პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანტარქტიდას ახალი, გიგანტური აისბერგი მოსწყდა - რა გავლენას მოახდენს გაყინული კონტინენტის  ლღობა დედამიწაზე
ანტარქტიდას ახალი, გიგანტური აისბერგი მოსწყდა - რა გავლენას მოახდენს გაყინული კონტინენტის  ლღობა დედამიწაზე

ჰა­ე­რის უჩ­ვე­უ­ლოდ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, ან­ტარ­ქტი­დას ახა­ლი, გი­გან­ტუ­რი აის­ბერ­გი მოს­წყდა. აის­ბერ­გის, სა­ხე­ლად B49-ის ფარ­თო­ბი, სა­ერ­თო ჯამ­ში, 200 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი იყო, თუმ­ცა, რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ის ნა­წი­ლე­ბად იშ­ლე­ბა, უკვე გა­მო­ე­ყო ყი­ნუ­ლის რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლი, შე­დე­გად შე­და­რე­ბით მცი­რე ზო­მის აის­ბერ­გე­ბი წარ­მო­იქ­მნა, ხოლო დარ­ჩე­ნი­ლი, ყვე­ლა­ზე დიდი აის­ბერ­გის ფარ­თო­ბი ამ ეტაპ­ზე 100 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრს შე­ად­გენს.

მისი სის­ქის ზუსტ ზო­მას მეც­ნი­ე­რე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ აკონ­კრე­ტე­ბენ, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მეტ­რია.

აის­ბერ­გი მოძ­რა­ობს და მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ მალე ოკე­ა­ნეს შე­უ­ერ­თდე­ბა.

გი­გან­ტუ­რი აის­ბერ­გი ან­ტარ­ქტი­დის და­სავ­ლეთ ნა­წილს გა­სულ შა­ბათ-კვი­რას მოს­წყდა და ეს მოვ­ლე­ნა "ევ­რო­პის კოს­მო­სურ­მა სა­ა­გენ­ტომ“ სა­ტე­ლი­ტი­დან და­ა­ფიქ­სი­რა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მეც­ნი­ე­რებ­მა ყი­ნუ­ლის ამ ნა­წი­ლის მოძ­რა­ო­ბა ჯერ კი­დევ 2019 წლის და­სა­წყის­ში შე­ნიშ­ნეს და პრო­ცესს აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, ახლა კი, სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ე­ყო გა­ყი­ნულ კონ­ტი­ნენტს.

სა­ტე­ლი­ტი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს აის­ბერ­გის ზომა, ასე­ვე მისი მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა და ის ნა­წი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე გა­მო­ე­ყო.

რო­გორც National Geographic წერს, მეც­ნი­ე­რე­ბი ში­შო­ბენ, რომ ეს მოვ­ლე­ნა, შე­საძ­ლოა, ერ­თგვა­რი პრე­ლუ­დია იყოს კი­დევ უფრო დიდი დე­სინ­ტეგ­რა­ცი­ის, სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, ახა­ლი აის­ბერ­გე­ბის გა­მო­ყო­ფის, რა­საც, თა­ვის მხრივ, გა­ყი­ნულ კონ­ტი­ნენტზე კლი­მა­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი იწ­ვევს.

ნა­ხეთ ვი­დეო, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ მოს­წყდა აის­ბერ­გი გა­ყი­ნულ კონ­ტი­ნენტს:

გა­სულ კვი­რას ან­ტარ­ქტი­დის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რის რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - +18.3 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­და. გა­ყი­ნულ კონ­ტი­ნენტზე სწრა­ფი ტრანსფორ­მი­რე­ბა ხდე­ბა და ამ ცვლი­ლე­ბე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გი­გან­ტუ­რი აის­ბერ­გის მო­წყვე­ტა და მისი ოკე­ა­ნეს შე­ერ­თე­ბა გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით ზღვის დო­ნის აწე­ვას გა­მო­იწ­ვევს.

