სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დუმს გიორგი გახარია?! - "აუხსნეს, რომ პოლიტიკაში ჩაერევა მაშინ, როცა ეტყვის ივანიშვილი"
რატომ დუმს გიორგი გახარია?! - "აუხსნეს, რომ პოლიტიკაში ჩაერევა მაშინ, როცა ეტყვის ივანიშვილი"

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რის გიგი უგუ­ლა­ვას და­კა­ვე­ბას, ქვეყ­ნის შიგ­ნით თუ ქვეყ­ნის გა­რეთ დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. უკვე სა­უ­ბა­რია სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ებ­ზეც და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რებს თით­ქმის ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში უწევთ თა­ვის მარ­თლე­ბა.

თუმ­ცა, ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას და პო­ლი­ტი­კურ სპექტრს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კო­მენ­ტა­რი არ მო­უს­მე­ნია, რად­გან გი­ორ­გი გა­ხა­რია თით­ქმის ერთი კვი­რაა არ­სად გა­მო­ჩე­ნი­ლა. დღეს, ხუთ­შა­ბათს ტრა­დი­ცი­უ­ლი მთავ­რო­ბის სხდო­მაც არ გა­მარ­თუ­ლა. თუმ­ცა ამის მი­ზე­ზი ის იყო, რომ პრე­მი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა. პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცია, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

"სა­მუ­შაო ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი მი­უნ­ხე­ნის 56-ე უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ის გახ­სნით სე­სი­ას და­ეს­წრე­ბა. გი­ორ­გი გა­ხა­რია კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში მა­ღა­ლი დო­ნის ორ­მხრივ შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თავს" - აცხა­დე­ბენ პრე­მი­ე­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

ამ მოვ­ლე­ნე­ბის დამ­თხვე­ვის გამო, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მის შე­საძ­ლო გა­და­ყე­ნე­ბა­ზე სა­უბ­რე­ბი კვლავ გა­აქ­ტი­ურ­და...

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გა­ხა­რი­ას პრე­მი­ე­რის პოსტზე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე შეც­ვლის. თა­ვის დრო­ზე თა­ვად თა­ლაკ­ვა­ძემ ამ კი­თხვას უპა­სუ­ხა, რომ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა მისი თვით­მი­ზა­ნი არ არის. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით კი ცხოვ­რე­ბაა მოძ­რა­ო­ბაა, ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ფი­ნა­ლის და­ლო­დე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"დას­პო­ი­ლე­რე­ბა" მე ხომ არ მო­მი­გო­ნია?! ეს არის ძა­ლი­ან კარ­გი თა­ნა­მედ­რო­ვე მცნე­ბა და მინ­და, რომ ამ პო­ზი­ცი­ა­ზე დავ­რჩე. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კურ სე­ზონ­ში შევ­დი­ვართ. წე­რი­ლიც ბევ­რი იქ­ნე­ბა, სი­ხა­რუ­ლიც ბევ­რი იქ­ნე­ბა, "დას­პო­ი­ლე­რე­ბაც“ ბევ­რი იქ­ნე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა გვე­ლის", - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

პრე­მი­ე­რის შე­საძ­ლო ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ დღეს “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რმა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ "და­ას­პო­ი­ლე­რა" სა­ზო­გა­დო­ე­ბა. მისი თქმით, გა­ხა­რია მი­უნ­ხენ­ში იმ­ყო­ფე­ბა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, რო­მელ­საც რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვიც ეს­წრე­ბა და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ლავ­როვ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რის­გან უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი მი­ი­ღოს.

პრე­მი­ე­რის პრეს­სამ­სა­ხურ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ გა­ხა­რია მი­უნ­ხენ­ში გა­ემ­გზავ­რა, თუმ­ცა სიც­რუე უწო­და იმას, რომ მისი და ლავ­რო­ვის შეხ­ვედ­რა იგეგ­მე­ბა.

