პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა

ფარ­მა­ცევ­ტულ კორ­პო­რა­ცია GM Pharma-ში მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში გერ­მა­ნი­ის ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ცი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის, TÜV SÜD-ის, მიერ ჩა­ტარ­და აუ­დი­ტი, რომ­ლის შე­დე­გა­დაც GM Pharma-ს ხა­რის­ხის ახა­ლი, 3-წლი­ა­ნი ISO სერ­ტი­ფი­კა­ტი გა­და­ე­ცა.

სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბის ხა­რის­ხის მარ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­ცეფ­ცია გუ­ლის­ხმობს რო­გორც უშუ­ა­ლოდ პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მუდ­მივ კონ­ტროლს, ისე ყვე­ლა იმ პრო­ცე­სის თუ სის­ტე­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბას, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფს პა­ცი­ენ­ტის­თვის ეფექ­ტუ­რი და სა­თა­ნა­დო ხა­რის­ხის მე­დი­კა­მენ­ტის მი­წო­დე­ბას.

ფარ­მა­ცევ­ტულ კორ­პო­რა­ცია GM Pharma-ში და­ნერ­გი­ლია და უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის და პრო­ცე­სე­ბის ყო­ველ­მხრი­ვი შე­ფა­სე­ბა EU GMP რე­გუ­ლა­ცი­ებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ზე, იქ­ნე­ბა ეს აუ­დი­ტე­ბი თუ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ინ­სპექ­ტი­რე­ბე­ბი სხვა ქვეყ­ნე­ბის - აშშ, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი - აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მხრი­დან. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­მოწ­მე­ბე­ბის სიხ­ში­რე და პე­რი­ო­დუ­ლო­ბა GM Pharma-ს ბიზ­ნეს-სტრა­ტე­გი­ის ნა­წილს წარ­მო­ად­გენს და კომ­პა­ნი­ის მხრი­დან გა­ნი­ხი­ლე­ბა რო­გორც პა­ცი­ენტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ხა­რის­ხის მარ­თვის სის­ტე­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბის მო­რი­გი დე­მონ­სტრი­რე­ბა და მუდ­მი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

TÜV SÜD-ის ის­ტო­რია 150 წელს ით­ვლის, მას­ში მუ­შა­ობს 24,500-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი და ამ­ჟა­მად კომ­პა­ნია ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­გორც კერ­ძო კომ­პა­ნი­ებს, ისე ცალ­კე­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ებს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის, აუ­დი­ტის, ტეს­ტი­რე­ბი­სა და კონ­სალ­ტინ­გის სა­კი­თხებ­ში მრეწ­ვე­ლო­ბის (მათ შო­რის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი წარ­მო­ე­ბის), ჯან­დაც­ვის, ენერ­გე­ტი­კი­სა და სხვა სფე­რო­ებ­ში. TÜV SÜD-ის მიერ GM Pharma-სთვის ხა­რის­ხის მარ­თვის ახა­ლი ISO სერ­ტი­ფი­კა­ტის მი­ნი­ჭე­ბა კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს კომ­პა­ნი­ის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი წარ­მო­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი, აპა­რა­ტუ­რუ­ლი და ხა­რის­ხის მარ­თვის პრო­ცე­სე­ბის სან­დო­ო­ბას.

GM Pharma წარ­მო­ად­გენს სა­ერ­თა­შო­რი­სო, მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლურ, ფარ­მა­ცევ­ტულ კორ­პო­რა­ცი­ას, რომ­ლის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი (ბად-ები) იწარ­მო­ე­ბა და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­სა (გერ­მა­ნია, ეს­პა­ნე­თი, შვე­ი­ცა­რია, იტა­ლია, შვე­დე­თი, პორ­ტუ­გა­ლია) და სა­ქარ­თვე­ლოს GMP-სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ სა­წარ­მო­ებ­ში.

GM Pharma-ს სა­წარ­მო თბი­ლის­ში წარ­მო­ად­გენს თა­ნა­მედ­რო­ვე ფარ­მა­ცევ­ტულ ქარ­ხა­ნას, სა­დაც მზად­დე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით. სა­წარ­მოს გა­აჩ­ნია ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი წარ­მო­ე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კა­ტი და ნე­ბარ­თვა: კარ­გი წარ­მო­ე­ბის პრაქ­ტი­კის - GMP PIC/S , ხა­რის­ხის მარ­თვის - ISO 9001:2015 და ISO 17025:2010 და აშშ-ს საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­სპექ­ცი­ის - NSF.

R

ავტორი:

GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა

GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა

ფარმაცევტულ კორპორაცია GM Pharma-ში მიმდინარე წლის თებერვალში გერმანიის ტექნიკური ინსპექციის ასოციაციის, TÜV SÜD-ის, მიერ ჩატარდა აუდიტი, რომლის შედეგადაც GM Pharma-ს ხარისხის ახალი, 3-წლიანი ISO სერტიფიკატი გადაეცა.

სამკურნალო საშუალებების წარმოების ხარისხის მართვის თანამედროვე კონცეფცია გულისხმობს როგორც უშუალოდ პროდუქტის ხარისხის მაჩვენებლების მუდმივ კონტროლს, ისე ყველა იმ პროცესის თუ სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას, რაც საბოლოო ჯამში გარანტირებულად უზრუნველყოფს პაციენტისთვის ეფექტური და სათანადო ხარისხის მედიკამენტის მიწოდებას.

ფარმაცევტულ კორპორაცია GM Pharma-ში დანერგილია და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებების და პროცესების ყოველმხრივი შეფასება EU GMP რეგულაციებთან შესაბამისობაზე, იქნება ეს აუდიტები თუ წარმომადგენლობითი ინსპექტირებები სხვა ქვეყნების - აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი - აუდიტორული კომპანიებისა და მარეგულირებელი სააგენტოების მხრიდან. აღნიშნული შემოწმებების სიხშირე და პერიოდულობა GM Pharma-ს ბიზნეს-სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს და კომპანიის მხრიდან განიხილება როგორც პაციენტზე ორიენტირებული ხარისხის მართვის სისტემების შესაბამისობის მორიგი დემონსტრირება და მუდმივი გაუმჯობესებისკენ მიმართული შესაძლებლობა.

TÜV SÜD-ის ისტორია 150 წელს ითვლის, მასში მუშაობს 24,500-ზე მეტი თანამშრომელი და ამჟამად კომპანია ემსახურება როგორც კერძო კომპანიებს, ისე ცალკეულ სახელმწიფოებს სერტიფიცირების, აუდიტის, ტესტირებისა და კონსალტინგის საკითხებში მრეწველობის (მათ შორის ფარმაცევტული წარმოების), ჯანდაცვის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში. TÜV SÜD-ის მიერ GM Pharma-სთვის ხარისხის მართვის ახალი ISO სერტიფიკატის მინიჭება კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ფარმაცევტული წარმოების ტექნოლოგიური, აპარატურული და ხარისხის მართვის პროცესების სანდოობას.

GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

GM Pharma-ს საწარმო თბილისში წარმოადგენს თანამედროვე ფარმაცევტულ ქარხანას, სადაც მზადდება მედიკამენტები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის - GMP PIC/S , ხარისხის მართვის - ISO 9001:2015 და ISO 17025:2010 და აშშ-ს საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის - NSF.

R

მას შემდეგ, რაც ეს პროდუქტი აღმოვაჩინე... მარიამ შენგელიას გემრიელი ბლოგი

"გემრიელი" აქცია და ორმაგად დასაჩუქრებული პატარები - არ გამოტოვოთ!

რომელ ქვეყანაში რა სახის ყავას მოიხმარენ და როგორ იცვლება ყავის კულტურა საქართველოში?