სამხედრო
საზოგადოება

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სპორტი
სამართალი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აუცილებელია გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე ვადაში" - ამირან გამყრელიძე იმ პროცედურებზე საუბრობს, რითაც კორონავირუსით გარდაცვლილი უნდა დაკრძალონ
"აუცილებელია გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე ვადაში" - ამირან გამყრელიძე იმ პროცედურებზე საუბრობს, რითაც კორონავირუსით გარდაცვლილი უნდა დაკრძალონ

კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ სო­ფელ კა­პა­ნახ­ჩის კლას­ტერს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, სა­ი­და­ნაც ინ­ფი­ცი­რე­ბის 5 შემ­თხვე­ვაა. 79 წლის ქალს, რო­მე­ლიც სო­ფელ­ში ერთ-ერთ რი­ტუ­ა­ლურ სუფ­რას ეს­წრე­ბო­და, ვირუ­სი ნა­თე­სა­ვის­გან გა­და­ე­დო.

ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ კლას­ტერ­ში ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და გა­მოკ­ვლე­უ­ლია.

ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ისა­უბ­რა იმ პრო­ცე­დუ­რებ­ზეც, რაც გარ­დაც­ვლი­ლის დაკ­რძალ­ვის პრო­ცეს­ში უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს:

"გვა­მის­თვის ჩან­თე­ბი არ­სე­ბობს, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რი და­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ თავ­სდე­ბა ცხე­და­რი. შემ­დეგ ხდე­ბა მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ სივ­რცე­ში, სა­თავ­სო­ში და უკეთ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მი­სა­ნიშ­ნე­ბე­ლი. ამის შემ­დეგ, ჩან­თას უკეთ­დე­ბა გარე ზე­და­პი­რის სა­დე­ზინ­ფექ­ციო და­მუ­შა­ვე­ბა.

შემ­დეგ ოჯა­ხის წევ­რებს, ახ­ლობ­ლებს უნდა ეც­ნო­ბოთ და კარ­გად აეხ­სნათ შემ­დგო­მი სა­რი­ტუ­ა­ლო პრო­ცე­დუ­რე­ბი. სა­სურ­ვე­ლია და აუ­ცი­ლე­ბე­ლი, გარ­დაც­ვლი­ლი და­იკ­რძა­ლოს 72 სა­ა­თამ­დე ვა­და­ში" - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ და დას­ძი­ნა, რომ რი­ტუ­ალს ახ­ლობ­ლე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რად შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა უნდა ეს­წრე­ბო­დეს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ეტაპ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 157-ია და დღეს კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაც და­ფიქ­სირ­და. რო­გორც თსსუ-ს პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა, ლე­ვან რა­ტი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში დი­ლის 9 სა­ათ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პა­ცი­ე­ტის სამ­კურ­ნა­ლოდ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არა­ე­ფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა.

ავტორი:

"აუცილებელია გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე ვადაში" - ამირან გამყრელიძე იმ პროცედურებზე საუბრობს, რითაც კორონავირუსით გარდაცვლილი უნდა დაკრძალონ

"აუცილებელია გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე ვადაში" - ამირან გამყრელიძე იმ პროცედურებზე საუბრობს, რითაც კორონავირუსით გარდაცვლილი უნდა დაკრძალონ

კორონავირუსის პირველი მსხვერპლი საქართველოში ე.წ სოფელ კაპანახჩის კლასტერს მიეკუთვნება, საიდანაც ინფიცირების 5 შემთხვევაა. 79 წლის ქალს, რომელიც სოფელში ერთ-ერთ რიტუალურ სუფრას ესწრებოდა, ვირუსი ნათესავისგან გადაედო.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ კლასტერში ყველა ადამიანი იდენტიფიცირებული და გამოკვლეულია.

ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა იმ პროცედურებზეც, რაც გარდაცვლილის დაკრძალვის პროცესში უნდა განხორციელდეს:

"გვამისთვის ჩანთები არსებობს, სადაც სპეციალური დამუშავების შემდეგ თავსდება ცხედარი. შემდეგ ხდება მისი ტრანსპორტირება სამედიცინო დაწესებულების სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, სათავსოში და უკეთდება შესაბამისი მისანიშნებელი. ამის შემდეგ, ჩანთას უკეთდება გარე ზედაპირის სადეზინფექციო დამუშავება.

შემდეგ ოჯახის წევრებს, ახლობლებს უნდა ეცნობოთ და კარგად აეხსნათ შემდგომი სარიტუალო პროცედურები. სასურველია და აუცილებელი, გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე ვადაში" - აღნიშნა გამყრელიძემ და დასძინა, რომ რიტუალს ახლობლების მინიმალურად შეზღუდული რაოდენობა უნდა ესწრებოდეს.

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 157-ია და დღეს კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაც დაფიქსირდა. როგორც თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, პაციენტი კლინიკაში დილის 9 საათზე გარდაიცვალა. მისივე განმარტებით, პაციეტის სამკურნალოდ ჩატარებული ღონისძიებები არაეფექტური აღმოჩნდა.

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 2 ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა