სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეპარატ "რემდოსოვირს" ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებენ - ამირან გამყრელიძე
პრეპარატ "რემდოსოვირს" ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებენ - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, პრე­პა­რატ „რემ­დო­სო­ვირს“ ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი პრე­პა­რა­ტის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ას­თან უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„ეს პრე­პა­რა­ტი 2015 წლი­დან ცნო­ბი­ლი პრე­პა­რა­ტია, რო­მელ­საც აწარ­მო­ებს კომ­პა­ნია „გი­ლი­ა­დი“. ის შე­იქ­მნა ებო­ლას ეპი­და­ფეთ­ქე­ბის დროს და­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში. ეს პრე­პა­რა­ტი ჩი­ნე­ლებ­მა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნეს თა­ვი­ან­თი ავად­მყო­ფე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სას. გარ­და ამი­სა, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მრა­ვა­ლი ან­ტი­ვუ­რუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა ჩი­ნეთ­ში და მიმ­დი­ნა­რე­ობს დღე­საც, იგი­ვე შიდსის სა­წა­ი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბის, ხლო­რო­ხი­ნის, ინ­ტერ­ფე­რო­ნის, რი­ბა­ვი­რი­ნის და ა.შ. ჩვე­ნი ექი­მე­ბი ამას იყე­ნე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა და­სა­ხე­ლე­ბულ პრე­პა­რატს, ეს პრე­პა­რა­ტი გახ­ლავთ სწო­რედ იმ კომ­პა­ნი­ის, რო­მელ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს C ჰე­პა­ტიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს არის ერთ-ერთი უმძლავ­რე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მი­მარ­თა თხოვ­ნით, რომ გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ამ პრე­პა­რა­ტე­ბი­სა იყოს გა­მო­ყო­ფი­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს მო­თხოვ­ნა ჩვენ­თვის დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა და ე.წ. სა­რე­ზერ­ვო მა­რაგ­ში ეს პრე­პა­რა­ტი გვექ­ნე­ბა. მას აქვს თა­ვი­სი ჩვე­ნე­ბე­ბი, ვის უნდა და­ე­ნიშ­ნოს, რო­გორ და ა.შ. ჩვე­ნი ექი­მე­ბი ამას გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

გარ­და ამი­სა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ აფ­თი­ა­ქე­ბი­სა და კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის გარ­და ყვე­ლა სხვა სა­ვაჭ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე უნდა გა­და­ვი­დეს.

შე­სა­ბა­მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­ა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის შემ­დეგ, ბრი­ფინგზე გა­აჟ­ღე­რა.

„სამი კვი­რა გა­ვი­და ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის შე­მოს­ვლი­დან, ამ სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნამ იმ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით, რო­მე­ლიც გა­ტარ­და და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ტარ­და, მო­ვახ­დი­ნეთ პრე­ვენ­ცია, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით, არ გვაქვს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ეპი­დე­მია ქვე­ყა­ნა­ში. მაგ­რამ, რო­გორც ყო­ველ­თვის აღ­ვნიშ­ნავთ, შემ­თხვე­ვა­თა ზრდა ქვე­ყა­ნა­ში იქ­ნე­ბა და ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ ჩვენ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ზრდა შემ­თხვე­ვე­ბის. დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ყვე­ლა სექ­ტორ­მა პრე­მი­ერს ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­აც­ნო, რაც ტარ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი შე­ვი­და წი­ნა­და­დე­ბით, რომ უფრო მე­ტად გამ­კაცრ­დეს სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბის ანუ ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბის ღი­ნის­ძი­ე­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ში. გარ­და რეს­ტორ­ნე­ბი­სა, კაფე-ბა­რე­ბი­სა და ა.შ. სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­საც შე­ე­ხოს, რა თქმა უნდა, საკ­ვე­ბი ობი­ექ­ტე­ბი­სა და აფ­თი­ა­ქე­ბის გა­მოკ­ლე­ბით. პრე­მი­ერ­მა უწყე­ბებს და­ა­ვა­ლა დღის ბო­ლომ­დე ზო­მე­ბის კი­დევ უფრო შე­საძ­ლე­ბელ გამ­კაც­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა," - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sosia
4

