პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა
მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭოს წევ­რე­ბის შეხ­ვედ­რა დას­რულ­და, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე იმ­სჯე­ლეს.

"რთუ­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და მარ­ნე­ულ­ში, ქალ­ბა­ტო­ნის ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­როს დად­გე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ასე­თი შემ­თხვე­ვის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დით, რომ და­ი­წყე­ბო­და შიდა გა­და­ცე­მის ეტა­პი. ჩვე­ნი მომ­ზა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად სი­ტუ­ა­ცია რთუ­ლია და მოგ­ვი­წია მარ­ნე­უ­ლის და ბოლ­ნი­სის რა­ი­ო­ნე­ბის გა­დაყ­ვა­ნა მკაცრ სა­კა­რან­ტი­ნო რე­ჟიმ­ზე" - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

პრე­მი­ე­რის თქმით, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი წლის­თავ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და შე­სა­ბა­მი­სად, ათე­უ­ლო­ბით სხვა ადა­მი­ან­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა რო­გორც მარ­ნე­უ­ლის, ისე ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი­დან.

მი­სი­ვე თქმით, მკაცრ სა­კა­რან­ტი­ნო რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლა სა­მარ­თლებ­რი­ვად ნიშ­ნავს შემ­დეგს:

  • დღე­ი­დან მარ­ნე­უ­ლის და ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში იზღუ­დე­ბა შეს­ვლა-გა­მოს­ვლა
  • იხუ­რე­ბა ყვე­ლა ობი­ექ­ტი, ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ მე­დი­კა­მენ­დე­ბის, საკ­ვე­ბის და კრი­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ობი­ექ­ტე­ბი
  • სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა
  • მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შიგ­ნით იზღუ­დე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბა, გარ­და იმ შემ­თხვე­ვე­ბი­სა, როცა მცხოვ­რებ­ლე­ბი გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად, ან სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად
  • ასე­ვე, ჩვენ და­ვუშ­ვით გა­მო­ნაკ­ლი­სი და იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც გვექ­ნე­ბა მე­დი­კო­სე­ბის მიერ მკა­ფი­ოდ გა­წე­რი­ლი პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მარ­ნე­უ­ლის და ბოლ­ნი­სის მცხოვ­რებ­ლებს მივ­ცეთ სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა
  • მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს და­ი­ცავს და სა­გან­გე­ბო რე­ჟიმს უზ­რუნ­ველ­ყოფს შსს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, მარ­ნე­ულ­სა და ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში გა­იგ­ზავ­ნა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი­სა და მე­დი­კო­სე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, ასე­ვე ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს პრო­დუქ­ტით მო­ა­მა­რა­გებს.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, მარ­ნე­უ­ლი­სა და ბოლ­ნი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას ად­გი­ლობრვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და უბ­ნის ექი­მე­ბი გა­უ­წე­ვენ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას.

პრე­მი­ე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, „ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­ე­ვა­ლა მარ­ნე­უ­ლი­სა და ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ტეს­ტი­რე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა და­ი­წყოს“.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რ ე ა ლ ო ბ ა
1

მაპატიეთ და ის ქალი ვინც შემოვიდა და დამალა, რომელოც ეხა რთულ სიტუაციაშია სულ არ მეცოდება. მთელი ამხელა რეგიონი მაგის გამო კარანტინში აღმოჩნდა და ხალხი გააუბედურა უფრო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს წევრების შეხვედრა დასრულდა, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელეს.

"რთული შემთხვევა დაფიქსირდა მარნეულში, ქალბატონის ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა. ასეთი შემთხვევისთვის ვემზადებოდით, რომ დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი. ჩვენი მომზადების მიუხედავად სიტუაცია რთულია და მოგვიწია მარნეულის და ბოლნისის რაიონების გადაყვანა მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სხდომის დასრულების შემდეგ.

პრემიერის თქმით, ინფიცირებული ადამიანი წლისთავზე იმყოფებოდა და შესაბამისად, ათეულობით სხვა ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა როგორც მარნეულის, ისე ბოლნისის მუნიციპალიტეტებიდან.

მისივე თქმით, მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლა სამართლებრივად ნიშნავს შემდეგს:

  • დღეიდან მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში იზღუდება შესვლა-გამოსვლა
  • იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენდების, საკვების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
  • მუნიციპალიტეტის შიგნით იზღუდება გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად, ან სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად
  • ასევე, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთხვევაში, როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის მიხედვით შესაძლებლობა, მარნეულის და ბოლნისის მცხოვრებლებს მივცეთ სასოფლო სამეურნეო სამუშაოების ჩატარების საშუალება
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შსს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გაიგზავნა სამართალდამცველებისა და მედიკოსების სპეციალური ჯგუფები, ასევე ჯგუფები, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტებს პროდუქტით მოამარაგებს.

როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას ადგილობრვი ხელისუფლების წარმომადგენლები და უბნის ექიმები გაუწევენ ზედამხედველობას.

პრემიერის ინფორმაციითვე, „ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ტესტირების სპეციალური პროგრამა დაიწყოს“.

LIVE: "360 გრადუსი" - ალეკო ელისაშვილი; დავით უსუფაშვილი; ლევან კობერიძე

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ოჯახური ცხოვრება - საზოგადოებისთვის უცნობი ქმარი და ქალიშვილი, რომელიც ბრიტანეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობს

LIVE: "შუადღის სტუდია" - დავით ბაქრაძე