სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვმა მკითხა, რას აირჩევდი, მთელი ცხოვრება ასე ყოფილიყო თუ წასულიყოო... უშენობას ჯობს ყველაფერი" - ეკა­ ტო­გო­ნი­ძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მეუღლეს
"ბავშვმა მკითხა, რას აირჩევდი, მთელი ცხოვრება ასე ყოფილიყო თუ წასულიყოო... უშენობას ჯობს ყველაფერი" - ეკა­ ტო­გო­ნი­ძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მეუღლეს

ორი დღის წინ 43 წლის ასაკ­ში ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. იგი ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას, გლი­ობ­ლას­ტო­მას ებ­რძო­და. ყო­ფილ პო­ლი­ტი­კოსს მე­უღ­ლე და ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა. მწე­რა­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძე გარ­დაც­ვლი­ლ მე­უღ­ლეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს უძღვნის:

"უშე­ნო­ბის მე­სა­მე დილა. დღეს ფი­ზი­კუ­რი გან­შო­რე­ბის მო­რი­გი ეტა­პი დგე­ბა, სი­ონ­ში გა­დას­ვე­ნე­ბა და ღამე უშე­ნო სახ­ლი. ბავ­შვმა მკი­თხა, რას აირ­ჩევ­დი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე ყო­ფი­ლი­ყო, თუ წა­სუ­ლი­ყოო. ამა­ზე ისე­დაც ნა­ფიქ­რი მქონ­და და ძა­ლი­ან მტკი­ცედ ვი­ცო­დი, რომ ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი, რად­გან უშე­ნო­ბას ჯობს ყვე­ლა­ფე­რი. ვუ­პა­სუ­ხე, რომ, ჩემი ნება რომ ყო­ფი­ლი­ყო, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­ყო­ლე­ბო­დი, თუმ­ცა ეს არ არის სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი. და­მე­თან­ხმა. თუთა აღ­მოჩ­ნდა ყვე­ლა­ზე მა­მა­ცი გოგო, ნამ­დვი­ლი რა­ტის გოგო, რო­მე­ლიც იქით ზრუ­ნავს და ამ­შვი­დებს დე­დას. წმენ­დს ცრემ­ლებს და ეუბ­ნე­ბა: ღმრად ისუნ­თქე, ისუნ­თქე! ჰო, აი, ასე, დამ­შვიდ­დი, მა­კის არ უნდა, რომ ასე­თი იყო („მაკი“ „მა­კი­ნოს“ ანუ თუ­თას მიერ პირ­ვე­ლად წარ­მოთ­ქმუ­ლი „მა­მი­კოს“ შე­მოკ­ლე­ბი­თი სა­ხე­ლი და ყვე­ლა­ზე ტკბი­ლი სი­ტყვაა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. მა­კის­ნა­ი­რი - რა­ტის­ნა­ი­რი მამა არა­ვის ყო­ლია და ახლა აღარც თუ­თას ყავს)...

