პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპერაციის დროს დაფიქსირდა გულის გაჩერება" - როგორია ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა
"ოპერაციის დროს დაფიქსირდა გულის გაჩერება" - როგორია ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა

ხა­შურ­ში ყო­ფი­ლი ქმრის მიერ დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ კრი­ტი­კუ­ლად მძი­მეა. პა­ცი­ენტს, რო­მელ­საც გულ­მკერ­დი­სა და მუც­ლის არე­ში ბას­რი საგ­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, ხა­შუ­რის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და.

"ოპე­რა­ცია დას­რულ­და, პა­ცი­ენ­ტი გა­დაყ­ვა­ნი­ლია კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტში. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლად მძი­მეა - მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის და ამ და­ზი­ა­ნე­ბე­ბის სიმ­ძი­მის შე­სა­ბა­მი­სია. ერთ-ერთი ჭრი­ლო­ბა ფიქ­სირ­დე­ბა გულ­შიც, ოპე­რა­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას, და­ფიქ­სირ­და გუ­ლის ტამ­პო­ნა­და, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში პა­თო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, იგი­ვე გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა, თუმ­ცა, მა­ლე­ვე მო­ხერ­ხდა რიტ­მის აღ­დგე­ნა", - აცხა­დე­ბენ ხა­შუ­რის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

24 წლის ქალს სხე­უ­ლის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ქმარ­მა მი­ა­ყე­ნა, რო­მელ­თა­ნაც უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია აღარ ცხოვ­რობ­და. დაჭ­რის მო­მენ­ტში ახალ­გაზ­რდა ქალი დე­დას­თან ერ­თად მი­დი­ო­და ქუ­ჩა­ში. რა დრო­საც მე­უღ­ლეს შეხ­ვდა და შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­დათ გან­ქორ­წი­ნე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. ამის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა ქალი დაჭ­რა.

"რო­გორც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში თქვეს, ძა­ლი­ან მძი­მე­დაა დაჭ­რი­ლი. ოპე­რა­ცი­ა­ზე შე­უყ­ვა­ნი­ათ ახლა... სა­წყა­ლი დე­და­მი­სიც იქ არის, გულ­წა­სუ­ლია სულ. ეს ბიჭი სულ ქუ­ჩა­ში იდგა, ალ­ბათ უმუ­შე­ვა­რია. სა­ა­ვად­მყო­ფოს წინ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რია და სულ მანდ იყო, შემ­თხვე­ვაც იქ მოხ­და" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს ინ­ცი­დენ­ტის თვითმხილ­ვე­ლი. ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ამ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბა, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 19-109-ე მუხ­ლის მე-2-ე ნა­წი­ლის „ვ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

00:00 / 00:00
ავტორი:

"ოპერაციის დროს დაფიქსირდა გულის გაჩერება" - როგორია ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა

"ოპერაციის დროს დაფიქსირდა გულის გაჩერება" - როგორია ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა

ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა. პაციენტს, რომელსაც გულმკერდისა და მუცლის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა.

"ოპერაცია დასრულდა, პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - მიღებული დაზიანებების და ამ დაზიანებების სიმძიმის შესაბამისია. ერთ-ერთი ჭრილობა ფიქსირდება გულშიც, ოპერაციის მსვლელობისას, დაფიქსირდა გულის ტამპონადა, სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიური მდგომარეობა, იგივე გულის გაჩერება, თუმცა, მალევე მოხერხდა რიტმის აღდგენა", - აცხადებენ ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში.

24 წლის ქალს სხეულის მრავლობითი დაზიანებები ქმარმა მიაყენა, რომელთანაც უკვე რამდენიმე წელია აღარ ცხოვრობდა. დაჭრის მომენტში ახალგაზრდა ქალი დედასთან ერთად მიდიოდა ქუჩაში. რა დროსაც მეუღლეს შეხვდა და შელაპარაკება მოუვიდათ განქორწინების საკითხთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მამაკაცმა ქალი დაჭრა.

"როგორც საავადმყოფოში თქვეს, ძალიან მძიმედაა დაჭრილი. ოპერაციაზე შეუყვანიათ ახლა... საწყალი დედამისიც იქ არის, გულწასულია სულ. ეს ბიჭი სულ ქუჩაში იდგა, ალბათ უმუშევარია. საავადმყოფოს წინ ტოტალიზატორია და სულ მანდ იყო, შემთხვევაც იქ მოხდა" - უყვება AMBEBI.GE-ს ინციდენტის თვითმხილველი. ბრალდებული პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე დააკავა. გამოძიება, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კორონავირუსით ინფიცირებული 6 პირი, ორი ოჯახის წევრები არიან

"ევექსი" - კორონავირუსი ჩვენ სათაო ოფისში მომუშავე ადამიანს დაუფიქსირდა

კორონავირუსის გამო, ryanair-ი იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობას ამცირებს, ნაწილს კი აუქმებს