მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავისუფალ დროს საკითხავი 5 ახალი ლიტერატურული თავგადასავალი
თავისუფალ დროს საკითხავი 5 ახალი ლიტერატურული თავგადასავალი

ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, ყო­ველ­დღი­უ­რად სულ უფრო მეტ ადა­მი­ანს უწევს სახ­ლში დარ­ჩე­ნა. ხან­გრძლი­ვად სახ­ლში ყოფ­ნა მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ­სე­ბობს სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­გეხ­მა­რე­ბათ დრო­ის სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ტა­რე­ბა­ში. სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნე­ბი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია, იმოგ­ზა­უ­რო სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად. ასე რომ, მო­კა­ლათ­დით კომ­ფორ­ტუ­ლად და გვერ­დით მო­იდ­გით საყ­ვა­რე­ლი სას­მე­ლი. ახალ წიგ­ნებს კი ჩვენ შე­მოგ­თა­ვა­ზებთ:

უი­ლი­ამ სტა­ი­რო­ნი - „სო­ფის არ­ჩე­ვა­ნი“

რო­გო­რია ქალი _ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის ტყვე _ რო­მე­ლიც აი­ძუ­ლეს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი­დან ერთ-ერთი გა­ი­მე­ტოს სა­სიკ­ვდი­ლოდ? რო­გო­რია ქალი, რო­მე­ლიც სიკ­ვდი­ლის პი­რის­პირ დგას და სი­ცო­ცხლეს ებღა­უ­ჭე­ბა? რო­გო­რია ქალი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის დამ­ღით, ნიუ-იორ­კის ქუ­ჩა­ში ორ საყ­ვა­რელ­თან ერ­თად მო­მა­ვა­ლი? და­ბო­ლოს, რო­გო­რია ქალი, რო­მე­ლიც მუ­დამ ირ­ჩევს ორი­დან ერთს... რო­გო­რი იქ­ნე­ბო­დით თქვენ მის ად­გი­ლას, რას აირ­ჩევ­დით?..

წა­ი­კი­თხეთ „სო­ფის არ­ჩე­ვა­ნი“, ტყუ­ი­ლად არ უწო­დე­ბი­ათ მის­თვის „და­ლოც­ვი­ლი რო­მა­ნი. ღვთა­ებ­რი­ვი რო­მა­ნი. ყოვ­ლის­შემ­ძლე რო­მა­ნი“.

წიგ­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცია რე­ჟი­სორ­მა ალან პა­კულ­მა 1982 წელს გა­და­ი­ღო, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს - მე­რილ სტრი­პი ას­რუ­ლებს. სტრი­პი ნა­მუ­შე­ვარს გა­ნუ­მე­ო­რე­ბელს ხდის. ცნო­ბი­ლია, რომ მსა­ხი­ო­ბი ამ როლს, რე­ჟი­სორ ალან პა­კუ­ლას, თით­ქმის მუხ­ლებ­ზე დამ­ხო­ბი­ლი სთხოვ­და.

ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რი - „ფრე­ნი და ზუი“

ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რის ”ფრე­ნი და ზუი” გლა­სე­ბის ოჯა­ხის შე­სა­ხებ შექ­მნი­ლი მო­თხრო­ბე­ბის ციკ­ლის ნა­წი­ლია. წიგ­ნი 1961 წელს გა­მო­ი­ცა და ორ მოზ­რდილ მო­თხრო­ბას აერ­თი­ა­ნებს. ფრე­ნი და ზუი (და-ძმა).

ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რი - „ჭერი ას­წი­ეთ, დურ­გლე­ბო და სი­მო­რი, შე­სა­ვა­ლი“

„ჭერი ას­წი­ეთ, დურ­გლე­ბო“ აქ პირ­ველ პირ­ში მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბა­ვია. მთხრო­ბე­ლი ბადი გლა­სია, რო­მე­ლიც აღ­წერს მის უჩ­ვე­უ­ლო ოჯახს და რთულ, თუმ­ცა თბილ ურ­თი­ერ­თო­ბას და-ძმებს შო­რის. „სი­მო­რი, შე­სა­ვა­ლი“ ასე­ვე გლა­სე­ბის ოჯახ­ზე მოგ­ვი­თხრობს. კერ­ძოდ, სი­მო­რის - უფ­რო­სი ძმის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ოჯა­ხის ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი წევ­რია. იგი ცხოვ­რე­ბას თვით­მკვლე­ლო­ბით ამ­თავ­რებს. სე­ლინ­ჯე­რის „ფრე­ნი­სა და ზუის“ მსგავ­სად, ძენ ბუ­დიზ­მი­სა და ინ­დუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის თემა აქაც ერთ-ერთი მთა­ვა­რია.

