მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მალავს თუ არა ჩინეთი COVID-19-ით გარდაცვლილთა რეალურ სტატისტიკას? - "ყოველდღე 3 500 ყუთი სჭირდებოდათ გარდაცვლილთა ფერფლისთვის"
მალავს თუ არა ჩინეთი COVID-19-ით გარდაცვლილთა რეალურ სტატისტიკას? - "ყოველდღე 3 500 ყუთი სჭირდებოდათ გარდაცვლილთა ფერფლისთვის"

"ჩი­ნეთ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა“, "შიდა გა­და­დე­ბის არც ერთი ფაქ­ტი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა“, "ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ მკვეთ­რად იკლო“ - ეს გა­სუ­ლი კვი­რის მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი გა­მო­ცე­მე­ბის სტა­ტი­ე­ბის სა­თა­უ­რე­ბია, სა­დაც ასე­ვე ვკი­თხუ­ლობთ, რომ ჩი­ნეთ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­მო­ჯან­მრთელ­და.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, აღ­ნიშ­ნულ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 81 518 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, 3 305 გარ­და­იც­ვა­ლა, 76 052 პა­ცი­ენ­ტი კი გა­მო­ჯან­მრთელ­და. ქა­ლა­ქი უხა­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის კერა და და­ა­ვა­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მხრივ ეპი­ცენ­ტრი იყო, სა­დაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, COVID-19-ს 2535 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

იმ ფონ­ზე, რომ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­მა (ეს­პა­ნეთ­მა, იტა­ლი­ამ) ჩი­ნეთს გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მხრივ უკვე გა­და­ას­წრეს, გაჩ­ნდა ეჭვი, რომ შე­საძ­ლოა, ჩი­ნე­თი რე­ა­ლურ სუ­რათს მა­ლავ­დეს. ამის შე­სა­ხებ უკვე ღიად სა­უბ­რო­ბენ სხვა­დას­ხვა და­სავ­ლუ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

უხან­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რე­ა­ლო­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვაგ­ვა­რია და covid-19-ით ქა­ლაქ­ში გა­ცი­ლე­ბით მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

Business Inseder ბრი­ტა­ნულ გა­მო­ცე­მა Daily Mail-ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შეშ­ფო­თე­ბუ­ლია ჩი­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბით და ადა­ნა­შა­უ­ლებს მას ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ არა­ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში.

ზო­გი­ერ­თი უხა­ნე­ლის ცნო­ბით, ქა­ლაქ­ში მსხვერ­პლი იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ში წე­რია. ყო­ვე­ლი­ვეს თქმის სა­ფუძ­ველს კი ად­გი­ლობ­რი­ვებს დამ­კრძა­ლა­ვი ბი­უ­რო­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აძ­ლევთ.

South China Morning Post-ის ცნო­ბით, სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა გა­სულ კვი­რას, მხო­ლოდ ორ დღე­ში, კრე­მა­ცი­ის შემ­დგომ ფერ­ფლის მო­სა­თავ­სე­ბე­ლი 5000 ყუთი გა­და­ი­ტა­ნა მხო­ლოდ ერთ დამ­კრძა­ლავ ბი­უ­რო­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას RFA-ც (რა­დიო თა­ვი­სუ­ფა­ლი აზია).

"გარ­დაც­ვლილ­თა ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა ვერ იქ­ნე­ბა სწო­რი იმი­ტომ, რომ კრე­მა­ტო­რი­უ­მე­ბი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბენ. როცა ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი ცოტა გარ­დაც­ვლი­ლი იყოს?“ - ამ­ბობს რა­დიო Free Asia-სთან სა­უბ­რი­სას ერთ-ერთი უხა­ნე­ლი.

