მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გარდაცვალების შესახებ, ტყუილია
ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გარდაცვალების შესახებ, ტყუილია

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ტყუ­ი­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ზო­გი­ერთ ინ­ტერ­ნეტ­სა­იტ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს პა­ცი­ენ­ტი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ვირუ­სის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი ჰქონ­და, გარ­და­იც­ვა­ლა.

ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ამ ეტაპ­ზე კლი­ნი­კის ბოქ­სი­რე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლობს 9 პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­თაც კვლე­ვე­ბის შე­დე­გად კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ. მათ შო­რის 6 პა­ცი­ენ­ტი გუ­შინ შე­ვი­და კლი­ნი­კა­ში.

რი­გით მე­ო­თხე პა­ცი­ენ­ტის, 44 წლის მა­მა­კა­ცის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სხვებ­თან შე­და­რე­ბით მძი­მეა, თუმ­ცა მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა და ის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შე­სა­ბა­მის მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო თხოვ­ნით მი­მარ­თავს მე­დი­ას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ენ­დონ მხო­ლოდ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­საც ავ­რცე­ლე­ბენ შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი და მხო­ლოდ იმ კო­მენ­ტარს, რო­მელ­საც აფიქ­სი­რე­ბენ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი:

"ახლა არ არის დრო რე­ი­ტინ­გე­ბის კე­თე­ბის და მო­სახ­ლე­ო­ბის ფსი­ქი­კა­ზე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის. გა­მო­ვი­ჩი­ნოთ მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თვით­შეგ­ნე­ბა და ისე­დაც არ­სე­ბულ მძი­მე ფონს, ნუ და­ვამ­ძი­მებთ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ით და პა­ნი­კის და­თეს­ვით" - გა­ნუ­ცხა­დეს AMBEBI.GE-ს ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო-პრაქ­ტი­კულ ცენ­ტრში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
22

sainteresoa rit mkurnaloben

zaza 2
4

123-ს 

რას ნიშნავს რითი მკურნალობენ,რითი და წამლებით თუ ძაან გაინტერესებს დაწექი შენც და ნახავ როგორ გიმკურნალებენ, ყველაფერი წამლები აქვთ ასე რომ არ უნდა პანიკა და ხალხის დაშინება

ავტორი:

ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გარდაცვალების შესახებ, ტყუილია

ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გარდაცვალების შესახებ, ტყუილია

საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც AMBEBI.GE-ს ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, ტყუილია სოციალურ ქსელში და ზოგიერთ ინტერნეტსაიტზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პაციენტი მამაკაცი, რომელსაც ვირუსის მახასიათებელი ნიშნები ჰქონდა, გარდაიცვალა.

ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს 9 პაციენტი, რომელთაც კვლევების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათ შორის 6 პაციენტი გუშინ შევიდა კლინიკაში.

რიგით მეოთხე პაციენტის, 44 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვებთან შედარებით მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის ინფექციურ საავადმყოფოში შესაბამის მკურნალობას გადის.

ინფექციური საავადმყოფო თხოვნით მიმართავს მედიას და საზოგადოებას, ენდონ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელსაც ავრცელებენ შესაბამისი უწყებები და მხოლოდ იმ კომენტარს, რომელსაც აფიქსირებენ ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები:

"ახლა არ არის დრო რეიტინგების კეთების და მოსახლეობის ფსიქიკაზე მანიპულირების. გამოვიჩინოთ მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნება და ისედაც არსებულ მძიმე ფონს, ნუ დავამძიმებთ დეზინფორმაციით და პანიკის დათესვით" - განუცხადეს AMBEBI.GE-ს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"