პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მალავს, რომ აქვს ვირუსი" - კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი და მისი მეუღლე არიან
"არ მალავს, რომ აქვს ვირუსი" - კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი და მისი მეუღლე არიან

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ 40 ადა­მი­ანს შო­რის ბიზ­ნეს­მე­ნი ბენო ქა­შა­კაშ­ვი­ლია.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვირუ­სი და­უდ­გინ­და მის მე­უღ­ლე­საც, რო­მე­ლიც თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ერთ-ერთი დი­რექ­ტო­რია.

ცოტა ხნის წინ ქა­შა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა ია ფა­რუ­ლა­ვამ. რო­გორც მსა­ხი­ო­ბი წერს, ბიზ­ნეს­მე­ნი მე­გობ­რის­გან და­ინ­ფი­ცირ­და, რო­მელ­საც ის ვერ და­ა­სა­ხე­ლებს.

"ამ წუ­თას ვე­სა­უბ­რე ჩემს მე­გო­ბარს სას­ტუმ­რო ვი­ნო­ტე­ლის მე­პატ­რო­ნეს ბენო ქა­შა­ყაშ­ვილს რო­მე­ლიც არ მა­ლავს რომ აქვს ვირუ­სი და ამი­ტო­მაც ვწერ მის სა­ხელს მი­სი­ვე ნე­ბარ­თვით. თავს გრძნობს კარ­გად აქვს და­ბა­ლი სი­ცხე და აქეთ გვამ­ხნე­ვებს ყვე­ლას" - წერს ფა­რუ­ლა­ვა.

ქა­შა­კაშ­ვი­ლი სწო­რედ იმ სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნეა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც დღეს ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეს ბრი­ფინგზე შე­კი­თხვა და­უს­ვეს. სა­უ­ბა­რია სას­ტუმ­რო "ვი­ნო­ტელ­ზე".

გამ­ყრე­ლი­ძემ პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა არ მო­ახ­დი­ნა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ ის ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამ პირ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა კონ­ტაქ­ტი გა­მოკ­ვლე­უ­ლია:

"ეს გახ­ლავთ პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რა თქმა უნდა, მე ვფლობ მას და აქამ­დე გა­მოკ­ვლე­უ­ლი იქნა 238 კონ­ტაქ­ტი ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც თქვენ კი­თხვას მის­ვამთ.

ჩვენ ძა­ლი­ან ჩაღ­რმა­ვე­ბულ კვლე­ვებს ვა­წარ­მო­ებთ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და სხვას მე ვე­რა­ფერს მო­გახ­სე­ნებთ. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ყვე­ლა ამ გა­მოკ­ვლე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა, კლი­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია" - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა, თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ერთ-ერთი დი­რექ­ტო­რს, რო­მე­ლიც ქა­შა­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლეა, ის ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბამ­დე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონდში გა­ნუ­ცხა­დეს და გან­მარ­ტეს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ქალს 10-მდე თა­ნამ­შრო­მელ­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ამას­თან, ფონ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის პირი, ვის­გა­ნაც ქალს ვირუ­სი გა­და­ე­დო, თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის თა­ნამ­შრო­მე­ლი არ არის, ცალ­კე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პი­რია, რო­მელ­საც თა­ვის მხრივ შე­ხე­ბა ჰქონ­და უცხო­ე­ლებ­თან.

ბე­ნე­დიქტ (ბენო) ქა­შა­კაშ­ვი­ლი სპორ­ტსმე­ნი და ბიზ­ნეს­მე­ნია. არის ალ­პი­ნის­ტი, 100-ზე მეტი ას­ვლის მო­ნა­წი­ლე კავ­კა­სი­ონ­ზე, პა­მირ­ზე, ტიან-შან­ზე და სხვა მა­სი­ვებ­ზე. 1999 წელს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ოთხკა­ცი­ან ჯგუფს, რო­მელ­მაც და­ლაშ­ქრა ჯო­მო­ლუნ­გმა. ის არის სა­ქარ­თვე­ლოს ალ­პი­ნიზ­მი­სა და მეკლდე­უ­რო­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ღირ­სე­ბი­სა და ვახ­ტანგ გორ­გას­ლის II ხა­რის­ხის ორ­დე­ნე­ბის კა­ვა­ლე­რი.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ქა­შა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში "ოც­ნე­ბის" სიით უნდა შე­სუ­ლი­ყო, თუმ­ცა დე­პუ­ტა­ტო­ბა­ზე თა­ვად თქვა უარი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
28

ახლა რა უნდა უქნა ამათ, სხვებს რას ერჩოდნენ, ესენი გამოჯანმრთელდებიან და ფინანსურადაც არაფერი მოაკლდებათ და სხვებმა რა დააშავეს ასეთების გამო რომ პრობლემები შეექმნათ.