RFA-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, უხან­ში არ­სე­ბულ დამ­კრძა­ლავ ბი­უ­რო­ებს ყო­ველ დღე 3 500 ყუთი სჭირ­დე­ბო­დათ კრე­მა­ცი­ის შემ­დეგ ფერ­ფლის მო­სა­თავ­სებ­ლად, რაც, რა თქმა უნდა, იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ მსხვერ­პლი გა­ცი­ლე­ბით დიდი შე­იძ­ლე­ბა იყოს.

ერთ-ერთ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით კი გა­მო­ცე­მა იმა­საც წერს, რომ მხო­ლოდ ერთ თვე­ში უხან­ში 28 000 კრე­მა­ცია ჩა­ტარ­და, რის მი­ხედ­ვით და ასე­ვე კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ზრდის დი­ნა­მი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ბოლო სამ თვე­ში ქა­ლაქ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 84 000 ცხე­დარს ჩა­უ­ტარ­და კრე­მა­ცია, თუმ­ცა, ეს ინ­ფორ­მა­ცია არ არის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი (ამ რა­ო­დე­ნო­ბა­ში შე­დის რო­გორც კო­რო­ნა­ვირუ­სით, ასე­ვე სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბით გარ­დაც­ვლი­ლე­ბიც).

ცნო­ბის­თვის, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2019 წლის მე­ო­თხე კვარ­ტალ­ში უხან­ში 56 007 კრე­მა­ცია ჩა­ტარ­და, 2018 წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­ში - 54 424, ხოლო 2017 წლის იმა­ვე პე­რი­ოდ­ში - 53 776 კრე­მა­ცია.

და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ის ვი­ცით, რომ უხან­ში მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი თან­და­თან იხ­სნე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას უბ­რუნ­დე­ბი­ან. თუ ყვე­ლა­ფე­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით წა­ვი­და, 8 აპ­რი­ლის­თვის ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქა­ლაქ­ში კა­რან­ტი­ნის მთლი­ა­ნად მოხ­სნას გეგ­მავს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით ჩი­ნე­თი მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნებს შო­რის პირ­ველ ად­გილს აღარ იკა­ვებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სით ამ მო­მენ­ტის­თვის ხუ­თე­უ­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: აშშ - 164 284 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, იტა­ლია - 101 739, ეს­პა­ნე­თი - 87 956 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ჩი­ნე­თი - 81 518 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, გერ­მა­ნია - 67 051 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
paata
28

contagion უყურეთ ამ კინოს!

ნიკოლოზი
42

ან მალავს ინფორმაციას თავის მოძმე რუსეთივით ან კიდე თუ ძალით გაავრცელეს ანტი ვირუსიც აქვთ და ჯერ არ აბაზრებენ...

ავტორი:

მალავს თუ არა ჩინეთი COVID-19-ით გარდაცვლილთა რეალურ სტატისტიკას? - "ყოველდღე 3 500 ყუთი სჭირდებოდათ გარდაცვლილთა ფერფლისთვის"

მალავს თუ არა ჩინეთი COVID-19-ით გარდაცვლილთა რეალურ სტატისტიკას? - "ყოველდღე 3 500 ყუთი სჭირდებოდათ გარდაცვლილთა ფერფლისთვის"

"ჩინეთმა კორონავირუსი დაამარცხა“, "შიდა გადადების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა“, "ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად იკლო“ - ეს გასული კვირის მსოფლიოს წამყვანი გამოცემების სტატიების სათაურებია, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ ჩინეთში ინფიცირებულთა უმრავლესობა გამოჯანმრთელდა.

ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ ქვეყანაში კორონავირუსით 81 518 ადამიანი დაინფიცირდა, 3 305 გარდაიცვალა, 76 052 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ქალაქი უხანი კორონავირუსის გავრცელების კერა და დაავადებულთა რაოდენობის მხრივ ეპიცენტრი იყო, სადაც ოფიციალური სტატისტიკით, COVID-19-ს 2535 ადამიანი ემსხვერპლა.

იმ ფონზე, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა (ესპანეთმა, იტალიამ) ჩინეთს გარდაცვლილთა რაოდენობის მხრივ უკვე გადაასწრეს, გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, ჩინეთი რეალურ სურათს მალავდეს. ამის შესახებ უკვე ღიად საუბრობენ სხვადასხვა დასავლური მედიასაშუალებები.

უხანში მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ რეალობა აბსოლუტურად სხვაგვარია და covid-19-ით ქალაქში გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპა.

Business Inseder ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-ზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება შეშფოთებულია ჩინეთში მიმდინარე პროცესებით და ადანაშაულებს მას ინფიცირებული და გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებაში.

ზოგიერთი უხანელის ცნობით, ქალაქში მსხვერპლი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალურ მონაცემებში წერია. ყოველივეს თქმის საფუძველს კი ადგილობრივებს დამკრძალავი ბიუროებიდან მიღებული ინფორმაცია აძლევთ.

South China Morning Post-ის ცნობით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა გასულ კვირას, მხოლოდ ორ დღეში, კრემაციის შემდგომ ფერფლის მოსათავსებელი 5000 ყუთი გადაიტანა მხოლოდ ერთ დამკრძალავ ბიუროში.

აღნიშნულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას RFA-ც (რადიო თავისუფალი აზია).

"გარდაცვლილთა ოფიციალური სტატისტიკა ვერ იქნება სწორი იმიტომ, რომ კრემატორიუმები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. როცა ასეთი სიტუაციაა, როგორ შეიძლება ასეთი ცოტა გარდაცვლილი იყოს?“ - ამბობს რადიო Free Asia-სთან საუბრისას ერთ-ერთი უხანელი.

RFA-ის ინფორმაციითვე, უხანში არსებულ დამკრძალავ ბიუროებს ყოველ დღე 3 500 ყუთი სჭირდებოდათ კრემაციის შემდეგ ფერფლის მოსათავსებლად, რაც, რა თქმა უნდა, იმაზე მეტყველებს, რომ მსხვერპლი გაცილებით დიდი შეიძლება იყოს.

ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით კი გამოცემა იმასაც წერს, რომ მხოლოდ ერთ თვეში უხანში 28 000 კრემაცია ჩატარდა, რის მიხედვით და ასევე კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის დინამიკის გათვალისწინებით ვარაუდობენ, რომ ბოლო სამ თვეში ქალაქში, დაახლოებით, 84 000 ცხედარს ჩაუტარდა კრემაცია, თუმცა, ეს ინფორმაცია არ არის ოფიციალურად დადასტურებული (ამ რაოდენობაში შედის როგორც კორონავირუსით, ასევე სხვა დაავადებებით გარდაცვლილებიც).

ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში უხანში 56 007 კრემაცია ჩატარდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში - 54 424, ხოლო 2017 წლის იმავე პერიოდში - 53 776 კრემაცია.

დადასტურებულად ის ვიცით, რომ უხანში მკაცრი შეზღუდვები თანდათან იხსნება და ადამიანები ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებიან. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, 8 აპრილისთვის ჩინეთის ხელისუფლება ქალაქში კარანტინის მთლიანად მოხსნას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის თვალსაზრისით ჩინეთი მსოფლიოს ქვეყნებს შორის პირველ ადგილს აღარ იკავებს. აღნიშნული თვალსაზრისით ამ მომენტისთვის ხუთეული ასე გამოიყურება: აშშ - 164 284 ინფიცირებული, იტალია - 101 739, ესპანეთი - 87 956 ინფიცირებული, ჩინეთი - 81 518 ინფიცირებული, გერმანია - 67 051 ინფიცირებული.

ათასობით ჩინელი ტურისტულ ადგილებს მიაწყდა - ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ ქვეყანას ინფიცირების ახალი ტალღა გადაუვლის

ფოტოები ჩერნობილიდან, სადაც რადიაციის ზონაში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ

COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის გერმანული ფორმულა - ქვეყანაში, სადაც 100 000 ინფიცირებულია, გარდაცვალების რიცხვი ძალიან დაბალია