კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ  ვრცელდება კორონავირუსი სწრაფად და რამდენად ხშირია მისი ასიმპტომური შემთხვევები – კლინიკა „Mმედი 22-ის“ პედიატრი, პროფესორი თამთა ივანაშვილი
რატომ  ვრცელდება კორონავირუსი სწრაფად და რამდენად ხშირია მისი ასიმპტომური შემთხვევები – კლინიკა „Mმედი 22-ის“ პედიატრი, პროფესორი თამთა ივანაშვილი

Coronaviruses არის ვირუ­სე­ბის ოჯა­ხი, რომ­ლე­ბიც და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია მათი გვირ­გვი­ნის მსგავ­სი გა­რეგ­ნო­ბის­თვის. ანუ, ვირუსს სა­ხე­ლი და­ერ­ქვა ზე­და­პი­რი­დან გა­მოშ­ვე­რი­ლი წვე­ტე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც გვირ­გვინს ჰგავს.

კო­რო­ნა­ვუ­რი­სის ჯგუ­ფის პირ­ვე­ლი ვირუ­სი 1960–იან წლებ­ში და­ფიქ­სირ­და. თუმ­ცა ამ­ჟა­მად გავ­რცე­ლე­ბულ ვირუსს „ახა­ლი“ ეწო­და, რად­გან ის არის კო­რო­ნა­ვირუ­სის დღემ­დე უც­ნო­ბი შტა­მი. კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბი ზო­ო­ნო­ზუ­რია, რაც ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი გა­და­ე­ცე­მი­ან ცხო­ვე­ლე­ბი­დან ადა­მი­ა­ნებს და შემ­დეგ იწყე­ბა მათი ადა­მი­ა­ნებ­ში ფარ­თო გავ­რცე­ლე­ბა

ახალ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებ­ზე კლი­ნი­კა „Mმედი 22-ის“ პრო­ფე­სო­რი თამ­თა ივა­ნაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

რო­მე­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის ძვე­ლი შტა­მე­ბი და რო­გო­რია მათ მიერ მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი მსოფ­ლი­ო­ში?

კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბი არის ვირუ­სე­ბის დიდი ოჯა­ხი, რომ­ლე­ბიც, რო­გორც წესი, იწ­ვევს მსუ­ბუქ და ზო­მი­ე­რი სიმ­ძი­მის ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ა­ვა­დე­ბებს ადა­მი­ა­ნებ­ში. ამას­თან, XXI სა­უ­კუ­ნე­ში სამ­ჯერ კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნამ გა­მო­იწ­ვია სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და გლო­ბა­ლუ­რი გა­და­ცე­მის პრობ­ლე­მე­ბი. ასო­ბით კორ­ნა­ვირუ­სი არ­სე­ბობს, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა ცხო­ვე­ლებ­ში არ­სე­ბობს ღო­რე­ბის, აქ­ლე­მე­ბის, ღა­მუ­რი­სა და კა­ტე­ბის ჩათ­ვლით. ზოგ­ჯერ ეს ვირუ­სე­ბი ხვდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ორ­გა­ნიზ­მში და შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს და­ა­ვა­დე­ბა.

კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბი­დან სამს სა­ხე­ო­ბას შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გე­ბი ადა­მი­ა­ნებ­ში. ესე­ნია:

  • სარ­სი- SARS (severe acute respiratory syndrome) - მძი­მე მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­დრო­მი, რო­მე­ლიც გაჩ­ნდა 2002 წლის ბო­ლოს და მას 770 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა
  • მერ­სი-MERS (Middle East respiratory syndrome) - ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­დრო­მი, რო­მე­ლიც გაჩ­ნდა 2012 წელს და მას 850 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.
  • COVID-19 (corona virus desease 2019) – მი­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ავა­დო­ბა პირ­ვე­ლად გა­მოვ­ლინ­და ჩი­ნე­თის ქა­ლაქ­ში უხან­ში და მას ოფი­ცი­ა­ლუ­რად ეწო­და „კო­რო­ნა­ვირუ­სის და­ა­ვა­დე­ბა - 2019“ ანუ COVID19 . ამ­რი­გად, სა­ხე­ლი შედ­გე­ბა სიმ­ბო­ლო­ე­ბი­სა­გან Corona-Virus-Desaese-2019 იგი­ვე CO-VI-D -19. დღეს მიმ­დი­ნა­რე­ობს გლო­ბა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვა მისი გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად.

