პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაყი და საუნა კორონავირუსს ამარცხებს“ - ბელორუსის პრეზიდენტის "რეკომენდაციები" COVID-19-თან საბრძოლველად
"არაყი და საუნა კორონავირუსს ამარცხებს“ - ბელორუსის პრეზიდენტის "რეკომენდაციები" COVID-19-თან საბრძოლველად

ბე­ლო­რუ­სი იმ მცი­რე ქვეყ­ნე­ბის რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი არ მოქ­მე­დებს. გან­სხვა­ვე­ბით სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან, ბე­ლო­რუს­ში ისევ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩე­ბი და სპორ­ტუ­ლი ტურ­ნი­რე­ბის გა­და­დე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­უ­ღი­ათ.

რო­გორც sky.com წერს, მო­ე­დან­ზე ისევ და­დი­ან გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი და მათ ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წილს უკე­თია დამ­ცა­ვი პირ­ბა­დე,

ბე­ლო­რუ­სის სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ არ აპი­რე­ბენ მატ­ჩე­ბის გა­და­დე­ბა­სა და სე­ზო­ნის გა­უქ­მე­ბას. ქვეყ­ნის ლი­დე­რიც, ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კოც ამა­ვე აზ­რზეა.

პრე­ზი­დენ­ტი გა­სულ შა­ბათს ყი­ნუ­ლის ჰო­კე­ის მატჩს და­ეს­წრო, თა­ვა­დაც ითა­მა­შა, მატ­ჩის შემ­დეგ კი თქვა, რომ სპორ­ტი სა­უ­კე­თე­სო ან­ტი­ვირუ­სუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

"უმ­ჯო­ბე­სია მოკ­ვდე ორ ფეხ­ზე მდგო­მი, ვიდ­რე იცხოვ­რო მუხ­ლებ­ზე და­ჩო­ქილ­მა“, - უთხრა ლუ­კა­შენ­კომ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

რო­დე­საც პრე­ზი­დენტს ჰკი­თხეს, არ­სე­ბობს თუ არა ისე­თი რამ, რაც მას მატ­ჩე­ბის გა­და­დე­ბას გა­და­ა­წყვე­ტი­ნებ­და, მან უპა­სუ­ხა - „შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ რა­ტომ? მე არ მეს­მის. აქ არა­ნა­ი­რი ვირუ­სი არ არის. აქ რა­ი­მე დაფ­რი­ნავს? მე ვერ ვხე­დავ“, - თქვა ლუ­კა­შენ­კომ.

რო­გორც sky.com წერს, მან რამ­დე­ნი­მე დღით ადრე რე­კო­მენ­და­ცია მის­ცა მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ ყო­ველ დღე 50 მლ არა­ყი და­ლი­ონ. ლუ­კა­შენ­კო თვლის, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში ვირუ­სი ვერ მი­ე­კა­რე­ბათ. პრე­ზი­დენ­ტი იმა­საც ურ­ჩევს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ სამ­სა­ხურ­ში და­ლე­ვას თავი აა­რი­დონ. ლუ­კა­შენ­კოს რჩე­ვა, რა თქმა უნდა, მთლი­ა­ნად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

ბე­ლო­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი ასე­ვე ურ­ჩევს ადა­მი­ა­ნებს, რომ რე­გუ­ლა­რუ­ლად ია­რონ სა­უ­ნა­ში, იმუ­შა­ონ მინ­დვ­რებ­ში, მი­ირ­თვან დრო­უ­ლად ჯან­სა­ღი სა­უზ­მე. მე­ზო­ბელ რუ­სეთ­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში და­წე­სე­ბულ მკაცრ შე­ზღუდ­ვებს კი ის აღ­მაშ­ფო­თებ­ლად მი­იჩ­ნევს და „ფსი­ქო­ზად“ აფა­სებს.