რა­ტომ არ ჩანს გა­ხა­რია მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა დუღს? მე­დი­ას ეს შე­კი­თხვა მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევს. გავ­რცე­ლე­ბულ ხმებს, გა­ხა­რი­ას შე­საძ­ლო გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ, არა­სე­რი­ო­ზულს უწო­დებს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, პრე­მი­ერს "ბევ­რი საქ­მე აქვს":

"რამ­დე­ნი­მე დღე არ გა­მოჩ­ნდე­ბა ადა­მი­ა­ნი თქვენ­თან და სვამთ შე­კი­თხვას, სად არის?! მუ­შა­ობს ეს ადა­მი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რად და ბევრ საქ­მეს აკე­თებს თან. მეც რომ არ გა­მოვ­ჩნდე ერთი კვი­რა თქვენ­თან, იკი­თხავთ, ალ­ბათ, სად არის მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, მაგ­რამ აქ ვართ ყვე­ლა, ვმუ­შა­ობთ, საქ­მეს ვა­კე­თებთ, თქვენს გარ­და უამ­რა­ვი საქ­მე გვაქვს. მე­დი­ას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ამის გარ­და კუ­ლი­სებ­ში კეთ­დე­ბა ბევ­რი საქ­მე, კა­ბი­ნე­ტებ­ში, მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რე­ბის დროს, კა­ნო­ნებ­ზე ვმუ­შა­ობთ, აღ­მას­რუ­ლე­ბელ ფუნ­ქცი­ებს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ამე­ნე­ჯმენ­ტებს ეს ადა­მი­ა­ნი და მო­დით, სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი არ გაგ­ვიხ­დეს ეს მიდ­გო­მა,“ - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

"გა­ხა­რი­ას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან" და­კავ­ში­რე­ბით, ექ­სპერ­ტებს გან­სხა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი აქვთ. ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მის წას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხმე­ბი ტყუ­ი­ლად არ გავ­რცელ­დე­ბო­და. მე­ო­რე ნა­წი­ლის აზ­რით, კი გა­ხა­რია სა­კუ­თარ იმიჯს უფრთხილ­დე­ბა და "ოც­ნე­ბის­თვის" მძი­მე პე­რი­ოდ­ში გა­მო­ჩე­ნის­გან თავს იკა­ვებს.

"და­დი­ო­და ხმე­ბი და ისევ და­დის, რომ გა­ხა­რია ტო­ვებს პრე­მი­ე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას. რო­გორც ჩანს, ეს ხმე­ბი მთლად უსა­ფუძ­ვლო არ არის და თუ რა­ი­მეს უკავ­შირ­დე­ბა მისი ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცია, უკავ­შირ­დე­ბა სწო­რედ იმას, რომ მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა დგას დღის წეს­რიგ­ში. თო­რემ, გა­ხა­რი­ა­საც თა­მა­მად შე­უძ­ლია თქვას ის, რა­საც კა­ლა­ძე ან ვოლ­სკი ამ­ბობს.

მაგ­რამ თუ მისი წას­ვლის სა­კი­თხი დგას დღის წეს­რიგ­ში, თავს იკა­ვებს თვი­თო­ნაც და გუნდსაც აღარ უნდა ჩა­ა­ყე­ნოს უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ხა­ლი­სე­ბა მოხ­დე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად და რო­გორც ჩანს გა­ხა­რია ამ პრო­ცეს­ში იქ­ნე­ბა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა" - უთხრა AMBEBI.GE-ს პო­ლი­ტო­ლოგ­მა ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ.

ექ­სპერტ არ­ჩილ გამ­ზარ­დი­ას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა აქვს - იგი სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ვერ ხე­დავს და მი­იჩ­ნევს, რომ გა­ხა­რია ისე­დაც შე­ლა­ხუ­ლი იმი­ჯის კი­დევ უფრო შე­ლახ­ვას ერი­დე­ბა:

"20-21 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, გა­ხა­რია და­კა­ვე­ბუ­ლია სა­კუ­თა­რი იმი­ჯის შექ­მნით და ხე­ლახ­ლა მო­პო­ვე­ბით. ამი­ტომ სა­ჩო­თი­რო თე­მებს მაქ­სი­მა­ლუ­რად თავს არი­დებს, მის გა­რე­შე ხდე­ბა რა­ღაც პრო­ცე­სე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბა.

