კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანიტა ფაცაციას ოჯახმა "ანიტას ფონდი" დააფუძნა - "გვინდა, მისი სახელით დაწყებული სიკეთე და სიყვარული არასდროს  დავამთავროთ..."
ანიტა ფაცაციას ოჯახმა "ანიტას ფონდი" დააფუძნა - "გვინდა, მისი სახელით დაწყებული სიკეთე და სიყვარული არასდროს  დავამთავროთ..."

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, 2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ცი­ას გა­და­სარ­ჩე­ნად მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­ერ­თი­ან­და. სამ­წუ­ხა­როდ, პა­ტა­რა გო­გო­ნას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა - ანი­ტა უმ­ძი­მეს და­ა­ვა­დე­ბას­თან (ბავ­შვს დი­ლა­ტა­ცი­უ­რი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია და­უდ­გი­ნეს. მას ესა­ჭი­რო­ე­ბოდა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია - გუ­ლის გა­და­ნერგვა) ბრძო­ლა­ში 31 იან­ვარს და­მარ­ცხდა...

ბავ­შვის დე­დის, მა­რი­კო სად­რა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, 9 მარტს ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ფუძნ­და ანი­ტას სა­ხე­ლო­ბის ფონ­დი, რო­მე­ლიც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ანს და­ეხ­მა­რე­ბა. საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდს ანი­ტას ოჯა­ხი უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი მო­თხოვ­ნი­დან და ნდო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დავ­წყვი­ტეთ უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ვა­ცხა­დოთ ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბის შე­სა­ხებ. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, ადა­მი­ა­ნე­ბი გვთხოვ­დნენ რომ აქ­ტი­უ­რად ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვით ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა­ში, მი­უ­ხე­და­ვად მათი ასა­კი­სა და გვინ­და ისი­ნი გა­ვა­ხა­როთ, ვუ­თხრათ რომ უკვე და­ვი­წყეთ და არას­დროს არ გავ­ჩერ­დე­ბით" - ამ­ბობს "ანი­ტას ფონ­დის" ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი ნა­თია პა­პი­ძე.

ანი­ტას დედა, მა­რი­კო სად­რა­ძე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას სთხოვს რომ სი­კე­თის კე­თე­ბა­ში ხელი შე­უ­წყონ.

VIDEO: ანი­ტას დე­დი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის ემო­ცი­ე­ბი, როცა პა­ტა­რა გო­გო­ნას­თვის მი­ძღვნილ სა­ღა­მო­ზე ვი­დე­ო­ე­ბის კო­ლა­ჟი აჩ­ვე­ნეს

"გა­დავ­წყვი­ტეთ მოგ­ვე­წყო პა­ტა­რა და ფე­რა­დი სა­ღა­მო ანი­ტას მო­სა­გო­ნებ­ლად. "ანი­ტას ფონ­დი" და­ვა­რე­გის­ტრი­რეთ უკვე და გა­და­წყვე­ტი­ლი გვაქვს ანი­ტას სა­ხე­ლით და­წყე­ბუ­ლი სი­კე­თე, სიყ­ვა­რუ­ლი არას­დროს არ და­ვამ­თავ­როთ და ამა­ში ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა ქარ­თვე­ლი ერის თა­ნად­გო­მა“ - ამ­ბობს მა­რი­კო სად­რა­ძე.

ფონ­დის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ფუძ­ნე­ბა ოჯახ­მა სიმ­ბო­ლუ­რად ანი­ტას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 40 დღის გას­ვლას და­უ­კავ­ში­რა. სა­ღა­მო, სა­დაც ფონ­დის და­ფუძ­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­აჟ­ღე­რეს, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი გა­მოდ­გა. გან­სა­კუთ­რე­ბით კი იმ მო­მენ­ტში, როცა ანი­ტას ვი­დე­ო­ე­ბის 10-წუ­თი­ა­ნი კო­ლა­ჟი აჩ­ვე­ნეს. სა­ღა­მო სა­ათ­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. ბო­ლოს კი ჰა­ერ­ში ან­თე­ბუ­ლი სა­ნა­თე­ბი გა­უშ­ვეს.