ეს ფოტო მა­შინ გა­და­გი­ღე, როცა პირ­ვე­ლად გა­ბა­ნა­ვე. ეტლი უკვე მქონ­და და საშ­ხა­პე დავ­შა­ლეთ, კარი ჩა­მო­ვი­ღეთ, რომ სივ­რცე გვქო­ნო­და. ცო­ტას ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რამე არას­წო­რად არ გა­მე­კე­თე­ბი­ნა. პა­ტა­რა დის­კომ­ფორ­ტიც არ გეგ­რძნო, შამ­პუ­ნი არ ჩაგ­სვლო­და თვალ­ში ან გა­მოს­ვლი­სას არ შეგ­ცი­ე­ბო­და. მინ­დო­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი მე­კე­თე­ბი­ნა სა­უ­კე­თე­სოდ, რად­გან მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სოს იმ­სა­ხუ­რებ შენ. მა­შინ უკვე აღარ ლა­პა­რა­კობ­დი და მე ჯერ არ მქონ­და ნას­წავ­ლი ამ სი­ჩუ­მე­ში შენი გა­გე­ბა. მერე ეგეც მოხ­და. ჩვე­ნი კონ­ტაქ­ტი 100% აღ­დგა და შე­იძ­ლე­ბა იმა­ზე მე­ტა­დაც, ვიდ­რე სი­ტყვე­ბით და წი­ნა­და­დე­ბე­ბით. სა­ო­ცა­რია! ყვე­ლა­ფე­რი შე­ი­ზღუ­და და ურ­თი­ერ­თო­ბა გაღ­რმავ­და. შენი ერთი საღი თვა­ლი და ხმა, უბ­რა­ლოდ ყე­ლი­დან ამოშ­ვე­ბუ­ლი ხმა ინ­ტო­ნა­ცი­ით და ტო­ნა­ლო­ბით ყვე­ლა­ფერს უკ­ლებ­ლივ მა­გე­ბი­ნებ­და. მა­გე­ბი­ნებ­და ოდ­ნავ მოძ­რა­ვი მარ­ცხე­ნა ხე­ლიც და მთე­ლი უძ­რა­ვი სხე­უ­ლიც. არას­დროს ამ­დე­ნი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი არ მი­ნა­ხავს არ­სად, რამ­დე­ნიც შენს ერთ თვალ­ში, ამ მარ­თლა სუ­ლის სარ­კმელ­ში, რომ­ლი­და­ნაც უწყვეტ ნა­კა­დად იფ­რქვე­ო­და ემო­ცია და სათ­ქმე­ლი. სა­ერ­თოდ ამ თვე­ებ­ში მივ­ხვდი ერთ რა­მეს, რომ შენ შე­ძე­ლი ყო­ფი­ლი­ყა­ვი შენ მა­ში­ნაც კი, როცა პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი სხე­უ­ლის ტყვედ ჩა­ვარ­დი. აზ­რზე არა ვარ, რო­გორ მო­ა­ხერ­ხე თა­ვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და შე­ნად დარ­ჩე­ნა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მაგ­რამ სა­ერ­თოდ არ შეც­ვლილ­ხარ და მთე­ლი შენი ხა­სი­ა­თის, ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს ენერ­გია მო­დი­ო­და ამ გა­ჩე­რე­ბუ­ლი კად­რი­დან. და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ასე უმოძ­რა­ოდ, უსი­ტყვოდ და ცალ-თვა­ლაკ­რუ­ლი იყა­ვი ასე­თი სავ­სე, სა­ინ­ტე­რე­სო, მად­ლი­ე­რი, ღირ­სე­უ­ლი და მუდ­მივ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი, უწყვეტ კავ­შირ­ზე მყო­ფი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე და ისევ და ისევ აქეთ ჩემი მფარ­ვე­ლი! მე ზუს­ტად ვიცი, რა­ტომ იცო­ცხლე იმა­ზე ბევ­რად მეტი, ვიდ­რე ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მის­ტუ­რი პროგ­ნო­ზით ვა­რა­უ­დობ­დნენ. ეს ჩვენ­თვის გა­ა­კე­თე, ხათ­რით და სიყ­ვა­რუ­ლით, რო­გორც ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფე­რი.

ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს ის, რომ მშვი­დი გა­მომ­შვი­დო­ბე­ბის და მად­ლო­ბის ნაც­ვლად, თავ­ზე დაგ­ყვი­რო­დი შეშ­ლი­ლი, არ მი­ღა­ლა­ტო-მეთ­ქი, არა­და ღა­ლა­ტი შენ სა­ერ­თოდ არ იცი რა არის! (თურ­მე ასე­თი კა­ცე­ბიც არ­სე­ბო­ბენ)! დე­და­ჩე­მის არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ხმაც ჩა­მეს­მო­და სას­წრა­ფო­ში რომ რე­კავ­და და სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის ჯაჭვს გი­ჟი­ვით ვა­კო­წი­წებ­დი, ვე­ნაც­ვლე­ბო­დი ექთანს გუ­ლის მა­საჟ­ზე, ხე­ლით, ძა­ლით, ხე­ლოვ­ნუ­რად გი­მუ­შა­ვებ­დი დაღ­ლილ გულს და მერე როცა ექთა­ნი აგ­რძე­ლებ­და ამის კე­თე­ბას, ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზე გა­დავ­დი­ო­დი, რო­მე­ლიც არ ვიცი, რო­გორ კეთ­დე­ბა, მაგ­რამ ვიცი, რომ იმ ჩა­ბერ­ვით სა­კუ­თარ სულს და სი­ცო­ცხლეს გაძ­ლევ­დი.

