კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მათი ვირუსული დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, - ამის შესახებ ექიმმა ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამჟამად 24 ადამიანია მოთავსებული, საკარანტინო ზონაში კი 21 პაციენტი გადაიყვანეს.
„თბილისის ბოქსირებულ განყოფილებაში გვყავს 24 პაციენტი. გუშინ დღისით გვყავდა 36 პაციენტი, აქედან 24-ის ანალიზი წაიღეს ლუგარის ლაბორატორიაში. 19-ზე გვქონდა უარყოფითი პასუხი. მოხდა მათი კარანტინში გადაყვანა. სულ 21 პაციენტი გადავიყვანეთ კარანტიში, ანუ, ამ 19-ს პლიუს ძველი მიღებული 2. დარჩენილი პაციენტებიდან რამდენიმე პასუხი არის, თუმცა ისინი საკარანტინო ზონაში გადაყვანას მაინც არ ექვემდებარებიან. მათ აქვთ სიმპტომები, უბრალოდ არ აქვთ ეს დაავადება, შეიძლება ჰქონდეთ სხვა დაავადება. ასეთი პაციენტები, სულ 5 პაციენტი სხვა განყოფილებაში გვყავს მოთავსებული. ამჟამად, ანალიზის პასუხებს ველოდებით 5-ს, გუშინდელ წაღებულს და დღეს კიდევ 9 წაიღეს“,- განაცხადა ექიმმა.
რაც შეეხება საკარანტინო ზონიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანილ სამ პირს, ინფექციონისტის განმარტებით, მათი გადმოყვანა ტემპერატურული ცვლილების გამო მოხდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.
მთავრობა და ყველას ვისაც ეხება ნუ ტყუიხართ რომ პანიკუს საფუძველი არაააო!!!არის თქვით რომ ხალხმა მიხედოს უსაფრთოებას და დაიცვას წესები!!ესე რომ ეუბნებით არ ერიდებიან ხალხი და დამოკიდებუკებაც ეცვკებათ!!!თუ საპანიკო არააა რატო ღელავს ესე მსოფლიო!!!მე არ ვაპანიჯებ არავის მიბდა სიმართლე თქვათ და ვსოოო!!!
მადლობა ექიმებს და ყველა სტრუქტურას ,რომ ასე თავდაუზოგავად მუშაობენ!