კო­რო­ნა­ვირუ­სის სულ მცი­რე ოთხი ტიპი ყო­ველ­წლი­უ­რად მთელ მსოფ­ლი­ო­ში სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის ინ­ფექ­ცი­ებს იწ­ვევს, მა­გა­ლი­თად, გა­ცი­ე­ბას. ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­ულ მო­მენ­ტში, ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბა ერთი ან რამ­დე­ნი­მე ამ ვირუ­სით ერთხელ მა­ინც ავა­დე­ბა.

რო­გორ ვრცელ­დე­ბა ვირუ­სი?

ვირუ­სი ვრცელ­დე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის რეს­პი­რა­ცი­ულ წვე­თებ­თან, რო­მე­ლიც წარ­მო­იქ­მნე­ბა ხვე­ლის ან და­ცე­მი­ნე­ბის დროს, უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტის გზით და ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ზე­და­პი­რებ­თან შე­ხე­ბით. ვირუ­სი COVID-19 ზე­და­პირ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ათს ძლებს, მაგ­რამ კვდე­ბა მარ­ტი­ვი დე­ზინ­ფი­ცი­რე­ბი­სას. და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სუნ­თქვი­სას, სა­უბ­რი­სას, ხვე­ლე­ბის ან და­ცე­მი­ნე­ბი­სას წარ­მოქ­მნი­ან ციც­ქნა რეს­პი­რა­ტო­რულ წვე­თებს, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ვირუ­სი ჰა­ერ­ში ვრცელ­დე­ბა. რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი წვე­თე­ბის დიდი ნა­წი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი მეტ­რის მან­ძილ­ზე დაბ­ლა ეცე­მა. რო­დე­საც ადა­მი­ან­მა არ იცის, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, თა­ვი­სუფ­ლად და­დის სამ­სა­ხურ­ში, სპორ­ტულ დარ­ბა­ზებ­ში, რე­ლი­გი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, მგზავ­რობს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით და სუნ­თქავს სხვა ადა­მი­ან­თა სი­ახ­ლო­ვეს. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლო კონ­ტაქ­ტში არი­ან ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით, ოჯა­ხის წევ­რე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ვირუ­სით სწო­რედ ამ გზით ავად­დე­ბი­ან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, ასიმპტო­მუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი ანუ სიმპტო­მე­ბის გა­რე­შე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი იშ­ვი­ა­თია.

მეც­ნი­ე­რებ­მა ჯერ–ჯე­რო­ბით და­ზუს­ტე­ბით არ იცი­ან, რამ­დენ ხანს ცო­ცხლობს ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი სხვა­დას­ხვა საგ­ნე­ბის ზე­და­პირ­ზე, მაგ­რამ რო­გორც პირ­ვე­ლა­დი კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, პა­თო­გე­ნის გავ­რცე­ლე­ბას ვერ უნდა აჩე­რებ­დეს ცხე­ლი და ნო­ტიო გა­რე­მო. ცნო­ბი­ლია, რომ თბი­ლი ამინ­დი აჩე­რებს გრიპს და უფრო მსუ­ბუქ კო­რო­ნა­ვირუ­სებს.

რა­ტომ ვრცელ­დე­ბა COVID-19 ძა­ლი­ან სწრა­ფად?

2019 წლის 31 დე­კემ­ბერს დე­დაქ­ლაქ უხან­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ უც­ნო­ბი ეტი­მო­ლო­გი­ის პნევ­მო­ნი­ის შემ­თხვე­ვა­თა კვლე­ვის შე­დე­გად გა­ნი­სა­ზღვრა, რომ ეპი­და­ფეთ­ქე­ბის გა­მომ­წვე­ვი გახ­და ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი, რომ­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბაც მოხ­და პნევ­მო­ნი­ით და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტში. ჩა­ტა­რე­ბულ­მა გე­ნე­ტი­კურ­მა და სტრუქ­ტუ­რულ­მა ანა­ლი­ზებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა ვირუ­სის საკ­ვან­ძო მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი — მისი ზე­და­პი­რის ცილა, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ახ­სნას, რა­ტომ აინ­ფი­ცი­რებს ის ადა­მი­ა­ნის უჯრე­დებს ასე მარ­ტი­ვად. უჯრე­დის და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­სათ­ვის კო­რო­ნა­ვირუ­სი იყე­ნებს ცი­ლის „წვე­ტებს“, რომ­ლე­ბიც ეკ­ვრის და ბო­ჭავს უჯრე­დის მემ­ბრა­ნას; ამ პრო­ცესს ააქ­ტი­უ­რებს უჯრე­დის სპე­ცი­ფი­კუ­რი ფერ­მენ­ტე­ბი. ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გე­ნო­მურ­მა ანა­ლი­ზებ­მა გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა, რომ მისი წვე­ტი-ცი­ლე­ბი სხვა კო­რო­ნა­ვირუ­სის ანა­ლო­გი­ურ მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­თა­გან გან­სხვავ­დე­ბა.

COVID-19 ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ პან­დე­მი­ად შე­ფას­და. ეს რას ნიშ­ნავს?

COVID-19-ის პან­დე­მი­ად გა­მო­ცხა­დე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ ვირუ­სი უფრო მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გახ­და, არა­მედ წარ­მო­ად­გენს და­ა­ვა­დე­ბის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი გავ­რცე­ლე­ბის და­დას­ტუ­რე­ბას.

სიმპტო­მუ­რად რამ­დე­ნად გან­სხვავ­დე­ბა COVID-19 სხვა ვირუ­სე­ბის­გან?

მის სიმპტო­მებს შო­რის შე­იძ­ლე­ბა იყოს ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა, ხვე­ლა და სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი. ასე­ვე ყნოს­ვის და გე­მოს უნა­რის მკვეთ­რი დაქ­ვე­ი­თე­ბა. უფრო მძი­მე შემ­თხვე­ვებ­ში ინ­ფექ­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს პნევ­მო­ნია ან სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა. შე­და­რე­ბით იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­ში და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა ლე­ტა­ლუ­რად დამ­თავ­რდეს. ეს სიმპტო­მე­ბი ჰგავს გრი­პის ან გა­ცი­ე­ბის სიმპტო­მებს, რაც ბევ­რად უფრო გავ­რცე­ლე­ბუ­ლია, ვიდ­რე COVID-19. ამი­ტო­მაც COVID-19 ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა. ამ ინ­ფექ­ცი­ის მსუ­ბუ­ქი შემ­თხვე­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰგავ­დეს გრიპს ან გა­ცი­ე­ბას, რაც მის გა­მოვ­ლე­ნას კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს. პა­ცი­ენ­ტებს შე­იძ­ლე­ბა გა­ნუ­ვი­თარ­დეთ სხვა სიმპტო­მე­ბიც, მა­გა­ლი­თად, კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბი და ფა­ღა­რა­თი. ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სიმპტო­მე­ბი ვლინ­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მში ვირუ­სის შეღ­წე­ვი­დან 2-14 დღემ­დე პე­რი­ოდ­ში.

რო­გო­რია COVID-19–ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი?

