პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ იტიროთ, ხალხო... ანიტამ დაგვავალა, მისი სახელით არასდროს გაჩერდეს სიკეთე" - ანი­ტა ფა­ცა­ციას მშობლების მიმართვა, რომელსაც უცრემლოდ ვერ მოისმენთ
"არ იტიროთ, ხალხო... ანიტამ დაგვავალა, მისი სახელით არასდროს გაჩერდეს სიკეთე" - ანი­ტა ფა­ცა­ციას მშობლების მიმართვა, რომელსაც უცრემლოდ ვერ მოისმენთ

2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ცია, რომ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­ქარ­თვე­ლოში და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს გა­რეთ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ან­და, ინ­დო­ე­თის კლი­ნი­კა­ში 2-თვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, 31 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა. ბავ­შვი სამ­შობ­ლო­ში 2 თე­ბერ­ვალს ჩა­მო­ას­ვე­ნეს. გო­გო­ნა თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რძო­და სი­ცო­ცხლის­თვის, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, მისი ურ­თუ­ლე­სი და­ა­ვა­დე­ბის და­მარ­ცხე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა...

ანი­ტას უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა - დი­ლა­ტა­ცი­უ­რი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია და­უდ­გი­ნეს. მას ესა­ჭი­რო­ე­ბოდა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია - გუ­ლის გა­და­ნერგვა. ფა­ცა­ცი­ე­ბის ოჯახს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ უარი უთხრა ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა­ზე. ბო­ლოს გო­გო­ნა ინ­დო­ე­თის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბოდა. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ანი­ტას მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მე იყო. ფა­ცა­ცი­ე­ბის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი წერ­დნენ, რომ ანი­ტას ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა ჰქონ­და, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო იმით, რომ ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მი ვე­ღარ ეგუ­ე­ბოდა გუ­ლის მუ­შა­ო­ბის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბელ ეკ­მოს აპა­რატს. 2 წლის გო­გო­ნას სეფ­სი­სიც გა­ნუ­ვი­თარ­და და სა­ბო­ლო­ოდ, მისი ორ­გა­ნიზ­მი ვე­ღარ მო­ე­რია და­ა­ვა­დე­ბას...

ანი­ტას მშობ­ლე­ბი მა­რი­კო სად­რა­ძე და გი­ორ­გი ფა­ცა­ცია "ნა­ნუ­კას შოუს" სტუმ­რობ­დნენ. მათ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და ეკ­ლე­სი­ას, ემიგ­რან­ტებს, ოჯა­ხის მე­გობ­რებს და ათა­სო­ბით სრუ­ლი­ად უც­ნობ ადა­მი­ანს, რომ­ლე­ბიც დროს, მთელ ძა­ლა­სა და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს იყე­ნებ­დნენ, რათა ბავ­შვი გა­და­ერ­ჩი­ნათ.

"ქარ­თვე­ლებს ხში­რად გვჩ­ვე­ვია ჩვენს ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე ხა­ზის გას­მა, ხში­რად ვა­მობთ, რომ "მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს რა­ღაც ცუდი", მაგ­რამ მე მგო­ნია, რომ მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში შეგ­ვიძ­ლია ასე და­ვუდ­გეთ გვერ­დით ერ­თმა­ნეთს, შეგ­ვიძ­ლია, რომ ჩვენს ოჯახს, ჩვენს შვი­ლებს მო­ვაკ­ლოთ რა­ღაც და სრუ­ლი­ად უც­ნობ ადა­მი­ა­ნებს და­ვუდ­გეთ გვერ­დით. ეს იყო უპ­რე­ცე­დენ­ტო სი­კე­თის მა­გა­ლი­თი... მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რაც ქარ­თველ­მა ემიგ­რან­ტებ­მა გა­ა­კე­თეს ჩვენ­თვის ავ­სტრი­ა­ში. ავ­სტრი­ე­ლი ექი­მე­ბი მხრებს იჩე­ჩავ­დნენ, ვერ გა­ი­გეს, რა ხდე­ბო­და, იმი­ტომ რომ უწყვე­ტი რა­ო­დე­ნო­ბით შე­მო­დი­ო­და სა­ჩუქ­რე­ბი, სა­თა­მა­შო­ე­ბი, ხა­ჭა­პუ­რე­ბი. გვე­კი­თხე­ბოდ­ნენ, ამ­დე­ნი მე­გო­ბა­რი გყავთ ავ­სტრი­ა­შიო და ვპა­სუ­ხობ­დით, რომ არა თუ მე­გო­ბა­რი, ნაც­ნო­ბიც კი არ გვყავ­და... ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ თი­თო­ე­ულ თქვენ­განს, თქვენ მაძ­ლევთ მე იმ ძა­ლას, რომ ახლა სა­ერ­თოდ ფეხ­ზე ვიდ­გე და ვი­სა­უბ­რო", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­კო სად­რა­ძემ გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბი­სას.

რო­გორც გი­ორ­გი ფა­ცა­ცი­ამ აღ­ნიშ­ნა, ინ­დო­ეთ­ში მშობ­ლე­ბი ბავ­შვის ოპე­რა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო დო­ნო­რის მო­სა­ძი­ებ­ლად ჩა­ვიდ­ნენ, თუმ­ცა ტრა­გი­კულ ფი­ნალს ნამ­დვი­ლად არ ელოდ­ნენ. გა­და­ცე­მა­ში მა­რი­კო სად­რა­ძემ სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა, რო­მელ­საც ანი­ტას სა­ხე­ლის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად გეგ­მა­ვენ.

"ერთი წა­მი­თაც, არა­სო­დეს არ და­მიშ­ვია ეს ფი­ნა­ლი, ყვე­ლა­ფე­რი მქონ­და გან­ხი­ლუ­ლი, მი­ნი­მუმ სა­მო­ცი წელი მქონ­და გათ­ვლი­ლი, ჩემი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ისიც კი მქონ­და გათ­ვლი­ლი, მაგ­რამ ეს ფი­ნა­ლი არა... ყო­ველ დი­ლით ხდე­ბო­და ექიმ­თან გა­სა­უბ­რე­ბა და ბოლო დღეს, რო­დე­საც შე­ვე­დი ექიმ­თან, მან მი­თხრა, რომ ძა­ლი­ან მცი­რე იყო გა­დარ­ჩე­ნის შან­სი. და მა­ში­ნაც არ და­მიშ­ვია რა­ი­მე... მი­თხრეს, რომ იყო გა­დარ­ჩე­ნის 1% და ვთქვი, რომ ამ ერთ პრო­ცენტს ჩვენ გა­და­ვაქ­ცევ­დით 100%-ად. არა­ვის­თვის ეს არ მით­ქვამს, გა­მო­ვე­დი და ყვე­ლას ვთხო­ვე, რომ ლოც­ვა და­ე­წყოთ. და პირ­ვე­ლად ანი­ტას მი­სა­მარ­თით გა­მო­ვი­ყე­ნე სი­ტყვა გა­დარ­ჩე­ნა, ვამ­ბობ­დი "ჩვენ რა გვჭირს გა­და­სარ­ჩე­ნი, ჩვენ გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი ვართ". რო­დე­საც ასე­თი რამ მი­თხრა ექიმ­მა, მა­შინ მე ვუ­თხა­რი ღმერ­თს: გთხოვ არ წა­მარ­თვა, იმი­ტომ რომ იცი მე ამას ვერ გა­და­ვი­ტან. და რო­დე­საც ასე­თი ფი­ნა­ლი გვქონ­და, მე მქონ­და პრო­ტეს­ტი.. ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი... მაგ­რამ შემ­დეგ მივ­ხვდი. რომ ამით ღმერ­თმა მე ნდო­ბა გა­მო­მი­ცხა­და, მან მი­თხრა, რომ შენ გა­და­ი­ტან და იცო­და, რომ მე ღირ­სე­უ­ლად გა­და­ვი­ტან­დი ამას. დღეს შე­იძ­ლე­ბა სუ­ლე­ლუ­რად ჟღერ­დეს, რა­საც ახლა ვი­ტყვი და შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ თქვას, რომ მწუ­ხა­რე­ბის­გან ამ ადა­მი­ან­მა ცოტა აუ­რი­აო... მე დღეს მაქვს ერ­თდა­ერ­თი ემო­ცია, უბ­რა­ლოდ ვარ ბედ­ნი­ე­რი, რომ ღრმერ­თმა მე ამო­მირ­ჩია ანი­ტას დე­დად. მე ვარ ამა­ყი, რომ მე ვარ ანი­ტას დედა. მან მი­თხრა, რომ "შენ გენ­დო­ბი, რომ შენ ამ მი­სი­ას წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თმევ თავს". შე­სა­ბა­მი­სად, მე მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ასე­თი ნდო­ბა გა­მო­მი­ცხა­და ღრმერ­თმა...