ლუ­კა­შენ­კომ ასე­ვე პი­რო­ბა დადო, რომ აუ­ცი­ლებ­ლად იზე­ი­მე­ბენ 9 მა­ისს, მო­ე­წყო­ბა აღ­ლუ­მი და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ვე­ტე­რა­ნე­ბი ქუ­ჩა­ში გა­მოვ­ლენ. რო­გორც ჩანს, პრე­ზი­დენ­ტი არ აპი­რებს იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას, რომ ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვირუ­სის მი­მართ უფრო და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 94 ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის 32 გა­მო­ჯან­მრთელ­და, გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი კი არ ფიქ­სირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბარაქა
3

არაყი, საუნა . . . ნატაშა არ გამომიტოვო, თუ გიყვარდე

yes
2

ალკოჰოლი არ ვიცი და საუნა და ცხელი საერთოდ /ინჰალაცია / რომ კლავს ამ ვირუსს ვიცი

და მიშველა კიდეც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"არაყი და საუნა კორონავირუსს ამარცხებს“ - ბელორუსის პრეზიდენტის "რეკომენდაციები" COVID-19-თან საბრძოლველად

"არაყი და საუნა კორონავირუსს ამარცხებს“ - ბელორუსის პრეზიდენტის "რეკომენდაციები" COVID-19-თან საბრძოლველად

ბელორუსი იმ მცირე ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც კორონავირუსის გამო მკაცრი შეზღუდვები არ მოქმედებს. განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, ბელორუსში ისევ მიმდინარეობს საფეხბურთო მატჩები და სპორტული ტურნირების გადადების გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

როგორც sky.com წერს, მოედანზე ისევ დადიან გულშემატკივრები და მათ ძალიან მცირე ნაწილს უკეთია დამცავი პირბადე,

ბელორუსის საფეხბურთო ჩემპიონატის ორგანიზატორები ამბობენ, რომ არ აპირებენ მატჩების გადადებასა და სეზონის გაუქმებას. ქვეყნის ლიდერიც, ალექსანდრ ლუკაშენკოც ამავე აზრზეა.

პრეზიდენტი გასულ შაბათს ყინულის ჰოკეის მატჩს დაესწრო, თავადაც ითამაშა, მატჩის შემდეგ კი თქვა, რომ სპორტი საუკეთესო ანტივირუსული საშუალებაა.

"უმჯობესია მოკვდე ორ ფეხზე მდგომი, ვიდრე იცხოვრო მუხლებზე დაჩოქილმა“, - უთხრა ლუკაშენკომ ჟურნალისტებს.

როდესაც პრეზიდენტს ჰკითხეს, არსებობს თუ არა ისეთი რამ, რაც მას მატჩების გადადებას გადააწყვეტინებდა, მან უპასუხა - „შესაძლებელია, მაგრამ რატომ? მე არ მესმის. აქ არანაირი ვირუსი არ არის. აქ რაიმე დაფრინავს? მე ვერ ვხედავ“, - თქვა ლუკაშენკომ.

როგორც sky.com წერს, მან რამდენიმე დღით ადრე რეკომენდაცია მისცა მოსახლეობას, რომ ყოველ დღე 50 მლ არაყი დალიონ. ლუკაშენკო თვლის, რომ ამ შემთხვევაში ვირუსი ვერ მიეკარებათ. პრეზიდენტი იმასაც ურჩევს მოქალაქეებს, რომ სამსახურში დალევას თავი აარიდონ. ლუკაშენკოს რჩევა, რა თქმა უნდა, მთლიანად ეწინააღმდეგება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

ბელორუსის პრეზიდენტი ასევე ურჩევს ადამიანებს, რომ რეგულარულად იარონ საუნაში, იმუშაონ მინდვრებში, მიირთვან დროულად ჯანსაღი საუზმე. მეზობელ რუსეთსა და სხვა ქვეყნებში დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს კი ის აღმაშფოთებლად მიიჩნევს და „ფსიქოზად“ აფასებს.

ლუკაშენკომ ასევე პირობა დადო, რომ აუცილებლად იზეიმებენ 9 მაისს, მოეწყობა აღლუმი და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ქუჩაში გამოვლენ. როგორც ჩანს, პრეზიდენტი არ აპირებს იმის გათვალისწინებას, რომ ხანდაზმული ადამიანები ვირუსის მიმართ უფრო დაუცველები არიან.

ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით 94 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის 32 გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი კი არ ფიქსირდება.

ლუკაშენკო მინსკის დამოუკიდებლობის სასახლეში ავტომატით შეიარაღებული მივიდა

თურქეთში წყალდიდობას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაკარგულად ითვლება

იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდგინდა