პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გვირჩევს 90 წლის ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა - "მუდამ დაწოლილი ნუ იქნები, შეინარჩუნე პოზიტივი და ილოცე"
რას გვირჩევს 90 წლის ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა - "მუდამ დაწოლილი ნუ იქნები, შეინარჩუნე პოზიტივი და ილოცე"

ანა ფორ­ტუ­ნა­ტო ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი იტა­ლი­უ­რი წა­მო­შო­ბის 90 წლის ქა­ლია, რო­მელ­მაც COVID-19 და­ა­მარ­ცხა. მისი სი­ტყვე­ბი კი დღეს სხვე­ბის­თვის იმე­დის მომ­ცე­მია. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ანა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს ახლა რჩე­ვებს აძ­ლევს. მისი თქმით, მთა­ვა­რი პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა.

რო­გორც New York Post წერს, ანა იტა­ლი­ე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ის ქვრი­ვია და 5 შვი­ლი ჰყავს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მან ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა, ას­თმა აწუ­ხებს.

სიმ­ტო­მე­ბი 13 მარტს იგ­რძნო. COVID-19-ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ ამ სა­კი­თხზე ბევ­რს არ ფიქ­რობ­და.

"ყელი მტკი­ო­და, მაგ­რამ ვფიქ­რობ­დი, რომ ეს უბ­რა­ლოდ გა­ცი­ე­ბა იყო, ჩემს შვილს, ტე­რე­ზას და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი, რომ კარ­გად ვარ“, - ჰყვე­ბა ანა.

მისი თქმით, მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ახ­ვე­ლებ­და და სას­წრა­ფო­ში და­რე­კა. შვილს ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რე­ბო­და და ახლა იხ­სე­ნებს, რომ მის თვა­ლებ­ში შიშს ხე­დავ­და.

ტე­რე­ზას ვუ­თხა­რი - "ნუ დარ­დობ, მე კარ­გად ვიქ­ნე­ბი, ჯერ ღმერ­თს სა­ერ­თოდ არ ვჭირ­დე­ბი და მას სურს, რომ აქ, ჩემს შვი­ლებ­თან ვიყო“, - იხ­სე­ნებს ანა.

რო­დე­საც მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და, შვილ­მა კლი­ნი­კა­ში უკა­ნას­კნე­ლი რე­ლი­გი­უ­რი რი­ტუ­ა­ლის ჩა­ტა­რე­ბა ითხო­ვა, თუმ­ცა უფ­ლე­ბა არ მის­ცეს, რად­გა­ნაც მღვდლის შეყ­ვა­ნა ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის გა­ჩე­ნის საფრ­თხეს ზრდი­და.

სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, როცა უკვე ანას შვი­ლებს იმე­დი გა­და­წუ­რუ­ლი ჰქონ­დათ, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა ექი­მებს მა­ლა­რი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წამ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ნება დარ­თო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კვლე­ვე­ბით მისი უსაფრ­თხო­ე­ბა და ეფექ­ტუ­რო­ბა დად­გე­ნი­ლი არ არის.

ამ წამ­ლე­ბის მი­ღე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, ფორ­ტუ­ნა­ტოს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა თან­და­თან გა­უმ­ჯო­ბეს­და. 13 დღე­ში კი, ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა და კლი­ნი­კი­დან გა­წე­რეს. მან არ იცის, რო­დის და­უბ­რუნ­დე­ბა ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას, რო­დის ჩა­ე­ხუ­ტე­ბა ისევ შვი­ლებს, რო­დის ეს­ტუმ­რე­ბა მე­გობ­რებს, მაგ­რამ არ წუ­წუ­ნებს და ამ­ბობს, რომ იღ­ბლი­ა­ნია.

"არ შე­გე­შინ­დეს“

"იბ­რძო­ლე, არ შე­გე­შინ­დეს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნე პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ილო­ცე, აუ­ცი­ლებ­ლად წა­მო­დე­ქი ხოლ­მე სა­წო­ლი­დან, მუ­დამ და­წო­ლი­ლი ნუ იქ­ნე­ბი... მე თუ ეს შევ­ძე­ლი, შენც შეძ­ლებ.

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ამ­ბობ­დნენ, რომ ჩემი შემ­თხვე­ვა სას­წა­უ­ლია, შე­იძ­ლე­ბა ასეც არის, მაგ­რამ მე ვიბ­რძო­ლე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის“, - ამ­ბობს ანა.

ფორ­ტუ­ნა­ტო (Fortunato) - მისი გვა­რი იტა­ლი­უ­რად იღ­ბლი­ანს ნიშ­ნავს და მი­იჩ­ნევს, რომ ასეც არის. “ძა­ლი­ან კარ­გი ქმა­რი მყავ­და და ჩემი შვი­ლე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვე­ბი არი­ან. მე გა­დავ­რჩი იმის­თვის, რომ შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი და შვილ­თაშ­ვი­ლე­ბი ვნა­ხო...სწო­რედ ამი­ტომ ვარ ფორ­ტუ­ნა­ტო“, - ამ­ბობს ანა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
9

ლოცვა რომ პოზიტიური ენერგიით ავსებს გარემოს ეგ უკვე კარგა ხანია მეცნიერულადაც დადასტურებულია! სამწუხაროდ უღმერთოები კიდევ უფრო მეტად ამძიმებენ ვითარებას თავიანთი აგრესიული და სიძულვილით სავსე გამოხტომებით.

