სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მალაიზიის მთავრობამ ქალებს მოუწოდა, კარანტინის დროს სახლში მაკიაჟით იარონ და ქმრები არ გააღიზიანონ
მალაიზიის მთავრობამ ქალებს მოუწოდა, კარანტინის დროს სახლში მაკიაჟით იარონ და ქმრები არ გააღიზიანონ

მა­ლა­ი­ზი­ის ქალ­თა სა­მი­ნის­ტრომ ქა­ლებს მო­უ­წო­და მკაც­რი კა­რან­ტი­ნის რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში, სახ­ლში გა­მოპ­რან­ჭუ­ლებ­მა ია­რონ და ქმრე­ბი არ გა­ა­ღი­ზი­ა­ნონ.

Reuters იუ­წყე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას ად­გი­ლობ­რივ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კა მოჰ­ყვა - ის სექ­სიზ­მში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

ონ­ლა­ინ-პოს­ტე­რე­ბის სე­რი­ა­ში #WomenPreventCOVID19, რო­მე­ლიც მა­ლა­ი­ზი­ის ქალ­თა საქ­მე­ე­ბის სა­მი­ნის­ტრომ 18 მარ­ტი­დან გა­მოს­ცა, ქა­ლე­ბის­თვის იყო რჩე­ვე­ბი, რო­გორ აე­რი­დე­ბი­ნათ სა­ო­ჯა­ხო კონ­ფლიქ­ტე­ბი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში.

კამ­პა­ნი­ის ერთ-ერთ პოს­ტერ­ზე ასა­ხუ­ლი იყო დი­ვან­ზე მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი, ქა­ლე­ბი­სად­მი რჩე­ვა კი იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და, რომ ნუ იქ­ნე­ბი­ან "სარ­კას­ტუ­ლე­ბი" თა­ვი­ან­თი ქმრე­ბის მი­მართ, როცა მათ სახ­ლის საქ­მე­ებ­ში დახ­მა­რე­ბას მოს­თხო­ვენ.

შემ­დე­გი პოს­ტე­რი კი მო­უ­წო­დებ­და ქა­ლებს მკაც­რი კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში ქმრე­ბი არ გა­ე­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ნათ, სახ­ლში გა­მოპ­რან­ჭუ­ლებს ევ­ლოთ და მა­კი­ა­ჟი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ.

პოს­ტე­რებ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი და მსოფ­ლიო ქალ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის სას­ტი­კი კრი­ტი­კა, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. მკაც­რი კრი­ტი­კის შემ­დეგ, სა­მი­ნის­ტრომ ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და გა­ნა­ცხა­და, რომ მსგავ­სი კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი "ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის პო­ზი­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა იყო".

ცნო­ბის­თვის, მა­ლა­ი­ზი­ა­ში მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მკაც­რი კა­რან­ტი­ნია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ქვე­ყა­ნა­ში ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის 2900-ზე მეტი შემ­თხვე­ვაა აღ­რი­ცხუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

მალაიზიის მთავრობამ ქალებს მოუწოდა, კარანტინის დროს სახლში მაკიაჟით იარონ და ქმრები არ გააღიზიანონ

მალაიზიის მთავრობამ ქალებს მოუწოდა, კარანტინის დროს სახლში მაკიაჟით იარონ და ქმრები არ გააღიზიანონ

მალაიზიის ქალთა სამინისტრომ ქალებს მოუწოდა მკაცრი კარანტინის რეჟიმის პირობებში, სახლში გამოპრანჭულებმა იარონ და ქმრები არ გააღიზიანონ.

Reuters იუწყება, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას ადგილობრივ საზოგადოებაში ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვა - ის სექსიზმში დაადანაშაულეს.

ონლაინ-პოსტერების სერიაში #WomenPreventCOVID19, რომელიც მალაიზიის ქალთა საქმეების სამინისტრომ 18 მარტიდან გამოსცა, ქალებისთვის იყო რჩევები, როგორ აერიდებინათ საოჯახო კონფლიქტები თვითიზოლაციის პირობებში.

კამპანიის ერთ-ერთ პოსტერზე ასახული იყო დივანზე მოკალათებული მამაკაცი, ქალებისადმი რჩევა კი იმაში გამოიხატებოდა, რომ ნუ იქნებიან "სარკასტულები" თავიანთი ქმრების მიმართ, როცა მათ სახლის საქმეებში დახმარებას მოსთხოვენ.

შემდეგი პოსტერი კი მოუწოდებდა ქალებს მკაცრი კარანტინის პირობებში ქმრები არ გაეღიზიანებინათ, სახლში გამოპრანჭულებს ევლოთ და მაკიაჟი გაეკეთებინათ.

პოსტერებმა ადგილობრივი და მსოფლიო ქალთა უფლებადამცველების სასტიკი კრიტიკა, ასევე საზოგადოების აღშფოთება დაიმსახურა. მკაცრი კრიტიკის შემდეგ, სამინისტრომ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მსგავსი კამპანიის მიზანი "ოჯახის წევრებს შორის პოზიტიური ურთიერთობების შენარჩუნება იყო".

ცნობისთვის, მალაიზიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი კარანტინია გამოცხადებული. ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 2900-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.

ფილიპინების პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, დახვრიტონ ყველა, ვინც კარანტინს დაარღვევს - "მე თქვენ დაგმარხავთ“

ავსტრალიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინის გამოცდა დაიწყეს - პირველადი შედეგი ზაფხულში იქნება

"პუტინი შეხვედრისას ხელს აღარავის ჩამოართმევს - მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართავს"