ავტორი:

"ქართველები ჩვენი მეზობლები არიან - ორმხრივი დიალოგის ფორმატი უნდა შეიცვალოს" - ასლან ბჟანია

"ქართველები ჩვენი მეზობლები არიან - ორმხრივი დიალოგის ფორმატი უნდა შეიცვალოს" - ასლან ბჟანია

აფხაზეთსა და საქართველოს, ჟენევის ფორმატის გარდა, სჭირდებათ ორმხრივი მოლაპარაკებების პლატფორმა ტრანსსასაზღვრო საკითხების გადასაჭრელად. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„გვინდა თუ არა, ქართველები და ქართული სახელმწიფო ჩვენი მეზობლები არიან. ჩვენ გვინდა ეს თუ არა, უამრავი კონტაქტი გვაქვს როგორც საქართველოს, ასევე აფხაზეთის მოქალაქეების დონეზე. ეს ის ხალხია, ვინც ცხოვრობს, საზღვარს კვეთს”, - აღნიშნა ბჟანიამ და დაამატა, რომ მოქალაქეებს მრავალი პრობლემა აქვთ, რომელთა მოგვარებაც საჭიროა.

ბჟანიას თქმით, ამ პრობლემების განხილვისთვის, ორმხრივი დიალოგის ფორმატი უნდა შეიცვალოს. „ეს შეიძლება იყოს არც ისე მოშორებული ტერიტორია, როგორც ჟენევაა. შესაძლოა, იყოს აქ საზღვარზე ან სადმე,“-აღნიშნა დე ფაქტო ლიდერმა.

"ბჟანიამ და მისმა გუნდმა შარი მოიშორეს, რომლის არაპროგნოზირებადი ხასიათი მობეზრებული ჰქონდათ" - აფხაზეთის "პრეზიდენტის" სკანდალური თანაშემწე დააკავეს

რა ელის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენსა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის ომი ყარაბაღს გასცდება?

The Times: "კავკასიაში სომხეთ-აზერბაიჯანის ომის განახლებით მასში სხვა ქვეყნების ჩაბმის საფრთხე მატულობს"