გული გა­ი­ჩე­რა - ეს ფრა­ზა ექი­მე­ბის­გან და ექთ­ნე­ბის­გან ადრე რამ­დენ­ჯერ­მე გა­ვი­გე და ძა­ლი­ან ყურ­ში მომ­ხვდა, გა­მიკ­ვირ­და, რად­გან არც ერთ სხვა ორ­გა­ნო­ზე ასე არ ამ­ბობ­დნენ. გა­უ­ჩერ­და, ყვე­ლა სხვა ორ­გა­ნო გა­უ­ჩერ­და, მაგ­რამ გული თურ­მე გა­ი­ჩე­რა. ასეა დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ეს ტერ­მი­ნი და არის ამ სი­ტყვა­ში რა­ღაც ისე­თი, რაც გა­ი­ძუ­ლებს პა­ტი­ვი სცე ადა­მი­ა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

სა­სო­წარ­კვე­თის დრო არაა, ეს არ გი­თხო­ვია შენ ჩემ­თვის. შენ ერ­თა­დერ­თი რამე მთხო­ვე, სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც მე­გო­ნა, ისე­დაც საკ­მა­რი­სი გვქონ­და, მაგ­რამ თურ­მე ჯერ სადა ხარ... თურ­მე ის, რაც ადრე გვქონ­და, იყო შე­სა­ვა­ლი. თურ­მე დად­გე­ბო­და დრო და მე ყო­ველ დღე ვიქ­ნე­ბო­დი ბედ­ნი­ე­რი შენი სუნ­თქვის გა­გო­ნე­ბით და მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ ექ­ნე­ბო­და სხვას აღა­რა­ფერს. ადა­მი­ა­ნებს გა­უკ­ვირ­დე­ბო­დათ, რო­გორ ვუძ­ლებ, რა­ტომ არ ვიღ­ლე­ბი, რა­ტომ ში­შის­გან არ ვკვდე­ბი, როცა დღე არ გა­დის კრი­ტი­კუ­ლი ეპი­ზო­დის გა­რე­შე, რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი მე­ტყო­და, მი­უშ­ვით ექთ­ნე­ბი, ასე თქვენ გახ­დე­ბით სამ­კურ­ნა­ლო... აქვე ვი­ტყვი, რომ შენ თავს გევ­ლე­ბოდ­ნენ ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი, ექი­მე­ბი, ექთ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ საქ­მეს აკე­თებ­დნენ სიყ­ვა­რუ­ლით. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ჩვე­ნი გმი­რე­ბის­გან შემ­დგარ ოჯახ­ზე და მე­გობ­რებ­ზე (თა­მარ სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი, კირა სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი,მა­ნა­ნა თო­თი­ბა­ძე, სა­ლო­მე ჭი­ჭი­ნა­ძე, რე­ვაზ სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი) ეს სა­ლა­პა­რა­კოც არ არის.