კეკე
11

გამოჯანმრთელებას გისურვებთ ბატონო ვანო, თქვენი ჩვენი საზოგადოების ერთერთი საუკეთესოგანი ხართ....დიდხანს სიცოცხლეს და მრავალი კარგი საქმის კეთებას გისურვებთ!!!!!

ავტორი:

"არ მალავს, რომ აქვს ვირუსი" - კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი და მისი მეუღლე არიან

"არ მალავს, რომ აქვს ვირუსი" - კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი და მისი მეუღლე არიან

კორონავირუსით ინფიცირებულ 40 ადამიანს შორის ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილია.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა მის მეუღლესაც, რომელიც თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი დირექტორია.

ცოტა ხნის წინ ქაშაკაშვილთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა ია ფარულავამ. როგორც მსახიობი წერს, ბიზნესმენი მეგობრისგან დაინფიცირდა, რომელსაც ის ვერ დაასახელებს.

"ამ წუთას ვესაუბრე ჩემს მეგობარს სასტუმრო ვინოტელის მეპატრონეს ბენო ქაშაყაშვილს რომელიც არ მალავს რომ აქვს ვირუსი და ამიტომაც ვწერ მის სახელს მისივე ნებართვით. თავს გრძნობს კარგად აქვს დაბალი სიცხე და აქეთ გვამხნევებს ყველას" - წერს ფარულავა.

ქაშაკაშვილი სწორედ იმ სასტუმროს მეპატრონეა, რომლის შესახებაც დღეს ამირან გამყრელიძეს ბრიფინგზე შეკითხვა დაუსვეს. საუბარია სასტუმრო "ვინოტელზე".

გამყრელიძემ პირის იდენტიფიცირება არ მოახდინა, თუმცა აღნიშნა, რომ ის ფლობს ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით და ამ პირთან დაკავშირებული ყველა კონტაქტი გამოკვლეულია:

"ეს გახლავთ პერსონალური ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მე ვფლობ მას და აქამდე გამოკვლეული იქნა 238 კონტაქტი ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, რაზეც თქვენ კითხვას მისვამთ.

ჩვენ ძალიან ჩაღრმავებულ კვლევებს ვაწარმოებთ ამასთან დაკავშირებით და სხვას მე ვერაფერს მოგახსენებთ. შემიძლია გითხრათ, ყველა ამ გამოკვლეული ადამიანის მდგომარეობა, კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება, თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი დირექტორს, რომელიც ქაშაკაშვილის მეუღლეა, ის ვირუსის დადასტურებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თანაინვესტირების ფონდში განუცხადეს და განმარტეს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალს 10-მდე თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი, რომლებიც ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ამასთან, ფონდის ინფორმაციით, ის პირი, ვისგანაც ქალს ვირუსი გადაედო, თანაინვესტირების ფონდის თანამშრომელი არ არის, ცალკე დამოუკიდებელი პირია, რომელსაც თავის მხრივ შეხება ჰქონდა უცხოელებთან.

ბენედიქტ (ბენო) ქაშაკაშვილი სპორტსმენი და ბიზნესმენია. არის ალპინისტი, 100-ზე მეტი ასვლის მონაწილე კავკასიონზე, პამირზე, ტიან-შანზე და სხვა მასივებზე. 1999 წელს ხელმძღვანელობდა ოთხკაციან ჯგუფს, რომელმაც დალაშქრა ჯომოლუნგმა. ის არის საქართველოს ალპინიზმისა და მეკლდეურობის ასოციაციის პრეზიდენტი, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.

რამდენიმე თვის წინ ქაშაკაშვილი საქართველოს პარლამენტში "ოცნების" სიით უნდა შესულიყო, თუმცა დეპუტატობაზე თავად თქვა უარი.

სფეისის QR განვადება - ყველაფერი ერთ სივრცეში

საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

"ასეთ დიდ ჯარიმას და რისხვას არ ვიმსახურებდით... პოზნერისთვისაც მოულოდნელი იყო ასეთი დახვედრა" - რას ამბობს "ვინოტელის" მფლობელი ბენო ქაშაკაშვილი?