პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„გურული დღიურების“ ცოტა უცნაური გაგრძელება - მალე გიორგი კეკელიძის  „სხვა გურული დღიურები“  გამოვა
„გურული დღიურების“ ცოტა უცნაური გაგრძელება - მალე გიორგი კეკელიძის  „სხვა გურული დღიურები“  გამოვა

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის „გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბის“ გა­მოს­ვლი­დან 6 წლის შემ­დეგ, მკი­თხვე­ლი სულ მალე წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა თა­რო­ებ­ზე „სხვა გუ­რულ დღი­უ­რებს” იხი­ლავს. თუ „გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბი” ავ­ტო­რის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ამ სა­ინ­ტე­რე­სო მხა­რე­ში შეგ­რო­ვე­ბულ ის­ტო­რი­ებს მო­ი­ცავ­და, „სხვა გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბი” ავ­ტო­რის თვა­ლით და­ნა­ხულ გუ­რი­ას გვიჩ­ვე­ნებს. გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ახალ წიგნს „ცოტა უც­ნა­ურ გაგ­რძე­ლე­ბას“ უწო­დებს, რად­გან, მისი თქმით, ახა­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი „გუ­რულ დღი­უ­რებ­ში” აღ­წე­რი­ლი ის­ტო­რი­ე­ბის „შიგ­ნი­დან და­ნახ­ვის მცდე­ლო­ბას” წარ­მო­ად­გენს.

„ეს წიგ­ნი ანუ „სხვა გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბი” არის ერ­თგვა­რი გაგ­რძე­ლე­ბა „გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბი­სა“, ოღონდ ცოტა უც­ნა­უ­რი გაგ­რძე­ლე­ბა, რად­გან, რე­ა­ლუ­რად, ის უფრო გუ­ლის­ხმობს იმ ამ­ბე­ბის შიგ­ნი­დან და­ნახ­ვის მცდე­ლო­ბას, რომ­ლებ­საც წიგ­ნე­ბის სე­რი­ა­ში აღვწერ“- გან­მარ­ტავს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.

ავ­ტორს იმე­დი აქვს, რომ წიგ­ნე­ბის პირ­ვე­ლი სე­რი­ის მსგავ­სად, მკი­თხვე­ლი ახალ ნა­მუ­შე­ვარ­საც დიდი ინ­ტე­რე­სით მი­ი­ღებს.

„ამ შემ­თხვე­ვა­ში, მე მხო­ლოდ დამ­კვირ­ვე­ბე­ლი შე­მიძ­ლია ვიყო”, - აღ­ნიშ­ნავს იგი.

იმი­სათ­ვის, რომ მკი­თხველს გუ­რია მთე­ლი თა­ვი­სი სი­ცხა­დით შე­ეგ­რძნო, ავ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლოს ამ მხა­რე­ში ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ზა­უ­რობ­და და მხი­ა­რულ ის­ტო­რი­ებს აგ­რო­ვებ­და. ამ ის­ტო­რი­ებ­მა მთე­ლი ქვე­ყა­ნა მო­იც­ვა. „გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბი“ 2014 წლი­დან ბესტსე­ლე­რი გახ­და. მკი­თხველ­მა, რო­მელ­საც ხში­რად ენატ­რე­ბა სხვა­დას­ხვა კუ­თხის ყოფა-ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ სხარ­ტად და­წე­რი­ლი ის­ტო­რი­ე­ბი, „გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბი” სწრა­ფად შე­ის­რუ­ტა. სულ მალე კი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს გუ­რუ­ლი კა­ცის თვა­ლით და­ნა­ხულ ის­ტო­რი­ებს, რომ­ლებ­საც ავ­ტო­რი ჩვენ თვალ­წინ მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სხარ­ტი წე­რის მა­ნე­რით გა­ა­ცო­ცხლებს.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

„გურული დღიურების“ ცოტა უცნაური გაგრძელება - მალე გიორგი კეკელიძის  „სხვა გურული დღიურები“  გამოვა

„გურული დღიურების“ ცოტა უცნაური გაგრძელება - მალე გიორგი კეკელიძის  „სხვა გურული დღიურები“  გამოვა

გიორგი კეკელიძის „გურული დღიურების“ გამოსვლიდან 6 წლის შემდეგ, მკითხველი სულ მალე წიგნის მაღაზიათა თაროებზე „სხვა გურულ დღიურებს” იხილავს. თუ „გურული დღიურები” ავტორის მიერ საქართველოს ამ საინტერესო მხარეში შეგროვებულ ისტორიებს მოიცავდა, „სხვა გურული დღიურები” ავტორის თვალით დანახულ გურიას გვიჩვენებს. გიორგი კეკელიძე ახალ წიგნს „ცოტა უცნაურ გაგრძელებას“ უწოდებს, რადგან, მისი თქმით, ახალი ნაწარმოები „გურულ დღიურებში” აღწერილი ისტორიების „შიგნიდან დანახვის მცდელობას” წარმოადგენს.

„ეს წიგნი ანუ „სხვა გურული დღიურები” არის ერთგვარი გაგრძელება „გურული დღიურებისა“, ოღონდ ცოტა უცნაური გაგრძელება, რადგან, რეალურად, ის უფრო გულისხმობს იმ ამბების შიგნიდან დანახვის მცდელობას, რომლებსაც წიგნების სერიაში აღვწერ“- განმარტავს გიორგი კეკელიძე.

ავტორს იმედი აქვს, რომ წიგნების პირველი სერიის მსგავსად, მკითხველი ახალ ნამუშევარსაც დიდი ინტერესით მიიღებს.

„ამ შემთხვევაში, მე მხოლოდ დამკვირვებელი შემიძლია ვიყო”, - აღნიშნავს იგი.

იმისათვის, რომ მკითხველს გურია მთელი თავისი სიცხადით შეეგრძნო, ავტორი საქართველოს ამ მხარეში ოთხი თვის განმავლობაში მოგზაურობდა და მხიარულ ისტორიებს აგროვებდა. ამ ისტორიებმა მთელი ქვეყანა მოიცვა. „გურული დღიურები“ 2014 წლიდან ბესტსელერი გახდა. მკითხველმა, რომელსაც ხშირად ენატრება სხვადასხვა კუთხის ყოფა-ცხოვრების შესახებ სხარტად დაწერილი ისტორიები, „გურული დღიურები” სწრაფად შეისრუტა. სულ მალე კი გამომცემლობა „პალიტრა L” შემოგვთავაზებს გურული კაცის თვალით დანახულ ისტორიებს, რომლებსაც ავტორი ჩვენ თვალწინ მისთვის დამახასიათებელი სხარტი წერის მანერით გააცოცხლებს.

როგორია ცხოვრება, როცა დროში მოგზაურობ – "დროში მოგზაურის ცოლი" ქართულად ითარგმნა

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ იწყება

ჰოდა, ნუ გვიკვირს, როცა ცხოვრება მალამოსავით გვიგზავნის მორიგ განსაცდელებს