საქართველოს საპატრიარქოსგან ტაძრებმა რამდენიმე რეკომენდაცია მიიღეს. ამის შესახებ ბრიფინგზე საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ხვალიდან ე.წ. კომენდანტის საათის გათვალისწინებით ტაძრებში ლოცვები შუადღის 4 საათზე უნდა დაიწყოს, ხოლო ყოველდღე ტაძრები უნდა დაიკეტოს არაუგვიანეს საღამოს 8 საათისა.
"ეს იმისთვის კეთდება, რომ მრევლმა "კომენდანტის საათამდე" სახლში მისვლა მოასწროს. იმ ტაძრებს, სადაც ჯერ კიდევ არ დასრულებული მეტრანახევრის დაშორების ნიშნულების გაკეთება, მათ შევახსენებ, რომ საჭიროა ამ ნიშნულების გაკეთება.
ასევე კიდევ ერთხელ ვახსენებთ, რომ მოხდეს ხშირად ხატების და სიწმინდეების სპირტით გაწმენდა ან ვარდის წყლით, რომელიც ასევე სპირტნარევია. ეს მუდმივად ხდება ეკლესიებში. ჩვენ განსაკუთრებულ ვითარებაში განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვიჩენთ. ყველა ტაძარს ეს დაევალა და ეს განმარტებები მიეცათ საპატრიარკოსგან" - აღნიშნა ჯაღმაიძემ.
მან ერთი კოვზით ზიარების შესახებ კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საპატრიარქოს პოზიცია არ შეუცვლია.
“ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არ შეუცვლია არც ერთ ეკლესიას, ამიტომ იქნებ დავასრულოთ ამაზე შეკითხვები. მუდმივად ვერ ვილაპარაკებთ ამაზე. სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე დამთავრდა მსჯელობა”, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
პოლონეთში ტაძრები ღიაა მხოლოდ მღვდელთმსახურებისთვის, საბერძნეთმა საერთოდ გადაიტანა ერთი თვით აღდგომის დღესასწაული, ინდოეთმა დაკეტა ტაძრები. სამწუხაროდ , მხოლოდ ქართული ეკლესია აღმოჩნდა , რეგრესული, რომელიც საფრთხეში აყენებს იმ მოყვასთ, რომელთა სიყვარულსაც თავად ქადაგებს! "გიყვარდეთ ერთმანეთი" ერთმანეთის გაფრთხილებაა და არა საფრთხეში ჩაგდება!
ღმერთო შემინდე რასაც დავწერ,ესენი ძალას გვაჩვენებენ თუ რა უნდათ,სხვათაშორის ამ გაჭირვების ჟამს უნდა შეუმცირდეთ ამათ დაფინანსება ესენი.ეკლესია არ არის როგორ გაყუჩებულები არიან როგორ გვიჭირს და აბა ჩვენც შეგვიმცირეთო არ ამბობენ მეთუ ამას.ვიტყოდი ვერ წარმოვიდგენდი ისე არ ქნათ,რომ ყველაფრის შემდეგ ქუჩაში ვერ გამოხვიდეთ,გიორგი გახარიას ნაბიჯებს ვაფევნებ თვალს აუცილებლად მიხეფავს ამათ ეს უკვე მეტისმეტია ამას რწმენა არ ჰქვია ამას არ ვიცი რა დავარქვა,უფალი გვფარავდეს ყველას.