მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 პროდუქტი, რომლებზეც ფასები არ გაიზრდება - პრემიერის დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს
7 პროდუქტი, რომლებზეც ფასები არ გაიზრდება - პრემიერის დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს

პრე­მი­ე­რი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ავა­ლებს, უზ­რუნ­ველ­ყოს, 7 უმ­თავ­რეს პრო­დუქტზე ფა­სე­ბის ზრდა არ მოხ­დეს. ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრესს­პი­კერ­მა ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, შე­სა­ბა­მი­სი და­ვა­ლე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნილ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მის­ცა, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბიზ­ნეს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და­ე­ვა­ლა.

„პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მხრი­დან იქნა გა­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბა, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყოს ბიზ­ნეს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, რათა 7 უმ­თავ­რეს პრო­დუქტზე იქ­ნეს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ფა­სე­ბი და ფა­სე­ბის მერ­ყე­ო­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე არ იყო ასა­ხუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა ბიზ­ნეს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ით და­ი­წყებს მუ­შა­ო­ბას ისეთ მე­ქა­ნიზ­მზე, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, რომ ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად ნაკ­ლე­ბად ცვა­ლე­ბა­დი ფაქ­სე­ბი იყოს ამ პრო­დუქ­ტებ­თან“, - გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ვან­მა.

თა­ვის მხრივ, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა ის სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტე­ბი და­ა­სა­ხე­ლა, რომ­ლებ­ზეც ფასი არ გა­იზ­რდე­ბა.

მი­ნის­ტრის თქმით, ეს პრო­დუქ­ტე­ბია: ბრინ­ჯი, მა­კა­რო­ნი, მზე­სუმ­ზი­რის ზეთი, შა­ქა­რი, ხორ­ბა­ლი, ფქვი­ლი, რძის ფხვნი­ლი და რძის ფხვნი­ლის­გან წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი.

„ჩვენ გვექ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი, რომ ძი­რი­თად სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტებ­ზე იმ­პორ­ტი­ო­რე­ბის­თვის და­ვა­ზღვი­ოთ ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ვა­ლუ­ტო რის­კე­ბი", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

მი­ნის­ტრის თქმით, პრი­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბის უც­ვლე­ლად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მე­ქა­ნიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბით ბიზ­ნეს­თან იქ­ნე­ბა შეხ­ვედ­რა, რათა ეს მათ­თვი­საც მი­სა­ღე­ბი იყოს.

„ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ტე­რე­სებ­თან ერ­თად ბიზ­ნე­სის ინ­ტე­რე­სე­ბი იყოს და­ცუ­ლი. გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში სტა­ბი­ლუ­რი ბიზ­ნე­სი გვჭირ­დე­ბა. შე­ვა­ჯე­რებთ პი­რო­ბებს. ესაა ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს კურ­სის ფლუქ­ტუ­ა­ცი­ე­ბის და­ზღვე­ვას, მაგ­რამ იმ პი­რო­ბე­ბით, რომ ფა­სე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ბიზ­ნე­სი. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გვაქვს სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი, რომ ბიზ­ნესს დე­ტა­ლე­ბი გა­ვაც­ნოთ. შე­ჯე­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის შემ­დეგ, ამას მთავ­რო­ბა და­ამ­ტკი­ცებს. ქვე­ყა­ნა­ში სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით სა­ხელ­მწი­ფო მაქ­სი­მა­ლურ და ქმე­დით ნა­ბი­ჯებს დგამს, ისეთს, რო­მე­ლიც არ­ცერთ ქვე­ყა­ნას არ გა­და­უდ­გამს“, -აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მეურნე
7

დათესეთ კარტოფილი, ლობიო სიმინდი ხორბალი..... ადგილებიც გითხრათ? :))) სად შეიძლება დათესვა? მოემზადეთ დეფიციტისთვის მერე გვიანი არ იყოს 

GVF
3

ბატონო გახარია ყველაფერზე გაზრდილია ფასები

ავტორი:

7 პროდუქტი, რომლებზეც ფასები არ გაიზრდება - პრემიერის დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს

7 პროდუქტი, რომლებზეც ფასები არ გაიზრდება - პრემიერის დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს

პრემიერი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავალებს, უზრუნველყოს, 7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების ზრდა არ მოხდეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, შესაბამისი დავალება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისცა, რომელსაც აღნიშნულთან დაკავშირებით ბიზნესთან კონსულტაციები დაევალა.

„პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა გაცემული დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს ბიზნესთან კონსულტაციები, რათა 7 უმთავრეს პროდუქტზე იქნეს შენარჩუნებული ფასები და ფასების მერყეობა მოქალაქეებზე არ იყო ასახული. შესაბამისად, სოფლის მეურნეობა ბიზნესთან კონსულტაციით დაიწყებს მუშაობას ისეთ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს მოსახლეობაზე მაქსიმალურად ნაკლებად ცვალებადი ფაქსები იყოს ამ პროდუქტებთან“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ის სასურსათო პროდუქტები დაასახელა, რომლებზეც ფასი არ გაიზრდება.

მინისტრის თქმით, ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, რძის ფხვნილი და რძის ფხვნილისგან წარმოებული პროდუქტები.

„ჩვენ გვექნება განსაკუთრებული მექანიზმი, რომ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე იმპორტიორებისთვის დავაზღვიოთ ეკონომიკური და სავალუტო რისკები", - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, პრიდუქტებზე ფასების უცვლელად შენარჩუნების მექანიზმთან დაკავშირებით ბიზნესთან იქნება შეხვედრა, რათა ეს მათთვისაც მისაღები იყოს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის ინტერესებთან ერთად ბიზნესის ინტერესები იყოს დაცული. გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური ბიზნესი გვჭირდება. შევაჯერებთ პირობებს. ესაა ინსტრუმენტი, რომელიც გულისხმობს კურსის ფლუქტუაციების დაზღვევას, მაგრამ იმ პირობებით, რომ ფასების სტაბილურობას შეინარჩუნებს ბიზნესი. დღის განმავლობაში გვაქვს სამუშაო შეხვედრები, რომ ბიზნესს დეტალები გავაცნოთ. შეჯერებული პოზიციის შემდეგ, ამას მთავრობა დაამტკიცებს. ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სახელმწიფო მაქსიმალურ და ქმედით ნაბიჯებს დგამს, ისეთს, რომელიც არცერთ ქვეყანას არ გადაუდგამს“, -აღნიშნა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

პრემიერი: "როგორც რიგით ადამიანს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე მაღალი ფასეულობა მთავრობისა და ეკლესიისთვის"

რა იზღუდება საყოველთაო კარანტინის დროს - პრემიერი საგანგებო ღონისძიებებს განმარტავს

გახარია: "ვაცხადებთ, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება"