სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ კალანდიას 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
მიხეილ კალანდიას 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

სა­სა­მარ­თლომ მი­ხე­ილ კა­ლან­დია და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო და მას თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 11 წლით და 3 თვის ვა­დით შე­უ­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ნი­კო­ლოზ მარ­სა­გიშ­ვილ­მა ამ წუ­თებ­ში გა­მო­ა­ცხა­და.

მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დარ­ბაზ­ში ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი 2017 წლის 1-ელ დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, და­ვით სა­რა­ლი­ძე კი, ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2 დე­კემ­ბერს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ღუ­პა.

მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გი­ორ­გი ჯა­ნა­შია, ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე კი გუგა ბარ­ბა­ქა­ძე და­ა­კა­ვეს. პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას 9 წლი­თა და 9 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ხოლო გუგა ბარ­ბა­ქა­ძეს 10 წლი­თა და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რო­გორც დაც­ვის, ასე­ვე ბრალ­დე­ბის მხა­რემ გა­ა­სა­ჩივ­რა. თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­თა პა­ლა­ტამ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნა­წი­ლობ­რივ შეც­ვა­ლა.

კერ­ძოდ კი, გი­ორ­გი ჯა­ნა­შია დამ­ნა­შა­ვედ ცნეს და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად, სხვა პირ­თან ერ­თად. მას სას­ჯე­ლის სა­ხით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 11 წლი­თა და 3 თვის ვა­დით შე­ე­ფარ­და. რაც შე­ე­ხე­ბა გუგა ბარ­ბა­ქა­ძეს, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­ში და­ტო­ვა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და დამ­ნა­შა­ვედ ცნო გუგა ბარ­ბა­ქა­ძე.

მას სას­ჯე­ლი და­უმ­ძიმ­და და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 11 წლი­თა და 3 თვის ვა­დით შე­ე­ფარ­და. თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა რო­გორც დაც­ვის მხა­რემ, ასე­ვე ბრალ­დე­ბის მხა­რემ.

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­ამ გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას­თან მხა­რე­თა შო­რის მიღ­წე­უ­ლი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა და­ამ­ტკი­ცა. გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას 11 წლი­თა და 3 თვით მის­ჯი­ლი წლე­ბი­დან სა­ბო­ლო­ოდ, 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და, სა­ი­და­ნაც 4 წელს პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­იხ­დის, და­ნარ­ჩე­ნი 4 წელი კი პი­რო­ბი­თად ჩა­ეთ­ვლე­ბა. მის­ჯი­ლი წლე­ბი­დან გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას 2 წელი უკვე მოხ­დი­ლი აქვს, შე­სა­ბა­მი­სად, ის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას 2021 წელს და­ტო­ვებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ გუგა ბარ­ბა­ქა­ძეს, უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უც­ვლე­ლი და­ტო­ვა და ის მხო­ლოდ ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში სცნო დამ­ნა­შა­ვედ. ბარ­ბა­ქა­ძეს სას­ჯე­ლიც უც­ვლე­ლი დარ­ჩა, მას 11 წლი­თა და 3 თვის ვა­დით აქვს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

და­ვით სა­რა­ლი­ძის ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მი­ხე­ილ კა­ლან­დია 2019 წლის 4 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 6 ივ­ნისს შე­ე­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
simartle
4

ცალკე სასჯელი უნდა დაუმატო იმისთვის რომ იცინოდა სასამართლოზე გეგონება კაი რამე გააკეთა!და მერე კიდ ეუნდა დაუმატო რომ შეცვალა 10 ჯერ ჩვენება!!!!!!!!!!!!!და სიმართლე რომ მაინც არ თქვა!გეყოს ვაჟკაცობა და თუ შენ მოკალი აღიარე მაინც და მოინანიე პატიება თხოვე ჯერ დედას მერე მამას სარალიძის!!!!!!!!!!!და მერე ღმერთთთთთთთთთთთთთთთთთთთსსსსსსსსსსსსსს!!!!!!!!!!

ლალი
4

მე მგონია რომ ყველა ვინც ამ ჩხუბში მონაწილეობდა უნდა მოიხადოს სასჯელი, ესე ერთ ადამიანზე არ უნდა ტყდებოდეს, არ აქვს მნიშვნელობა დანას ვინ იქნევდა, სხვებიც იქ იყვნენ და იწონებდნენ ამ საქციელს, ხოდა აგონ პასუხი მოკლულის ოჯახებთან. რატომ იმუქრება ეხლა მამამისი?!?!? მართლა არ მესმის :-(((( ვაღიაროთ რომ ბავშვებმა სისასტიკით მოკლეს ერთი მოზარდი და ერთი "შემთხვევით" შემოაკვდათ. რა ადვილი სათქმელია ჩვენთვის :-(((((((

ავტორი:

მიხეილ კალანდიას 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

მიხეილ კალანდიას 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 3 თვის ვადით შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა ამ წუთებში გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

მომხდარიდან მალევე სამართალდამცავებმა დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე გიორგი ჯანაშია, ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე კი გუგა ბარბაქაძე დააკავეს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა.

კერძოდ კი, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა. რაც შეეხება გუგა ბარბაქაძეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გუგა ბარბაქაძე.

მას სასჯელი დაუმძიმდა და თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ, ასევე ბრალდების მხარემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. გიორგი ჯანაშიას 11 წლითა და 3 თვით მისჯილი წლებიდან საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება. მისჯილი წლებიდან გიორგი ჯანაშიას 2 წელი უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად, ის პენიტენციურ დაწესებულებას 2021 წელს დატოვებს.

რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში სცნო დამნაშავედ. ბარბაქაძეს სასჯელიც უცვლელი დარჩა, მას 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული.

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.