ამის გარ­და, გა­ხა­რია ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნია ივა­ნიშ­ვი­ლის შემ­დეგ, რო­მელ­საც რა­ღაც წონა აქვს, ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც პრო­ცე­სე­ბის­გან დის­ტან­ცირ­დეს, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბის ცენ­ტრი ნე­გა­ტი­ურ კონ­ტექ­სტში არ იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი. 20-21 ივ­ნი­სის შემ­დეგ მისი პერ­სო­ნა დიდი ნე­გა­ტი­ვით სარ­გებ­ლობს, ამი­ტომ ყო­ველ­თვის, რო­დე­საც რა­ღა­ცა­ზე აზრს გა­მოთ­ქვამს ან პრო­ცე­სებს აფა­სებს, გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ში ფრთხი­ლობს.

გა­ხა­რი­ას რომ გა­უშ­ვებ­დნენ, ამა­ზე ვთქვი მა­შინ­ვე, რო­გორც კი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­და. მაგ­რამ ახლა მისი გაშ­ვე­ბის სა­თა­ნა­დო კონ­ტექსტს ვერ ვხე­დავ. გა­ხა­რი­ას რო­გორც პრე­მი­ერს, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად სჭირ­დე­ბა ცუდ პრო­ცე­სებ­თან ბმა. თუ გაშ­ვე­ბა­ზე არის სა­უ­ბა­რი, იმ შემ­თხვე­ვა­შიც სჭირ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი", - გვი­თხრა გამ­ზარ­დი­ამ.

პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის აზ­რით, გი­ორ­გი გა­ხა­რია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა "გა­და­მა­ლა":

"ჩვე­ნი ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლო­ბის მო­დე­ლი ანუ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მან­კი­ე­რე­ბა, გუ­ლის­ხმობს იმას, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი არ უნდა ერე­ო­დეს პო­ლი­ტი­კა­ში. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­გე­ბით, პრე­მი­ე­რი არის ე.წ მო­უ­რა­ვი, რო­მელ­მაც უნდა მი­ხე­დოს თა­ვის საქ­მეს და პო­ლი­ტი­კა მისი საქ­მე არაა. ივა­ნიშ­ვი­ლის აზ­რით, პრე­მი­ე­რი არის მისი პი­რა­დი თა­ნა­შემ­წე სა­მე­ურ­ნეო სა­კი­თხებ­ში.

სხვა დროს კი გა­უ­კე­თე­ბია გან­ცხა­დე­ბე­ბი, მაგ­რამ ნელ-ნელა "მო­იყ­ვა­ნეს ჭკუ­ა­ზე" - როცა და­გა­ვა­ლე­ბენ პო­ლი­ტი­კა­ში მა­შინ ჩა­ე­რი­ეო, იქამ­დე კი იჯე­ქი შენ­თვის წყა­ნა­რა­დო, ამას ეუბ­ნე­ბი­ან. თუმ­ცა, აქამ­დე ცდი­ლობ­და ილუ­ზია ჰქო­ნო­და, რომ პო­ლი­ტი­კა­ში უნდა ჩა­რე­უ­ლი­ყო, მაგ­რამ მერე აუხ­სნეს, რომ ჩა­ე­რე­ვა მა­შინ, როცა ეტყვის ივა­ნიშ­ვი­ლი. ის, რომ გა­ხა­რია გა­მო­ვი­დეს და თა­ვის გან­ცხა­დე­ბე­ბი აკე­თოს, ეგრე სად არის?! - უთხრა AMBEBI.GE-ს ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ხა­რი­ას შე­საძ­ლო წას­ვლის შე­სა­ხებ, პო­ლი­ტო­ლო­გი ამას მო­რიგ ჭო­რა­ო­ბას უწო­დებს და კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის­გან თავს იკა­ვებს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
76

ძალიან მაინტერესებს ხუხაშვილი თავის სიზმრებს გვიყვება თუ სხვის მონაყოლს იმპროვიზაციას უკეთებს

გელა
10

პოლიტიკური სიტუაცია თურმე დუღს საქართველოში. დუღს არა გადმოდუღს. ამ უსაქმურებს გონიათ რო მართლა რაღაცას წარმოადგენენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

რატომ დუმს გიორგი გახარია?! - "აუხსნეს, რომ პოლიტიკაში ჩაერევა მაშინ, როცა ეტყვის ივანიშვილი"

რატომ დუმს გიორგი გახარია?! - "აუხსნეს, რომ პოლიტიკაში ჩაერევა მაშინ, როცა ეტყვის ივანიშვილი"

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უკვე საუბარია საერთაშორისო სანქციებზეც და "ქართული ოცნების" ლიდერებს თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ თავის მართლება.