ყვე­ლა, ვინც მსგავს რჩე­ვებს მაძ­ლევ­და, უბ­რა­ლოდ ვერ ხვდე­ბო­და სიყ­ვა­რუ­ლის რა ენერ­გი­ა­ზე გყავ­დი მი­ერ­თე­ბუ­ლი. ბოლო 4 თვე ასე­თი იყო ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა და მე მად­ლი­ე­რი ვარ ყო­ვე­ლი წუ­თის. მად­ლი­ე­რი ვარ, რომ შენ წამ­ში კი არ გატ­რი­ალ­დი და გაქ­რი, სი­ტყვა კი არ შე­მა­ტო­ვე პირ­ში და წახ­ვე­დი, არა­მედ ბო­ლომ­დე მო­მის­მი­ნე, ყვე­ლა­ფე­რი მათ­ქმე­ვი­ნე და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თე, რომ ნელ-ნელა გეს­წავ­ლე­ბი­ნა ჩემ­თვის ცხოვ­რე­ბა შენი სი­ტყვე­ბის, ჩა­ხუ­ტე­ბის და შენ­ზე მოყრდნო­ბის გა­რე­შე. ყო­ველ­დღი­უ­რად გიმ­ზა­დებ­დი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს და რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ჩა­ნა­წე­რით, რო­გორც იქნა გი­თხა­რი ის, რაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მეთ­ქვა, რო­გორც იქნა აგიხ­სე­ნი ჩვე­ნი ბო­ლომ­დე ამო­უხ­სნე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი. შენც ბო­ლომ­დე და­მინ­დე, ბობო. განა არ ვიცი... ჩემს თვალ­წინ გა­და­ი­ქე­ცი ან­გე­ლო­ზად და მე მა­ინც გა­მიკ­ვირ­და, რომ გა­მიფ­რინ­დი. მა­ინც ვერ შევ­ძე­ლი არ ჩა­მოგ­კი­დე­ბო­დი ტან­საც­მე­ლი­ვით ჩა­მოხ­სნილ სხე­ულ­ზე და არ გა­მე­ფუ­ჭე­ბი­ნა უსას­რუ­ლო­ბა­ში გა­დას­ვლის უნი­კა­ლუ­რი წამი. ბო­დი­ში, რომ ასე ეგო­ის­ტუ­რად არ მინ­დო­და შენი გაშ­ვე­ბა, ის­ტე­რი­კის უფ­ლე­ბა ამ ერთხელ მი­ვე­ცი თავს, მა­პა­ტიე ყვე­ლა ცრემ­ლი, რომ­ლის ნაც­ვლა­დაც მხო­ლოდ მი­ლი­ო­ნი მად­ლო­ბა გე­კუთ­ვნის, მი­ლი­ო­ნი ღი­მი­ლი, მო­ფე­რე­ბა და უწყვე­ტი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც ერ­თა­დერ­თი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლაა აქაც და მან­დაც. შენ მე მაჩ­ვე­ნე ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი ვერ­სია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩე შე­ნად, მა­ში­ნაც კი როცა სა­კუ­თა­რი ფი­ზი­კუ­რი სხე­უ­ლიც აღარ გე­მორ­ჩი­ლე­ბა, არ გა­ტყდე და ბო­ლომ­დე იყო ის, ვინც მო­წი­წე­ბას და მუდ­მივ გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს. არ თქვათ, რომ რა­ტიმ იწ­ვა­ლა, რა­ტიმ კი არ იწ­ვა­ლა, რა­ტიმ გვას­წავ­ლა, რა­ტიმ გვა­ცა­და, მოგ­ვე­ფე­რა და მერე წა­ვი­და. რა­ტიმ იმა­ზე მეტი გა­ა­კე­თა, ვიდ­რე რამ­დე­ნი­მე სი­ცო­ცხლე­ში შე­იძ­ლე­ბა ამის მო­ხერ­ხე­ბა. დი­აგ­ნო­ზი­დან რა­ტიმ იცო­ცხლა 22 თვე, ეს რა­ტის საყ­ვა­რე­ლი რი­ცხვია, თუ­თას და­ბა­დე­ბის დღის თა­რი­ღი. ეს სიყ­ვა­რუ­ლის კი­დევ ერთი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა.

ჩემო უკ­ვდა­ვო, ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო, მა­პა­ტიე თუკი ოდეს­მე რამე გა­წყე­ნი­ნე და მე გა­პა­ტი­ებ იმ ერ­თა­დერთ ღა­მეს, როცა 6 აპ­რი­ლი თენ­დე­ბო­და".