არ­ნალ­დურ ინ­დრი­და­სო­ნი - „ჭა­ო­ბი“

არ­ნალ­დურ ინ­დრი­და­სონს კრი­ტი­კო­სებ­მა „სა­ერ­თა­შო­რი­სო სენ­სა­ცია“ უწო­დეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი დე­ტექ­ტი­ვე­ბის გამო და მკი­თხვე­ლი დარ­წმუნ­დე­ბა, რომ ამ შე­ფა­სე­ბას „ჭა­ო­ბის“ მწე­რა­ლი სა­მარ­თლი­ა­ნად იმ­სა­ხუ­რებს.

რე­ი­კი­ა­ვი­კის პო­ლი­ცია ხნი­ე­რი მა­მა­კა­ცის გვამს პო­უ­ლობს, მოკ­ლულს მი­სი­ვე ბი­ნა­ში, მაგ­რამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ ჩანს, გარ­და სამ­სი­ტყვი­ა­ნი ბა­რა­თი­სა _ „მე ის ვარ“.

გა­მოც­დი­ლი დე­ტექ­ტივ-ინ­სპექ­ტო­რი ერ­ლენ­დურ სვე­ინ­სო­ნი ხვდე­ბა, რომ ამ და­ნა­შა­უ­ლის უკან ვი­ღა­ცის ტრა­გე­დია იმა­ლე­ბა და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ თით­ქოს ნა­ტე­ხე­ბით აწყობს შემ­ზა­რა­ვი სა­ი­დუმ­ლოს მო­ზა­ი­კას...

გი­ლი­ან ფლი­ნი - „გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ქალი“

გი­ლი­ან ფლი­ნი ავ­ტო­რია NEW YORK TIME-ის ბესტსე­ლე­რე­ბი­სა: „გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ქალი“, „ბნე­ლი ად­გი­ლე­ბი“ და „ბას­რი საგ­ნე­ბი“. „გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ქალი“ სა­ერ­თა­შო­რი­სო სენ­სა­ცი­ად იქცა და 75 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში NEW YORK TIME-ის ბესტსე­ლე­რე­ბის სიის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი არა­ვის და­უთ­მო. რე­ჟი­სორ დე­ვიდ ფინ­ჩე­რის კი­ნო­ეკ­რა­ნი­ზა­ცია კი 2014 წელს კი­ნო­კომ­პა­ნია 20th Century Fox-ის შე­ფა­სე­ბით წლის ფილ­მად აღი­ა­რეს.

ავტორი:

თავისუფალ დროს საკითხავი 5 ახალი ლიტერატურული თავგადასავალი

თავისუფალ დროს საკითხავი 5 ახალი ლიტერატურული თავგადასავალი

ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, ყოველდღიურად სულ უფრო მეტ ადამიანს უწევს სახლში დარჩენა. ხანგრძლივად სახლში ყოფნა მოსაბეზრებელია. საბედნიეროდ, არსებობს საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ დროის საინტერესოდ გატარებაში. საინტერესო წიგნები ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია, იმოგზაურო სახლიდან გაუსვლელად. ასე რომ, მოკალათდით კომფორტულად და გვერდით მოიდგით საყვარელი სასმელი. ახალ წიგნებს კი ჩვენ შემოგთავაზებთ:

უილიამ სტაირონი - „სოფის არჩევანი“

როგორია ქალი _ საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე _ რომელიც აიძულეს ორი მცირეწლოვანი შვილიდან ერთ-ერთი გაიმეტოს სასიკვდილოდ? როგორია ქალი, რომელიც სიკვდილის პირისპირ დგას და სიცოცხლეს ებღაუჭება? როგორია ქალი საკონცენტრაციო ბანაკის დამღით, ნიუ-იორკის ქუჩაში ორ საყვარელთან ერთად მომავალი? დაბოლოს, როგორია ქალი, რომელიც მუდამ ირჩევს ორიდან ერთს... როგორი იქნებოდით თქვენ მის ადგილას, რას აირჩევდით?..

