პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მნიშვნელოვანი სიახლე აბიტურიენტებისთვის - 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩაბარდება
მნიშვნელოვანი სიახლე აბიტურიენტებისთვის - 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩაბარდება

2020 წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს ახა­ლი მო­დე­ლით ჩა­ა­ბა­რე­ბენ. შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აკა­დე­მი­ურ პროგ­რა­მა­ზე ჩა­რი­ცხვის­თვის (გარ­და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო, ასე­ვე ჯან­დაც­ვის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა) გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა შემ­დეგ საგ­ნებ­ში: ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა; უცხო­უ­რი ენა; მა­თე­მა­ტი­კა ან ის­ტო­რია, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით.

ჯან­დაც­ვის და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე სა­ვალ­დე­ბუ­ლოა 4 საგ­ნის ჩა­ბა­რე­ბა: ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, უცხო­უ­რი ენა, ბი­ო­ლო­გია ხოლო მე­ო­თხე სა­გა­ნი უნდა აირ­ჩი­ონ შემ­დე­გი სამი საგ­ნი­დან: მა­ტე­მა­ტი­კა, ქი­მია, ფი­ზი­კა.

სა­ხე­ლოვ­ნე­ბო-შე­მო­ქე­დე­ბით/ სას­პორ­ტო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზეჩა­სა­რი­ცხად აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, რო­გორც უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი შიდა ტუ­რის გავ­ლა, ასე­ვე გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა შემ­დეგ საგ­ნებ­ში: უცხო­უ­რი ენა და ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა.

უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია და­ა­წე­სოს და­მა­ტე­ბი­თი გა­მოც­და შემ­დეგ სა­გან­ში/საგ­ნებ­ში: ის­ტო­რია ან/და მა­თე­მა­ტი­კა.

გრან­ტი სამი საგ­ნის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით გა­ი­ცე­მა

თუმ­ცა, თუ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი ითხოვს მე­ო­რე საგ­ნის ჩა­ბა­რე­ბა­საც, აბი­ტუ­რი­ენტს და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბის კი­დევ ერთი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა გრან­ტის გა­ცე­მის პი­რო­ბებს და წესს, შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გრან­ტი სამი საგ­ნის შე­დე­გე­ბი მი­ხედ­ვით გა­ი­ცე­მა. თუ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ი­თხოვს მე­ო­თხე საგ­ნის ჩა­ბა­რე­ბას, აბი­ტუ­რი­ენტს და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბის კი­დევ ერთი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა - ის ორ­ჯერ მი­ი­ღებს საგ­რან­ტო კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, საგ­რან­ტო ქულა კი გა­მო­ით­ვლე­ბა შემ­დეგ საგ­ნებ­ში მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის შე­სა­ბა­მი­სად: ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა; უცხო­უ­რი ენა; ის­ტო­რია ან მა­თე­მა­ტი­კა (მე­სა­მე სა­გა­ნი).

მე­ო­რე კონ­კურ­სის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ქუ­ლის გა­მოთ­ვლი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შემ­დეგ საგ­ნებ­ში მი­ღე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი: ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა; უცხო­უ­რი ენა; და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი მე­ო­თხე სა­გა­ნი. აბი­ტუ­რი­ენ­ტი და­ფი­ნან­სე­ბას მი­ი­ღებს იმ საგ­ნის გა­მოც­დის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც იგი აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რა­მის­თვის გრან­ტის მეტ ოდე­ნო­ბას მო­ი­პო­ვებს. გრან­ტის გა­ცე­მის დროს მა­ღა­ლი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი (1.5) მი­ე­ნი­ჭე­ბა ყვე­ლა სხვა სა­განს, გარ­და ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, ასე­ვე უცხო­უ­რი ენე­ბი­სა, რო­მელ­თა კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი იქ­ნე­ბა 1.

2020 წელს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ზო­გი­ერ­თი საგ­ნის ტეს­ტში ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და. რო­გორც შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, წინა წლე­ბის მსგავ­სად ცვლი­ლე­ბე­ბი საც­დე­ლი ტეს­ტი­რე­ბის, მისი შე­დე­გე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბი­სა და დარ­გის ექ­სპერ­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად და­ი­გეგ­მა.

  • ის­ტო­რი­ის გა­მოც­და­ში- გა­იზ­რდე­ბა ღია და­ვა­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, და­ხუ­რუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი შემ­ცირ­დე­ბა. სა­გა­მოც­დო ტესტს და­ე­მა­ტე­ბა ორი ახა­ლი ტი­პის და­ვა­ლე­ბა: „ორი სხვა­დას­ხვა ტი­პის ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როს ანა­ლი­ზი“ და „ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის შე­ფა­სე­ბა“. „ორი სხვა­დას­ხვა ტი­პის ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როს ანა­ლი­ზი“ - აბი­ტუ­რი­ენ­ტმა ორი სხვა­დას­ხვა ტი­პის (წე­რი­ლო­ბი­თი და ვი­ზუ­ა­ლუ­რი) წყა­რო უნდა შე­ა­ჯე­როს და ამა თუ იმ ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გას­ცეს კი­თხვებს პა­სუ­ხი. „ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის შე­ფა­სე­ბა“ - აბი­ტუ­რი­ენ­ტმა უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოს კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი - შე­ა­ფა­სოს ესა თუ ის ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ცე­სი, მოვ­ლე­ნა ან პი­როვ­ნე­ბა. უც­ვლე­ლი რჩე­ბა მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის პრო­ცენ­ტუ­ლი ზღვა­რი. ამას­თან, ის­ტო­რი­ის გა­მოც­და მაქ­სი­მა­ლუ­რი 70 ქუ­ლის ნაც­ვლად, 60 ქუ­ლით შე­ფას­დე­ბა.
  • მა­თე­მა­ტი­კა­ში- აბი­ტუ­რი­ენტს სა­გა­მოც­დო სა­გა­ნი ჩა­ბა­რე­ბუ­ლად ჩა­ეთ­ვლე­ბა, თუ და­აგ­რო­ვებს ამ საგ­ნის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლის 20%-ზე მეტს.
  • 2020 წელს უცხო­უ­რი ენე­ბის ტეს­ტებ­ში ორი სა­ხის სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა:მე-2 და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბას ამოწ­მებ­და (სწო­რია/არას­წო­რია), ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლია მოს­მე­ნის და­ვა­ლე­ბით. აბი­ტუ­რი­ენ­ტი ის­მენს ერთ სრულ ტექსტს და პა­სუ­ხობს რვა შე­კი­თხვას. მე-6 და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც გრა­მა­ტი­კულ ცოდ­ნას ამოწ­მებს, გახ­და 10-ის ნაც­ვლად 12 სა­კი­თხი­ა­ნი. ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქულა (80) და გა­მოც­დი­სათ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი დრო (2 სა­ა­თი და 30 წუთი) არ შეც­ვლი­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვარს სხვა­დას­ხვა სა­გან­ში, ცენ­ტრში ინ­ფორ­მა­ცი­ით, აბი­ტუ­რი­ენტს დად­გე­ნი­ლი მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ლა­ხუ­ლად ჩა­ეთ­ვლე­ბა თუ ის უცხო­უ­რი ენი­სა და მა­თე­მა­ტი­კის გა­მოც­დებ­ში და­აგ­რო­ვებს ამ საგ­ნე­ბის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლის 20%-ზე მეტს, ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და­ში 30%-ზე მეტს, ხოლო ყვე­ლა სხვა სა­გან­ში - მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლის 25%-ზე მეტს.

ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­გორც წინა წლებ­ში, უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ახ­ლაც აქვთ უფ­ლე­ბა კონ­კრე­ტულ პროგ­რა­მებ­ზე აწი­ონ ბა­რი­ე­რი, ანუ გა­ზარ­დონ მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი. გა­მოც­დე­ბის­თვის რე­გის­ტრა­ცია მარ­ტის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში და­ი­წყე­ბა. რე­გის­ტრა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე ასე­ვე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტის ცნო­ბა­რი, რო­მე­ლიც წელს მხო­ლოდ ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მით იქ­ნე­ბა. დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებ-გვერ­დზე შე­ეძ­ლე­ბათ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
0

,,რაც შე­ე­ხე­ბა მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვარს.... ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და­ში 30%-ზე მეტს,, და რომელი ზოგადი უნარების ????

ლია
0

ამ სტატიაში ზოგადი უნარების გამოცდაზე არაფერი წერია და კომპეტენციის ზღვარი რა შუაშია იქნებ აგვიხსნათ?

ავტორი:

მნიშვნელოვანი სიახლე აბიტურიენტებისთვის - 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩაბარდება

მნიშვნელოვანი სიახლე აბიტურიენტებისთვის - 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩაბარდება

2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის (გარდა სახელოვნებო, ასევე ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებისა) გამოცდების ჩაბარება სავალდებულოა შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; მათემატიკა ან ისტორია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.