ამე­რი­კის ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, დოქ­ტორ ჯული ვა­ი­შამ­პა­ი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, რომ მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც და­ბა­ლი სი­ცხე ან მსუ­ბუ­ქი ხვე­ლა აქვთ, სახ­ლში დარ­ჩნენ და სვან ძა­ლი­ან ბევ­რი სი­თხე, „ამა­სო­ბა­ში კი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა თა­ვის საქ­მეს გა­ა­კე­თებს და ორ­გა­ნიზმს გა­მო­ა­ჯან­მრთე­ლებს“. მსუ­ბუ­ქი ინ­ფექ­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ორ კვი­რა­ში გა­ნი­კურ­ნე­ბა. მას შემ­დეგ, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცია დას­ტურ­დე­ბა, მკურ­ნა­ლო­ბა ძი­რი­თა­დად მზრუნ­ვე­ლო­ბი­თია, პა­ცი­ენ­ტის­თვის საკ­მა­რი­სი ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის მარ­თვა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­სუნ­თქი აპა­რა­ტით ფილ­ტვე­ბის ვენ­ტი­ლა­ცია. პო­ტენ­ცი­უ­რი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­ხით, ამ­ჟა­მად უკვე იტეს­ტე­ბა რამ­დე­ნი­მე პრე­პა­რა­ტი. მათ შო­რის არის ან­ტი­ვირუ­სუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ხე­ლად „რემ­დე­სი­ვი­რი“, რო­მელ­მაც ეფექ­ტი­ა­ნო­ბა უკვე და­ა­დას­ტუ­რა ცხო­ვე­ლებ­ში და აშშ-ში გა­მო­ა­ჯან­მრთე­ლა ერთი ადა­მი­ა­ნი. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ პრე­პა­რა­ტის კლი­ნი­კუ­რი ცდე­ბი ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ზე, რომ­ლებ­საც აშშ-ის სხვა­დას­ხვა ინ­სტი­ტუ­ტი და თა­ვად მწარ­მო­ე­ბე­ლი, კომ­პა­ნია Gilead-ი ატა­რებს.

და ბო­ლოს, კი­დევ ერთხელ გვე­სა­უბ­რეთ კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ა­ზე

ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან თა­ვის დაც­ვის ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა იმ ზო­გა­დი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, რა­საც ექ­სპერ­ტე­ბი გრი­პის სე­ზო­ნებ­ზეც გვაძ­ლე­ვენ, რად­გან კო­რო­ნა­ვირუ­სი ძი­რი­თა­დად იგი­ვე გზით ვრცელ­დე­ბა.

  • ხე­ლე­ბი ხში­რად და­ი­ბა­ნეთ საპ­ნით
  • მო­ე­რი­დეთ სა­კუ­თარ სა­ხე­ზე ხე­ლე­ბის შე­ხე­ბას
  • და­ი­ცა­ვით სულ მცი­რე 1,8-მეტ­რი­ა­ნი მან­ძი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­გან, ვინც ახ­ვე­ლებს ან აცე­მი­ნებს.

ექ­სპერტთა გან­მარ­ტა­ვენ, რომ პირ­ბა­დე­ე­ბი ვირუ­სის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რია, მაგ­რამ თუ თქვენ გაქვთ რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი, მისი ტა­რე­ბით და­ა­ვა­დე­ბის­გან სხვებს და­ი­ცავთ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გვახ­სოვ­დეს, რომ მთა­ვა­რი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი ჰი­გი­ე­ნის დაც­ვას უკავ­შირ­დე­ბა - ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა, რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ჰი­გი­ე­ნა. ეს ნიშ­ნავს, რომ დახ­ვე­ლე­ბის ან და­ცე­მი­ნე­ბის დროს უნდა და­ი­ფა­როთ პი­რის ღრუ მოხ­რი­ლი მკლა­ვით ან ერთჯე­რა­დი ცხვირ­სა­ხო­ცით, შემ­დეგ ეს ცხვირ­სა­ხო­ცი უნდა გა­და­აგ­დოთ ნაგ­ვის და­ხუ­რულ ყუთ­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტო
9

ვითომ მიკრო ავტობუსებში გავრცელდებოდა კორონა ვირუსი და ავტობუსებში და მეტროს არ ეკარებააააა ჭკუის კოლოფებოოოო

ავტორი:

