მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდება გახმოვანების საშუალებები, რისკ ჯგუფებში მყოფ ადამიანებს, ასევე, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს სურვილის შემთხვევაში, სასულიერო პირები ადგილზე მოემსახურებიან. ამასთან, წმინდა სინოდი მრევლს მოუწოდებს, ყოველ დღე გარკვეული ლოცვები წაიკითხოს.
გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქო მზაობას გამოთქვამს, ითნამშრომლოს სახელმწიფოსთან და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტები მიიღოს.
"წმინდა სინოდი მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდეგ რეკომენდაციებს:
არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ საუკუნეების მანძილზე: სტიქიური უბედურება, ომები, სხვადასხვა სახის ეპიდემია... ღრმად გვწამს, რომ ღვთის წყალობით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით ჩვენ ერთად - ერი და ბერი - გადავიტანთ ამ განსაცდელსაც და ურთიერთსიყვარულით შევეგებებით ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს,“ - აღნიშნულია წმინდა სინოდის განჩინებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყო და 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. სინოდმა სხდომაზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობაზე იმსჯელა და ზიარების წესი დროებით შეცვალა.
და თვითონვე საფრთხეში აგდებენ ხალხს და რისი გულისთვის რომ მთეკმა მსოფლიომ დაგვცინოს მუსულმანები ფანატიჯური რწმენიზთ ეგენიც კი არ კადრულობენ ამას ეს სად შეიკრიბნენ სმდენი უსულო უგულო მამაოები უბრალოდ ფენომენია
ჩაატარეთ ერთი ექსპერიმენიტი სანამ ესთ რისკის ქვეშ აყენებთ ქვეყანას