სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არქიმ 30 000 ლარი გამოყო კორონა ვირუსთან ბრძოლისთვის
არქიმ 30 000 ლარი გამოყო კორონა ვირუსთან ბრძოლისთვის

არ­ქის დამ­ფუძ­ნებ­ლის ილია წუ­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კომ­პა­ნია გა­მო­ყოფს 30 000 ლარს კო­რო­ნა ვირუს­თან ბრძო­ლა­ში და­სახ­მა­რებ­ლად, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მის ფონდსა თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­და­ი­რი­ცხე­ბა.

„მე ვიცი, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია არის მზად თან­ხე­ბი გა­ი­ღოს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ბევ­რი კომ­პა­ნია შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა და ერ­თად შევ­ძლებთ და­ვეხ­მა­როთ ქვე­ყა­ნას კო­რო­ნა ვირუ­სის დრო­უ­ლად და­მარ­ცხე­ბა­ში“ - აცხა­დებს ილია წუ­ლა­ია.

არ­ქის გან­ცხა­დე­ბით, კომ­პა­ნია ით­ვა­ლის­წი­ნებს მთავ­რო­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ას და გა­და­დის დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ო­ბა­ზე. არ­ქი­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც არ­სე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი შე­უ­ფერ­ხებ­ლად შეძ­ლე­ბენ ყვე­ლა სა­კი­თხის გავ­ლა­სა და შე­თან­ხმე­ბას სერ­ვის მე­ნე­ჯე­რებ­თან. რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ნის შე­ძე­ნის მსურ­ვე­ლებს, მათ­თვი­საც მარ­ტი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი შე­იქ­მნა, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ყვე­ლა მსურ­ველს დის­ტან­ცი­უ­რად გა­ე­სა­უბ­როს პერ­სო­ნა­ლურ მრჩე­ველს, გა­ეც­ნოს არ­ქის პრო­ექ­ტებს და სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად შე­ი­ძი­ნოს ბინა.

„ოფის­ში მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ებს და და­ცუ­ლი გვაქვს ყვე­ლა სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მა, რაც რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამ ეტაპ­ზე ვარ­ჩი­ეთ დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ო­ბა­ზე გა­დას­ვლა, რომ მო­ვახ­დი­ნოთ და­მა­ტე­ბი­თი პრე­ვენ­ცია. თა­ნამ­შრომ­ლე­ბის 80% იმუ­შა­ვებს დის­ტან­ცი­უ­რად, თუმ­ცა ად­გილ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად იქ­ნე­ბა მო­რი­გე პერ­სო­ნა­ლუ­რი მრჩე­ვე­ლი, რო­მე­ლიც შეხ­ვდე­ბა მომ­ხმა­რებ­ლებს სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში“ - აცხა­დებს არ­ქის მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი ელე­ნე ბა­რა­თაშ­ვი­ლი.

არ­ქი­ში ხაზ­გას­მით აცხა­დე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი არ ეხე­ბა მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცესს. ყვე­ლა მშე­ნებ­ლო­ბა­ზე სრუ­ლად და­ცუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბი. პრო­ცე­სი ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა და ყვე­ლა პრო­ექ­ტი დათ­ქმულ ვა­და­ში ჩა­ბარ­დე­ბა.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mmm
1

10 კვ.მ. ფართის ფასია, თუმცა ესეც კარგია. იქნებ სხვებმაც მიბაძონ.

სიმართლე
3

30 კიარა მილიონები უნდა გამოყოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

არქიმ 30 000 ლარი გამოყო კორონა ვირუსთან ბრძოლისთვის

არქიმ 30 000 ლარი გამოყო კორონა ვირუსთან ბრძოლისთვის

არქის დამფუძნებლის ილია წულაიას განცხადებით, კომპანია გამოყოფს 30 000 ლარს კორონა ვირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად, რომელიც შესაბამის ფონდსა თუ ორგანიზაციაში გადაირიცხება.

„მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაცია არის მზად თანხები გაიღოს ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ბევრი კომპანია შემოგვიერთდება და ერთად შევძლებთ დავეხმაროთ ქვეყანას კორონა ვირუსის დროულად დამარცხებაში“ - აცხადებს ილია წულაია.

არქის განცხადებით, კომპანია ითვალისწინებს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციას და გადადის დისტანციურ მუშაობაზე. არქიში შემუშავებულია სპეციალური პროცესები, რომლის მიხედვითაც არსებული მომხმარებლები შეუფერხებლად შეძლებენ ყველა საკითხის გავლასა და შეთანხმებას სერვის მენეჯერებთან. რაც შეეხება ბინის შეძენის მსურველებს, მათთვისაც მარტივი პროცედურები შეიქმნა, რომლებიც საშუალებას აძლევს ყველა მსურველს დისტანციურად გაესაუბროს პერსონალურ მრჩეველს, გაეცნოს არქის პროექტებს და სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს ბინა.

„ოფისში მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ სადეზინფექციო სამუშაოებს და დაცული გვაქვს ყველა სანიტარული ნორმა, რაც რეკომენდაციებით არის გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ვარჩიეთ დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა, რომ მოვახდინოთ დამატებითი პრევენცია. თანამშრომლების 80% იმუშავებს დისტანციურად, თუმცა ადგილზე ყოველდღიურად იქნება მორიგე პერსონალური მრჩეველი, რომელიც შეხვდება მომხმარებლებს საჭიროების შემთხვევაში“ - აცხადებს არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი.

არქიში ხაზგასმით აცხადებენ, რომ აღნიშნული არ ეხება მშენებლობის პროცესს. ყველა მშენებლობაზე სრულად დაცულია უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმები. პროცესი ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება და ყველა პროექტი დათქმულ ვადაში ჩაბარდება.

R

"ჰალიკ ბანკი" ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

რატომ არ ემუქრება ქსელურ მარკეტებს პროდუქციის დეფიციტი

სააფთიაქო ქსელი "ავერსი" კორონავირუსული დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით უპრეცედენტო აქციებს გთავაზობთ