ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვს ერთმანეთთან აკავშირებენ. მიწა, რომელზეც მედვედევის რეზიდენცია მდებარეობს, ეკუთვნის რუსულ კომპანია ООО Лотос Проект-ს. ეს კომპანია ეკუთვნის კვიპროსზე გაფორმებულ ოფშორს RUETKA ASSETS LIMITED-ს. ეს ოფშორი ეკუთვნის მეორე კვიპროსულ ოფშორს WHITE PEAK (IOM) INVESTMENTS-ს. ეს უკანასკნელი კი ეკუთვნის მენის კუნძულზე არსებულ ფირმას WHITE PEAK (IOM) INVESTMENTS. ეს კი კიდევ ერთ ფირმას - მენის კუნძულიდან WHITE PEAK (IOM).

ნახეთ სრულად

ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკით" მოწამლეს - რა ინფორმაციას ავრცელებს გერმანიის მთავრობა?

ნუდისტური სოფელი საფრანგეთში, რომელიც COVID-19-ის ახალი აფეთქების კერად იქცა - "იქ მყოფ ადამიანებს ახლო კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან"

კადიროვმა  ქალიშვილი მინისტრის მოადგილედ დანიშნა - ვინ არის აიშატ კადიროვა - მამის პოლიტიკური მემკვიდრე და ჩეჩნეთის მთავარი "ფეშენისტა"