თუმცა, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ქვეყნის მოსახლეობას და პოლიტიკურ სპექტრს პრემიერ-მინისტრის კომენტარი არ მოუსმენია, რადგან გიორგი გახარია თითქმის ერთი კვირაა არსად გამოჩენილა. დღეს, ხუთშაბათს ტრადიციული მთავრობის სხდომაც არ გამართულა. თუმცა ამის მიზეზი ის იყო, რომ პრემიერი საქართველოში არ იმყოფება. პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

"სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური მიუნხენის 56-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება. გიორგი გახარია კონფერენციის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს" - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.

ამ მოვლენების დამთხვევის გამო, თანამდებობიდან მის შესაძლო გადაყენებაზე საუბრები კვლავ გააქტიურდა...

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გახარიას პრემიერის პოსტზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შეცვლის. თავის დროზე თავად თალაკვაძემ ამ კითხვას უპასუხა, რომ ამ თანამდებობის დაკავება მისი თვითმიზანი არ არის. გიორგი გახარიას განცხადებით კი ცხოვრებაა მოძრაობაა, ამიტომ საზოგადოებას ფინალის დალოდებისკენ მოუწოდა.

"დასპოილერება" მე ხომ არ მომიგონია?! ეს არის ძალიან კარგი თანამედროვე მცნება და მინდა, რომ ამ პოზიციაზე დავრჩე. უახლოეს პერიოდში აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ. წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც ბევრი იქნება, "დასპოილერებაც“ ბევრი იქნება, საინტერესო ცხოვრება გველის", - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ "დაასპოილერა" საზოგადოება. მისი თქმით, გახარია მიუნხენში იმყოფება კონფერენციაზე, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ესწრება და არ არის გამორიცხული ლავროვმა საქართველოს პრემიერისგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს.

პრემიერის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ გახარია მიუნხენში გაემგზავრა, თუმცა სიცრუე უწოდა იმას, რომ მისი და ლავროვის შეხვედრა იგეგმება.

რატომ არ ჩანს გახარია მაშინ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დუღს? მედიას ეს შეკითხვა მოსვენებას არ აძლევს. გავრცელებულ ხმებს, გახარიას შესაძლო გადადგომის შესახებ, არასერიოზულს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერს "ბევრი საქმე აქვს":

"რამდენიმე დღე არ გამოჩნდება ადამიანი თქვენთან და სვამთ შეკითხვას, სად არის?! მუშაობს ეს ადამიანი ინტენსიურად და ბევრ საქმეს აკეთებს თან. მეც რომ არ გამოვჩნდე ერთი კვირა თქვენთან, იკითხავთ, ალბათ, სად არის მამუკა მდინარაძე, მაგრამ აქ ვართ ყველა, ვმუშაობთ, საქმეს ვაკეთებთ, თქვენს გარდა უამრავი საქმე გვაქვს. მედიასთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის გარდა კულისებში კეთდება ბევრი საქმე, კაბინეტებში, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, კანონებზე ვმუშაობთ, აღმასრულებელ ფუნქციებს ხელმძღვანელობს, ამენეჯმენტებს ეს ადამიანი და მოდით, სპეკულაციური არ გაგვიხდეს ეს მიდგომა,“ - განაცხადა მდინარაძემ.

"გახარიას გაუჩინარებასთან" დაკავშირებით, ექსპერტებს განსხავებული მოსაზრებები აქვთ. ნაწილი ფიქრობს, რომ თანამდებობიდან მის წასვლასთან დაკავშირებით ხმები ტყუილად არ გავრცელდებოდა. მეორე ნაწილის აზრით, კი გახარია საკუთარ იმიჯს უფრთხილდება და "ოცნებისთვის" მძიმე პერიოდში გამოჩენისგან თავს იკავებს.

"დადიოდა ხმები და ისევ დადის, რომ გახარია ტოვებს პრემიერის თანამდებობას. როგორც ჩანს, ეს ხმები მთლად უსაფუძვლო არ არის და თუ რაიმეს უკავშირდება მისი ნეიტრალური პოზიცია, უკავშირდება სწორედ იმას, რომ მისი გათავისუფლება დგას დღის წესრიგში. თორემ, გახარიასაც თამამად შეუძლია თქვას ის, რასაც კალაძე ან ვოლსკი ამბობს.

მაგრამ თუ მისი წასვლის საკითხი დგას დღის წესრიგში, თავს იკავებს თვითონაც და გუნდსაც აღარ უნდა ჩააყენოს უხერხულ მდგომარეობაში

ხელისუფლების გადახალისება მოხდება აუცილებლად და როგორც ჩანს გახარია ამ პროცესში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა" - უთხრა AMBEBI.GE-ს პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტ არჩილ გამზარდიას განსხვავებული მოსაზრება აქვს - იგი სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ გახარია ისედაც შელახული იმიჯის კიდევ უფრო შელახვას ერიდება:

"20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, გახარია დაკავებულია საკუთარი იმიჯის შექმნით და ხელახლა მოპოვებით. ამიტომ საჩოთირო თემებს მაქსიმალურად თავს არიდებს, მის გარეშე ხდება რაღაც პროცესების კომენტირება.

ამის გარდა, გახარია ერთადერთი ადამიანია ივანიშვილის შემდეგ, რომელსაც რაღაც წონა აქვს, ამიტომ შეიძლება რაღაც პროცესებისგან დისტანცირდეს, რომ ძალაუფლების ცენტრი ნეგატიურ კონტექსტში არ იყოს წარმოდგენილი. 20-21 ივნისის შემდეგ მისი პერსონა დიდი ნეგატივით სარგებლობს, ამიტომ ყოველთვის, როდესაც რაღაცაზე აზრს გამოთქვამს ან პროცესებს აფასებს, გამონათქვამებში ფრთხილობს.

გახარიას რომ გაუშვებდნენ, ამაზე ვთქვი მაშინვე, როგორც კი პრემიერ-მინისტრი გახდა. მაგრამ ახლა მისი გაშვების სათანადო კონტექსტს ვერ ვხედავ. გახარიას როგორც პრემიერს, ყველაზე ნაკლებად სჭირდება ცუდ პროცესებთან ბმა. თუ გაშვებაზე არის საუბარი, იმ შემთხვევაშიც სჭირდება პოლიტიკური კაპიტალი", - გვითხრა გამზარდიამ.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილმა "გადამალა":

"ჩვენი ქვეყნის მმართველობის მოდელი ანუ კონსტიტუციური მანკიერება, გულისხმობს იმას, რომ პრემიერ-მინისტრი არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილის გაგებით, პრემიერი არის ე.წ მოურავი, რომელმაც უნდა მიხედოს თავის საქმეს და პოლიტიკა მისი საქმე არაა. ივანიშვილის აზრით, პრემიერი არის მისი პირადი თანაშემწე სამეურნეო საკითხებში.

სხვა დროს კი გაუკეთებია განცხადებები, მაგრამ ნელ-ნელა "მოიყვანეს ჭკუაზე" - როცა დაგავალებენ პოლიტიკაში მაშინ ჩაერიეო, იქამდე კი იჯექი შენთვის წყანარადო, ამას ეუბნებიან. თუმცა, აქამდე ცდილობდა ილუზია ჰქონოდა, რომ პოლიტიკაში უნდა ჩარეულიყო, მაგრამ მერე აუხსნეს, რომ ჩაერევა მაშინ, როცა ეტყვის ივანიშვილი. ის, რომ გახარია გამოვიდეს და თავის განცხადებები აკეთოს, ეგრე სად არის?! - უთხრა AMBEBI.GE-ს ხუხაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას თანამდებობიდან გახარიას შესაძლო წასვლის შესახებ, პოლიტოლოგი ამას მორიგ ჭორაობას უწოდებს და კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.

"ამ უმძიმესი კრიზისის დროს ყველას უთხრა, რომ ფეხებზე მკიდიხართო" - გიგა ბოკერია ბერას Tik-Tok-ზე  გავრცელებულ ვიდეოზე

LIVE: "360 გრადუსი" - ქალის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი, ექიმი ლალი ტურძელაძე

რა შეზღუდვები მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დროს - პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე