პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ავყვეთ დაუზუსტებელ ინფორმაციას, თანადგომა გამოვიჩინოთ ვირუსით დაავადებულთა მიმართ" - მეუფე ანდრია
"არ ავყვეთ დაუზუსტებელ ინფორმაციას, თანადგომა გამოვიჩინოთ ვირუსით დაავადებულთა მიმართ" - მეუფე ანდრია

არა­ერ­თი გან­საც­დე­ლი გა­და­ვი­ტა­ნეთ უახ­ლო­ეს წარ­სულ­შიც: სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბი, ომე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­ხის ვირუ­სიც. ღრმად მწამს, რომ ღვთის წყა­ლო­ბით და ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის შე­წევ­ნით, ჩვენ ერ­თად, ერი და ბერი, გა­და­ვი­ტანთ ამ გან­საც­დელ­საც და სი­ხა­რუ­ლი­თა და ურ­თი­ერ­თსიყ­ვა­რუ­ლით შე­ვე­გე­ბე­ბით ქრის­ტეს აღ­დგო­მის დიად დღე­სას­წა­ულს, - ასე მი­მარ­თავს მრევლს ახალ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით გო­რი­სა და ატე­ნის მიტ­რო­პი­ლი­ტი, მე­უ­ფე ან­დრია.

მიტ­რო­პო­ლი­ტის მი­მარ­თვას სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია ადა­მი­ა­ნე­ბის შეშ­ფო­თე­ბა, მით­ქმა-მოთ­ქმა და მრა­ვა­ლი აზ­რის გავ­რცე­ლე­ბა.

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ქრის­ტეს მიერ საყ­ვა­რელ­ნო, ვი­ქო­ნი­ოთ სიმ­შვი­დე, არ ავ­ყვეთ და­უ­ზუს­ტე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ და ყუ­რა­დღე­ბით მო­ვე­კი­დოთ მე­დი­კო­სე­ბის რჩე­ვებს, გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა და თა­ნად­გო­მა გა­მო­ვი­ჩი­ნოთ ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ, ან კა­რან­ტინ­ში მყოფ­თა მი­მართ, იქ­ნე­ბი­ან ისი­ნი ჩვე­ნი, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ ვართ ადა­მი­ა­ნე­ბი, გვაქვს ერ­თნა­ი­რი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი და სი­ხა­რუ­ლი.

ჩვენ უნდა გვწამ­დეს და გვახ­სოვ­დეს, რომ ყო­ვე­ლი მოვ­ლე­ნა ღვთის­გა­ნაა. მწუ­ხა­რე­ბამ, თუ სი­ხა­რულ­მა, ჭირ­მა თუ ლხინ­მა, უფრო მე­ტად უნდა გან­გვამ­ტკი­ცოს და დაგ­ვა­ახ­ლო­ვოს, რო­გორც ღმერ­თთან, ისე ერ­თმა­ნეთ­თან, „რა­მე­თუ მრწამს მე, ვი­თარ­მედ არცა სიკ­ვდილ­მან, არცა ცხო­რე­ბა­მან, არცა ან­გე­ლოზ­თა, არცა მთავ­რო­ბა­თა, არცა ძალ­თა, არცა ამან სო­ფელ­მან, არცა მან სო­ფელ­მან, არცა სი­მაღ­ლე­თა, არცა სიღ­რმე­თა, არცა სხვა­მან და­ბა­დე­ბულ­მან შე­მიძ­ლოს ჩუენ გან­ყე­ნე­ბად სი­ყუ­ა­რულ­სა ღმრთი­სა­სა, რო­მელ არს ქრის­ტე იე­სუ­ის მიერ უფ­ლი­სა ჩუ­ე­ნი­სა“ (რომ. VIII. 38-39) „ურ­თი­ერ­თარს სიმ­ძი­მე იტ­ვირ­თეთ და ეს­რეთ აღას­რუ­ლეთ სჯუ­ლი იგი ქრის­ტე­სი“ (გა­ლატ. 6-2).

ხში­რად წარ­მოვ­თქვათ სა­უფ­ლო ლოც­ვა „მა­მაო ჩვე­ნო…“, „ღვთის­მშო­ბე­ლო ქალ­წუ­ლო გი­ხა­რო­დენ…“, „უფა­ლო, იესო ქრის­ტე, ღმერ­თო ჩვე­ნო, შეგ­ვი­წყა­ლენ ჩვენ“.

სახ­ლში ვი­კი­თხოთ ღვთის­მშობ­ლის და­უჯ­დო­მე­ლი, ხში­რად გა­და­ვი­სა­ხოთ პირ­ჯვა­რი, ჩვენც ვი­ცხოთ და ოჯა­ხის წევ­რებ­საც ვა­ცხოთ ნა­კურ­თხი ზეთი შუბ­ლზე, ყელ­ზე და ხე­ლებ­ზე, დი­ლით უზ­მო­ზე მი­ვი­ღოთ ნა­კურ­თხი წყა­ლი.