ცოტა მომეშვა გულზე და იმედი გაჩნდა თორემ განსაცდელს ბოლო არ უჩანდა

sss
0

მეშინია ამ მაგარ კაცს გულმა არ დაარტყას (ღმერთმა დაიფაროს) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
ავტორი:

პრეპარატ "რემდოსოვირს" ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებენ - ამირან გამყრელიძე

პრეპარატ "რემდოსოვირს" ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებენ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატ „რემდოსოვირს“ ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებენ. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებები პრეპარატის მწარმოებელ კომპანიასთან უკვე მიმდინარეობს.

„ეს პრეპარატი 2015 წლიდან ცნობილი პრეპარატია, რომელსაც აწარმოებს კომპანია „გილიადი“. ის შეიქმნა ებოლას ეპიდაფეთქების დროს დასავლეთ აფრიკაში. ეს პრეპარატი ჩინელებმა ძალიან აქტიურად გამოიყენეს თავიანთი ავადმყოფების მკურნალობისას. გარდა ამისა, მიმდინარეობდა მრავალი ანტივურუსული პრეპარატის გამოყენება ჩინეთში და მიმდინარეობს დღესაც, იგივე შიდსის საწაინააღმდეგო პრეპარატების, ხლოროხინის, ინტერფერონის, რიბავირინის და ა.შ. ჩვენი ექიმები ამას იყენებენ. რაც შეეხება დასახელებულ პრეპარატს, ეს პრეპარატი გახლავთ სწორედ იმ კომპანიის, რომელთანაც საქართველო აქტიურად თანამშრომლობს C ჰეპატიტთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი უმძლავრესი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია და საქართველოს მთავრობამ მიმართა თხოვნით, რომ გარკვეული რაოდენობა ამ პრეპარატებისა იყოს გამოყოფილი და დარწმუნებული ვარ, ეს მოთხოვნა ჩვენთვის დაკმაყოფილდება და ე.წ. სარეზერვო მარაგში ეს პრეპარატი გვექნება. მას აქვს თავისი ჩვენებები, ვის უნდა დაენიშნოს, როგორ და ა.შ. ჩვენი ექიმები ამას გამოიყენებენ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ აფთიაქებისა და კვების ობიექტების გარდა ყველა სხვა სავაჭრო დაწესებულება მომსახურების დისტანციურ რეჟიმზე უნდა გადავიდეს.

შესაბამისი ინიციატივა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი სააკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე გააჟღერა.

„სამი კვირა გავიდა ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის შემოსვლიდან, ამ სამი კვირის განმავლობაში ქვეყანამ იმ ღონისძიებებით, რომელიც გატარდა და ძალიან სერიოზული ღონისძიებები გატარდა, მოვახდინეთ პრევენცია, რომ ჯერჯერობით, არ გვაქვს ფართომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში. მაგრამ, როგორც ყოველთვის აღვნიშნავთ, შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში იქნება და ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ზრდა შემთხვევების. დღევანდელ სხდომაზე ყველა სექტორმა პრემიერს ის ღონისძიებები გააცნო, რაც ტარდება, შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი შევიდა წინადადებით, რომ უფრო მეტად გამკაცრდეს სოციალური დისტანცირების ანუ ფიზიკური დისტანცირების ღინისძიებები ქვეყანაში. გარდა რესტორნებისა, კაფე-ბარებისა და ა.შ. სოციალური დისტანცირების ღონისძიებები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსაც შეეხოს, რა თქმა უნდა, საკვები ობიექტებისა და აფთიაქების გამოკლებით. პრემიერმა უწყებებს დაავალა დღის ბოლომდე ზომების კიდევ უფრო შესაძლებელ გამკაცრებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება," - განაცხადა გამყრელიძემ.

"4 პაციენტთან მოსალოდნელია გართულება და არაკეთილსაიმედო გამოსავალი" - მარინა ეზუგბაია დაინფიცირებულების მდგომარეობაზე

"კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო ზიარების წესი არ შეიცვლება" - წმინდა სინოდის გადაწყვეტილება

კორონავირუსის გამო რითეილერები ონლაინ გაყიდვებზე გადადიან