რატომ  ვრცელდება კორონავირუსი სწრაფად და რამდენად ხშირია მისი ასიმპტომური შემთხვევები – კლინიკა „Mმედი 22-ის“ პედიატრი, პროფესორი თამთა ივანაშვილი

რატომ  ვრცელდება კორონავირუსი სწრაფად და რამდენად ხშირია მისი ასიმპტომური შემთხვევები – კლინიკა „Mმედი 22-ის“ პედიატრი, პროფესორი თამთა ივანაშვილი

Coronaviruses არის ვირუსების ოჯახი, რომლებიც დასახელებულია მათი გვირგვინის მსგავსი გარეგნობისთვის. ანუ, ვირუსს სახელი დაერქვა ზედაპირიდან გამოშვერილი წვეტების გამო, რომლებიც გვირგვინს ჰგავს.

კორონავურისის ჯგუფის პირველი ვირუსი 1960–იან წლებში დაფიქსირდა. თუმცა ამჟამად გავრცელებულ ვირუსს „ახალი“ ეწოდა, რადგან ის არის კორონავირუსის დღემდე უცნობი შტამი. კორონავირუსები ზოონოზურია, რაც ნიშნავს, რომ ისინი გადაეცემიან ცხოველებიდან ადამიანებს და შემდეგ იწყება მათი ადამიანებში ფართო გავრცელება

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ საინტერესო დეტალებზე კლინიკა „Mმედი 22-ის“ პროფესორი თამთა ივანაშვილი გვესაუბრება.

რომელია კორონავირუსის ძველი შტამები და როგორია მათ მიერ მიყენებული ზიანი მსოფლიოში?

კორონავირუსები არის ვირუსების დიდი ოჯახი, რომლებიც, როგორც წესი, იწვევს მსუბუქ და ზომიერი სიმძიმის ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს ადამიანებში. ამასთან, XXI საუკუნეში სამჯერ კორონავირუსის გამოვლენამ გამოიწვია სერიოზული დაავადებები და გლობალური გადაცემის პრობლემები. ასობით კორნავირუსი არსებობს, რომელთა უმეტესობა ცხოველებში არსებობს ღორების, აქლემების, ღამურისა და კატების ჩათვლით. ზოგჯერ ეს ვირუსები ხვდება ადამიანების ორგანიზმში და შეიძლება გამოიწვიოს დაავადება.

კორონავირუსებიდან სამს სახეობას შეიძლება ჰქონდეს უფრო სერიოზული შედეგები ადამიანებში. ესენია:

  • სარსი- SARS (severe acute respiratory syndrome) - მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომელიც გაჩნდა 2002 წლის ბოლოს და მას 770 ადამიანი ემსხვერპლა
  • მერსი-MERS (Middle East respiratory syndrome) - ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი, რომელიც გაჩნდა 2012 წელს და მას 850 ადამიანი ემსხვერპლა.
  • COVID-19 (corona virus desease 2019) – მისით გამოწვეული ავადობა პირველად გამოვლინდა ჩინეთის ქალაქში უხანში და მას ოფიციალურად ეწოდა „კორონავირუსის დაავადება - 2019“ ანუ COVID19 . ამრიგად, სახელი შედგება სიმბოლოებისაგან Corona-Virus-Desaese-2019 იგივე CO-VI-D -19. დღეს მიმდინარეობს გლობალური ძალისხმევა მისი გავრცელების შესაჩერებლად.

კორონავირუსის სულ მცირე ოთხი ტიპი ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში სხვადასხვა სიმძიმის ინფექციებს იწვევს, მაგალითად, გაციებას. ცხოვრების გარკვეულ მომენტში, ადამიანთა უმეტესობა ერთი ან რამდენიმე ამ ვირუსით ერთხელ მაინც ავადება.

როგორ ვრცელდება ვირუსი?