ალექს
27

ამ ქალბატონის გვარს თუ თარგმნი, იღბლიანი გამოდის, უდავოდ ქართველი ეყოლებოდა ვინმე , აბა მალარიის წამალს უშველია და !? მე რად გავჩნდი უიღბლო, რა ენაზეც არ უნდა თარგმნო ჩემი გვარი, მაარია რესისტენტული კი ვარ ,მაგრამ მაგის ხნისას მაინც სამი დიდი კიპაროსი მედგმება თავთან !

ავტორი:

რას გვირჩევს 90 წლის ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა - "მუდამ დაწოლილი ნუ იქნები, შეინარჩუნე პოზიტივი და ილოცე"

რას გვირჩევს 90 წლის ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა - "მუდამ დაწოლილი ნუ იქნები, შეინარჩუნე პოზიტივი და ილოცე"

ანა ფორტუნატო ამერიკაში მცხოვრები იტალიური წამოშობის 90 წლის ქალია, რომელმაც COVID-19 დაამარცხა. მისი სიტყვები კი დღეს სხვებისთვის იმედის მომცემია. გამოჯანმრთელებული ანა კორონავირუსით ინფიცირებულებს ახლა რჩევებს აძლევს. მისი თქმით, მთავარი პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაა.

როგორც New York Post წერს, ანა იტალიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. ის ქვრივია და 5 შვილი ჰყავს. გამოცემის ცნობით, მან ვირუსი დაამარცხა მიუხედავად იმისა, რომ თანმდევი დაავადება, ასთმა აწუხებს.

სიმტომები 13 მარტს იგრძნო. COVID-19-ის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა ამბობს, რომ ამ საკითხზე ბევრს არ ფიქრობდა.

"ყელი მტკიოდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს უბრალოდ გაციება იყო, ჩემს შვილს, ტერეზას დავურეკე და ვუთხარი, რომ კარგად ვარ“, - ჰყვება ანა.

მისი თქმით, მომდევნო დღეებში ახველებდა და სასწრაფოში დარეკა. შვილს ტელეფონით ესაუბრებოდა და ახლა იხსენებს, რომ მის თვალებში შიშს ხედავდა.

ტერეზას ვუთხარი - "ნუ დარდობ, მე კარგად ვიქნები, ჯერ ღმერთს საერთოდ არ ვჭირდები და მას სურს, რომ აქ, ჩემს შვილებთან ვიყო“, - იხსენებს ანა.

როდესაც მდგომარეობა დამძიმდა, შვილმა კლინიკაში უკანასკნელი რელიგიური რიტუალის ჩატარება ითხოვა, თუმცა უფლება არ მისცეს, რადგანაც მღვდლის შეყვანა ახალი ინფიცირებულების გაჩენის საფრთხეს ზრდიდა.

სწორედ იმ პერიოდში, როცა უკვე ანას შვილებს იმედი გადაწურული ჰქონდათ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ექიმებს მალარიის საწინააღმდეგო წამლების გამოყენების ნება დართო, მიუხედავად იმისა, რომ კვლევებით მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ამ წამლების მიღების დაწყების შემდეგ, ფორტუნატოს ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა. 13 დღეში კი, ვირუსი დაამარცხა და კლინიკიდან გაწერეს. მან არ იცის, როდის დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას, როდის ჩაეხუტება ისევ შვილებს, როდის ესტუმრება მეგობრებს, მაგრამ არ წუწუნებს და ამბობს, რომ იღბლიანია.

"არ შეგეშინდეს“

"იბრძოლე, არ შეგეშინდეს, შეინარჩუნე პოზიტიური დამოკიდებულება და ილოცე, აუცილებლად წამოდექი ხოლმე საწოლიდან, მუდამ დაწოლილი ნუ იქნები... მე თუ ეს შევძელი, შენც შეძლებ.

საავადმყოფოში ამბობდნენ, რომ ჩემი შემთხვევა სასწაულია, შეიძლება ასეც არის, მაგრამ მე ვიბრძოლე გამოჯანმრთელებისთვის“, - ამბობს ანა.

ფორტუნატო (Fortunato) - მისი გვარი იტალიურად იღბლიანს ნიშნავს და მიიჩნევს, რომ ასეც არის. “ძალიან კარგი ქმარი მყავდა და ჩემი შვილები შესანიშნავები არიან. მე გადავრჩი იმისთვის, რომ შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები ვნახო...სწორედ ამიტომ ვარ ფორტუნატო“, - ამბობს ანა.

შავკანიანი მამაკაცი, რომელსაც პოლიციელმა ყელზე მუხლი დააჭირა, გარდაიცვალა - შემზარავ კადრებს აშშ-ში მძაფრი პროტესტი მოჰყვა

ავსტრალიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 131 მოხალისეზე გამოსცადეს

ხალხით გადაჭედილი სანაპიროები და პარკები - რა ხდება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, სადაც COVID-19-ს ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა