სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო 20 წლის სამტრედიელი გოგონა, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში, საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა
ვინ იყო 20 წლის სამტრედიელი გოგონა, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში, საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა

წარ­მო­შო­ბით სამ­ტრე­დი­ე­ლი 20 წლის გო­გო­ნა სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე, მოს­კო­ვის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში გარ­და­იც­ვა­ლა. "გუ­რია ნი­უ­სი" ავ­რცე­ლებს კად­რებს, სა­დაც ჩანს, რო­გორ ცეკ­ვავს ანა ენ­გი­ბა­რი­ა­ნი, შემ­დეგ კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ეცე­მა სა­ცეკ­ვაო მო­ე­დან­ზე. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია, ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, გო­გო­ნას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნია.

იხი­ლეთ ვი­დეო

გა­მო­ცე­მა ოჯა­ხის ახ­ლობ­ლის კო­მენ­ტარ­საც ავ­რცე­ლებს:

"ანა ენ­გი­ბა­რი­ანს სა­ში­ნელ­მა ბე­დის­წე­რამ მოს­კოვ­ში, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე აჭა­რუ­ლის ცეკ­ვი­სას მო­უს­წრო. ამ შემ­ზა­რავ­მა და და­უ­ჯე­რე­ბელ­მა ფაქ­ტმა შა­ვე­ბით შე­მო­სა გარი ენ­გი­ბა­რი­ა­ნის ლა­მა­ზი, სამ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი.

წარ­მო­შო­ბით სამ­ტრე­დი­ე­ლი გო­გო­ნა ასე მძი­მედ და­ემ­შვი­დო­ბა მოს­კოვს, სა­დაც ბავ­შვო­ბა გა­ა­ტა­რა და ახლა მშობ­ლი­უ­რი სამ­ტრე­დია ჩა­ი­ხუ­ტებს მის ცხე­დარს" - წერს ენ­გი­ბა­რი­ა­ნე­ბის ახ­ლო­ბე­ლი.

ენ­გი­ბა­რი­ა­ნე­ბი წლე­ბის წინ სამ­ტრე­დი­ა­ში ცხოვ­რობ­დნენ. ოჯახს სამი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს და ისი­ნი მოს­კოვ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად 15 წლის წინ გა­და­ვიდ­ნენ, თუმ­ცა მშობ­ლი­ურ სამ­ტრე­დი­ას ხში­რად სტუმ­რობ­დნენ. ანა ენ­გი­ბა­რი­ა­ნი მოს­კო­ვის პლე­ხა­ნო­ვის სა­ხე­ლო­ბის ეკო­ნო­მი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი იყო.

ანა ენ­გი­ბა­რი­ა­ნის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე ბოლო პოს­ტი მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე, 14 თე­ბერ­ვალს გავ­რცელ­და. "20 წე­ლიც შე­მო­მე­პა­რა" - წერ­და იუ­ბი­ლა­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე. გო­გო­ნა და­ბა­დე­ბის დღის მი­ლოც­ვებს იღებ­და, თუმ­ცა შემ­დეგ მისი ფო­ტო­ებ­ზე ახ­ლობ­ლე­ბი სამ­წუ­ხა­რო კო­მენ­ტა­რებს წე­რენ. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი თრომ­ბი გახ­და.

"სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის... ვი­ზი­ა­რებ თქვენს მწუ­ხა­რე­ბას";

"ეს რა უბე­დუ­რე­ბაა... გუ­შინ და­ბა­დე­ბის დღე მი­ვუ­ლო­ცე და დღეს ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას ვი­ზი­ა­რებთ... ანა­ნო სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, უსა­ზღვრო ტკი­ვი­ლია ყვე­ლას­თვის, ვინც შენ გიც­ნობ­და";

"თა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გარ­და­იც­ვა­ლა... რა ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბაა, ასე ახალ­გაზ­რდა და ლა­მა­ზი... ღმერ­თო და­უმ­კვიდ­რე ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი" - წე­რენ ახ­ლობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი კო­მენ­ტა­რებ­ში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილ გო­გო­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
joi zaza
0

ღმერთმა გაანათლოს მისი სული!

123 321
1

ძალიან, ძალიან ვწუხვარ. გამძლეობა მის ოჯახს. ერთიორად მძიმეა ასეთი ტრაგედიები როცა ასეთ მომენტებში ხდება. 

ავტორი:

ვინ იყო 20 წლის სამტრედიელი გოგონა, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში, საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა

ვინ იყო 20 წლის სამტრედიელი გოგონა, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში, საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა

წარმოშობით სამტრედიელი 20 წლის გოგონა საკუთარ დაბადების დღეზე, მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში გარდაიცვალა. "გურია ნიუსი" ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ცეკვავს ანა ენგიბარიანი, შემდეგ კი მოულოდნელად ეცემა საცეკვაო მოედანზე. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.

იხილეთ ვიდეო

გამოცემა ოჯახის ახლობლის კომენტარსაც ავრცელებს:

"ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში, საკუთარ დაბადების დღეზე აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი, სამშვილიანი ოჯახი.

წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს, სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს" - წერს ენგიბარიანების ახლობელი.

ენგიბარიანები წლების წინ სამტრედიაში ცხოვრობდნენ. ოჯახს სამი ქალიშვილი ჰყავს და ისინი მოსკოვში საცხოვრებლად 15 წლის წინ გადავიდნენ, თუმცა მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. ანა ენგიბარიანი მოსკოვის პლეხანოვის სახელობის ეკონომიკურ უნივერსიტეტში მეორე კურსის სტუდენტი იყო.

ანა ენგიბარიანის ფეისბუქის გვერდზე ბოლო პოსტი მის დაბადების დღეზე, 14 თებერვალს გავრცელდა. "20 წელიც შემომეპარა" - წერდა იუბილარი გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე. გოგონა დაბადების დღის მილოცვებს იღებდა, თუმცა შემდეგ მისი ფოტოებზე ახლობლები სამწუხარო კომენტარებს წერენ. ვარაუდობენ, რომ მოულოდნელი სიკვდილის მიზეზი თრომბი გახდა.

"სიტყვები არ მყოფნის... ვიზიარებ თქვენს მწუხარებას";

"ეს რა უბედურებაა... გუშინ დაბადების დღე მივულოცე და დღეს ოჯახის მწუხარებას ვიზიარებთ... ანანო სიტყვები არ მყოფნის, უსაზღვრო ტკივილია ყველასთვის, ვინც შენ გიცნობდა";

"თავის დაბადების დღეზე გარდაიცვალა... რა ბედის უკუღმართობაა, ასე ახალგაზრდა და ლამაზი... ღმერთო დაუმკვიდრე ცათა სასუფეველი" - წერენ ახლობლები და მეგობრები კომენტარებში.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილ გოგონას საქართველოში ჩამოასვენებენ.

ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მანქანამ ჯერ ქვეითი გაიტანა, შემდეგ მაღაზიის ვიტრინაში შევარდა

ავტობანზე 15 მანქანა დაიმტვრა - ფოტოები ავარიის ადგილიდან

"დაზიანდა 26 ავტომობილი, მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელსადენები" - დიდთოვლობის გამო, საგანგებო სამსახურში 140 შეტყობინება შევიდა