გა­ყი­ნულ კონ­ტი­ნენტზე ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა რე­კორ­დუ­ლად მა­ღა­ლი - +18 გრა­დუ­სია

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა ან­ტარ­ქტი­დის და­სავ­ლეთ ნა­წილ­შია, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა ზო­მის ყი­ნუ­ლის ნა­წი­ლე­ბი 1990 წლი­დან ინ­ტენ­სი­უ­რად გა­მო­ე­ყო­ფა და ყო­ვე­ლი­ვემ ბოლო წლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხი­ფა­თო სახე მი­ი­ღო. ყი­ნუ­ლე­ბის ნა­კა­დი ოკე­ა­ნეს უერ­თდე­ბა და თუ მათი მოძ­რა­ო­ბის სიჩ­ქა­რე ად­რე­ულ წლებ­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო იყო, ახლა ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე სწრა­ფად მოძ­რა­ო­ბენ და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 10 მეტ­რით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. მეც­ნი­ე­რე­ბი ყო­ვე­ლი­ვეს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის აწე­ვას, ასე­ვე ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­ბა­ტო­ნე­ბულ ქა­რებ­სა და დი­ნე­ბებს უკავ­ში­რე­ბენ.

ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა Pine Island-ის ნა­წილ­შია

ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ან­ტარ­ქტი­და­ზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის და მისი გავ­ლე­ნის ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ BBC ის ცნო­ბით, ყვე­ლა­ზე დიდი აის­ბერ­გი A68 ან­ტარ­ქტი­დას 2017 წელს მოს­წყდა. მას შემ­დეგ ის უმ­ნიშ­ვნე­ლო სიჩ­ქა­რით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და და მეც­ნი­ე­რე­ბი ყო­ვე­ლი­ვეს სა­ხი­ფა­თოდ არ მი­იჩ­ნევ­დნენ, თუმ­ცა ახლა, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გავ­ლე­ნით, აის­ბერ­გმა უფრო სწრა­ფად მოძ­რა­ო­ბა და­ი­წყო და მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ სამ­ხრე­თის ოკე­ა­ნის ღია წყლებ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. (ნა­ხეთ: მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი აის­ბერ­გის გა­და­ად­გი­ლე­ბის სიჩ­ქა­რე გა­ი­ზარ­და - რა საფრ­თხეს უქ­მნის ის ადა­მი­ა­ნებს)

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სან დრო©
15

ბოლო აისბერგი რომ მოსწყდება გამაგებინეთ

korben dallas
21

ჰოდა ზედ ერთი თბილისელი ქურთი გადავსვათ და იძახოს ომახიანად - აბა, მაროჟნეეეეე !!! ))))))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ანტარქტიდას ახალი, გიგანტური აისბერგი მოსწყდა - რა გავლენას მოახდენს გაყინული კონტინენტის  ლღობა დედამიწაზე

ანტარქტიდას ახალი, გიგანტური აისბერგი მოსწყდა - რა გავლენას მოახდენს გაყინული კონტინენტის  ლღობა დედამიწაზე

ჰაერის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის გამო, ანტარქტიდას ახალი, გიგანტური აისბერგი მოსწყდა. აისბერგის, სახელად B49-ის ფართობი, საერთო ჯამში, 200 კვადრატული კილომეტრი იყო, თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, ის ნაწილებად იშლება, უკვე გამოეყო ყინულის რამდენიმე ნაწილი, შედეგად შედარებით მცირე ზომის აისბერგები წარმოიქმნა, ხოლო დარჩენილი, ყველაზე დიდი აისბერგის ფართობი ამ ეტაპზე 100 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

მისი სისქის ზუსტ ზომას მეცნიერები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, თუმცა ამბობენ, რომ რამდენიმე ასეული მეტრია.

აისბერგი მოძრაობს და მოსალოდნელია, რომ მალე ოკეანეს შეუერთდება.

გიგანტური აისბერგი ანტარქტიდის დასავლეთ ნაწილს გასულ შაბათ-კვირას მოსწყდა და ეს მოვლენა "ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ“ სატელიტიდან დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა ყინულის ამ ნაწილის მოძრაობა ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში შენიშნეს და პროცესს აკვირდებოდნენ, ახლა კი, საბოლოოდ გამოეყო გაყინულ კონტინენტს.

სატელიტიდან გადაღებული ფოტოებიდან ჩანს აისბერგის ზომა, ასევე მისი მოძრაობის მიმართულება და ის ნაწილები, რომლებიც უკვე გამოეყო.

როგორც National Geographic წერს, მეცნიერები შიშობენ, რომ ეს მოვლენა, შესაძლოა, ერთგვარი პრელუდია იყოს კიდევ უფრო დიდი დესინტეგრაციის, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ახალი აისბერგების გამოყოფის, რასაც, თავის მხრივ, გაყინულ კონტინენტზე კლიმატის მნიშვნელოვანი ცვლილებები იწვევს.

ნახეთ ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ მოსწყდა აისბერგი გაყინულ კონტინენტს:

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/maaZ6pZkDfY" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

გასულ კვირას ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი - +18.3 გრადუსი დაფიქსირდა. გაყინულ კონტინენტზე სწრაფი ტრანსფორმირება ხდება და ამ ცვლილებების უგულებელყოფა შეუძლებელია. მეცნიერები ამბობენ, რომ გიგანტური აისბერგის მოწყვეტა და მისი ოკეანეს შეერთება გლობალური მასშტაბით ზღვის დონის აწევას გამოიწვევს.

გაყინულ კონტინენტზე ჰაერის ტემპერატურა რეკორდულად მაღალი - +18 გრადუსია

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე რთული ვითარება ანტარქტიდის დასავლეთ ნაწილშია, რომელსაც სხვადასხვა ზომის ყინულის ნაწილები 1990 წლიდან ინტენსიურად გამოეყოფა და ყოველივემ ბოლო წლებში განსაკუთრებით სახიფათო სახე მიიღო. ყინულების ნაკადი ოკეანეს უერთდება და თუ მათი მოძრაობის სიჩქარე ადრეულ წლებში უმნიშვნელო იყო, ახლა ჩვეულებრივზე სწრაფად მოძრაობენ და დღის განმავლობაში 10 მეტრით გადაადგილდებიან. მეცნიერები ყოველივეს ჰაერის ტემპერატურის აწევას, ასევე ამ ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში გაბატონებულ ქარებსა და დინებებს უკავშირებენ.

ყველაზე რთული ვითარება Pine Island-ის ნაწილშია

ისინი ამბობენ, რომ ანტარქტიდაზე მიმდინარე პროცესები კლიმატის ცვლილების და მისი გავლენის ყველაზე ნათელი მაგალითია.

აღსანიშნავია ისიც, რომ BBC ის ცნობით, ყველაზე დიდი აისბერგი A68 ანტარქტიდას 2017 წელს მოსწყდა. მას შემდეგ ის უმნიშვნელო სიჩქარით გადაადგილდებოდა და მეცნიერები ყოველივეს სახიფათოდ არ მიიჩნევდნენ, თუმცა ახლა, კლიმატის ცვლილების გავლენით, აისბერგმა უფრო სწრაფად მოძრაობა დაიწყო და მოსალოდნელია, რომ სამხრეთის ოკეანის ღია წყლებში აღმოჩნდება. (ნახეთ: მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგის გადაადგილების სიჩქარე გაიზარდა - რა საფრთხეს უქმნის ის ადამიანებს)

რა ხდება მსოფლიოში კორონავირუსის გარდა - 8 მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც პანდემიის გამო შესაძლოა, გამოგვრჩა

ISIS-ის განსაკუთრებით საშიში მებრძოლი, ლონდონელი რეპერი-ტერორისტი ესპანეთში დააკავეს

რუსული ელიტის ცნობილი სახეები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