მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ ხდება ეს? - იმისთვის, რომ უფალი იშვას ჩვენს გულში... ეს ხდება დიდი სულიერი განსაცდელების შედეგად" - მეუფე შიოს ქადაგება
"რატომ ხდება ეს? - იმისთვის, რომ უფალი იშვას ჩვენს გულში... ეს ხდება დიდი სულიერი განსაცდელების შედეგად" - მეუფე შიოს ქადაგება

დავ­ფიქ­რდეთ, გა­ვი­აზ­როთ, გა­ვიხ­სე­ნოთ ჩვე­ნი გან­საც­დე­ლე­ბი, თუ რა­ო­დენ მსუ­ბუ­ქია ის, ვიდ­რე ღვთის­მშო­ბელს ჰქონ­და და ვე­ცა­დოთ რომ შე­ვუდ­გეთ ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშო­ბელს და მის ღვთა­ებ­რივ ძეს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე შიომ (მუ­ჯი­რი) სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ბრძა­ნა.

რო­გორც მე­უ­ფე შიომ აღ­ნიშ­ნა, გან­საც­დე­ლე­ბი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა იმი­ტომ, რომ უფა­ლი იშ­ვას ჩვენს გულ­ში, სულ­ში, რაც დიდი სუ­ლი­ე­რი ბრძო­ლის და გან­საც­დე­ლე­ბის შე­დე­გად ხდე­ბა.

"გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ დღეს. დღეს არის ხა­რე­ბა ყოვ­ლად­წ­მი­დი­სა ღვთის­მშობ­ლი­სა. ყვე­ლა დღე­სას­წა­ულს აქვს გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი და სა­ო­ცა­რი ში­ნა­არ­სი დღეს ჩვენ აღ­ვნიშ­ნავთ დიდ სას­წა­ულს, რომ სუ­ლიწ­მი­და ჩა­ი­სა­ხა ყოვ­ლად­წ­მი­და ქალ­წულ­ში, რომ მან შვას ძე ღვთი­სა მე­ო­რე ჰი­პოს­ტა­სი ყოვ­ლად­წ­მი­დი­სა სა­მე­ბი­სა. ერთ-ერთი დიდი მამა ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ი­სა, გრი­გოლ პა­ლა­მა ამ­ბობ­და, რომ რო­გორც ღვთის ნე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ასე­თი დიდი სას­წა­უ­ლის აღ­სრუ­ლე­ბა, ასე­ვე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ადა­მი­ა­ნის ნე­ბის გა­რე­შეც. რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ასე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­გო­რიც იყო ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშო­ბე­ლი. ათა­სო­ბით წელი დას­ჭირ­და კა­ცობ­რი­ო­ბას იმის­თვის, რომ შო­ბი­ლი­ყო ასე­თი ადა­მი­ა­ნი. ყვე­ლა ადა­მი­ან­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი, თვით ქე­რუ­ბი­მებ­ზე და სე­რა­ფი­მებ­ზეც აღ­მა­ტე­ბუ­ლი ყოვ­ლად­წ­მი­და ქალ­წუ­ლი, ღვთის­მშო­ბე­ლი. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შეძ­ლებ­და ეთ­ქვა ის სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც წარ­მოს­თქვა ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშო­ბელ­მა: „აჰა, უფა­ლო მე­ყავნ მე სი­ტყვი­სა­მებრ შე­ნი­სა“.

ასე­თი მორ­ჩი­ლე­ბა და სიმ­დაბ­ლე გა­მო­ავ­ლი­ნა მან. დღეს ჩვენ ვფიქ­რობთ ამ სა­ო­ცარ მოვ­ლე­ნა­ზე. შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ დღეს, რომ რაც მოხ­და ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშობ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში, ყო­ვე­ლი ჩვე­ნა­გა­ნის ცხოვ­რე­ბა­შიც ეს წამი თუ წუთი, ჟამი დგე­ბა, რო­დე­საც ჩვენ ჩვენს გულს, გო­ნე­ბას ეხე­ბა უფ­ლის მად­ლი. რო­დე­საც ჩვენ გა­ნურ­ჩევ­ლად ეროვ­ნე­ბი­სა, რე­ლი­გი­ი­სა, ყვე­ლა ადა­მი­ანს სმე­ნია ეს ტკბი­ლი სა­ხე­ლი უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტე­სი. ადა­მი­ან­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ის მი­ი­ღებს თუ არა იესო ქრის­ტეს თა­ვის გულ­ში. ამა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მისი სუ­ლი­ე­რი და მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა. ამა­ზე გვა­ფიქ­რებს დღე­ვან­დე­ლი დღე, უნდა ჩა­ი­სა­ხოს ჩვენს გულ­ში უფა­ლი იესო ქრის­ტე, უნდა ჩა­ი­სა­ხოს ჩვენს გულ­ში, სულ­ში. უფა­ლი უნდა აღორ­ძინ­დეს და გაძ­ლი­ერ­დეს, უნდა შე­ვი­მო­სოთ ღვთის მად­ლი" - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შომ.

მი­სი­ვე თქმით, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ელე­სია დღეს ასე­ვე იო­ა­კიმ და ანას ხსე­ნე­ბის დრეს აღ­ნიშ­ნავს.

"ასე­ვე დღეს ვიხ­სე­ნებთ ჩვენ წმინ­და იო­ა­კიმ და ანას, ასე­ვე ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშო­ბელს, რო­გორ მო­ამ­ზა­და ისი­ნი უფალ­მა, რამ­დე­ნი გან­საც­დე­ლი გა­მო­ი­ა­რეს მათ, იო­ა­კიმ და ანამ, რამ­დე­ნი დამ­ცი­რე­ბა და დამ­დაბ­ლე­ბა ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ით­მი­ნეს მათ. ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშობ­ლის ცხოვ­რე­ბაც სავ­სე იყო გან­სცდე­ლე­ბით. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩვე­ნი გან­საც­დე­ლე­ბი არა­ფე­რია მის გან­საც­დე­ლე­ბის და მწუ­ხა­რე­ბა­თა გა­რე­შე. რა­ტომ ხდე­ბა ეს? - იმის­თვის, რომ უფა­ლი იშ­ვას ჩვენს გულ­ში, სულ­ში, და­იმ­კვიდ­როს ეს ხდე­ბა დიდი სუ­ლი­ე­რი ბრძო­ლის და გან­საც­დე­ლე­ბის შე­დე­გად. ასეა ეს ცხოვ­რე­ბა მო­წყო­ბი­ლი. დავ­ფიქ­რდეთ ამა­ზე, გა­ვი­აზ­როთ, გა­ვიხ­სე­ნოთ ჩვე­ნი გან­საც­დე­ლე­ბი, თუ რა­ო­დენ მსუ­ბუ­ქია ის, ვიდ­რე ღვთის­მშო­ბელს ჰქონ­და და ვე­ცა­დოთ, რომ შე­ვუდ­გეთ ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთიმ­შო­ბელს და მის ღვთა­ებ­რივ ძეს", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

მან მრევლს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის მი­ლოც­ვა გა­დას­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ ილია მე­ო­რემ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შეს­წი­რა იმას, რომ მრევ­ლის გუ­ლებ­ში უფა­ლი იშ­ვას.

"გი­ლო­ცავთ კი­დევ ერთხელ. გად­მოგ­ცემთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვას, მო­ლოც­ვას და ჩვენც ჩვე­ნი მხრი­დან ერ­თად ყვე­ლამ მი­ვუ­ლო­ცოთ მას ხა­რე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი, ვუ­სურ­ვოთ დღეგ­რძე­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შეს­წრა, და­უთ­მო და დღე­საც აგ­რძე­ლებს სწო­რედ იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მრევ­ლის, ჩვენს გუ­ლებ­ში იშ­ვას ღმერ­თი, რომ ჩვენ ყვე­ლა­ნი შე­ვუდ­გეთ სუ­ლის გა­დარ­ჩე­ნის და იესო ქრის­ტეს გზას", - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შიომ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თომა
16

არანაერი ქარიზმა რომ ლაპარაკობს ძილი გინდება ადამიანს მუდოა სახის გამომეტყველება ბოროტი და ეს არის მოსაყდრე ეგეთი დეფიციტია სინოდში?

nikifore
16

ყველაფერი როგორ ამ აფერისტების წისქვილზე ასხავს წყალს?

ავტორი:

"რატომ ხდება ეს? - იმისთვის, რომ უფალი იშვას ჩვენს გულში... ეს ხდება დიდი სულიერი განსაცდელების შედეგად" - მეუფე შიოს ქადაგება

"რატომ ხდება ეს? - იმისთვის, რომ უფალი იშვას ჩვენს გულში... ეს ხდება დიდი სულიერი განსაცდელების შედეგად" - მეუფე შიოს ქადაგება

დავფიქრდეთ, გავიაზროთ, გავიხსენოთ ჩვენი განსაცდელები, თუ რაოდენ მსუბუქია ის, ვიდრე ღვთისმშობელს ჰქონდა და ვეცადოთ რომ შევუდგეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და მის ღვთაებრივ ძეს, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, განსაცდელები ჩვენს ცხოვრებაში ხდება იმიტომ, რომ უფალი იშვას ჩვენს გულში, სულში, რაც დიდი სულიერი ბრძოლის და განსაცდელების შედეგად ხდება.

"გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ხარება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. ყველა დღესასწაულს აქვს განუმეორებელი და საოცარი შინაარსი დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დიდ სასწაულს, რომ სულიწმიდა ჩაისახა ყოვლადწმიდა ქალწულში, რომ მან შვას ძე ღვთისა მეორე ჰიპოსტასი ყოვლადწმიდისა სამებისა. ერთ-ერთი დიდი მამა ჩვენი ეკლესიისა, გრიგოლ პალამა ამბობდა, რომ როგორც ღვთის ნების გარეშე შეუძლებელი იყო ასეთი დიდი სასწაულის აღსრულება, ასევე შეუძლებელი იყო ადამიანის ნების გარეშეც. რომ არ ყოფილიყო ასეთი ადამიანი, როგორიც იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. ათასობით წელი დასჭირდა კაცობრიობას იმისთვის, რომ შობილიყო ასეთი ადამიანი. ყველა ადამიანზე აღმატებული, თვით ქერუბიმებზე და სერაფიმებზეც აღმატებული ყოვლადწმიდა ქალწული, ღვთისმშობელი. ადამიანი, რომელიც შეძლებდა ეთქვა ის სიტყვები, რომელიც წარმოსთქვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა: „აჰა, უფალო მეყავნ მე სიტყვისამებრ შენისა“.

ასეთი მორჩილება და სიმდაბლე გამოავლინა მან. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ საოცარ მოვლენაზე. შეიძლება ვთქვათ დღეს, რომ რაც მოხდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ცხოვრებაში, ყოველი ჩვენაგანის ცხოვრებაშიც ეს წამი თუ წუთი, ჟამი დგება, როდესაც ჩვენ ჩვენს გულს, გონებას ეხება უფლის მადლი. როდესაც ჩვენ განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა, ყველა ადამიანს სმენია ეს ტკბილი სახელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ადამიანზე არის დამოკიდებული ის მიიღებს თუ არა იესო ქრისტეს თავის გულში. ამაზეა დამოკიდებული მისი სულიერი და მარადიული ცხოვრება. ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე, უნდა ჩაისახოს ჩვენს გულში უფალი იესო ქრისტე, უნდა ჩაისახოს ჩვენს გულში, სულში. უფალი უნდა აღორძინდეს და გაძლიერდეს, უნდა შევიმოსოთ ღვთის მადლი" - აღნიშნა მეუფე შომ.

მისივე თქმით, მართლმადიდებელი ელესია დღეს ასევე იოაკიმ და ანას ხსენების დრეს აღნიშნავს.

"ასევე დღეს ვიხსენებთ ჩვენ წმინდა იოაკიმ და ანას, ასევე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, როგორ მოამზადა ისინი უფალმა, რამდენი განსაცდელი გამოიარეს მათ, იოაკიმ და ანამ, რამდენი დამცირება და დამდაბლება ათწლეულების განმავლობაში დაითმინეს მათ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ცხოვრებაც სავსე იყო განსცდელებით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი განსაცდელები არაფერია მის განსაცდელების და მწუხარებათა გარეშე. რატომ ხდება ეს? - იმისთვის, რომ უფალი იშვას ჩვენს გულში, სულში, დაიმკვიდროს ეს ხდება დიდი სულიერი ბრძოლის და განსაცდელების შედეგად. ასეა ეს ცხოვრება მოწყობილი. დავფიქრდეთ ამაზე, გავიაზროთ, გავიხსენოთ ჩვენი განსაცდელები, თუ რაოდენ მსუბუქია ის, ვიდრე ღვთისმშობელს ჰქონდა და ვეცადოთ, რომ შევუდგეთ ყოვლადწმიდა ღვთიმშობელს და მის ღვთაებრივ ძეს", - განაცხადა მეუფე შიომ.

მან მრევლს კათოლიკოს პატრიარქის მილოცვა გადასცა და აღნიშნა, რომ ილია მეორემ მთელი ცხოვრება შესწირა იმას, რომ მრევლის გულებში უფალი იშვას.

"გილოცავთ კიდევ ერთხელ. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევას, მოლოცვას და ჩვენც ჩვენი მხრიდან ერთად ყველამ მივულოცოთ მას ხარების დღესასწაული, ვუსურვოთ დღეგრძელობა, ვინაიდან მისმა უწმინდესობამ მთელი ცხოვრება შესწრა, დაუთმო და დღესაც აგრძელებს სწორედ იმას, რომ საქართველოს მრევლის, ჩვენს გულებში იშვას ღმერთი, რომ ჩვენ ყველანი შევუდგეთ სულის გადარჩენის და იესო ქრისტეს გზას", - აღნიშნა მეუფე შიომ.

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა

გაიცანით ქართველი ქალბატონი, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ყოველი პაციენტის სახელზე თავისი კორპუსის ეზოში ხეს რგავს

დღეიდან ზუგდიდის ბაზრის ნაწილი გაიხსნება