ვირუსი ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანის რესპირაციულ წვეთებთან, რომელიც წარმოიქმნება ხველის ან დაცემინების დროს, უშუალო კონტაქტის გზით და ვირუსით დაინფიცირებულ ზედაპირებთან შეხებით. ვირუსი COVID-19 ზედაპირზე რამდენიმე საათს ძლებს, მაგრამ კვდება მარტივი დეზინფიცირებისას. დაინფიცირებული ადამიანები სუნთქვისას, საუბრისას, ხველების ან დაცემინებისას წარმოქმნიან ციცქნა რესპირატორულ წვეთებს, რომელთა საშუალებითაც ვირუსი ჰაერში ვრცელდება. რესპირატორული წვეთების დიდი ნაწილი დაახლოებით ერთი მეტრის მანძილზე დაბლა ეცემა. როდესაც ადამიანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია, თავისუფლად დადის სამსახურში, სპორტულ დარბაზებში, რელიგიურ დაწესებულებებში, მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და სუნთქავს სხვა ადამიანთა სიახლოვეს. ადამიანები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან ინფიცირებულებთან, განსაკუთრებით, ოჯახის წევრები და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები, ვირუსით სწორედ ამ გზით ავადდებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ასიმპტომური შემთხვევები ანუ სიმპტომების გარეშე დაფიქსირებული შემთხვევები იშვიათია.

მეცნიერებმა ჯერ–ჯერობით დაზუსტებით არ იციან, რამდენ ხანს ცოცხლობს ახალი კორონავირუსი სხვადასხვა საგნების ზედაპირზე, მაგრამ როგორც პირველადი კვლევა აჩვენებს, პათოგენის გავრცელებას ვერ უნდა აჩერებდეს ცხელი და ნოტიო გარემო. ცნობილია, რომ თბილი ამინდი აჩერებს გრიპს და უფრო მსუბუქ კორონავირუსებს.

რატომ ვრცელდება COVID-19 ძალიან სწრაფად?

2019 წლის 31 დეკემბერს დედაქლაქ უხანში დაფიქსირებულ უცნობი ეტიმოლოგიის პნევმონიის შემთხვევათა კვლევის შედეგად განისაზღვრა, რომ ეპიდაფეთქების გამომწვევი გახდა ახალი კორონავირუსი, რომლის იდენტიფიცირებაც მოხდა პნევმონიით დაავადებულ პაციენტში. ჩატარებულმა გენეტიკურმა და სტრუქტურულმა ანალიზებმა გამოავლინა ვირუსის საკვანძო მახასიათებელი — მისი ზედაპირის ცილა, რომელმაც შეიძლება ახსნას, რატომ აინფიცირებს ის ადამიანის უჯრედებს ასე მარტივად. უჯრედის დაინფიცირებისათვის კორონავირუსი იყენებს ცილის „წვეტებს“, რომლებიც ეკვრის და ბოჭავს უჯრედის მემბრანას; ამ პროცესს ააქტიურებს უჯრედის სპეციფიკური ფერმენტები. ახალი კორონავირუსის გენომურმა ანალიზებმა გამოააშკარავა, რომ მისი წვეტი-ცილები სხვა კორონავირუსის ანალოგიურ მახასიათებელთაგან განსხვავდება.

COVID-19 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიად შეფასდა. ეს რას ნიშნავს?

COVID-19-ის პანდემიად გამოცხადება არ ნიშნავს, რომ ვირუსი უფრო მომაკვდინებელი გახდა, არამედ წარმოადგენს დაავადების გეოგრაფიული გავრცელების დადასტურებას.

სიმპტომურად რამდენად განსხვავდება COVID-19 სხვა ვირუსებისგან?

მის სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ტემპერატურის მატება, ხველა და სუნთქვის პრობლემები. ასევე ყნოსვის და გემოს უნარის მკვეთრი დაქვეითება. უფრო მძიმე შემთხვევებში ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია ან სუნთქვის გაძნელება. შედარებით იშვიათ შემთხვევებში დაავადება შეიძლება ლეტალურად დამთავრდეს. ეს სიმპტომები ჰგავს გრიპის ან გაციების სიმპტომებს, რაც ბევრად უფრო გავრცელებულია, ვიდრე COVID-19. ამიტომაც COVID-19 ვირუსით დაინფიცირების დასადასტურებლად აუცილებელია სპეციალური გამოკვლევა. ამ ინფექციის მსუბუქი შემთხვევები შეიძლება ჰგავდეს გრიპს ან გაციებას, რაც მის გამოვლენას კიდევ უფრო ართულებს. პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის პრობლემები და ფაღარათი. ამჟამინდელი მონაცემებით, სიმპტომები ვლინდება ორგანიზმში ვირუსის შეღწევიდან 2-14 დღემდე პერიოდში.