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gela
1

ღმერთმა აცხონოს

სოფია
2

საოცარი წასაკითხი იყო, განვიცადე ყოველი

სიტყვა...ვწუხვარ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ბავშვმა მკითხა, რას აირჩევდი, მთელი ცხოვრება ასე ყოფილიყო თუ წასულიყოო... უშენობას ჯობს ყველაფერი" - ეკა­ ტო­გო­ნი­ძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მეუღლეს

"ბავშვმა მკითხა, რას აირჩევდი, მთელი ცხოვრება ასე ყოფილიყო თუ წასულიყოო... უშენობას ჯობს ყველაფერი" - ეკა­ ტო­გო­ნი­ძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მეუღლეს

ორი დღის წინ 43 წლის ასაკში ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა. იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მძიმე დაავადებას, გლიობლასტომას ებრძოდა. ყოფილ პოლიტიკოსს მეუღლე და ერთი ქალიშვილი დარჩა. მწერალი და ჟურნალისტი ეკატერინე ტოგონიძე გარდაცვლილ მეუღლეს სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის:

"უშენობის მესამე დილა. დღეს ფიზიკური განშორების მორიგი ეტაპი დგება, სიონში გადასვენება და ღამე უშენო სახლი. ბავშვმა მკითხა, რას აირჩევდი, მთელი ცხოვრება ასე ყოფილიყო, თუ წასულიყოო. ამაზე ისედაც ნაფიქრი მქონდა და ძალიან მტკიცედ ვიცოდი, რომ ყველაფერზე თანახმა ვიყავი, რადგან უშენობას ჯობს ყველაფერი. ვუპასუხე, რომ, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მთელი ცხოვრება მეყოლებოდი, თუმცა ეს არ არის სწორი არჩევანი. დამეთანხმა. თუთა აღმოჩნდა ყველაზე მამაცი გოგო, ნამდვილი რატის გოგო, რომელიც იქით ზრუნავს და ამშვიდებს დედას. წმენდს ცრემლებს და ეუბნება: ღმრად ისუნთქე, ისუნთქე! ჰო, აი, ასე, დამშვიდდი, მაკის არ უნდა, რომ ასეთი იყო („მაკი“ „მაკინოს“ ანუ თუთას მიერ პირველად წარმოთქმული „მამიკოს“ შემოკლებითი სახელი და ყველაზე ტკბილი სიტყვაა ჩვენს ცხოვრებაში. მაკისნაირი - რატისნაირი მამა არავის ყოლია და ახლა აღარც თუთას ყავს)...

ეს ფოტო მაშინ გადაგიღე, როცა პირველად გაბანავე. ეტლი უკვე მქონდა და საშხაპე დავშალეთ, კარი ჩამოვიღეთ, რომ სივრცე გვქონოდა. ცოტას ვნერვიულობდი, რამე არასწორად არ გამეკეთებინა. პატარა დისკომფორტიც არ გეგრძნო, შამპუნი არ ჩაგსვლოდა თვალში ან გამოსვლისას არ შეგციებოდა. მინდოდა, რომ ყველაფერი მეკეთებინა საუკეთესოდ, რადგან მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებ შენ. მაშინ უკვე აღარ ლაპარაკობდი და მე ჯერ არ მქონდა ნასწავლი ამ სიჩუმეში შენი გაგება. მერე ეგეც მოხდა. ჩვენი კონტაქტი 100% აღდგა და შეიძლება იმაზე მეტადაც, ვიდრე სიტყვებით და წინადადებებით. საოცარია! ყველაფერი შეიზღუდა და ურთიერთობა გაღრმავდა. შენი ერთი საღი თვალი და ხმა, უბრალოდ ყელიდან ამოშვებული ხმა ინტონაციით და ტონალობით ყველაფერს უკლებლივ მაგებინებდა. მაგებინებდა ოდნავ მოძრავი მარცხენა ხელიც და მთელი უძრავი სხეულიც. არასდროს ამდენი სითბო და სიყვარული არ მინახავს არსად, რამდენიც შენს ერთ თვალში, ამ მართლა სულის სარკმელში, რომლიდანაც უწყვეტ ნაკადად იფრქვეოდა ემოცია და სათქმელი. საერთოდ ამ თვეებში მივხვდი ერთ რამეს, რომ შენ შეძელი ყოფილიყავი შენ მაშინაც კი, როცა პარალიზებული სხეულის ტყვედ ჩავარდი. აზრზე არა ვარ, როგორ მოახერხე თავის შენარჩუნება და შენად დარჩენა. წარმოუდგენელია, მაგრამ საერთოდ არ შეცვლილხარ და მთელი შენი ხასიათის, შინაგანი სამყაროს ენერგია მოდიოდა ამ გაჩერებული კადრიდან. დაუჯერებელია, რომ ასე უმოძრაოდ, უსიტყვოდ და ცალ-თვალაკრული იყავი ასეთი სავსე, საინტერესო, მადლიერი, ღირსეული და მუდმივ ურთიერთობაში ჩართული, უწყვეტ კავშირზე მყოფი, მოსიყვარულე და ისევ და ისევ აქეთ ჩემი მფარველი! მე ზუსტად ვიცი, რატომ იცოცხლე იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით ვარაუდობდნენ. ეს ჩვენთვის გააკეთე, ხათრით და სიყვარულით, როგორც ყოველთვის ყველაფერი.

ძალიან მაწუხებს ის, რომ მშვიდი გამომშვიდობების და მადლობის ნაცვლად, თავზე დაგყვიროდი შეშლილი, არ მიღალატო-მეთქი, არადა ღალატი შენ საერთოდ არ იცი რა არის! (თურმე ასეთი კაცებიც არსებობენ)! დედაჩემის არაადამიანური ხმაც ჩამესმოდა სასწრაფოში რომ რეკავდა და სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვს გიჟივით ვაკოწიწებდი, ვენაცვლებოდი ექთანს გულის მასაჟზე, ხელით, ძალით, ხელოვნურად გიმუშავებდი დაღლილ გულს და მერე როცა ექთანი აგრძელებდა ამის კეთებას, ხელოვნურ სუნთქვაზე გადავდიოდი, რომელიც არ ვიცი, როგორ კეთდება, მაგრამ ვიცი, რომ იმ ჩაბერვით საკუთარ სულს და სიცოცხლეს გაძლევდი.

გული გაიჩერა - ეს ფრაზა ექიმებისგან და ექთნებისგან ადრე რამდენჯერმე გავიგე და ძალიან ყურში მომხვდა, გამიკვირდა, რადგან არც ერთ სხვა ორგანოზე ასე არ ამბობდნენ. გაუჩერდა, ყველა სხვა ორგანო გაუჩერდა, მაგრამ გული თურმე გაიჩერა. ასეა დამკვიდრებული ეს ტერმინი და არის ამ სიტყვაში რაღაც ისეთი, რაც გაიძულებს პატივი სცე ადამიანის გადაწყვეტილებას.

სასოწარკვეთის დრო არაა, ეს არ გითხოვია შენ ჩემთვის. შენ ერთადერთი რამე მთხოვე, სიყვარული, რომელიც მეგონა, ისედაც საკმარისი გვქონდა, მაგრამ თურმე ჯერ სადა ხარ... თურმე ის, რაც ადრე გვქონდა, იყო შესავალი. თურმე დადგებოდა დრო და მე ყოველ დღე ვიქნებოდი ბედნიერი შენი სუნთქვის გაგონებით და მნიშვნელობა აღარ ექნებოდა სხვას აღარაფერს. ადამიანებს გაუკვირდებოდათ, როგორ ვუძლებ, რატომ არ ვიღლები, რატომ შიშისგან არ ვკვდები, როცა დღე არ გადის კრიტიკული ეპიზოდის გარეშე, რეანიმატოლოგი მეტყოდა, მიუშვით ექთნები, ასე თქვენ გახდებით სამკურნალო... აქვე ვიტყვი, რომ შენ თავს გევლებოდნენ ძალიან კარგი ადამიანები, ექიმები, ექთნები, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებდნენ სიყვარულით. აღარაფერს ვამბობ ჩვენი გმირებისგან შემდგარ ოჯახზე და მეგობრებზე (თამარ სამყურაშვილი, კირა სამყურაშვილი,მანანა თოთიბაძე, სალომე ჭიჭინაძე, რევაზ სამყურაშვილი) ეს სალაპარაკოც არ არის.

ყველა, ვინც მსგავს რჩევებს მაძლევდა, უბრალოდ ვერ ხვდებოდა სიყვარულის რა ენერგიაზე გყავდი მიერთებული. ბოლო 4 თვე ასეთი იყო ჩვენი ცხოვრება და მე მადლიერი ვარ ყოველი წუთის. მადლიერი ვარ, რომ შენ წამში კი არ გატრიალდი და გაქრი, სიტყვა კი არ შემატოვე პირში და წახვედი, არამედ ბოლომდე მომისმინე, ყველაფერი მათქმევინე და ყველაფერი გააკეთე, რომ ნელ-ნელა გესწავლებინა ჩემთვის ცხოვრება შენი სიტყვების, ჩახუტების და შენზე მოყრდნობის გარეშე. ყოველდღიურად გიმზადებდი აუდიოჩანაწერს და რამდენიმე ათეული ჩანაწერით, როგორც იქნა გითხარი ის, რაც აუცილებლად უნდა მეთქვა, როგორც იქნა აგიხსენი ჩვენი ბოლომდე ამოუხსნელი სიყვარული. შენც ბოლომდე დამინდე, ბობო. განა არ ვიცი... ჩემს თვალწინ გადაიქეცი ანგელოზად და მე მაინც გამიკვირდა, რომ გამიფრინდი. მაინც ვერ შევძელი არ ჩამოგკიდებოდი ტანსაცმელივით ჩამოხსნილ სხეულზე და არ გამეფუჭებინა უსასრულობაში გადასვლის უნიკალური წამი. ბოდიში, რომ ასე ეგოისტურად არ მინდოდა შენი გაშვება, ისტერიკის უფლება ამ ერთხელ მივეცი თავს, მაპატიე ყველა ცრემლი, რომლის ნაცვლადაც მხოლოდ მილიონი მადლობა გეკუთვნის, მილიონი ღიმილი, მოფერება და უწყვეტი სიყვარული, რომელიც ერთადერთი მამოძრავებელი ძალაა აქაც და მანდაც. შენ მე მაჩვენე ადამიანის ღირსების სრულყოფილი ვერსია, როგორ შეიძლება დარჩე შენად, მაშინაც კი როცა საკუთარი ფიზიკური სხეულიც აღარ გემორჩილება, არ გატყდე და ბოლომდე იყო ის, ვინც მოწიწებას და მუდმივ გაოცებას იწვევს. არ თქვათ, რომ რატიმ იწვალა, რატიმ კი არ იწვალა, რატიმ გვასწავლა, რატიმ გვაცადა, მოგვეფერა და მერე წავიდა. რატიმ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე რამდენიმე სიცოცხლეში შეიძლება ამის მოხერხება. დიაგნოზიდან რატიმ იცოცხლა 22 თვე, ეს რატის საყვარელი რიცხვია, თუთას დაბადების დღის თარიღი. ეს სიყვარულის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

ჩემო უკვდავო, ჩემო სიყვარულო, მაპატიე თუკი ოდესმე რამე გაწყენინე და მე გაპატიებ იმ ერთადერთ ღამეს, როცა 6 აპრილი თენდებოდა".

საახალწლო განათების სანახავად გამოსული მოქალაქეები და კილომეტრიანი საცობი რუსთაველზე - ფოტო "ფეისბუქიდან"

ანუკი არეშიძის მოულოდნელი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს - რა ფოტოებს აქვეყნებს დიზაინერი "ინსტაგრამზე"?

"აგვისტოში ავარიაში მოვყევი... შენზე ვფიქრობდი, სანამ მანქანა ოთხ დაუნდობელ ბრუნს აკეთებდა" - მეუღლის ემოციური მილოცვა სამყურაშვილს, რომელიც 43 წლის გახდებოდა