ავ­ტო­რი: თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
........................
12

ღმერთმა შეგაძლებინოთ ეს ტკივილი :( <3 სისხლი მეყინება ვიდეოს რომ ვუყურებ 

წარმატებები
0

ძალიან კარგი საქმეა, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ამ კეთილ წამოწყებაში.

ავტორი:

ანიტა ფაცაციას ოჯახმა "ანიტას ფონდი" დააფუძნა - "გვინდა, მისი სახელით დაწყებული სიკეთე და სიყვარული არასდროს  დავამთავროთ..."

ანიტა ფაცაციას ოჯახმა "ანიტას ფონდი" დააფუძნა - "გვინდა, მისი სახელით დაწყებული სიკეთე და სიყვარული არასდროს  დავამთავროთ..."

რამდენიმე თვის წინ, 2 წლის ანიტა ფაცაციას გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდა. სამწუხაროდ, პატარა გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა - ანიტა უმძიმეს დაავადებასთან (ბავშვს დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინეს. მას ესაჭიროებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი ოპერაცია - გულის გადანერგვა) ბრძოლაში 31 იანვარს დამარცხდა...

ბავშვის დედის, მარიკო სადრაძის ინიციატივით, 9 მარტს ოფიციალურად დაფუძნდა ანიტას სახელობის ფონდი, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაეხმარება. საქველმოქმედო ფონდს ანიტას ოჯახი უხელმძღვანელებს.

"საზოგადოების დიდი მოთხოვნიდან და ნდობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ უკვე ოფიციალურად განვაცხადოთ ფონდის საქმიანობის დაწყების შესახებ. მთელი საქართველო, ადამიანები გვთხოვდნენ რომ აქტიურად ჩავრთულიყავით ადამიანების დახმარებაში, მიუხედავად მათი ასაკისა და გვინდა ისინი გავახაროთ, ვუთხრათ რომ უკვე დავიწყეთ და არასდროს არ გავჩერდებით" - ამბობს "ანიტას ფონდის" ერთ-ერთი თანამშრომელი ნათია პაპიძე.

ანიტას დედა, მარიკო სადრაძე, საზოგადოებას სთხოვს რომ სიკეთის კეთებაში ხელი შეუწყონ.

VIDEO: ანიტას დედისა და ოჯახის წევრების ემოციები, როცა პატარა გოგონასთვის მიძღვნილ საღამოზე ვიდეოების კოლაჟი აჩვენეს

"გადავწყვიტეთ მოგვეწყო პატარა და ფერადი საღამო ანიტას მოსაგონებლად. "ანიტას ფონდი" დავარეგისტრირეთ უკვე და გადაწყვეტილი გვაქვს ანიტას სახელით დაწყებული სიკეთე, სიყვარული არასდროს არ დავამთავროთ და ამაში ძალიან გვჭირდება ქართველი ერის თანადგომა“ - ამბობს მარიკო სადრაძე.

ფონდის ოფიციალურად დაფუძნება ოჯახმა სიმბოლურად ანიტას გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლას დაუკავშირა. საღამო, სადაც ფონდის დაფუძნება ოფიციალურად გააჟღერეს, ძალიან ემოციური გამოდგა. განსაკუთრებით კი იმ მომენტში, როცა ანიტას ვიდეოების 10-წუთიანი კოლაჟი აჩვენეს. საღამო საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. ბოლოს კი ჰაერში ანთებული სანათები გაუშვეს.

ავტორი: თიკო გურაშვილი

"ბავშვის დაინფიცირება, სავარაუდოდ, იტალიაში კონტაქტს და კორონავირუსის ნომერ მეორე შემთხვევასთან ნაცნობობას უკავშირდება" - ცერცვაძე

საქართველოში 12 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდგინდა

"შიდა გადაცემის 4-5 შემთხვევა დაკავშირებულია "გეფას" თანამშრომელთან... ახალი პაციენტიდან შიდა გადაცემა ერთია, ის ვინც ხელოსანი იყო" - ცერცვაძე