როგორია COVID-19–ით დაავადებულების მკურნალობის პროცესი?

ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დოქტორ ჯული ვაიშამპაიანის განცხადებით, რეკომენდებულია, რომ მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები, რომლებსაც დაბალი სიცხე ან მსუბუქი ხველა აქვთ, სახლში დარჩნენ და სვან ძალიან ბევრი სითხე, „ამასობაში კი იმუნური სისტემა თავის საქმეს გააკეთებს და ორგანიზმს გამოაჯანმრთელებს“. მსუბუქი ინფექციის მქონე ადამიანთა უმეტესობა დაახლოებით ორ კვირაში განიკურნება. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ინფექცია დასტურდება, მკურნალობა ძირითადად მზრუნველობითია, პაციენტისთვის საკმარისი ჟანგბადის მიწოდების უზრუნველყოფა, სხეულის ტემპერატურის მართვა და საჭიროების შემთხვევაში სასუნთქი აპარატით ფილტვების ვენტილაცია. პოტენციური სამკურნალო საშუალებების სახით, ამჟამად უკვე იტესტება რამდენიმე პრეპარატი. მათ შორის არის ანტივირუსული საშუალება სახელად „რემდესივირი“, რომელმაც ეფექტიანობა უკვე დაადასტურა ცხოველებში და აშშ-ში გამოაჯანმრთელა ერთი ადამიანი. ამჟამად მიმდინარეობს ამ პრეპარატის კლინიკური ცდები ინფიცირებულ პაციენტებზე, რომლებსაც აშშ-ის სხვადასხვა ინსტიტუტი და თავად მწარმოებელი, კომპანია Gilead-ი ატარებს.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ გვესაუბრეთ კორონავირუსის პრევენციაზე

ინფიცირებისგან თავის დაცვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა იმ ზოგადი ინსტრუქციების გათვალისწინება, რასაც ექსპერტები გრიპის სეზონებზეც გვაძლევენ, რადგან კორონავირუსი ძირითადად იგივე გზით ვრცელდება.

  • ხელები ხშირად დაიბანეთ საპნით
  • მოერიდეთ საკუთარ სახეზე ხელების შეხებას
  • დაიცავით სულ მცირე 1,8-მეტრიანი მანძილი ნებისმიერი ადამიანისგან, ვინც ახველებს ან აცემინებს.

ექსპერტთა განმარტავენ, რომ პირბადეები ვირუსისგან თავის დასაცავად ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ რესპირატორული დაავადების სიმპტომები, მისი ტარებით დაავადებისგან სხვებს დაიცავთ.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მთავარი პრევენციული ზომები ჰიგიენის დაცვას უკავშირდება - ხელების ხშირი დაბანა, რესპირატორული ჰიგიენა. ეს ნიშნავს, რომ დახველების ან დაცემინების დროს უნდა დაიფაროთ პირის ღრუ მოხრილი მკლავით ან ერთჯერადი ცხვირსახოცით, შემდეგ ეს ცხვირსახოცი უნდა გადააგდოთ ნაგვის დახურულ ყუთში.

როგორ მოვუაროთ თმას და კანს გაზაფხულზე, სახლის პირობებში: სილამაზის პროცედურები, რომელიც იზოლაციაში ყოფნისას უნდა ჩაიტაროთ

პროექტის - #თიბისიშენთვის ფარგლებში კომპანიამ 6 უნივერსიტეტისთვის ლეპტოპები შეიძინა

Samsung Galaxy-ს უახლესი სმარტფონები ონლაინ გაყიდვაშია