პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიმაჩნია, რომ ავადმყოფობა სირცხვილი არ არის" - ამირან გამყრელიძის შვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა
"მიმაჩნია, რომ ავადმყოფობა სირცხვილი არ არის" - ამირან გამყრელიძის შვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის შვილს ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძეს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ამის შე­სა­ხებ მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

"რო­გორც გუ­შინ უკვე გახ­და ცნო­ბი­ლი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მე მქონ­და კონ­ტაქ­ტი ჩემს თა­ნამ­შრო­მელ­თან რო­მელ­საც ოთხშა­ბათს და­უდ­გინ­და კო­რო­ნა ვირუ­სი, თა­ვის­თა­ვად მეც და ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი ვის­თა­ნაც ჰქონ­და მას კონ­ტაქ­ტი გა­და­ვე­დით თვით იზო­ლა­ცი­ის რე­ჟიმ­ში. კონ­ტაქ­ტი­დან გა­მონ­დი­ნა­რე და იქი­დან გა­მონ­დი­ნა­რე რომ გუ­შინ და­მე­წყო ამ ვირუ­სის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მა­ტი­კა, ჩა­ვით­ვა­ლე მო­მა­ტე­ბულ რის­კის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტად და გა­მი­კეთ­და ანა­ლი­ზი რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა რომ ვარ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კო­რო­ნა ვირუ­სით.

შე­სა­ბა­მი­სად გად­მო­ვე­დი თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­ურ ჰოს­პი­ტალ­ში და აქ და­ვი­წყე მკურ­ნა­ლო­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ საკ­მა­ოდ ვიწ­როა ჩემი კონ­ტაქ­ტე­ბის სია, ( მხო­ლოდ ხუთ­შა­ბათს 05/03 ვის­თა­ნაც მქონ­და ახლო და შე­და­რე­ბით ხან­გრძლი­ვი კონ­ტაქ­ტი) რა თქმა უნდა ყვე­ლა ამ­ჟა­მად იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და იმ­ყო­ფე­ბი­ან უკვე იზო­ლა­ცი­ა­ში. თავს ვგრძნობ კარ­გად:) მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია (ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის პერ­სო­ნა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ფორ­მა­ცია), გა­დავ­წყვი­ტე რომ გავ­ხა­დო სა­ჯა­რო (გამ­ჟღავ­ნე­ბის უფ­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ასე­ვე მი­ვე­ცი და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრს) რა­მო­დე­ნი­მე მი­ზე­ზით:

1. მი­მაჩ­ნია რომ ავად­მყო­ფო­ბა სირ­ცხვი­ლი არ არის. 2. არ მინ­და ეს სა­კი­თხი რომ გახ­დეს სხვა­დას­ხვა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის სა­გა­ნი 3. და რაც მთა­ვა­რია არ გახ­დეს ეს და­მა­ტე­ბი­თი პა­ნი­კის წყა­რო.დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ რომ თუ ვიქ­ნე­ბით მე­ტად სო­ლი­და­რუ­ლე­ბი და ყვე­ლა გა­ვი­თა­ვი­სებთ მე­ტად ჩვენს სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ძა­ლი­ან მალე დავძლევთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ამ გა­მოწ­ვე­ვას" - წერს ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძე.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძე სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრ "ევექ­სის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თა­ნამ­შრო­მე­ლია. ერთ-ერთი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სწო­რედ "ევექ­სის" სა­თაო ოფის­ში მო­მუ­შა­ვე პი­რია.

ცნო­ბის­თვის, ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 9 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 9 პა­ცი­ენ­ტი­დან ერ­თის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე, მაგ­რამ სტა­ბი­ლუ­რია. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ამ­ჟა­მად ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სულ 30 პა­ცი­ენ­ტია მო­თავ­სე­ბუ­ლი, მათ შო­რის 13 პა­ცი­ენ­ტის მო­ნა­ცე­მი კო­რო­ნა­ვირუს­ზე ლუ­გა­რის ცენ­ტრშია გა­დაგ­ზავ­ნი­ლი, რო­მელ­თა პა­სუ­ხე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
8

რეალურად 9 კი არა, 10 ყოფილა დაფიქსირებული ესე იგი

Elisabedi
7

Namdvilad kulturuli da intiligenti adamiani. Male gamojanmrtrldit!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მიმაჩნია, რომ ავადმყოფობა სირცხვილი არ არის" - ამირან გამყრელიძის შვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა

"მიმაჩნია, რომ ავადმყოფობა სირცხვილი არ არის" - ამირან გამყრელიძის შვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილს ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

"როგორც გუშინ უკვე გახდა ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონა ვირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი გადავედით თვით იზოლაციის რეჟიმში. კონტაქტიდან გამონდინარე და იქიდან გამონდინარე რომ გუშინ დამეწყო ამ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ჩავითვალე მომატებულ რისკის მქონე პაციენტად და გამიკეთდა ანალიზი რომელმაც დაადასტურა რომ ვარ დაინფიცირებული კორონა ვირუსით.

შესაბამისად გადმოვედი თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში და აქ დავიწყე მკურნალობა. საბედნიეროდ საკმაოდ ვიწროა ჩემი კონტაქტების სია, ( მხოლოდ ხუთშაბათს 05/03 ვისთანაც მქონდა ახლო და შედარებით ხანგრძლივი კონტაქტი) რა თქმა უნდა ყველა ამჟამად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან უკვე იზოლაციაში. თავს ვგრძნობ კარგად:) მიუხედავად იმისა რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია (ისევე როგორც ყველა პაციენტის პერსონალური სამედიცინო ინფორმაცია), გადავწყვიტე რომ გავხადო საჯარო (გამჟღავნების უფლება ოფიციალურად ასევე მივეცი დაავადებათა კონტროლის ცენტრს) რამოდენიმე მიზეზით:

1. მიმაჩნია რომ ავადმყოფობა სირცხვილი არ არის. 2. არ მინდა ეს საკითხი რომ გახდეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი 3. და რაც მთავარია არ გახდეს ეს დამატებითი პანიკის წყარო.დარწმუნებული ვარ რომ თუ ვიქნებით მეტად სოლიდარულები და ყველა გავითავისებთ მეტად ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ძალიან მალე დავძლევთ ჩვენს ქვეყანაში ამ გამოწვევას" - წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.

როგორც ცნობილია, ნიკოლოზ გამყრელიძე სამედიცინო ცენტრ "ევექსის" სამეთვალყურეო საბჭოს თანამშრომელია. ერთ-ერთი დაინფიცირებული სწორედ "ევექსის" სათაო ოფისში მომუშავე პირია.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 9 პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში სულ 30 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 13 პაციენტის მონაცემი კორონავირუსზე ლუგარის ცენტრშია გადაგზავნილი, რომელთა პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ვახტანგ გომელაურის მადლობა მოქალაქეებს, მედიას და სახელმწიფო უწყებებს

"მე და ანას შვილები არ გვყავს, მაგრამ ბედნიერი ოჯახი გვაქვს..." - თენგიზ ცერცვაძე მეუღლეზე, კარიერასა და უცნაურ ჰობზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 70-მდე გაიზარდა