წაიკითხეთ „სოფის არჩევანი“, ტყუილად არ უწოდებიათ მისთვის „დალოცვილი რომანი. ღვთაებრივი რომანი. ყოვლისშემძლე რომანი“.

წიგნის ეკრანიზაცია რეჟისორმა ალან პაკულმა 1982 წელს გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს - მერილ სტრიპი ასრულებს. სტრიპი ნამუშევარს განუმეორებელს ხდის. ცნობილია, რომ მსახიობი ამ როლს, რეჟისორ ალან პაკულას, თითქმის მუხლებზე დამხობილი სთხოვდა.

ჯერომ სელინჯერი - „ფრენი და ზუი“

ჯერომ სელინჯერის ”ფრენი და ზუი” გლასების ოჯახის შესახებ შექმნილი მოთხრობების ციკლის ნაწილია. წიგნი 1961 წელს გამოიცა და ორ მოზრდილ მოთხრობას აერთიანებს. ფრენი და ზუი (და-ძმა).

ჯერომ სელინჯერი - „ჭერი ასწიეთ, დურგლებო და სიმორი, შესავალი“

„ჭერი ასწიეთ, დურგლებო“ აქ პირველ პირში მოთხრობილი ამბავია. მთხრობელი ბადი გლასია, რომელიც აღწერს მის უჩვეულო ოჯახს და რთულ, თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის. „სიმორი, შესავალი“ ასევე გლასების ოჯახზე მოგვითხრობს. კერძოდ, სიმორის - უფროსი ძმის შესახებ, რომელიც ოჯახის ყველასგან გამორჩეული წევრია. იგი ცხოვრებას თვითმკვლელობით ამთავრებს. სელინჯერის „ფრენისა და ზუის“ მსგავსად, ძენ ბუდიზმისა და ინდური ფილოსოფიის თემა აქაც ერთ-ერთი მთავარია.

არნალდურ ინდრიდასონი - „ჭაობი“

არნალდურ ინდრიდასონს კრიტიკოსებმა „საერთაშორისო სენსაცია“ უწოდეს შესანიშნავი დეტექტივების გამო და მკითხველი დარწმუნდება, რომ ამ შეფასებას „ჭაობის“ მწერალი სამართლიანად იმსახურებს.

რეიკიავიკის პოლიცია ხნიერი მამაკაცის გვამს პოულობს, მოკლულს მისივე ბინაში, მაგრამ მტკიცებულებები არ ჩანს, გარდა სამსიტყვიანი ბარათისა _ „მე ის ვარ“.

გამოცდილი დეტექტივ-ინსპექტორი ერლენდურ სვეინსონი ხვდება, რომ ამ დანაშაულის უკან ვიღაცის ტრაგედია იმალება და ნაბიჯ-ნაბიჯ თითქოს ნატეხებით აწყობს შემზარავი საიდუმლოს მოზაიკას...

გილიან ფლინი - „გაუჩინარებული ქალი“

გილიან ფლინი ავტორია NEW YORK TIME-ის ბესტსელერებისა: „გაუჩინარებული ქალი“, „ბნელი ადგილები“ და „ბასრი საგნები“. „გაუჩინარებული ქალი“ საერთაშორისო სენსაციად იქცა და 75 კვირის განმავლობაში NEW YORK TIME-ის ბესტსელერების სიის პირველი ადგილი არავის დაუთმო. რეჟისორ დევიდ ფინჩერის კინოეკრანიზაცია კი 2014 წელს კინოკომპანია 20th Century Fox-ის შეფასებით წლის ფილმად აღიარეს.

ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

„გურული დღიურების“ ცოტა უცნაური გაგრძელება - მალე გიორგი კეკელიძის  „სხვა გურული დღიურები“  გამოვა

როგორია ცხოვრება, როცა დროში მოგზაურობ – "დროში მოგზაურის ცოლი" ქართულად ითარგმნა