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა კვი­რა­ში ერთხელ ტაძ­რებ­ში შე­ას­რუ­ლონ წყლის კურ­თხე­ვის წესი და ნა­კურ­თხი წყა­ლი და­უ­რი­გონ მრევლს. მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში იყო მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც შავი ჭი­რის გავ­რცე­ლე­ბის დროს გა­რე­ჯე­ლი მა­მე­ბი ტო­ვებ­დნენ უდაბ­ნოს მო­ნას­ტრებს და ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ ერს.

არა­ერ­თი გან­საც­დე­ლი გა­და­ვი­ტა­ნეთ უახ­ლო­ეს წარ­სულ­შიც: სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბი, ომე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­ხის ვირუ­სიც. ღრმად მწამს, რომ ღვთის წყა­ლო­ბით და ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის შე­წევ­ნით, ჩვენ ერ­თად, ერი და ბერი, გა­და­ვი­ტანთ ამ გან­საც­დელ­საც და სი­ხა­რუ­ლი­თა და ურ­თი­ერ­თსიყ­ვა­რუ­ლით შე­ვე­გე­ბე­ბით ქრის­ტეს აღ­დგო­მის დიად დღე­სას­წა­ულს“, - ნათ­ქვა­მია მე­უ­ფე ან­დრი­ას მი­მარ­თვა­ში.

ავტორი:

"არ ავყვეთ დაუზუსტებელ ინფორმაციას, თანადგომა გამოვიჩინოთ ვირუსით დაავადებულთა მიმართ" - მეუფე ანდრია

"არ ავყვეთ დაუზუსტებელ ინფორმაციას, თანადგომა გამოვიჩინოთ ვირუსით დაავადებულთა მიმართ" - მეუფე ანდრია

არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ უახლოეს წარსულშიც: სტიქიური უბედურებები, ომები, სხვადასხვა სახის ვირუსიც. ღრმად მწამს, რომ ღვთის წყალობით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, ჩვენ ერთად, ერი და ბერი, გადავიტანთ ამ განსაცდელსაც და სიხარულითა და ურთიერთსიყვარულით შევეგებებით ქრისტეს აღდგომის დიად დღესასწაულს, - ასე მიმართავს მრევლს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით გორისა და ატენის მიტროპილიტი, მეუფე ანდრია.

მიტროპოლიტის მიმართვას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია ადამიანების შეშფოთება, მითქმა-მოთქმა და მრავალი აზრის გავრცელება.

უპირველეს ყოვლისა, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ვიქონიოთ სიმშვიდე, არ ავყვეთ დაუზუსტებელ ინფორმაციას, გავითვალისწინოთ და ყურადღებით მოვეკიდოთ მედიკოსების რჩევებს, გულისხმიერება და თანადგომა გამოვიჩინოთ ვირუსით დაავადებულ, ან კარანტინში მყოფთა მიმართ, იქნებიან ისინი ჩვენი, თუ საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნის მოქალაქეები. ნუ დაგვავიწყდება, რომ ვართ ადამიანები, გვაქვს ერთნაირი ფიზიკური ტკივილი და სიხარული.

ჩვენ უნდა გვწამდეს და გვახსოვდეს, რომ ყოველი მოვლენა ღვთისგანაა. მწუხარებამ, თუ სიხარულმა, ჭირმა თუ ლხინმა, უფრო მეტად უნდა განგვამტკიცოს და დაგვაახლოვოს, როგორც ღმერთთან, ისე ერთმანეთთან, „რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკვდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხვამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუის მიერ უფლისა ჩუენისა“ (რომ. VIII. 38-39) „ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალატ. 6-2).

ხშირად წარმოვთქვათ საუფლო ლოცვა „მამაო ჩვენო…“, „ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ…“, „უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ“.

სახლში ვიკითხოთ ღვთისმშობლის დაუჯდომელი, ხშირად გადავისახოთ პირჯვარი, ჩვენც ვიცხოთ და ოჯახის წევრებსაც ვაცხოთ ნაკურთხი ზეთი შუბლზე, ყელზე და ხელებზე, დილით უზმოზე მივიღოთ ნაკურთხი წყალი.

სასულიერო პირებმა კვირაში ერთხელ ტაძრებში შეასრულონ წყლის კურთხევის წესი და ნაკურთხი წყალი დაურიგონ მრევლს. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ისტორიაში იყო მომენტები, როდესაც შავი ჭირის გავრცელების დროს გარეჯელი მამები ტოვებდნენ უდაბნოს მონასტრებს და ემსახურებოდნენ ერს.

არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ უახლოეს წარსულშიც: სტიქიური უბედურებები, ომები, სხვადასხვა სახის ვირუსიც. ღრმად მწამს, რომ ღვთის წყალობით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, ჩვენ ერთად, ერი და ბერი, გადავიტანთ ამ განსაცდელსაც და სიხარულითა და ურთიერთსიყვარულით შევეგებებით ქრისტეს აღდგომის დიად დღესასწაულს“, - ნათქვამია მეუფე ანდრიას მიმართვაში.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"