ჯანდაცვის და საგანმანათლებლო მიმართულებებზე სავალდებულოა 4 საგნის ჩაბარება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ბიოლოგია ხოლო მეოთხე საგანი უნდა აირჩიონ შემდეგი სამი საგნიდან: მატემატიკა, ქიმია, ფიზიკა.

სახელოვნებო-შემოქედებით/ სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აბიტურიენტისთვის სავალდებულოა, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი შიდა ტურის გავლა, ასევე გამოცდების ჩაბარება შემდეგ საგნებში: უცხოური ენა და ქართული ენა და ლიტერატურა.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დააწესოს დამატებითი გამოცდა შემდეგ საგანში/საგნებში: ისტორია ან/და მათემატიკა.

გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა

თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს მეორე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა.

რაც შეეხება გრანტის გაცემის პირობებს და წესს, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრანტი სამი საგნის შედეგები მიხედვით გაიცემა. თუ უმაღლესი სასწავლებელი მოითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებას, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა - ის ორჯერ მიიღებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობას, საგრანტო ქულა კი გამოითვლება შემდეგ საგნებში მიღებული შედეგების შესაბამისად: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ისტორია ან მათემატიკა (მესამე საგანი).

მეორე კონკურსის აბსოლუტური ქულის გამოთვლისას გათვალისწინებული იქნება შემდეგ საგნებში მიღებული შეფასებები: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; დაწესებულების მიერ განსაზღვრული მეოთხე საგანი. აბიტურიენტი დაფინანსებას მიიღებს იმ საგნის გამოცდის შედეგების მიხედვით, რომლის საფუძველზეც იგი აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას მოიპოვებს. გრანტის გაცემის დროს მაღალი კოეფიციენტი (1.5) მიენიჭება ყველა სხვა საგანს, გარდა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე უცხოური ენებისა, რომელთა კოეფიციენტი იქნება 1.

2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში ცვლილება შევიდა. როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, წინა წლების მსგავსად ცვლილებები საცდელი ტესტირების, მისი შედეგების გაანალიზებისა და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა.

  • ისტორიის გამოცდაში - გაიზრდება ღია დავალებების რაოდენობა, დახურული დავალებების რაოდენობა კი შემცირდება. საგამოცდო ტესტს დაემატება ორი ახალი ტიპის დავალება: „ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ და „ისტორიული მოვლენის შეფასება“. „ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ - აბიტურიენტმა ორი სხვადასხვა ტიპის (წერილობითი და ვიზუალური) წყარო უნდა შეაჯეროს და ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გაანალიზების საფუძველზე გასცეს კითხვებს პასუხი. „ისტორიული მოვლენის შეფასება“ - აბიტურიენტმა უნდა გამოავლინოს კრიტიკული აზროვნების უნარი - შეაფასოს ესა თუ ის ისტორიული პროცესი, მოვლენა ან პიროვნება. უცვლელი რჩება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი. ამასთან, ისტორიის გამოცდა მაქსიმალური 70 ქულის ნაცვლად, 60 ქულით შეფასდება.
  • მათემატიკაში - აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.
  • 2020 წელს უცხოური ენების ტესტებში ორი სახის სიახლე იქნება: მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას. მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12 საკითხიანი. ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა.

რაც შეეხება მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სხვადასხვა საგანში, ცენტრში ინფორმაციით, აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში - მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

ცენტრის ინფორმაციით, როგორც წინა წლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახლაც აქვთ უფლება კონკრეტულ პროგრამებზე აწიონ ბარიერი, ანუ გაზარდონ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება. რეგისტრაციის დაწყებამდე ასევე გამოქვეყნდება აბიტურიენტის ცნობარი, რომელიც წელს მხოლოდ ელექტრონული ფორმით იქნება. დეტალური ინფორმაციის მიღება აბიტურიენტებს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე შეეძლებათ.

3 საუკუნის უნიკალური მარანი მცხეთაში და ქართველი ბიჭი, რომელიც 100-წლოვანი ვენახით წინაპრების მეღვინეობას გააცოცხლებს

"გამოცდის დროს, ერთ სივრცეში არაუმეტეს 10 აბიტურიენტი იქნება" - რა შემთხვევაში გადაიწევს ეროვნული გამოცდები აგვისტოში

2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება - ვინ როდის დაამთავრებს სწავლას სკოლებში