ანი­ტას ფე­ნო­მე­ნი ვერ ამოვხსე­ნი, მე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ... ვერ ამოვხსე­ნი, რა მოხ­და ანი­ტას გარ­შე­მო, მისი ეს თვა­ლე­ბი, რო­მე­ლიც აქა­დე ოჯა­ხის წევ­რებს გვა­გი­ჟებ­და და გვე­გო­ნა, რომ ჩვე­ნია და გვიყ­ვარს და იმი­ტომ მოგ­ვწონს... თურ­მე, ამ ბავ­შვის თვა­ლებ­მა მთე­ლი სამ­ყა­რო და­ი­ტია... და ამ ბავ­შვის თვა­ლებ­ში არის მი­ლი­ო­ნი სი­ცო­ცხლე... და ამ ბავ­შვთან რა კავ­შირ­შია სი­ტყვა სიკ­ვდი­ლი, გლო­ვა და ტი­რი­ლი, ვი­ზი­ა­რებ თქვენს მწუ­ხა­რე­ბას?!... არა­ფერ კავ­შირ­ში არ არის... ბევ­რი მწერს, რომ ტი­რის... არ იტი­როთ, ხალ­ხო. მე დედა ვარ და მე­პა­ტი­ე­ბა, რომ ვტი­რი. თქვენ არ იტი­როთ, ანი­ტას­თან კავ­შირ­შია მარ­ტო სი­კე­თე, მარ­ტო სიყ­ვა­რუ­ლი და ანი­ტას გარ­შე­მო სა­ქარ­თვე­ლო ვართ ერთ დიდ ოჯა­ხად გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, სა­დაც არის მარ­ტო სი­კე­თე, სა­დაც ერთ აგ­რე­სი­ას, ერთ ნე­გა­ტი­ურ კო­მენ­ტარს ვერ შეხ­ვდე­ბით... ჩვენ შეგ­ვიძ­ლია სი­კე­თის კე­თე­ბა. უბ­რა­ლოდ გთხოვთ, რომ შე­მოგ­ვერ­თდეთ ანი­ტას ჯგუფ­ში, და­ა­მა­ტეთ თქვე­ნი მე­გობ­რე­ბიც და უფრო მას­შტა­ბურ სი­კე­თის კამ­პა­ნი­ას ვგეგ­მავთ.. ჩვენ ამა­ზე არ გავ­ჩერ­დე­ბით, მე ანი­ტამ და­მა­ვა­ლა, რომ მისი სა­ხე­ლით სი­კე­თე არას­დროს გა­ჩერ­დეს.. იგეგ­მე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი რამ, რის შე­სა­ხე­ბაც ინ­ფორ­მა­ცი­ას ისევ ამ ჯგუ­ფი­დან შე­ი­ტყობთ.... ეს ბავ­შვი არის სი­კე­თის სიყ­ვა­რუ­ლის და სი­ცო­ცხლის მა­გა­ლი­თი... მე ვარ ამა­ყი, რომ ვარ ანი­ტას დედა და ვფიქ­რობ, რომ უნდა ვიყო ღირ­სე­უ­ლი მისი გუ­ლის­თვის, ისე­თი ღირ­სე­უ­ლი, რო­გორც ანი­ტას შე­ე­ფე­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მა­რი­კო სად­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ფე­ის­ბუქ-ჯგუფ­მა - "ანი­ტას­თვის", რო­მე­ლიც გო­გო­ნას ნათ­ლი­ებ­მა ოპე­რა­ცი­ის­თვის საქ­ველ­მოქ­მე­დო თან­ხე­ბის შე­საგ­რო­ვებ­ლად შექ­მნეს, 80 000-მდე ადა­მი­ა­ნია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
pipinia
88

იმ ფულს რა ბედი ეწია რომელიც მოგროვდა?

ისე კი
87

აღარ გვინდა ამდენი მოთქმა ტირილი , იგლოვოს ოჯახმა ჩუმად! ( აბა დამესიეთ)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"არ იტიროთ, ხალხო... ანიტამ დაგვავალა, მისი სახელით არასდროს გაჩერდეს სიკეთე" - ანი­ტა ფა­ცა­ციას მშობლების მიმართვა, რომელსაც უცრემლოდ ვერ მოისმენთ

"არ იტიროთ, ხალხო... ანიტამ დაგვავალა, მისი სახელით არასდროს გაჩერდეს სიკეთე" - ანი­ტა ფა­ცა­ციას მშობლების მიმართვა, რომელსაც უცრემლოდ ვერ მოისმენთ

2 წლის ანიტა ფაცაცია, რომლის გადასარჩენად საქართველოში და საქართველოს საზღვრებს გარეთ ათასობით ადამიანი გაერთიანდა, ინდოეთის კლინიკაში 2-თვიანი მკურნალობის შემდეგ, 31 იანვარს გარდაიცვალა. ბავშვი სამშობლოში 2 თებერვალს ჩამოასვენეს. გოგონა თვეების განმავლობაში იბრძოდა სიცოცხლისთვის, თუმცა სამწუხაროდ, მისი ურთულესი დაავადების დამარცხება ვერ მოხერხდა...

ანიტას უმძიმესი დაავადება - დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინეს. მას ესაჭიროებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი ოპერაცია - გულის გადანერგვა. ფაცაციების ოჯახს რამდენიმე ქვეყანამ უარი უთხრა ოპერაციის გაკეთებაზე. ბოლოს გოგონა ინდოეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ანიტას მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. ფაცაციების ოჯახის ახლობლები წერდნენ, რომ ანიტას შინაგანი სისხლდენა ჰქონდა, რაც სავარაუდოდ გამოწვეული იყო იმით, რომ ბავშვის ორგანიზმი ვეღარ ეგუებოდა გულის მუშაობის მასტიმულირებელ ეკმოს აპარატს. 2 წლის გოგონას სეფსისიც განუვითარდა და საბოლოოდ, მისი ორგანიზმი ვეღარ მოერია დაავადებას...

ანიტას მშობლები მარიკო სადრაძე და გიორგი ფაცაცია "ნანუკას შოუს" სტუმრობდნენ. მათ მადლობა გადაუხადეს მთელ საქართველოს, საქართველოს მთავრობას და ეკლესიას, ემიგრანტებს, ოჯახის მეგობრებს და ათასობით სრულიად უცნობ ადამიანს, რომლებიც დროს, მთელ ძალასა და ყველა ადამიანურ რესურსს იყენებდნენ, რათა ბავშვი გადაერჩინათ.

"ქართველებს ხშირად გვჩვევია ჩვენს ნაკლოვანებებზე ხაზის გასმა, ხშირად ვამობთ, რომ "მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს რაღაც ცუდი", მაგრამ მე მგონია, რომ მხოლოდ საქართველოში შეგვიძლია ასე დავუდგეთ გვერდით ერთმანეთს, შეგვიძლია, რომ ჩვენს ოჯახს, ჩვენს შვილებს მოვაკლოთ რაღაც და სრულიად უცნობ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით. ეს იყო უპრეცედენტო სიკეთის მაგალითი... მინდა ხაზი გავუსვა იმას, რაც ქართველმა ემიგრანტებმა გააკეთეს ჩვენთვის ავსტრიაში. ავსტრიელი ექიმები მხრებს იჩეჩავდნენ, ვერ გაიგეს, რა ხდებოდა, იმიტომ რომ უწყვეტი რაოდენობით შემოდიოდა საჩუქრები, სათამაშოები, ხაჭაპურები. გვეკითხებოდნენ, ამდენი მეგობარი გყავთ ავსტრიაშიო და ვპასუხობდით, რომ არა თუ მეგობარი, ნაცნობიც კი არ გვყავდა... ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენ მაძლევთ მე იმ ძალას, რომ ახლა საერთოდ ფეხზე ვიდგე და ვისაუბრო", - განაცხადა მარიკო სადრაძემ გადაცემაში სტუმრობისას.

როგორც გიორგი ფაცაციამ აღნიშნა, ინდოეთში მშობლები ბავშვის ოპერაციისთვის საჭირო დონორის მოსაძიებლად ჩავიდნენ, თუმცა ტრაგიკულ ფინალს ნამდვილად არ ელოდნენ. გადაცემაში მარიკო სადრაძემ სამომავლო მიზნების შესახებაც ისაუბრა, რომელსაც ანიტას სახელის უკვდავსაყოფად გეგმავენ.

"ერთი წამითაც, არასოდეს არ დამიშვია ეს ფინალი, ყველაფერი მქონდა განხილული, მინიმუმ სამოცი წელი მქონდა გათვლილი, ჩემი სიკვდილის შემდეგ რა უნდა გაეკეთებინა, ისიც კი მქონდა გათვლილი, მაგრამ ეს ფინალი არა... ყოველ დილით ხდებოდა ექიმთან გასაუბრება და ბოლო დღეს, როდესაც შევედი ექიმთან, მან მითხრა, რომ ძალიან მცირე იყო გადარჩენის შანსი. და მაშინაც არ დამიშვია რაიმე... მითხრეს, რომ იყო გადარჩენის 1% და ვთქვი, რომ ამ ერთ პროცენტს ჩვენ გადავაქცევდით 100%-ად. არავისთვის ეს არ მითქვამს, გამოვედი და ყველას ვთხოვე, რომ ლოცვა დაეწყოთ. და პირველად ანიტას მისამართით გამოვიყენე სიტყვა გადარჩენა, ვამბობდი "ჩვენ რა გვჭირს გადასარჩენი, ჩვენ გადარჩენილები ვართ". როდესაც ასეთი რამ მითხრა ექიმმა, მაშინ მე ვუთხარი ღმერთს: გთხოვ არ წამართვა, იმიტომ რომ იცი მე ამას ვერ გადავიტან. და როდესაც ასეთი ფინალი გვქონდა, მე მქონდა პროტესტი.. ძალიან გავბრაზდი... მაგრამ შემდეგ მივხვდი. რომ ამით ღმერთმა მე ნდობა გამომიცხადა, მან მითხრა, რომ შენ გადაიტან და იცოდა, რომ მე ღირსეულად გადავიტანდი ამას. დღეს შეიძლება სულელურად ჟღერდეს, რასაც ახლა ვიტყვი და შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მწუხარებისგან ამ ადამიანმა ცოტა აურიაო... მე დღეს მაქვს ერთდაერთი ემოცია, უბრალოდ ვარ ბედნიერი, რომ ღრმერთმა მე ამომირჩია ანიტას დედად. მე ვარ ამაყი, რომ მე ვარ ანიტას დედა. მან მითხრა, რომ "შენ გენდობი, რომ შენ ამ მისიას წარმატებით გაართმევ თავს". შესაბამისად, მე მადლობელი ვარ, რომ ასეთი ნდობა გამომიცხადა ღრმერთმა...

ანიტას ფენომენი ვერ ამოვხსენი, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ... ვერ ამოვხსენი, რა მოხდა ანიტას გარშემო, მისი ეს თვალები, რომელიც აქადე ოჯახის წევრებს გვაგიჟებდა და გვეგონა, რომ ჩვენია და გვიყვარს და იმიტომ მოგვწონს... თურმე, ამ ბავშვის თვალებმა მთელი სამყარო დაიტია... და ამ ბავშვის თვალებში არის მილიონი სიცოცხლე... და ამ ბავშვთან რა კავშირშია სიტყვა სიკვდილი, გლოვა და ტირილი, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას?!... არაფერ კავშირში არ არის... ბევრი მწერს, რომ ტირის... არ იტიროთ, ხალხო. მე დედა ვარ და მეპატიება, რომ ვტირი. თქვენ არ იტიროთ, ანიტასთან კავშირშია მარტო სიკეთე, მარტო სიყვარული და ანიტას გარშემო საქართველო ვართ ერთ დიდ ოჯახად გაერთიანებული, სადაც არის მარტო სიკეთე, სადაც ერთ აგრესიას, ერთ ნეგატიურ კომენტარს ვერ შეხვდებით... ჩვენ შეგვიძლია სიკეთის კეთება. უბრალოდ გთხოვთ, რომ შემოგვერთდეთ ანიტას ჯგუფში, დაამატეთ თქვენი მეგობრებიც და უფრო მასშტაბურ სიკეთის კამპანიას ვგეგმავთ.. ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით, მე ანიტამ დამავალა, რომ მისი სახელით სიკეთე არასდროს გაჩერდეს.. იგეგმება ძალიან ბევრი კარგი რამ, რის შესახებაც ინფორმაციას ისევ ამ ჯგუფიდან შეიტყობთ.... ეს ბავშვი არის სიკეთის სიყვარულის და სიცოცხლის მაგალითი... მე ვარ ამაყი, რომ ვარ ანიტას დედა და ვფიქრობ, რომ უნდა ვიყო ღირსეული მისი გულისთვის, ისეთი ღირსეული, როგორც ანიტას შეეფერება", - აღნიშნა მარიკო სადრაძემ.

ცნობისთვის, ფეისბუქ-ჯგუფმა - "ანიტასთვის", რომელიც გოგონას ნათლიებმა ოპერაციისთვის საქველმოქმედო თანხების შესაგროვებლად შექმნეს, 80 000-მდე ადამიანია გაერთიანებული.

როგორ უნდა იმოძრაონ ავტომობილებმა ჭავჭავაძის გამზირზე - თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

"1 გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, 3 იმპორტირებულია...", - ამირან გამყრელიძე ახალი ინფიცირებულების წყაროების შესახებ

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა